საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.12.2011
ძალაში შესვლა 01.01.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №219/ნ
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016256
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/12/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,322 სიტყვა · ~12 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.12.2011 მიღება
01.01.2012 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📤 მითითებული ნორმატიული აქტები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №219/ნ 2011 წლის 29 დეკემბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის 10​1  მუხლის მე-3 პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დაფუძნების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 28 ოქტომბრის №406 დადგენილების პირველი მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის,  „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე–3 მუხლის მე–2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის  საფუძველზე, ვბრძანებ: 1.  დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის თანდართული წესდება. 2. ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.  დ . შაშკინი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის წესდება თავი I ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი (შემდგომში ინსტიტუტი) არის „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დაფუძნების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2011 წლის 28 ოქტომბრის №406 დადგენილების შესაბამისად შექმნილი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება. 2. ინსტიტუტს აქვს დამოუკიდებელი საბანკო ანგარიში, შტამპი და ბეჭედი, ბლანკი და იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა რეკვიზიტები. 3. ინსტიტუტი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იგი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით, ,,მეცნიერების, ტექნოლოგიისა და მათი განვითარების შესახებ” და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ”  საქართველოს კანონებით, სხვა ნორმატიული აქტებით და ამ წესდებით. 4. ინსტიტუტის იურიდიული მისამართია: საქართველო, თბილისი, 0160, გოთუას ქ. №3.     მუხლი 2🔗. ინსტიტუტის მიზნები, ამოცანები და ფუნქციები 1. ინსტიტუტის ფუნქციონირების მიზნებია: ა) განახორციელოს ფუნდამენტური და გამოყენებითი ექსპერიმენტული კვლევა  ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიის, ვირუსოლოგიისა და ინფექციური იმუნოლოგიის დარგში; ბ) მოამზადოს მაღალი კვალიფიკაციის სამეცნიერო კადრები, პროფესიული დახმარება გაუწიოს საქართველოს საგანმანთლებლო,  სამედიცინო, ვეტერინარული, სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პროფილის ორგანიზაციებს,  ასევე საქართველოსა და უცხო ქვეყნების მოქალაქეებს. გ) ჩაატაროს სამეცნიერო-პრაქტიკული   მიმართულების სამუშაოები, აწარმოოს  ბიოლოგიური პრეპარატები  სახელმწიფო ან კერძო სექტორის დაკვეთით. 2. ინსტიტუტის სპეციფიკური ამოცანები და ფუნქციებია: ა) ფუნდამენტური და გამოყენებითი ხასიათის მეცნიერული კვლევა ბაქტერიოფაგიის  და ფაგოთერაპიის დარგში; ბ) ფუნდამენტური და გამოყენებითი ხასიათის მეცნიერული კვლევა სამედიცინო, ვეტერინარული, გარემოსდაცვითი და სასოფლო-სამეურნეო მიკრობიოლოგიის  სხვადასხვა მიმართულებით; გ) საქართველოში, კავკასიის რეგიონში და  მოსაზღვრე ქვეყნებში, ასევე მთელ მსოფლიოში  გავრცელებულ ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის სამეცნიერო საფუძვლის უზრუნველყოფა; დ) ბაქტერიული და ვირუსული დაავადებების სადიაგნოსტიკო,  სამკურნალო და პროფილაქტიკური პრეპარატების შექმნა, წარმოება და პრაქტიკაში  დანერგვა; ე) ბა ქტერიოფაგების, აგრეთვე, ბაქტერიული შტამების  და ვირუსების კოლექციის შექმნა და ფუნქციონირება, გარდა განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევებისა; ვ) ინფექციური დაავადებების გამოწვევების საწინააღმდეგო ქიმიური და ბიოლოგიური საშუალებების ეფექტურობის, უსაფრთხოების და   ვარგისიანობის შემოწმება; ზ) საქართველოსა და სხვა ქვეყნებში გავრცელებულ ინფექციურ დაავადებათა შესახებ დაგროვილი სამეცნიერო ცოდნისა და მიღებული ინფორმაციის  ანალიზის საფუძველზე შესაბამისი  რეკომენდაციების მიწოდება სახელმწიფო ორგანოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის; თ) სახელმწიფო უსაფრთხოების პროგრამების, მათ შორის , ბიოლოგიური იარაღის გაუვრცელებლობის პროგრამის შესრულებაში მონაწილეობის მიღება; ი) საშიშ ინფექციებთან ბრძოლის საწინააღმდეგო ბიოლოგიური პრეპარატების სტრატეგიული რეზერვის შექმნის უზრუნველყოფა საგანგებო სახელმწიფო შეკვეთის საფუძველზე; კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა საქართველოს სახელმწიფო და მიზნობრივი პროგრამების, პროექტებისა და ტექნოლოგიების შემუშავებასა და ექსპერტიზაში შესაბამის ორგანოებთან თანამშრომლობის საფუძველზე; ლ) ინფექციურ დაავდებების გამომწვევებისა და მათი საწინააღმდეგო ბიოლოგიური საშუალებების კვლევისა და  წარმოების, ბიოლოგიური უსაფრთხოების შესახებ ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; მ) ინსტიტუტის თანამშრომელთა და  ამავე პროფილის სხვა სპეციალისტთა ცოდნის  და შემოქმედებითი