შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ

მიღების თარიღი 08.11.2010
ძალაში შესვლა 28.11.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №0
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016072
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/01/2012
matsne.gov.ge 5,152 სიტყვა · ~26 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.11.2010 მიღება
28.11.2011 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:"MS Mincho"; panose-1:2 2 6 9 4 2 5 8 3 4;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:"\@MS Mincho"; panose-1:2 2 6 9 4 2 5 8 3 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ საქართველოს მთავრობა და ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობა (შემდგომში მოხსენიებული როგორც ,,ხელშემკვრელი მხარეები“) არიან რა ,,საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ 1944 წლის 7 დეკემბერს ქ. ჩიკაგოში ხელმოსაწერად გახსნილი კონვენციის მონაწილენი; აქვთ რა სურვილი სურვილი დადონ შეთანხმება ხელშემკვრელი მხარეების ტერიტორიებს შორის საჰაერო მიმოსვლის დაწყებისა და განხორციელების შესახებ; შეთანხმდნენ შემდეგზე:  მუხლი 1🔗 განმარტებები წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის, თუ კონტექსტი სხვაგვარად არ მოითხოვს: a) ტერმინი ,,კონვენცია” ნიშნავს 1944 წლის 7 დეკემბერს ქ. ჩიკაგოში ხელმოსაწერად გახსნილ კონვენციას ,,საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ”, კონვენციის 90-ე მუხლის თანახმად მიღებულ მის ნებისმიერ დანართს და კონვენციის 90-ე და 94-ე მუხლების შესაბამისად ამ დანართების ან კონვენციის ნებისმიერ შესწორებას, თუ ეს დანართები და შესწორებები ძალაშია ორივე ხელშემკვრელი მხარისათვის; b) ტერმინი ,,საავიაციო ხელისუფლება“ საქართველოსთან მიმართებაში ნიშნავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და/ან ერთიან სატრანსპორტო ადმინისტრაციას, ჩეხეთის რესპუბლიკასთან მიმართებაში ტრანსპორტის სამინისტროს, ან ორივე შემთხვევაში ნებისმიერ პიროვნებას ან ორგანიზაციას, რომლებიც შეიძლება აღჭურვილ იქნენ უფლებამოსილებით, შეასრულონ ამ უწყებათა კომპეტენციაში შემავალი ფუნქციები; c) ტერმინი ,,დანიშნული ავიასაწარმო“ ნიშნავს ავიასაწარმოს, რომელიც დანიშნულია და მინიჭებული აქვს უფლებამოსილება წინამდებარე შეთანხმების მე-3 მუხლის თანახმად; d) ტერმინს ,,ტერიტორია” სახელმწიფოებთან მიმართებაში აქვს კონვენციის მე-2 მუხლით განსაზღვრული მნიშვნელობა; e) ტერმინებს ,,საჰაერო მიმოსვლა”, ,,საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა”, ,,ავიასაწარმო” და ,,გაჩერება არაკომერციული მიზნებით” აქვთ კონვენციის 96-ე მუხლით განსაზღვრული  შესაბამისი მნიშვნელობა; f) ტერმინი ,, წინამდებარე შეთანხმება“ მოიცავს ამ შეთანხმებას, მის დანართს და ამ შეთანხმების ან დანართის ნებისმიერ შესწორებას; g) ტერმინი ,,მომხმარებლის გადასახდელი” ნიშნავს გადასახდელს, რომელიც კომპეტენტური ხელისუფლების ორგანოს მიერ ან მისი ნებართვით, არის ავიასაწარმოებისათვის დაწესებული აეროპორტის ქონებით, მოწყობილობებით ან საჰაერო ნავიგაციის საშუალებებით სარგებლობისათვის და მოიცავს საჰაერო ხომალდის, მისი ეკიპაჟის, მგზავრების, ტვირთის, მომსახურების და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული მოწყობილობებით სარგებლობის გადასახდელს; h) ტერმინი ,,ტარიფი” ნიშნავს მგზავრთა გადაყვანის, ბარგისა და ტვირთის გადაზიდვის ღირებულებას და იმ პირობებს, რომელთა შესაბამისადაც ეს ღირებულება მოქმედებს სააგენტოსა და სხვა დამატებითი მომსახურების ღირებულების და პირობების ჩათვლით და არ ითვალისწინებს ფოსტის გადატანის ღირებულებასა და პირობებს; i) ტერმინი ,,მეხუთე თავისუფლება“ ნიშნავს