„დუშეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 დეკემბრის №60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს
დადგენილება №41
2011 წლი ს29 დეკემბერი
ქ. დუშეთი
,,დუშეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 დეკემბრის №60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1. ,,დუშეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 დეკემბრის №60 დადგენილებაში (სსმ, 03/02/2011წ.) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ქალაქ დუშეთში, მუნიციპალიტეტში შემავალ დაბებში და სხვა დასახლებულ პუნქტებში მოსახლეობისათვის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვროს ერთ სულზე 51(ორმოცდათერთმეტი) თეთრით თვეში.“
ბ) დადგენილების მე-3 პუნქტით დამტკიცებული დანართი №2 ჩამოყალიბდეს დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ც. საძაგლიშვილი
დანართი №1
|
| საქმიანობა | ზომის ერთეული | წლიური დაგროვების ნორმა მ3 | განაკვეთი თვეში (1მ3 -7,51 ლ) |
| 1 | მუზეუმები, ბიბლიოთეკები | საერთო ფართის 1მ2 | 0,04 | 0,025 |
| 2 | ოფისები,სააგენტოები,პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები, ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები | საერთო ფართის 1მ2 | 0,08 | 0,050 |
| 3 | სკოლები, ინსტიტუტები, კოლეჯები, საბავშვო ბაღები (საგანმანათლებლო დაწესებულებები) | ერთ მოსწავლეზე | 0,198 | 0,124 |
| 4 | სასტუმროები | მომსახურების ერთი საწოლი | 1,72 | 1,076 |
| 5 | საავადმყოფოები | ერთი საწოლი | 1,157 | 0,724 |
| 6 | პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმებისა და სტომატოლოგიური კაბინეტები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება) | საერთო ფართის 1მ2 | 0,12 | 0,075 |
| 7 | სტადიონები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებების ღია ტერიტორიები და მანეჟები (სატურნირო და სავარჯიშო მოედნების გარდა) | ღია ფართის 1მ2 | 0,02 | 0,013 |
| 8 | სასურსათო საქონლის მაღაზიები | სამუშაო ფართის 1მ2 | 0,50 | 0,313 |
| 9 | სამრეწველო საქონლის მაღაზიები და აფთიაქები | სამუშაო ფართის 1მ2 | 0,25 | 0,156 |
| 10 | აგრარული ბაზრები | საერთო ფართის 1მ2 | 0,1 | 0,063 |
| 11 | ბენზინგასამართი სადგურები | საერთო ფართის 1მ2 | 0,08 | 0,050 |
| 12 | სადალაქოები და სილამაზის სალონები | საერთო ფართის 1მ2 | 0,35 | 0,219 |
| 13 | სამეწარმეო საქმიანობა შენობის შიგნით მიმდებარე წარმოებისას და საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები | საერთო ფართის 1მ2 | 0,25 | 0,156 |
| 14 | რესტორნები, სასადილოები, კაფეები და ბარები | ერთ დასაჯდომ ადგილზე | 2,4 | 1,502 |
| 15 | საბანკეტო დარბაზები სარიტუალო მომსახურებისათვის | ერთ დასაჯდომ ადგილზე | 0,96 | 0,601 |
| 16 | საცხობები | სამუშაო ფართის 1მ2 | 0,26 | 0,163 |
| 17 | საავტომობილო სადგურები | ღია ფართის1მ2 და დახურული ფართის 1მ2 | 0,008 0,08 | 0,005 0,050 |
| 18 | საწარმოო დანიშნულების ობიექტების ღია ტერიტორიები | სამუშაო ფართის 1მ2 | 0,008 | 0,005 |
| 19 | არასამეწარმეო დანიშნულების ობიექტების ღია ტერიტორიები | 1მ2 | 0,005 | 0,003 |
მოსაკრებლის გაანგარიშების ფორმულა:
მ=წ.დ.ნ. : 12 X ტ.
მ – მოსაკრებელი ერთ თვეზე.
წ.დ.ნ. – ნარჩენების წლიური დაგროვების ნორმა.
ტ – 1მ3 ნარჩენის გატანის, გაუვნებელყოფის და კონტეინერის ექსპლუატაციის ტარიფი.