უნარის ამაღლება; უმაღლესი პროფესიული და აკადემიური ხარისხის მიღებისათვის ხელშეწყობა მიკრობიოლოგიის და ბიოლოგიის/მედიცინის დარგში ; ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა  ორგანიზაციებთან,  იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, ასევე  სხვა ქვეყნებსა და  საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქმიანი ურთიერთობის დამყარება შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმების საფუძველზე; ო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სადიაგნოსტიკო და  სამკურნალო-საკონსულატაციო დახმარება ინფექციური სნეულებებით დაავადებული პირებისათვის; პ) საკვებისა და წყლის მიკრობილოგიური ხარისხის შემოწმება და მეცნიერული კვლევის საფუძველზე ხარისხის გაუმჯობესების  რეკომენდაციების მიწოდება სახელმწიფო და არასახელმწიფო სექტორისათვის; ჟ) სამეცნიერო ფორუმების (კონფერენცია, სემინარი, კონგრესი, ყრილობა)  ორგანიზაცია - გამართვა და მონაწილეობის მიღება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ; რ) საგამომცემლო საქმიანობის (ჟურნალის, ბუკლეტების, ბიულეტენების შედგენა-ბეჭდვა) განხორცილება; ს) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ინსტიტუტის  სტრუქტურული ორაგანიზაციის  შემუშავება და/ან შეცვლა, დახვეწა, ასევე ინსტიტუტის სტრუქტურული ქვედანაყოფების  მუშაობის ორგანიზაცია, კოორდინაცია და კონტროლი. 3. ინსტიტუტი უფლებამოსილია სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით, ისე, რომ არსებითად არ გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე, დააფუძნოს (იყოს პარტნიორი) სამეწარმეო იურიდიული პირები, რომლებიც აწარმოებენ ახალ ბაქტერიულ და ბაქტერიოფაგურ პრეპარატებს, ატარებენ ბაქტერიოლოგიურ და სხვა სახის ანალიზებს, ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ისეთ სამეწარმეო საქმიანობას რომელიც დაკავშირებულია ინსტიტუტის სპეციფიკასთან. თავი II ინსტიტუტის მართვა     მუხლი 3🔗. ინსტიტუტის მართვის ორგანოები  და სტრუქტურა 1. ინსტიტუტის მეცნიერების საერთო კრების მიერ ირჩევა ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო. 2. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს საქმიანობას ხელმძღვანელობს სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობიდან არჩეული თავმჯდომარე. 3. ინსტიტუტის ოპერატიული მართვისა და მესამე პირებთან წარმომადგენლობის მიზნით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ ინიშნება დირექტორი.     მუხლი 4🔗. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო 1. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო წარმოადგენს ინსტიტუტის მეცნიერთა წარმომადგენლობით ორგანოს, რომელიც განიხილავს და წყვეტს ინსტიტუტის  მართვისა და განვითარების სტრატეგიას, პოლიტიკას და ძირითად მიმართულებებს. 2. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება იყვნენ მხოლოდ ინსტიტუტის მეცნიერები. 3.  ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობაში არ შეიძლება იყვნენ ინსტიტუტის ადმინისტრაციული თანამდებობის პირები. 4. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აირჩევა ხუთი წლის ვადით. 5. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს უფლება -მოვალეობებს განეკუთვნება: ა) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი; ბ) ინსტიტუტის სტრუქტურისა და სტრუქტურული ერთეულების  დებულების დამტკიცება; გ) ინსტიტუტის საშტატო განრიგის დამტკიცება; დ) ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელების არჩევა და     დირექტორისათვის დასამტკიცებლად წარდგენა; ე) კონკურსების ვადებისა და პირობების დადგენა; ვ) საკონკურსო კომისიების შექმნა და საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცება; ზ) ინსტიტუტის შინაგანაწესის დამტკიცება; თ) კანონმდებლობის შესაბამისად ინსტიტუტის ფინანსური სახსრების განკარგვის წესისა და პირობების დადგენა; ი) კონტაქტების განვითარება საქართველოსა და უცხო ქვეყნების სამეცნიერო და უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან; კ) ხელშეკრულებების დადების თაობაზე დირექტორისათვის წინადადებების მიწოდება; ლ) გადაწყვეტილების მიღება სამეწარმეო იურიდიული პირების დაფუძნებაზე.     მუხლი 5🔗. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე 1. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით საბჭოს შემადგენლობიდან აირჩევა მისი თავმჯდომარე. 2. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარედ არჩევა ხდება საბჭოს უფლებამოსილების ვადით და თავმჯდომარის უფლებამოსილება წყდება ამ ვადის გასვლისთანავე. 3. პირი ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარედ შეიძლება არჩეულ იქნეს რამდენჯერმე. 4. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარედ შეიძლება არჩეულ იქნეს მხოლოდ ის მეცნიერი, რომელსაც აქვს დოქტორის ხარისხი. 5. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე წარმართავს და თავმჯდომარეობს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს საქმიანობას. 6. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე არ არის ინსტიტუტის ადმინისტრაციული თანამდებობის პირი და მას არ შეიძლება ინსტიტუტში პარალელურად ეკავოს სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა. 7. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩეს ორი კვირის ვადაში. 8. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილება ვადამდე უწყდება: ა) პირადი სურვილით; ბ) სამეცნიერო საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით,  თუ სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე არ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს; გ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩანის ძალაში შესვლისას; დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაოდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარებისას; ე) გარდაცვალებისას; ვ) ინსტიტუტის სამეცნიერო თანამდებობიდან გათავისუფლებისას.     მუხლი 6🔗. ინსტიტუტის დირექტორი 1. ინსტიტუტის დირექტორს , საქართველოს პრემიერ -მინისტრთან შეთანხმებით , თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი . 2. ინსტიტუტის დირექტორი ინიშნება 4 წლის ვადით. ერთი და იმავე პირის ზედიზედ დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ ორჯერ. 3. ამ წესდების და ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს მიერ დამტკიცებული შინაგანაწესის შესაბამისად დირექტორი: ა) წარმოადგენს ინსტიტუტს მესამე პირებთან ურთიერთობაში; ბ) ინსტიტუტის სახელით და ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წინადადებით დებს გარიგებებს; გ) სამუშაოდ იღებს და ათავისუფლებს ინსტიტუტის სამეცნიერო, ადმინისტრაციულ  და დამხმარე პერსონალს (მეცნიერებთან შრომითი ხელშეკრულების დადებისას საკითხს უთანხმებს ინსტიტუტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს); დ) უზრუნველყოფს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ზუსტ და დროულ აღსრულებას; ე) ვალდებულია წარუდგინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ინფორმაცია გაწეული საქმიანობისა და ინსტიტუტის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყოველი კვარტ ალის  ბოლოს ან მოთხოვნისთანავე; ვ) ვალდებულია ინსტიტუტის საქმეები წარმართოს კანონის, ამ წესდების და ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებების შესაბამისად. დირექტორი ვალდებულია მხოლოდ ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თანხმობით განახორციელოს ის საქმეები, რაც ამ უკანასკნელის კომპეტენციაში შედის და საჭიროებს წინასწარ თანხმობას. თანხმობა მიიღება ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილების ფორმით; ზ) ფინანსური ხასითის პრობლემების შექმნისას, ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს არსებული მდგომარეობა; თ) ამტკიცებს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს მიერ არჩეული ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებს; ი) აცხადებს ღია კონკურსებს ინსტიტუტის სამეცნიეროს საბჭოს მიერ დადგენილი ვადებისა და პირობების შესაბამისად; კ) კანონმდებლობის შესაბამისად განკარგავს ინსტიტუტის ფინანსურ სახსრებს და მასვე ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა ინსტიტუტის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე; ლ) შეიმუშავებს ინსტიტუტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის პროექტს და წარუდგენს სამეცნიერო საბჭოს შესათანხმებლად; მ) სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებულ ინსტიტუტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის პროექტს ათანხმებს სამინისტროსთან; ნ) ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების წარდგინებით ამტკიცებს ინსტიტუტის ბიუჯეტს; ო) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ინსტიტუტის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს; პ) უფლებამოსილია არა უმეტეს საკუთარი უფლებამოსილების ვადით დანიშნოს და გაათავისუფლოს დირექტორის მოადგილე/მოადგილეები; ჟ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ი აქტით განსაზღვრავს იმ მოადგილეს, რომელიც დროებით განახორციელებს დირექტორისათვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს   დირექტორის არყოფნისას, თუ დირექტორის მიერ არ იქნება დანიშნული დირექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებელი. თავი III ინსტიტუტის პერსონალი     მუხლი 7🔗. ინსტიტუტის პერსონალი 1. ინსტიტუტის პერსონალი შედგება სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალისგან. 2. ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის შემადგენლობაში შედიან სამეცნიერო თანამდებობის პირები – მეცნიერები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ან/და წარმართავენ სამეცნიერო კვლევებს. 3.  ინსტიტუტის სამეცნიერო თანამდებობებს მიეკუთვნება: ა) მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა; ბ) უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა; გ) მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა. 4. ინსტიტუტის ადმინისტრაციული პესონალს მიეკუთვნება: ა) დირექტორი; ბ) დირექტორის მოადგილე/მოადგილეები. 5. ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მყოფ პირს არ შეიძლება ამავე ინსტიტუტში ეკავოს სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა ან იყოს ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. 6. ინსტიტუტის სამეცნიერო ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის ჩამონათვალი განისაზღვრება საშტატო განრიგით. 7. ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები არ არიან ადმინისტრაციული თანამდებობის პირები.     მუხლი 8🔗. ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი 1. ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე. 2. სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.     მუხლი 9🔗. ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები სამეცნიერო სტრუქტურული  ერთეულის ხელმძღვანელისა და სამეცნიერო თანამდებობის  დასაკავებლად 1. სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი. 2.  მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს მაგისტრის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. 3.  უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ იგი არის დოქტორანტი ან აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი/მასთან გათანაბრებული სამეცნიერო . 4.  მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი, ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი.     მუხლი 10🔗. სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძ ღვანელისა და სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესი 1. სამეცნიერო და სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის  დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალეობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს. 2.  სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესსა და დამატებით პირობებს დაწესებულების სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან შეთანხმებით განსაზღვრავს დაწესებულების დირექტორი. 3. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის კონკურსის ჩატარების წესსა და დამატებით პირობებს განსაზღვრავს ინსტიტუტის დირექტორი. თავი IV ინსტიტუტის ქონება და დაფინანსების წყაროები. ინსტიტუტის სახელმწიფო კონტროლი     მუხლი 11🔗. ინსტიტუტის ქონება 1. ინსტიტუტს დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა შესაბამისი ქონება, რომელიც ინსტიტუტის სხვა ქონებასთან ერთად შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ამ წესდებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად დადგენილი წესის თანახმად. 2. ინსტიტუტის დირექტორი საქართველოს კანონმდელობის შესაბამისად განკარგავს დაწესებულების ფინანსებსა და ქონებას მასვე ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა ინსტიტუტის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე. 3. სახელმწიფო კონტროლის განმხორციელებელი ორგანოს თანხმობით ინსტიტუტს შეუძლია განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სამეწარმეო იურიდიული პირების დაფუძნება; ვ) სხვა გადაწყვეტილებები ინსტიტუტის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 4.  სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უარი ამ მუხლის მე–3  პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. 5. ამ მუხლის მესამე პუნქტის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 6. ინსტიტუტს უფლება  აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს სხვა პირს, გაასხვისოს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლის 12. ინსტიტუტის დაფინანსება  1. ინსტიტუტის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სამეცნიერო გრანტებით მიღებული შემოსავალი; გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; დ) შემოწირულობები; ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. ინსტიტუტის ყველა შემოსავალი და ხარჯი აისახება მის ბიუჯეტში. 3. ინსტიტუტში შემოსული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ინსტიტუტის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას და მათი სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.     მუხლი 13🔗. ინსტიტუტის ბალანსის შედგენა და შემოწმება ინსტიტუტი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება,  შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს შესაბამის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს. ინსტიტუტის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.     მუხლი 14🔗. სახელმწიფო კონტროლი 1. ინსტიტუტის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისა სამინისტრო, რომელიც აწარმოებს ინსტიტუტის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 2. ინსტიტუტი ვალდებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისა სამინისტროს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს დაწესებულების საქმიანობათან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, მისცეს შესაბამისი ახსნა-განმარტებანი.     მუხლი 15🔗. წესდებაში ცვლელებების შეტანის წესი, ინსტიტუტის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია 1. ინსტიტუტის წესდებაში ცვლილებების შეტანა, მისი რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ინსტიტუტის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადაეცემა სახელმწიფოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი V გარდამავალი დებულებები     მუხლი 16🔗. გარდამავალი დებულება 1. ინსტ იტუტის პირველი სამეცნიერო საბჭოს არჩევნების ჩატარება ინსტიტუტის დირექტორმა უზრუნველყოს ამ წესდების დამტკიცებიდან არა უგვიანეს ერთი თვის  ვადაში.