უფლებას, რომელსაც ერთი ხელშემკვრელი მხარე ანიჭებს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს მგზავრების, ბარგის, ტვირთისა და ფოსტის პირველი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიასა და მესამე ქვეყანას შორის გადაყვანა-გადაზიდვის განხორციელების მიზნით; j) ტერმინი ,,ტევადობა“: j.a) საჰაერო ხომალდთან მიმართებაში დაწესებულ მარშრუტზე საჰაერო ხომალდის შესაძლო სარგებლიან დატვირთვას; j.b) შეთანხმებულ მიმოსვლასთან დაკავშირებით ნიშნავს დაწესებულ მარშრუტზე საჰაერო მიმოსვლისას გამოსაყენებელი საჰაერო ხომალდის ტევადობის ნამრავლს ამ საჰაერო ხომალდის მიერ განსაზღვრული დროის პერიოდში განხორციელებული ფრენების სიხშირეზე; k) ტერმინი ,,ევროგაერთიანების შესახებ ხელშეკრულებები“ ნიშნავს, ევროგაერთიანების შესახებ ხელშეკრულებას და ევროგაერთიანების ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულებას. მუხლი 2🔗  მიმოსვლის უფლებების მინიჭება 1. ერთი ხელშემკვრელი მხარე ანიჭებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ უფლებებს, დანართით განსაზღვრულ მარშრუტებზე საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის დაწყების მიზნით. ეს მიმოსვლა და მარშრუტები შემდგომში შესაბამისად მოხსეინებული იქნებიან, როგორც ,,შეთანხმებული მიმოსვლა” და ,,დაწესებული მარშრუტები”. 2. წინამდებარე შეთანხმების შესაბამის დებულებათა თანახმად, თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმო ისარგებლებს შემდეგი უფლებებით: a) განახორციელოს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე გადაფრენა დაჯდომის გარეშე; b) განახორციელოს დაჯდომა მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე არაკომერციული მიზნებით; და c) დაწესებულ მარშრუტზე შეთანხმებული მიმოსვლის განხორციელებისას მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე განსაზღვრულ პუნქტებში ჩასხას ან გადმოსხას მგზავრები, ჩატვირთოს ან გადმოტვირთოს ტვირთი და ფოსტა, რომელთა გადაყვანა-გადაზიდვა ხორციელდება ავიასაწარმოს დამნიშვნელი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე განსაზღვრულ პუნქტებში ან პუნქტებიდან და შეასრულოს ეს ოპერაციები ცალ-ცალკე ან შერეულად. 3. ზემოაღნიშნული (c) ქვეპუნქტი არც ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს არ ანიჭებს უფლებას, მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლების სპეციალური თანხმობის გარეშე, მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ქირით ან გასამრჯელოს საფასურად, საჰაერო ხომალდის ბორტზე აიყვანოს მგზავრები, აიტანოს ბარგი, ტვირთი და ფოსტა ამავე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მდებარე სხვა პუნქტებში გადაყვანა-გადაზიდვის მიზნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზემოაღნიშნული, დროდადრო, ერთობლივად შეიძლება იქნეს განსაზღვრული ხელშემკვრელ მხარეთა საავიაციო ხელისუფლების მიერ. 4. თუ შეიარაღებული კონფლიქტების, პოლიტიკური არეულობის და მღელვარების, დაუძლეველი ძალით გამოწვეული გარემოებების გამო, ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს არ ძალუძს ჩვეულებრივი მარშრუტით საჰაერო მიმოსვლის განხორციელება, მეორე ხელშემკვრელი მხარე მაქსიმალურად ეცდება ხელი შეუწყოს ექსპლუატაციის გაგრძელებას და ამ მიზნით დროებით მოახდენს მარშრუტების რეორგანიზაციას. მუხლი 3🔗 ავიასაწარმოს დანიშვნა და ექსპლუატაციის უფლებამოსილების მინიჭება 1. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს უფლება აქვს, შეთანხმებული მიმოსვლის განხორციელების მიზნით საკუთარი მხრიდან დანიშნოს ერთი ან რამდენიმე ავიასაწარმო, გააუქმოს რომელიმე ავიასაწარმოს დანიშვნა ან შეცვალოს უკვე დანიშნული ავიასაწარმო სხვა ავიასაწარმოთი. 