საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.12.2011
ძალაში შესვლა 01.01.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/2768
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.024.016141
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 111229041, 29/12/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt .75in 45.0pt .75in;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/2768
2011 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ” ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად
, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №1-1/1422 ბრძანება და „
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №1-1/1421 ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის პირველი იანვრიდან.
ვ. ქობალია
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
3. დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.
4. დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
5. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და იმ მინისტრის მოადგილის წინაშე, რომელიც მინისტრის შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის საქმიანობას.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებები
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებებია:
ა) სამინისტროს სისტემაში საჯარო სამსახურის კადრების მართვის სახელმწიფო პოლიტიკის უზრუნველყოფა, ქვეყნის ეკონომიკური სისტემის თავისებურებათა გათვალისწინებითა და თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად, კადრების მართვის სტრატეგიისა და ერთიანი საკადრო პოლიტიკის შემუშავება;
ბ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის, დაქვემდებარებული ტერიტორიული ორგანოების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების, მათი ფუნქციებისა და მოვალეობების გათვალისწინებით, სტრუქტურულ-ორგანიზაციული და საშტატო ოპტიმიზაცია;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მინისტრის ბრძანებების პროექტების მომზადება; კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
დ) სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების კადრების სამსახურების მუშაობისათვის კოორდინაციისა და მეთოდური ხელმძღვანელობის გაწევა;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროში ატესტაციების და კონკურსების ორგანიზება;
ვ) სასწავლო პროცესების ორგანიზება და მართვა;
ზ) საქმისწარმოების წესების შესაბამისად ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავებისა და მოძრაობის უზრუნველყოფა;
თ) საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის, მთავრობის ნორმატიული და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული დავალებების, ასევე მინისტრის დავალებების და ბრძანებების შესრულების კონტროლი;
ი) სამინისტროში შემოსულ საკონტროლო დავალებათა კონტროლი;
კ) სამინისტროსა და საქვეუწყებო დაწესებულებებში სახელმწიფო საიდუმლოებათა რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელება;
ლ) სამინისტროში საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება;
მ)საგანგებო სიტუაციების, მობილიზაციის რეჟიმის, სამობილიზაციო გეგმების შემუშავების კოორდინა
ცია;
ნ) სამინისტროს დებულებით გათვალისწინებული, სამინისტროს ხელმძღვანელობის მხრიდან სხვა დავალებების შესრულება.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და სტრუქტურა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.
2. დეპარტამენტის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
3. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და შესაბამისი მინისტრის მოადგილის წინაშე.
4. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს;
დ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ე) ხელს აწერს/ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ და/ან სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ შესათანხმებლად წარმოდგენილ დოკუმენტებს;
ვ) წარუდგენს მინისტრს და შესაბამისი მინისტრის მოადგილეს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, საჯარო მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) მინისტრთან და შესაბამისი მინისტრის მოადგილესთან შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების, ასევე მათი სამსახურებრივი მივლინების თაობაზე;
თ) ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრისა და შესაბამისი მინისტრის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.
5. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
6. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და დეპარტამენტის უფროსის, შესაბამისი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
7. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კანონმდებლობით დადგენილი წესით მასზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის, შესაბამისი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე.
8. კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში დეპარტამენტის უფროსის არყოფნისას, მის მოვალეობებს ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქციები
1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო;
ბ) საქმისწარმოების სამმართველო;
გ) საიდუმლოების დაცვის რეჟიმის სამმართველო.
2. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელიც წარმართავს სამმართველოს საქმიანობას და სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.
3. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) სამინისტროს სისტემაში საჯარო სამსახურის კადრების მართვის სახელმწიფო პოლიტიკის უზრუნველყოფა, ქვეყნის ეკონომიკური სისტემის თავისებურებათა გათვალისწინებითა და თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად, კადრების მართვის სტრატეგიისა და ერთიანი საკადრო პოლიტიკის შემუშავება;
ბ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის, დაქვემდებარებული ტერიტორიული ორგანოების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების, მათი ფუნქციებისა და მოვალეობების გათვალისწინებით, სტრუქტურულ-ორგანიზაციული და საშტატო ოპტიმიზაცია;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მინისტრის ბრძანებების პროექტების მომზადება საჯარო მოსამსახურეთა დანიშვნის, გადაყვანის, დაწინაურების, განთავისუფლების, შვებულების, მივლინების, წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ და სხვა სამსახურებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით. სამინისტროს დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულების მომზადება და გაფორმება. სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთათვის საკლასო ჩინების მინიჭების საკითხების მომზადება; კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
დ) სამინისტროს მოსამსახურეთა პირადი საქმეების, შრომის წიგნაკების და შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტების აღრიცხვა-წარმოება, სოციალური საკითხების გადაწყვეტა და საპენსიო ცნობების გაფორმება. სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე სამინისტროს მოსამსახურეთათვის კონსულტაციის გაწევის უზრუნველყოფა;
ე) სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების კადრების სამსახურების მუშაობისათვის კოორდინაციისა და მეთოდური ხელმძღვანელობის გაწევა;
ვ) სამინისტროს შრომის შინაგანაწესის შემუშავება და შრომის დისციპლინის დაცვაზე კონტროლის განხორციელება;
ზ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სტაჟირების და პრაქტიკის გავლის უზრუნველყოფა და შესაბამისი მოწმობის გაცემა;
თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროში ატესტაციების და კონკურსების ორგანიზება;
ი) სამინისტროში არსებული თანამდებობებისთვის სამუშაოს აღწერილობის შემუშავება/ განახლება. ანგარიშგებისა და შეფასების სისტემების შემუშავება და დანერგვა, მიღებული ანგარიშებისა და შეფასების ანალიზი. სამინისტროში არსებული წახალისების სისტემის ანალიზი, საჯარო მოსამსახურეთა მოტივაციისა და წახალისების ახალი სისტემის შემუშავება, დანერგვა და განხორციელების კონტროლი;
კ) სამინისტროს მოსამსახურეთა სამუშაოს, სამუშაო პირობების ანალიზი სამუშაოს მოცულობის და სირთულის, სტრუქტურული ერთეულის რაოდენობასა და შემადგენლობასთან შესაბამისობის შესახებ, ასევე სამუშაო დროის გამოყენებისა და მართვის ანალიზი;
ლ) სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამინისტროში სოციოლოგიური გამოკითხვის ჩატარება;
მ) სამინისტროში ტრენინგის საჭიროებათა ანალიზის განხორციელება, წლიური და ინდივიდუალური სასწავლო პროგრამების შემუშავება, ტრეინერების შერჩევა, ტრეინერ-ინსტრუქტორების მომზადება;
ნ) საჭიროებებიდან გამომდინარე, სასწავლო და მეთოდური სახელმძღვანელოების მომზადება და გამოცემის ორგანიზება;
ო) სასწავლო პროცესების ორგანიზება და მართვა, გამოცდების, გასაუბრებების, ტესტირების ჩატარების ორგანიზება. სასწავლო პროგრამების დასრულების შემდეგ მოწმობების, სერტიფიკატების გაცემა;
პ) სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, დაქვემდებარებულ ტერიტორიულ ორგანოებში, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში მიმდინარე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, საერთაშორისო პროექტების/პროგრამების ტრენინგ-კომპონენტების, ტრენინგების სფეროში ტექნიკური დახმარებების, სასწავლო პროექტების კოორდინირება და აღნიშნულის ფარგლებში ტრენინგების, სემინარების, სამუშაო შეხვედრების, სასწავლო ტურების ორგანიზება და წარმართვა.
ჟ) საერთაშორისო და ადგილობრივ საუნივერსიტეტო და აკადემიურ წრეებთან, სხვა სასწავლო დაწესებულებებთან საქმიანი ურთიერთობის დამყარება;
4. საქმისწარმოების სამმართველოს ფუნქციებია:
ა) საქმისწარმოების სამმართველო მასზე დაკისრებულ მოვალეობებს ახორციელებს მატერიალური და ელექტრონული ფორმით;
ბ) სამინისტროში ყოველდღიურად შემოსული ოფიციალური კორესპონდენციის რეგისტრაცია, დამუშავება სათანადო კომპიუტერული პროგრამით და მოძრაობა კანონმდებლობით დადგენილი საქმისწარმოების ერთიანი წესის შესაბამისად;
გ) საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის, მთავრობის, მინისტრის დავალებებისა და მითითებების შესრულების კონტროლის განხორციელებისათვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება დეპარტამენტის
უფროსისათვის;
დ) კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე მინისტრის ბრძანებების პროექტების, ინსტრუქციების, რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება;
ე) კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოსამსახურეთა და მოქალაქეთათვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება;
