⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (20.02.2018)
გაუქმებულია:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“–ის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.12.2011
ძალაში შესვლა 30.12.2011
ძალის დაკარგვა 20.02.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №1073
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016081
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 111229045, 29/12/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,139 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.12.2011 მიღება
30.12.2011 ძალაში შესვლა
20.02.2018 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“–ის დებულების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; } p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} span.PlainTextChar { } span.CommentTextChar { } span.CommentSubjectChar { font-weight:bold;} span.BalloonTextChar { } span.HeaderChar { } span.FooterChar { } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:45.0pt 46.35pt 57.0pt 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №1073 2011 წლის 2 8 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,112“-ის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს აჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,112“-ის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის N614 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე–11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების, აგრეთვე მე–20 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,112“-ის თანდართული დებულება. 2. ბრძანება ამოქმედდეს 201 1 წლის 30 დეკემბრიდან . ი. მერაბიშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,112“-ის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „112“ (შემდგომში – „112“) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,112“-ის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. ,,112“-ის სრული დასახელებაა: „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „112“. „112“ უფლებამოსილია გამოიყენოს შემოკლებული დასახელება: სსიპ „112“ ან/და „112“. 3. „112“ თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულებით. 4. „112“ ანგარიშვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინაშე (შემდგომში – სამინისტრო), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებებით (შემდგომში – მინისტრი) და ამ წესდებით (დებულებით) დადგენილ ფარგლებში და წესით. 5. „112“ საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის მესამე პირებთან ან ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობაში, შეუძლია იყოს მოსარჩელე და მოპასუხე სასამართლოში. 6. ,,112“-ს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიშები, სიმბოლიკა, ლოგო, ბეჭედი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 7. ,,112“-ის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, გ. გულუას ქ. № 10.     მუხლი 2🔗. ,,112“-ის მიზნები და საქმიანობის სფერო 1. ,,112“-ის მიზნებია: ა) საგანგებო და გადაუდებელი დახმარების ეფექტური სისტემის დანერგვა და ფუნქციონირების ხელშეწყობა; ბ) საგანგებო და გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის დანერგვა; გ) საგანგებო და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შემთხვევებზე ოპერატიულად რეაგირების უზრუნველყოფა.  2. ,,112“-ის საქმიანობის სფერო მოიცავს შემდეგ საგანგებო სიტუაციებსა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შემთხვევებს: ა) სახანძრო და სამაშველო სიტუაციები; ბ) გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარება; გ) სამართალდარღვევები; დ) ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის, შეზღუდვის ან/და წნევის დასაშვები ნორმებიდან გადახრის (ცვალებადობის) შემთხვევაში რეაგირების საჭიროება; ე) სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტის ან/და დაწნევის ცვალებადობის შემთხვევაში რეაგირების საჭიროება.     