2. საავიაციო ხელისუფლება, რომელსაც მიღებული აქვს შეტყობინება დანიშვნის შესახებ, ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად დაუყოვნებლივ მიანიჭებს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს სათანადო საექსპლუატაციო უფლებამოსილებას. 3. ერთი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებამ შეიძლება მოსთხოვოს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ შეთანხმებული მიმოსვლის განხორციელებისას მას შეუძლია პირველი ხელშემკვრელი მხარის იმ კანონებისა და წესების პირობების შესრულება, რომლებიც არეგულირებენ საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლას კონვენციის დებულებების შესაბამისად. 4. თითოეული ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას შეუძლია უარი თქვას ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საექსპლუატაციო უფლებამოსილების მინიჭებაზე ან წინამდებარე შეთანხმების მე-2 მუხლით განსაზღვრული უფლებებით სარგებლობის ავიასაწარმოს მოსთხოვოს ისეთი პირობების შესრულება, როგორსაც ჩათვლის საჭიროდ, ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ამ ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლება არ არის დარწმუნებული, რომ: a) საქართველოს მიერ დანიშნული ავიასაწარმოს შემთხვევაში: i. ავიასაწარმო დაფუძნებულია საქართველოს ტერიტორიაზე და აქვს საქართველოს მიერ გაცემული საექსპლუატაციო უფლებამოსილება და/ან საჰაერო ექსპლუატანტის სერტიფიკატი; და ii. ავიასაწარმოს ფაქტობრივი ნორმატიული კონტროლი ხორციელდება საქართველოს მიერ. b) ჩეხეთის რესპუბლიკის მიერ ავისაწარმოს დანიშვნის შემთხვევაში: i. ავიასაწარმო დაფუძნებულია ჩეხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ევროგაერთიანების შესახებ ხელშეკრულებების მიხედვით და გააჩნია ევროგაერთიანების კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ექსპლუატანტის ლიცენზია. ii. ავიასაწარმოს ფაქტობრივი ნორმატიული კონტროლი ხორციელდება ევროგაერთიანების იმ წევრი სახელმწიფოს მიერ, რომელიც პასუხისმგებელია ექსპლუატანტის სერტიფიკატის გაცემაზე და შესაბამისი საავიაციო ხელისუფლება მკაფიოდ არის მითითებული დანიშვნაში; და iii. ავიასაწარმოს მფლობელია და მის მფლობელობას უშუალოდ ან უპირატესი მფლობელობის მეშვეობით აგრძელებს ევროგაერთიანების წევრი სახელმწიფო და/ან მისი მოქალაქეები, ან წინამდებარე შეთანხმების დანართში ჩამოთვლილი სხვა სახელმწიფო და/ან აღნიშნული სხვა სახელმწიფოს მოქალაქენი და მას ყოველთვის აქტიურად გააკონტროლებენ აღნიშნული სახელმწიფოები და/ან აღნიშნული მოქალაქეები. c) მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმო აკმაყოფილებს წინამდებარე შეთანხმების მე-13 და მე-14 მუხლების დებულებებს. 5. ამგვარად დანიშნულ და უფლებამოსილებით აღჭურვილ ავიასაწარმოს ნებისმიერ დროს შეუძლია დაიწყოს შეთანხმებული მიმოსვლა იმ პირობით, რომ კონკრეტული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისას გამოსაყენებელი ტევადობა, ტარიფები და ფრენის განრიგები მოქმედია წინამდებარე შეთანხმების დებულებათა შესაბამისად. მუხლი 4🔗 საექსპლუატაციო უფლებამოსილების გაუქმება ან შეჩერება 1. თითოეული ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას უფლება აქვს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს შეუჩეროს ექსპლუატაციის უფლებამოსილება, გააუქმოს წინამდებარე შეთანხმების მე-2 მუხლის შესაბამისად მინიჭებული უფლებებით სარგებლობა ან წაუყენოს მას ისეთი დროებითი ან მუდმივი პირობები, როგორსაც ჩათვლის საჭიროდ, იმ შემთხვევაში, თუ: a) საქართველოს მიერ დანიშნული ავიასაწარმოს შემთხვევაში: i. ავიასაწარმო არ არის დაფუნებული საქართველოს ტერიტორიაზე ან არ გააჩნია საქართველოს, მიერ გაცემული მოქმედი საექსპლუატაციო უფლებამოსილება ან მოქმედი