ვ) რეგისტრირებული კორესპონდენციის განაწილება და მინისტრისთვის, მინისტრის მოადგილეებისთვისა და შესაბამისი
სტრუქტურული ქვედანაყოფებისთვის გადაცემა;
ზ) მინისტრის ბრძანებების რეესტრის წარმოება და შენახვა;
თ) სამინისტროდან გასაგზავნი კორესპონდენციის დამუშავება და დროული გაგზავნა ადრესატთან;
ი) სამინისტროს ხელმძღვანელთა დავალებების ოპერატიულად შესრულებისათვის შესაბამისი ინფორმაციის სამინისტროში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფის,
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებისთვის დროულად გადაცემა;
კ) საქმისწარმოებისთვის განკუთვნილი ბეჭდისა და სარეგისტრაციო შტამპების შენახვა და არსებული წესის შესაბამისად გამოყენება;
ლ) კომპეტენციის შესაბამისად სათანადო მასალების მომზადება სამინისტროდან საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის;
მ) სამინისტროს საქმისწარმოების ინსტრუქციით გათვალისწინებული წესების დაცვა;
ნ) ხელმოწერითა და ბეჭდით დოკუმენტების ასლების დამოწმება;
ო) სამინისტროში მოვლინებული მოქალაქეების სამივლინებო ბარათების დამოწმება;
პ) საარქივო საქმის წარმოება, სახელმწიფო საარქივო ფონდში შესანახად განკუთვნილი დოკუმენტების დაცვა მატერიალური და ელექტრონული ფორმით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. საიდუმლოების დაცვის რეჟიმის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) სამინისტროსა და საქვეუწყებო დაწესებულებებში სახელმწიფო საიდუმლოებათა რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელება;
ბ) სამინისტროში საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება. „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საიდუმლო ინფორმაციის შემცველი კორესპონდენციის მიღების, რეგისტრაციის, მოძრაობის გაფორმების, გაგზავნის დავალებათა შესრულების კონტროლის, საქმის ფორმირების, არქივში დოკუმენტაციის ჩაბარებისა და დაცვის ორგანიზაციის უზრუნველყოფა;
გ) კანონმდებლობის შესაბამისად, სამინისტროში მომზადებული და გასაგზავნად გამზადებული საიდუმლო ინფორმაციის შემცველი დოკუმენტების სხვადასხვა სამინისტროებსა და უწყებებში ადგილზე მიტანა და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის ჩაბარება, აგრეთვე იმ საიდუმლო ინფორმაციის შემცველი დოკუმენტებისა და საქმეების შერჩევა და განხილვა, რომელთა შენახვის ვადები ამოწურულია და ექვემდებარება განადგურებას;
დ) ნომენკლატურის შემუშავება განსაკუთრებული მნიშვნელობის, სრულიად საიდუმლო, საიდუმლო და შეზღუდული სარგებლობისათვის განკუთვნილი ინფორმაციის შემცველ დოკუმენტაციაზე დასაშვებად გასაფორმებელ თანამდებობის პირებზე შესაბამის სამთავრობო დაწესებულებასთან წარსადგენად;
ე) კანონმდებლობის შესაბამისად, საიდუმლოების საკითხებზე კომპეტენციიდან გამომდინარე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა, აღნიშნული პროექტების დადგენილი წესით შეთანხმების ორგანიზაცია სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან, აგრეთვე იმ სამინისტროებთან და უწყებებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან აღნიშნული დოკუმენტების შინაარსით და უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ პროექტების მომზადებაში;
ვ) სახელმწიფო საიდუმლოებათა რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებათა განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში. სამთავრობო დაწესებულებებთან ერთად მონაწილეობა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების ღონისძიებების შემუშავებაში და განხორციელებაში;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში მობილიზაციისა და მატერიალური რეზერვების სფეროში საქართველოს კა
ნონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება;
თ) „მობილიზაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად მონაწილეობის მიღება საქართველოს ეკონომიკის საჭიროებისათვის მუშახელის დაჯავშნის სახელმწიფო კომისიის მუშაობაში, კონტროლი
ს გაწევა კომისიის საჭიროებისათვის საჭირო მასალების მომზადებასა და მიღებული გადაწყვეტილების შესრულებაში;
ი) ქვეყნის საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვითი გეგმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება შესაბამის სამთავრობო დაწესებულებებთან ერთად. სამინისტროს საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვითი გეგმების შემუშავება, თანამშრომელთა თავდაცვისათვის მომზადების ორგანიზება;
კ) თავისი კომპეტენციისა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის მიღება;
ლ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომებზე განსახილველ საკითხებზე შენიშვნებისა და წინადადებების მომზადება თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
მუხლი 5🔗. დეპარტამენტის მოსამსახურეები
1. დეპარტამენტის მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს დეპარტამენტის უფროსი.
3. დეპარტამენტის მოსამსახურეები მათზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულნი არიან სამმართველოს უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის წინაშე.