საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/2767
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.024.016143
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111229043, 29/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/2767

2011 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებაში (შემდგომში– ბრძანება) შეტანილ იქნ ე ს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. ბრძანების მესამე მუხლის პირველი პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) საქართველოს სახელმწიფო დროშით ნაოსნობის უფლების მოწმობის პირველადი გაცემის დაჩქარებული მომსახურება 100 და მეტი რეგისტრული ტონის გემებისათვის:

მე-5 სამუშაო დღეს – 350 აშშ დოლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 400 აშშ დოლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 500 აშშ დოლარი.“.

2. ბრძანების მესამე მუხლის პირველი პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფ) 100 ტონის ქვემოთ მცურავი საშუალებების რეგისტრაციის მომსახურება:

მე-5 სამუშაო დღეს – 21 აშშ დოლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 31 აშშ დოლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 39 აშშ დოლარი.“.

3.ბრძანების მესამე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ) გემის დროებითი რეგისტრაცია/რეგისტრაციის ვადის გაგრძელება გემისთვის, რომელიც ახორციელებს ნაოსნობას:

მე-5 სამუშაო დღეს – 300 აშშ დოლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 400 აშშ დოლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 500 აშშ დოლარი.“.

4. ბრძანების მესამე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ1“ ქვეპუნქტი:

„ქ1) 100 რეგისტრულ ტონამდე გემების დროებითი რეგისტრაცია/რეგისტრაციის ვადის გაგრძელება, რომლებიც ახორციელებენ ნაოსნობას:

მე-5 სამუშაო დღეს – 21 აშშ დოლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 31 აშშ დოლარი.“.

5. ბრძანების მესამე მუხლის პირველი პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ღ) გემის დროებითი რეგისტრაცია/რეგისტრაციის ვადის გაგრძელება გემისთვის, რომელიც არ ახორციელებს ნაოსნობას:

მე-5 სამუშაო დღეს – 150 აშშ დოლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 200 აშშ დოლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 250 აშშ დოლარი.“.

6. ბრძანების მესამე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ1“ ქვეპუნქტი:

„ღ1) 100 რეგისტრულ ტონამდე გემების დროებითი რეგისტრაცია/რეგისტრაციის ვადის გაგრძელება, რომლებიც არ ახორციელებენ ნაოსნობას:

მე-5 სამუშაო დღეს – 10 აშშ დოლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 20 აშშ დოლარი.“.

7. ბრძანების მესამე მუხლის პირველი პუნქტის ჰ15 ქვეპუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ჰ.15) GEOREP – სისტემაში მონაწილეობის საფასური, გარდა თევზსარეწი და თევზსაჭერი გემების, ასევე 100 ტონაზე ნაკლები გემებისა – 150 აშშ დოლარი.“

 8. ბრძანების მესამე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ჰ22 და ჰ23 ქვეპუნქტები:

„ჰ.22) GEOREP – სისტემაში180 ტონაზე მეტი თევზსარეწი და თევზსაჭერი გემების მონაწილეობის 30 დღიანისაფასური – 150 აშშ დოლარი;

ჰ.23) GEOREP – სისტემაში180 ტონაზე ნაკლები თევზსარეწი და თევზსაჭერი გემების მონაწილეობის 30-დღიანი საფასური – 55 აშშ დოლარი.“

24) 100 ტონის ქვემოთ ზომის გემებისათვის თვიური მოსაკრებელი 55 დოლარი, თუ სარგებლობს ჯეორეპის მომსახურებით.

9. ბრძანების მესამე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „11“ პუნქტი

„11) ამ მუხლის პირველი პუნქტის ჰ19 ქვეპუნქტის მიზნებისათვის მომსახურებად ჩაითვლება საქართველოს ნავსადგურში შემოსვლის, ნავსადგურის შიგნით გადაადგილების და ნავსადგურიდან გასვლა, როგორც ერთიანი მომსახურება.“.

10. ბრძანების მესამე მუხლის მეორე პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ამ მუხლის პირველი პუნქტის „ტ”, „უ”, „ქ“, „ძ“, „წ“, „ჭ“, „ხ“ და „ჰ6“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ი საფასურის გადახდის ვალდებულება არ ვრცელდება რეგისტრაციის წელს აშენებულ ი გემების პირველად რეგისტრაციაზე, ასევე 5 წლამდე ასაკის გემებზე; საფასურის განაკვეთი შემცირდება 75%-ით, თუ დასარეგისტრირებელი გემის ასაკი არის 5-დან 10 წ ლამდე ან 50%-ით, თუ დასარეგისტრირებელი გემის ასაკი არის11-დან 15 წლამდე. თუ გემი არის 16-დან 20 წლამდე მაშინ საფასური დარჩება უცვლელი. 21-დან 25 წლამდე გემებზე საფასურის განაკვეთი გაიზრდება 50%-ით, ხოლო ყველა ის გემი, რომლის ასაკიც აღემატება 26 წელს, განაკვეთი გაიზრდება 75%-ით.”.

11. ბრძანების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

 ,,21. სააგენტოს მომსახურებით დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მომსახურების მიღების შემდეგ ათი სამუშაო დღის განმავლობაში გადაიხადოს მომსახურების საფასური, თუ გაწეული მომსახურებისათვის გადასახდელი თანხის უზრუნველსაყოფად პირი წარმოადგენს საბანკო გარანტიას 10000.00 აშშ დოლარის ოდენობით. საბანკო გარანტია ფორმდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.”.

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნები დან მე-15 დღეს.

ვ. ქობალია