მუხლი 3🔗. ,,112“-ის ფუნქციები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები  1. ,,112“-ის ფუნქციები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ა) მისი საქმიანობის სფეროში შემავალი საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შემთხვევათა შესახებ შეტყობინებების მიღება; ბ) მისი საქმიანობის სფეროში შემავალი საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შემთხვევათა შესახებ მიღებული შეტყობინებების დამუშავება და რეაგირებისათვის შესაბამისი სუბიექტებისათვის ინფორმაციის დროული მიწოდება; გ) საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის სხვა შემთხვევათა მართვის შესახებ უფლებამოსილ სუბიექტებთან კოორდინირებული მუშაობა; დ) საგანგებო სიტუაციებსა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შემთხვევებზე რეაგირების განმახორციელებელი უფლებამოსილი სუბიექტების დანიშნულების ადგილას მისვლამდე თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მოქალაქეთათვის შესაბამისი კონსულტაციების გაწევა და აუცილებელი პირველადი ინფორმაციის მიწოდება; ე) მისი საქმიანობის სფეროში შემავალი საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შემთხვევების აღრიცხვა, ანალიზი და შესაბამისი სტატისტიკის წარმოება; ვ) მისი საქმიანობის სფეროში შემავალი საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შემთხვევებზე ქცევისა და მოქმედების აუცილებელი წესების შესახებ საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება; ზ) მისი საქმიანობის სფეროში შემავალი საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შემთხვევების შესახებ შესაბამისი სასწავლო პროგრამების შემუშავება და დანერგვა შესაბამის დაწესებულებებთან/ორგანიზაციებთან თანამშრომლობით; თ) მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის შესაბამის დაწესებულებებთან/ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; ი) ,,112“-ის გამართული მუშაობის მიზნით შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების, ცალკეული ინდივიდუალური და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და სამინისტროსთვის წარდგენა ;  კ ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელშეკრულების საფუძველზე სხვადასხვა სამუშაოების შესრულება და მომსახურების გაწევა ; ლ) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.  2. „112“ უფლებამოსილია კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელებისას გამოიყენოს საგანგებო და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შემთხვევათა მართვის ელექტრონული სისტემა. „112“ უფლებამოსილია გამოიყენოს დოკუმენტბრუნვისა და კადრების მართვის ელექტრონული სისტემები და ელექტრონული ხელმოწერა. ელექტრონულ დოკუმენტსა და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მატერიალურ დოკუმენტს.     მუხლი 4🔗. ,,112“-ის ხელმძღვანელობა 1. ,,112“-ს ხელმძღვანელობს ,,112“-ის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. ,,112“-ის დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ,,112“-ის დირექტორი. 3. ,,112“-ის მოადგილეების უფლებამოსილება და საკურატორო სფეროები განისაზღვრება ,,112“-ის დირექტორის ბრძანებით. 4. ,,112“-ის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მისივე დავალებით ერთ–ერთი მოადგილე ასრულებს დირექტორის მოვალეობას. 5. ,,112“-ის დირექტორის დავალებით მოადგილეები, ამ მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე განსაზღვრული უფლებამოსილების გარდა, ასევე ახორციელებენ სხვა უფლებამოსილებებს.     მუხლი 5🔗. ,,112“-ის დირექტორი 1. ,,112“-ის დირექტორი: ა) წარმოადგენს ,,112“-ს; ბ) ხელმძღვანელობს და წარმართავს ,,112“-ის საქმიანობას; გ) მინისტრის თანხმობით ამტკიცებს ,,112“-ის საშტატო ნუსხასა და განსაზღვრავს სახელფასო ფონდს; დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ,,112“-ის მოსამსახურეებს;  ე ) თვალყურს ადევნებს ,,112“-ის მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების მიმდინარეობას და ახორციელებს ,,112“-ის მოსამსახურეთა საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას; ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ,,112“-ის მოსამსახურეების მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს; ზ) ხელშეკრულების საფუძველზე იწვევს სპეციალისტებს კონკრეტული საქმიანობის განხორციელების მიზნით; თ) კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს; ი) ამტკიცებს ,,112“-ის შინაგანაწესს; კ) ამტკიცებს ,,112“-ის მოსამსახურეთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს; ლ) ანაწილებს მოვალეობებს ,,112“-ის მოსამსახურეთა შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, აკონტროლებს მოსამსახურეთა მიერ მოვალეობების შესრულებას; მ) ამტკიცებს ,,112“-ის მოსამსახურეთა სახელმძღვანელო ინსტრუქციებს; ნ) კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს ,,112“-ის სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების განკარგვის შესახებ; ო) ,,112“-ის წინაშე არსებული საკითხების ეფექტურად გადაწყვეტის მიზნით, უფლებამოსილია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შექმნას სამუშაო ჯგუფები შესაბამისი რეკომენდაციების მოსამზადებლად; პ) ხელს აწერს ,,112“-ის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს; ჟ) წარმოადგენს ,,112“-ის და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალურ ურთიერთობებში, ასრულებს სხვა წარმომადგენლობით ფუნქციებს; რ) ახორციელებს სხვა ადმინისტრაციულ ფუნქციებს; ს) ახორციელებს ამ წესდებით (დებულებით) და კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელება, ,,112“-ის დირექტორის ბრძანებით, შეიძლება დაევალოს დირექტორის მოადგილეებს.     