ექსპლუატანტის სერტიფიკატი; ან ii. ავიასაწარმოს ფაქტობრივ ნორმატიულ კონტროლს არ ახორციელებს საქართველო. b) ჩეხეთის რესპუბლიკის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს შემთხვევაში: i) ავიასაწარმო არ არის დაფუძნებული ჩეხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ევროგაერთიანების შესახებ ხელშეკრულებების შესაბამისად ან მას არ გააჩნია ევროგაერთიანების კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ექსპლუატანტის ლიცენზია. ii) ავიასაწარმოს ფაქტობრივი ნორმატიული კონტროლი არ ხორციელდება ევროგაერთიანების იმ წევრი სახელმწიფოს მიერ, რომელიც პასუხისმგებელია ექსპლუატანტის სერტიფიკატის გაცემაზე ან დანიშვნაში მკაფიოდ არ არის მითითებული შესაბამისი საავიაციო ხელისუფლება; iii) ავიასაწარმოს მფლობელი არ არის და მიეს ეფექტურ კონტროლს, უშუალოდ ან უპირატესი მფლობელობით, არ ახორციელებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო და/ან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქე, ან წინამდებარე შეთანხმების დანართში ჩამოთვლილი სხვა სახელმწიფო და/ან აღნიშნული სხვა სახელმწიფოს მოქალაქენი. c) მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმო არ აკმაყიფილებს წინამდებარე შეთნხმების მე-13 და მე-14 მუხლების პირობებს; d) ავიასაწარმო, იმ საავიაციო ხელისუფლებების წინაშე, რომელიც ანიჭებს მას აღნიშნულ უფლებებს, ვერ ამტკიცებს, რომ მას ძალა შესწევს შეასრულოს აღნიშნული ხელისუფლებების მიერ კონვენციის შესაბამისად გამოყენებული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოში მოქმედი კანონები და წესები; ან e) ავიასაწარმო რაიმე სხვა მიზეზით ვერ ასრულებს შეთანხმებულ მომსახურებას წინამდებარე შეთანხმების პირობების შესაბამისად. 2. თუ დაუყოვნებლივ არ არის საჭირო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების გაუქმება, უფლებებით სარგებლობის შეჩერება ან პირობების წაყენება, რათა თავიდან იქნეს აცილებული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოში მოქმედი კანონებისა და წესების შემდგომი დარღვევა, ამ უფლებით სარგებლობა მოხდება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებასთან კონსულტაციების ჩატარების შემდეგ. ამ სახის კონსულტაციები უნდა ჩატარდეს ოცდაათი (30) დღის განმავლობაში მათი მოთხოვნის დღიდან, თუ ხელშემკვრელ მხარეთა საავიაციო ხელისუფლებები სხვა ვადაზე არ შეთანხმდებიან. მუხლი 5🔗 მომხმარებლის გადასახდელი 1. თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდის მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე აეროპორტით და სხვა საავიაციო საშუალებებით სარგებლობისათვის დაწესებული მომხმარებლის გადასახდელები არ უნდა იყოს უფრო მაღალი, ვიდრე მომხმარებლის გადასახდელები, რომლებიც დაწესებულია იმავე მომსახურებისა და საშუალებებისათვის ნებისმიერი სხვა (მათ შორის _ საკუთარი) ავიასაწარმოს იმავე ტიპის საჰაერო ხომალდისათვის, რომელიც ახორციელებს იგივე ან მსგავს საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლას. 2. არც ერთი ხელშემკვრელი მხარე არ მიანიჭებს უპირატესობას საკუთარ ან ნებისმიერ სხვა ავიასაწარმოს მსგავსი საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლებით დაკავებულ მეორე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოსთან შედარებით, თავისი კონტროლის ქვეშ მყოფი აეროპორტებით, საჰაერო ხაზებით, საჰაერო მოძრაობის სამსახურებითა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობებით სარგებლობისას. მუხლი 6🔗 საბაჟო გადასახდელები და გადასახადები 1. ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შესვლისას ან ტერიტორიაზე ყოფნისას, საჰაერო ხომალდი, რომელიც ექსპლუატირებულია საერთაშორისო საჰაერო ხაზებზე მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების მიერ, ასევე მათი მუდმივი აღჭურვილობა, საწვავ-საცხები მასალები, გამოსაყენებელი ტექნიკური მასალები, სათადარიგო ნაწილები ძრავების ჩათვლით და საჰაერო ხომალდზე არსებული მარაგი (რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება იმ სურსათით, სასმელებითა და სპირტიანი სასმელებით, თამბაქოთი და სხვა პროდუქტებით, რომლებიც განკუთვნილია გაყიდვისა და მოხმარებისათვის მგზავრების მიერ ფრენის დროს შეზღუდული რაოდენობით), მიწისზედა მოწყობილებები, ისევე როგორც საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისას ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდის მხოლოდ ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურებისათვის განკუთვნილი ან გამოყენებული სხვა საშუალებები, დროებით და მათ რეექსპორტამდე, უნდა გათავისუფლდეს ყველა სახის საბაჟო გადასახდელებისაგან, მოსაკრებლებისაგან და მსგავსი გადასახდელებისგან რომლებიც დაწესებულია სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ, იმ პირობით, რომ ეს მოწყობილობები და მარაგი დარჩება საჰაერო ხომალდის ბორტზე. 2. გარდა უზრუნველყოფილი მომსახურებისათვის დაწესებული გადასახდელებისა, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული არაპირდაპირი გადასახადების, მოსაკრებლებისა და გადასახდელებისაგან ნაცვალგების პრინციპით ასევე თავისუფლდება: a) საჰაერო ხომალდის მარაგი, რომელიც გონივრულ ფარგლებში შემოტანილია ან მომარაგებულია ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე და ატანილია საჰაერო ხომალდის ბორტზე, საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განმახორციელებელი მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების საჰაერო ხომალდზე მოხმარების მიზნით, მაშინაც როდესაც ეს მარაგები განკუთვნილია მგზავრობის იმ მონაკვეთზე გამოსაყენებლად, რომელიც ხორციელდება ხელშემკვრელი მხარის იმ ტერიტორიაზე, სადაც ისინი ატანილია ბორტზე; b) მუდმივი აღჭურვილობა, სათადარიგო ნაწილები ძრავების ჩათვლით, რომლებიც შეტანილია ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე და განკუთვნილია მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლისას ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდის მომსახურებისათვის, ტექნიკური მომსახურების, რემონტისა და მომარაგებისათვის; c) საწვავი, საცხები მასალები და ტექნიკური მოხმარების საშუალებები, რომლებიც შემოტანილია ან მომარაგებულია ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს საერთაშორისო საჰაერო ხაზებზე ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდისათვის, მაშინაც როდესაც ეს მარაგები განკუთვნილია გამოსაყენებლად მგზავრობის იმ მონაკვეთზე, რომელიც ხორციელდება ხელშემკვრელი მხარის იმ ტერიტორიაზე, სადაც ისინი ატანილია ბორტზე; d) შეთანხმებული მიმოსვლის უზრუნველყოფასა და განვითარებასთან დაკავშირებული დაბეჭდილი დოკუმენტები და სარეკლამო მასალები, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება განრიგებით, ბროშურებით, დაბეჭდილი ბილეთებით, ავიაზედდებულებითა და დაბეჭდილი ნიმუშებით, რომლებიც შეტანილია ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე და მათი გაცემა მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების მიერ განზრახულია უფასოდ. 3. სატაბელო საბორტო ქონება, აგრეთვე მასალები და მარაგი, რომელიც ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდის ბორტზეა, შეიძლება გადმოტვირთულ იქნეს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მხოლოს ამ ტერიტორიაზე მოქმედი საბაჟო ხელისუფლების თანხმობით. ამ შემთხვევაში ისინი შესაძლოა მოექცნენ აღნიშნული ხელისუფლებების მეთვალყურეობის ან კონტროლის ქვეშ იმ დრომდე, სანამ არ მოხდება მათ გატანა ან სხვაგვარად განკარგვა ამ ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს საბაჟო წესების შესაბამისად. 4. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათები გამოიყენება აგრეთვე, როდესაც ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავისაწარმოს ან ავისაწარმოებს გაფორმებული აქვთ შეთანხმება სხვა ავიასაწარმოსთან, რომელიც მეორე ხელშემკვრელი მხარისგან სარგებლობს მსგავსი შეღავათებით ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში ჩამოთვლილი საგნების სესხით აღების ან მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე გადატანისას. 5. მიუხედავად ნებისმიერი სხვა საწინააღმდეგო დებულებებისა, წინამდებარე შეთანხმებაში აღნიშნული ვერც ერთი დებულება ვერ შეუშლის ხელს ჩეხეთის რესპუბლიკას დააკისროს მოსაკრებელი, ბაჟი, გადასახადი ან სხვა საფასური, საკუთარ ტერიტორიაზე საქართველოს მიერ დანიშნული გადამზიდველისათვის საჰაერო ხომალდზე მიწოდებულ იმ საწვავზე, რომელიც გამოიყენება ჩეხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ ერთ პუნქტსა და ჩეხეთის რესპუბლიკის ან ევროგაერთიანების სხვა წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე არსებულ სხვა პუნქტს შორის ფრენების შესასრულებლად. მუხლი 7🔗 შემოსავლების გადარიცხვა 1. ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს უფლება აქვს მოახდინოს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლის კონვერტირება და გადარიცხოს მის მიერ არჩეულ სახელმწიფოში თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტით. კონვერტირება და გადარიცხვა განხორციელდება ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, გადარიცხვის დღისათვის არსებული სავალუტო ბაზარზე დადგენილი კურსით. იმ შემთხვევაში, თუ სავალუტო ბაზარზე დადგენილი კურსის სისტემა არ არსებობს, აღნიშნული სახის ოპერაციები, შეზღუდვების გარეშე შესრულდება გადარიცხვის დღისათვის არსებული გადაცვლის ოფიციალური კურსით. აქტიური გადარიცხვა სრულდება დაუყოვნებლივ და არ ექვემდებარება არანაირ დაბეგვრას აღნიშნული სახის მომსახურებისათვის ბანკების მიერ დაწესებული ჩვეულებრივი სამომსახურებო გადასახადის გარდა. 2. იმ შემთხვევაში, თუ ხელშემკვრელი მხარეები აღნიშნული გადახდების განხორციელებისას ხელმძღვანელობენ სპეციალური ხელშეკრულებით, გამოიყენება ასეთი სახის ხელშეკრულება. მუხლი 8🔗 შეთანხმებული მიმოსვლის განხორციელების მართვის ძირითადი პრინციპები 1. ორივე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებს, დადგენილი მარშრუტებით შეთანხმებული მიმოსვლის განხორციელებისას, ექნებათ სამართლიანი და თანაბარი შესაძლებლობები. 2. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ნებას რთავს ორივე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს, დამოუკიდებლად განსაზღვროს იმ მომსახურების სიხშირე და ტევადობა, რომელსაც ის სთავაზობს მომხმარებელს. ვერც ერთი ხელშემკვრელი მხარე ცალმხრივად ვერ დაადგენს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს მიმოსვლის ტევადობას, სიხშირეს ან საჰაერო ხომალდის ტიპის (ტიპების) რეგულირებას, იმ შემთხვევის გარდა, როცა კანონმდებლობით დადგენილია შეზღუდვები ტექნიკური, საექსპლუატაციო, საბაჟო და გარემოს დაცვის  მოთხოვნების შესაბამისად, არადისკრიმინაციულ საფუძველზე. 3. თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმო, მიმოსვლის დაწყებამდე არანაკლებ ოცდაათი (30) დღით ადრე, ფრენის განრიგებს დადგენილი ფორმით წარადგენს მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებაში დასამტკიცებლად. განსაკუთრებულ შემთხვევაში, ეს ვადა შეიძლება შემცირდეს აღნიშნულ ხელისუფალთა შორის შეთანხმების გზით. ფრენების განრიგში უნდა აღინიშნოს: ფრენების დრო და სიხშირე, საჰაერო ხომალდის ტიპი და ტევადობა. 