„ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
მუხლი 1
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით იქმნება საქართველოს სავალდებულო დაზღვევის ფონდი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“;
ბ) მე-7 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის წარდგინებით“;
გ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:
„8. ზიანის ანაზღაურებისათვის მფლობელმა, დაზარალებულმა ან დაზარალებულის წარმომადგენელმა საქართველოს სავალდებულო დაზღვევის ფონდში უნდა წარადგინოს ცნობები ზიანის მიყენების დროის, ადგილის, მიზეზისა და სხვა გარემოებათა შესახებ, რომლებიც განისაზღვრება ფონდის დებულებით. საქართველოს სავალდებულო დაზღვევის ფონდის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მასზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-20 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები. შესაბამისი მოთხოვნები განისაზღვრება ფონდის დებულებით.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
2001 წლის 20 ივნისი.
№963_IIს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 20.06.2001.
- როდის იქნა მიღებული „ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
- „ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე მიღებულია 20.06.2001. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №963. სარეგისტრაციო კოდი — 290.120.000.05.001.000.945.
- სად არის „ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.06.2001 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე, №963, 20.06.2001, სარეგისტრაციო კოდი 290.120.000.05.001.000.945 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.06.2001). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/15448/