მუხლი 6🔗. ,,112“-ის მოსამსახურეები ,,112“-ის მოსამსახურეს შეიძლება ჰქონდეს პოლიციის სპეციალური წოდება. იმ მოსამსახურეებზე, რომლებსაც მინიჭებული აქვთ პოლიციის სპეციალური წოდება, ვრცელდება პოლიციის საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობა, ხოლო სხვა მოსამსახურეებზე – საქართველოს შრომის კოდექსის დებულებები.     მუხლი 7🔗. ,,112“-ის სტრუქტურა 1. „112“ თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სტრუქტურული ერთეულების – სამსახურებისა და ადმინისტრაციის მეშვეობით. 2. ,,112“-ის სტრუქტურული ერთეულია: ა) ადმინისტრაცია; ბ) მართვისა და კონტროლის სამსახური: გ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური; დ) საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ანალიტიკური სამსახური; ე) მონიტორინგის სამსახური; ვ) საფინანსო და ლოჯისტიკის სამსახური.     მუხლი 8🔗. ,,112“-ის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელობა 1. ,,112“-ის სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ,,112“-ის დირექტორი. 2. ,,112“-ის სტრუქტურული ერთეულის უფროსს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე/მოადგილეები, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ,,112“-ის დირექტორი. 3. სტრუქტურული ერთეულის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას; ბ) აძლევს დავალებებსა და მითითებებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს; გ) ახორციელებს კონტროლს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე; დ) ,,112“-ის დირექტორს წარუდგენს პერიოდულ ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის შესახებ; ე) ,,112“-ის დირექტორს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; ვ) ,,112“-ის დირექტორის დავალებით ასრულებს სხვა უფლებამოსილებებს.     მუხლი 9🔗. ,,112“-ის სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილებანი 1. ადმინისტრაცია: ა) უზრუნველყოფს ,,112“-ის სამართლებრივ მომსახურებას ;  ბ) ამზადებს სამართლებრივ დასკვნებს ,,112“-ის საქმიანობასთან დაკავშირებული დავების თაობაზე; გ ) წარმოადგენს ,,112“-ის სასამართლო ორგანოებში; დ ) უზრუნველყოფს ,,112“-ის საქმისწარმოებას დადგენილი წესების შესაბამისად; ე ) ახორციელებს დოკუმენტაციის აღრიცხვას, დამუშავებას და არქივაციას ; ვ ) უზრუნველყოფს სხვადასხვა დაწესებულებები ს, ორგანიზაციებისა და სხვა ადრესატისათვის ,,112“-ის დოკუმენტების გადაცემას ; ზ) ახორციელებს ,,112“-ის ადამიანური რესურსების აღრიცხვას, ერთიანი მონაცემთა ბაზის ფორმირებას, მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენას, მონიტორინგს და პერიოდულ ანალიზს; თ) შეიმუშავებს ,,112“-ის შრომის შინაგანაწესს და აკონტროლებს მის შესრულებას; ი) შეიმუშავებს ,,112“-ის მოსამსახურეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებსა და თანამდებობრივ ინსტრუქციებს; კ) ახორციელებს ,,112“-ის მოსამსახურეთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების, მათი საკვალიფიკაციო გამოცდების მომზადება-ჩატარების ორგანიზებას; ლ) ახორციელებს ამ წესდებით (დებულებით) და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. მართვისა და კონტროლის სამსახური: ა) უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შემთხვევათა შესახებ შეტყობინებების მიღებას, დამუშავებას და შეფასებას; ბ) უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შემთხვევათა შესახებ შეტყობინებებზე შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამისი სუბიეტებისთვის ინფორმაციის მიწოდებას; გ) უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შემთხვევათა მართვის შესახებ უფლებამოსილ სუბიექტებთან კოორდინირებულ მუშაობას; დ) საგანგებო და გადაუდებელ სიტუაციებზე რეაგირების განმახორციელებელი უფლებამოსილი სუბიექტების დანიშნულების ადგილას მისვლამდე თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უწევს მოქალაქეებს პირველად კონსულტაციას; ე) ახორციელებს ამ წესდებით (დებულებით) და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.  3. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური: ა) უზრუნველყოფს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და საზოგადოებასთან ,,112“-ის ურთიერთობის კოორდინირებას; ბ ) შეიმუშავებს წინადადებებს საერთაშორისო ორგ ანიზაციებსა და უცხო ქვეყნის შესაბამის ორგანოებთან თა ნამშრომლობის შესახებ; გ ) ამყარებს ურთიერთობებს დონორ ორგანიზაციებთან; დ ) ახორციელებს ამ წესდებით ( დებულებით) და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს . 4. საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ანალიტიკური სამსახური: ა) უზრუნველყოფს ,,112“-ში საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვას, მის განახლებას და გამართულ ფუნქციონირებას; ბ) უზრუნველყოფს ლოკალური და გლობალური საქსელო კავშირების შექმნას და მათ მდგრად მუშაობას; გ) უზრუნველყოფს ,,112“-ის საინფორმაციო ტექნოლოგიების შექმნისა და განვითარების შესახებ წინადადებების შემუშავებას; დ) უზრუნველყოფს ინფორმაციული დაცვის საშუალებების დანერგვას და მომსახურებას; ე) უზრუნველყოფს ,,112“-ის მოსამსახურეთა სამუშაო ადგილების (პერიფერიული მოწყობილობები, პროგრამული უზრუნველყოფა და საკომუნიკაციო საშუალება) გამართვას და მდგრად მუშაობას; ვ) უზრუნველყოფს ,,112“-ის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ მონაცემების დამუშავებას და ანალიზს; ზ) იკვლევს ,,112“-ის მიერ განხორციელებული საქმიანობის სფეროში არსებულ ტენდენციებს; თ) უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციებსა და გადაუდებელ დახმარების აუცილებლობის შემთხვევებში ქცევისა და მოქმედების აუცილებელი წესების შესახებ საზოგადოების ინფორმირების შესახებ წინადადებების შემუშავებას; ი) ახორციელებს ამ წესდებით (დებულებით) და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 5. მონიტორინგის სამსახური: ა) აკონტროლებს ,,112“-ის მოსამსახურეთა მიერ მოქალაქეთა მომსახურების დადგენილი სტანდარტებისა და წესების დაცვას, აგრეთვე შეიმუშავებს შესაბამის წინადადებებს; ბ) უზრუნველყოფს ,,112“-ის მოსამსახურეთა მიერ დისციპლინისა და კანონმდებლობის დარღვევის სამსახურებრივი ფაქტების აღმოფხვრას და პრევენციას ; გ) ამზადებს წინადადებებს ,,112“-ის მოსამსახურეთა პროფესიული გადამზადების საჭიროების შესახებ და უშუალოდ მონაწილეობს მოსამსახურეთა გადამზადების პროცესში; დ) ახორციელებს ამ წესდებით (დებულებით) და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 6. საფინანსო და ლოჯისტიკის სამსახური: ა ) შეიმუშავებს ,,112“-ის ბიუჯეტსა და ხარჯთა ნუსხის პროექტებს, ადგენს და წარადგენს კვარტალურ და წლიურ საფინანსო და სტატისტიკურ ანგარიშებს; ბ ) ორგანიზაციას უწევს და წარმართავს ,,112“-ის სისტემაში საფინანსო–ეკონომიკურ და ბუღალტრულ აღრიცხვას; გ ) ახორციელებს საფინანსო და საბუღალტრო საქმიანობის ანალიზს; დ) ორგანიზებას უწევს ძირითადი საშუალებების, ფულადი სახსრებისა და საფინანსო–მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარებას; ე ) ახორციელებს ,,112“-ის ფ უნქციონირებისათვის აუცილებელ მატერიალურ–ტექნიკურ უზრუნველყოფას; ვ ) შეიმუშავებს სახელმწიფო შესყიდვების წლიურ გეგმას და ორგანიზებას უწევს სახელმწიფო შესყიდვებს; ზ) უზრუნველყოფს მომწოდებელთან ხელშეკრულებების დადებას და აკონტროლებს დადებული ხელშეკრულების შესრულებას; თ ) უზრუნველყოფს „112“-ის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვას; ი ) ახორციელებს „112“-ის მომარაგების ორგანიზებას და წარმართავს ,,112“-ის სამეურნეო საქმიანობას;  კ) ახორციელებს ამ წესდებით (დებულებით) და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.     მუხლი 10🔗. „112“-ის ქონება 1. „112“-ის გააჩნია ქონება, რომელიც მას გადაეცემა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ან/და შეძენილია „112“-ის მიერ. 2. „112“-ის ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა და ფინანსური რესურსები. მუხლი 11🔗. „112“-ის დაფინანსება „112“-ის დაფინანსების წყაროებია: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები; ბ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები; გ ) ,,112“-ის მომსახურების საფასური; დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; ე ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.     მუხლი 12🔗. საქმიანობა , რომელიც საჭიროებს თანხმობას 1. სამინისტროს თანხმობით „112“-მა შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე „112“-ის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა; ვ ) სხვა გადაწყვეტილებები „112“-ის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.     მუხლი 13🔗. სახელმწიფო კონტროლი 1. „112“-ის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო, რაც გულისხმობს მისი საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო–ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.  2. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს „112“-ის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.     მუხლი 14🔗. „112“-ის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია „112“-ის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.     მუხლი 15🔗. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, მინისტრის ბრძანებით.