„თვითმმართველი ქალაქ ფოთის (ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის) 2011 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №15/70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს
დადგენილება №25/68
2011 წლის 27 დეკემბერი
ქ. ფოთი
„თვითმმართველი ქალაქ ფოთის (ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის) 2011 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქ ის-ფოთის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №15/70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის “კ” ქვეპუნქტის, 44-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ მე-80 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, ასევე საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის №2498 განკარგულების „თვითმმართველი ქალაქი ფოთისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1.
1. შევიდეს შემდეგი ცვლილებ ა თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №15/70 (ს.ს.მ. №72 31.12.2010 წ.) დადგენილებაში „თვითმმართველი ქალაქ ფოთის (ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის) 2011 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ”, კერძოდ:
ა) შემოსავლები გაიზარდოს 177.6 ათ. ლარით და განისაზღვროს 19089.9 ათ. ლარით, შესაბამისად მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2.
დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქ ფოთის 2011 წლის ბიუჯეტის შემოსავლები 19089.9 ათ. ლარის ოდენობით, მათ შორის:
1. მიღებულ იქნეს თვითმმართველი ქალაქ ფოთის 2011 წლის ბიუჯეტის გადასახადები 3577.6 ათ. ლარის ოდენობით.
2. მიღებულ იქნეს თვითმმართველი ქალაქ ფოთის 2011 წლის ბიუჯეტის გრანტები 13012.3 ათ. ლარის ოდენობით, მათ შორის:
გათანაბრებითი ტრანსფერი - 5662.5 ათ. ლარი;
მიზნობრივი ტრანსფერი – 254.0 ათ. ლარი;
ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები – 7095.8 ათ. ლარი.
3. მიღებულ იქნეს თვითმმართველი ქალაქ ფოთის 2011 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში სხვა შემოსავლები 2500.0 ათ. ლარის ოდენობით”.
ბ) ხ არჯები შემცირდეს 364,0 ათ. ლარით და განისაზღვროს 10745,1 ათ. ლარით, შესაბამისად მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3.
დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქ ის-ფოთის 2011 წლის ბიუჯეტიდან გადასახდელები (ხარჯები) 10745,1 ათ. ლარის ოდენობით, მათ შორის:
1. წარმომადგენლობითი ორგანო – 553,6 ათ. ლარი;
2. აღმასრულებელი ორგანოები – 2563,7 ათ. ლარი;
3. არქივი – 1.0 ათ. ლარი;
4. მაჟორიტარი დეპუტატის მომსახურების ხარჯი – 30.0 ათ. ლარი;
5. თავდაცვის ღონისძიებები –106,4 ათ. ლარი;
6. ხანძარსაწინააღმდეგო დაცვა – 436,6 ათ. ლარი;
7. შინაგან საქმეთა ადგილობრივი ორგანოების დაფინანსება –204,0 ათ. ლარი;
8. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია –2456,1 ათ. ლარი;
9. ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები – 342,0 ათ. ლარი;
10. სოციალური დაცვის პროგრამები –707,5 ათ. ლარი;
11. სკოლამდელი აღზრდა – 1000.0 ათ. ლარი;
12. სპორტული და კულტურული ღონისძიებები - 2096,9ათ. ლარი;
13. მგფ კრედიტის სარგებლობისათვის გადასახდელი პროცენტი – 121,6 ათ. ლარი;
14. სხვა არაკლასიფიცირებული ხარჯი –2,7 ათ. ლარი;
15. სარეზერვო ფონდი –123,0 ათ. ლარი”.
გ)”არაფინანსური აქტივების ზრდა” შემცირდეს 442,4ათ. ლარით და განისაზღვროს9421,8 ათ. ლარით, ”არაფინანსური აქტივების კლება” შემცირდეს 1000,0ათ. ლარით და განისაზღვროს 860,0 ათ. ლარით, შესაბამისად მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4.
თვითმმართველი ქალაქ ის-ფოთის 2011 წლის ბიუჯეტში არაფინანსური აქტივების ცვლილება დამტკიცდეს შემდეგნაირად:
1. არაფინანსური აქტივების ზრდა (შეძენა) – 9421,8 ათ. ლარი;
2. არაფინანსური აქტივების კლება (გაყიდვა) – 860,0 ათ. ლარი”.
დ) ”ვალდებულებების კლება” შემცირდეს 16,0ათ. ლარით და განისაზღვროს120,1 ათ. ლარით, შესაბამისად მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10.
მუნიციპალური განვითარებისა და დეცენტრალიზაციის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული საინვესტიციო პროექტებისათვის „გზის საფარის აღდგენა რეკვავას ქუჩაზე“ (2001 წ.), „ჭანტურიას ქუჩის გზის საფარის კაპიტალური შეკეთება“ (2005 წ.), „ბარათაშვილის ქუჩის გზის საფარის კაპიტალური შეკეთება“ (2005 წ.), „თავდადებულის ქუჩის გზის საფარის კაპიტალური შეკეთება“ (2005 წ.), „ექსკავატორ-მტვირთავის შეძენა“ (2008 წ.), „საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინერების შეძენა“ (2008 წ.), „საკანალიზაციო სატუმბი სადგურებისა და ქსელგამოცვლილი ქუჩების რეაბილიტაცია“ (2009 წ.) თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრედიტო ვალდებულებები (კრედიტების ძირითადი თანხა) მუნიციპალური განვითარების ფონდისადმი 2011 წელს სავარაუდოდ შეადგენს 119,7 ათ. ლარს“.
ე)შესაბამისად შევიდეს ცვლილებები დანართებში №1, №2, №3, №4, №5, №7 და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2.
დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის საკითხთა კომისიას.
მუხლი 3.
დადგენილება ძალაშია27 დეკემბრიდან.
საკრებულოს თავმჯდომარე ი.საღინაძე