„იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის №149 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№159
სარეგისტრაციო კოდი
010340000.22.027.016226
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111229064, 29/12/2011

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს

ბრძანება №159

2011 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

 „იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნა ს“  საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს 2011 წლის 21 ნოემბრი ს №149 ბრძანება ში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნა ს“ საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს 2011 წლის 21 ნოემბრი ს №149 ბრძანებ ის (ვებგვერდი, 111121012, 21/11/2011) პირველ მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:

„ნ) საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შეიარაღებაში არსებული სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის, სპეციალური საშუალებებისა და საბრძოლო მასალის ნუსხა.“.

2. მე-13 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ9“-„ჰ11“ ქვეპუნქტები:

„ჰ9) სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვისა და ხარჯვის წესი;

ჰ10) სახელმწიფო სექტორში რისკის მართვის სახელმძღვანელო;

ჰ11) გათანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების ინსტუქცი ა.“.

3. მე-17 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ძ“-„ჯ“ ქვეპუნქტები:

„ძ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე საფელდეგერო მომსახურების ტარიფები;

წ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი, გამოუყენებელი ან დაკარგული ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულება;

ჭ) სახანძრო ტექნიკის ექსპლუატაციის ინსტრუქცია;

ხ) სატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო მონაცემების ცენტრალიზებული კომპიუტერული აღრიცხვის, ინფორმაციის შევსებისა და დამუშავების, საჯარო ინფორმაციის გაცემის წესი;

ჯ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი ყოფნის იზოლატორში მყოფ პირთა სადღეღამისო კვების ნორმები.“.

4. მე-18 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები:

„ზ) საავტომობილო, სპეციალური და ჯავშანსატანკო კოლონების გაცილების დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის, სამხედრო პატრულის სამმართველოსა და რეგიონალური სამმართველოების საპატრულო სამსახურების, ეკიპაჟების მოქმედებების შესახებ ინსტრუქცია;

თ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციული პატიმრობის ადგილების (ჰაუპტვახტის) ფუნქციონირების შესახებ ინსტრუქცია და „საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის №111 ბრძანებულებით გათვალისწინებული ოქმები.“.

5. მე-19 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები:

„ნ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან საერთო პროფილის საავადმყოფოში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში დაავადებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანის წესი;

ო) თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულთა გადაყვანის წესი და პირობები.“.

6. 23-ე პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების საფუძველზე მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტები;“.

მუხლი 2.  ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის №149 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.12.2011.
როდის იქნა მიღებული „იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის №149 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის №149 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 29.12.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №159. სარეგისტრაციო კოდი — 010340000.22.027.016226.
რამდენი მუხლისგან შედგება „იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის №149 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის №149 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.12.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის №149 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №159, 29.12.2011, სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.027.016226 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1544737/