4. ფრენის განრიგში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება, რომელიც დამტკიცებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, დამტკიცებული უნდა იქნეს იმ საავიაციო ხელისუფლებების მიერ, რომელიც ამტკიცებს ფრენის განრიგს. 5. თუ დანიშნულ ავიასაწარმოს სურს ფრენის განრიგში გათვალისწინებული ფრენების გარდა დამატებითი ფრენის განხორციელება, მან უნდა ითხოვოს ნებართვა მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებისაგან. აღნიშნული სახის ნებართვაზე მოთხოვნის წარდგენა უნდა მოხდეს ფრენების განხორციელებამდე სულ მცირე ორი (2) სამუშაო დღით ადრე. მუხლი 9🔗 სტატისტიკური მონაცემებით უზრუნველყოფა ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავასაწარმო მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლების მოთხოვნის შემთხვევაში მიაწვდის მას ისეთ პერიოდულ და სტატისტიკურ მონაცემებს, რომლებიც შეიძლება გონივრულ ფარგლებში იქნეს მოთხოვნილი პირველი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ მეორე ხელშემკვრელო მხარის ტერიტორიიდან ან ტერიტორიისკენ განხორციელებული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვისას უზრუნველყოფილი ტევადობის განსახილველად. მუხლი 10🔗 ტარიფები 1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ნებას რთავს ორივე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებს, დამოუკიდებლად განსაზღვრონ ტარიფები, რომელსაც ისინი სთავაზობენ მომხმარებელს გადაყვანა-გადაზიდვების ბაზარზე არსებული მოთხოვნების გათვალისწინებით; 2. თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს(ების) მიერ შემუშავებული ტარიფები ეცნობება ორივე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას ტარიფების ამოქმედების სავარაუდო თარიღამდე არანაკლებ ორმოცდახუთი (45) დღით ადრე. განსაკუთრებულ შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება შემცირდეს აღნიშნული ხელისუფლებების თანხმობით. იმ შემთხვევაში, თუ საავიაციო ხელისუფლებები ტარიფების შესახებ ცნობის მიღების დღიდან თხუთმეტ (15) დღეში არ გამოხატავენ საკუთარ სურვილს არ დაამტკიცონ წარმოდგენილი ტარიფები, ტარიფები ითვლება დამტკიცებულად; 3. ხელშემკვრელი მხარეები თანხმდებიან განსაკუთრებული განხილვის საგნად აქციონ სადავო ტარიფები, რომლებიც შეიძლება იყოს გაუმართლებლად მაღალი ან ხელოვნურად დაბალი, პირდაპირი ან არაპირდაპირი სუბსიდიების ან მხარდაჭერის გამო; 4. თუ რომელიმე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ტარიფი მიეკუთვნება ამ მუხლის ,მე-3 პუნქტში მითითებულ ნებისმიერ კატეგორიას ან სხვა მხრივ არ შეესაბამება ამ მუხლში ჩამოყალიბებულ დებულებებს, ამ საავიაციო ხელისუფლებამ ტარიფების შესახებ ცნობის მიღების თარიღიდან თხუთმეტი (15) დღის ვადაში უნდა აცნობოს მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას საკუთარი უკმაყოფილების შესახებ და მოითხოვოს კონსულტაციების გამართვა. ამგვარი კონსულტაციები უნდა გაიმართოს მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს ოცდაათი (30) დრის ვადაში. ორივე ხელშემკვრელი მხარე ყოველ ღონეს იხმარს გონივრულ დროში მოხდეს ურთიერთშეთანხმება. შეთანხმების მიღწევამდე ტარიფები დროებით შევა ძალაში ან გაგრძელდება; 5. ამ მუხლის პირობების მიუხედავად, საქართველოს მხარის დანიშნული ავიასაწარმოების მიერ დაწესებული ტარიფები, ევროგაერთიანების ფარგლებში განხორციელებული გადაზიდვების დროს ექვემდებარება ევროგაერთიანების კანონებს. მუხლი 11🔗 ავიასაწარმოს წარმომადგენლობა და რეალიზაციები 1. ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს ენიჭება ეფლება მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მოქმედი წესებისა და კანონების საფუძველზე, რომლებიც შეეხება ამ ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლას, ცხოვრებასა და სამუშაოზე აყვანას, შეიყვანოს და ჰყავდეს მის ტერიტორიაზე მმართველი, ტექნიკური, მომსახურე პერსონალი და სხვა სპეციალისტები, რომლებიც აუცილებელია საჰაერო მიმოსვლის უზრუნველსაყოფად. 2. დანიშნული ავისაწარმოს წარმომადგენლობა და ოფისი(ოფისები) უნდა დაექვემდებაროს, მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მოქმედ კანონებსა და წესებს. 3. თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს უფლება აქვს გამოიყენოს ნებისმიერი იმ სხვა ორგანიზაციის, კომპანიის ან ავიასაწარმოს მომსახურება და პერსონალი, რომელიც მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ეწევა საქმიანობას. 4. თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს უფლება აქვს დააფუძნოს ოფისი(ოფისები) და პირდაპირ ან დანიშნული ავიაისაწარმოს მიერ შერჩეული აგენტების მეშვეობით მიიღოს მონაწილეობა საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის რეალიზაციაში მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, ამ ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედი კანონებისა და წესების შესაბამისად. თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს აქვს უფლება თავისუფლად გაყიდოს ამგვარი მომსახურება და ნებისმიერ პირს შეუძლია თავისუფლად იყიდოს ეს გადაყვანა-გადაზიდვა ადგილობრივ ფულად ერთეულში ან ნებისმიერ თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში, შესაბამისი ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედი სათანადო კანონებისა და წესების მიხედვით. მუხლი 12🔗 მიწისზედა მომსახურება შესაბამისი ხელშემკვრელი მხარის კანონებისა და წესების, ჩეხეთის რესპუბლიკის შემთხვევაში ევროგაერთიანების კანონის მიხედვით, თითოეულ დანიშნულ ავისაწარმოს უფლება აქვს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე განახორციელოს საკუთარი მიწისზედა სამუშაოები (თვითმომსახურება) ან არჩევნებისამებრ შეარჩიოს მიწისზედა მომსახურების ნებისმიერი კონკურენტი მიმწოდებლისგან რომელიმე, მომსახურების სრული ან ნაწილობრივი უზრუნველყოფის მიზნით. იმ შემთხვევაში, როცა აღნიშნული სახის კანონები და წესები ზღუდავს ან აბრკოლებს თვითმომსახურებას, ან როცა მიმწოდებლებს შორის არ არსებობს ეფექტური კონკურენცია, თითოეულმა დანიშნულმა ავიასაწარმომ, არადისკრიმინაციულ საფუძველზე, უნდა განახორციელოს თვითმომსახურება ან მისთვის მისაწვდომი უნდა იყოს მომწოდებლისა ან მომწოდებლების მიერ უზრუნველყოფილი მიწისზედა მომსახურება. მუხლი 13🔗  საავიაციო უსაფრთხოება 1. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს კონსულტაციები საჰაერო ნავიგაციის საშუალებებთან, საჰაერო ხომალდის ეკიპაჟთან, საჰაერო ხომალდთან და მათ ექსპლუატაციასთან დაკავშირებული მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დამტკიცებული უსაფრთხოების სტანდარტების შესახებ. ასეთი კონსულტაციები ჩატარდება მოთხოვნიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში. 2. თუ ამგვარი კონსულტაციების შედეგად, ერთი ხელშემკვრელი მხარე გამოავლენს, რომ მეორე ხელშემკვრელი მხარე ნებისმიერ ამ სფეროში ეფექტურად არ იცავს და არ იყენებს უსაფრთხოების იმ სტანდარტებს, რომელიც უთანაბრდება ამ დროისათვის კონვენციის მიერ დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს, მაშინ იგი ატყობინებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს ამგვარი აღმოჩენებისა და იმ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ, რომლებიც აუცილებელია მინიმალური სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, და მეორე ხელშემკვრელი მხარე ატარებს სათანადო გამოსასწორებელ ღონისძიებებს. იმ შემთხვევაში, თუ მეორე ხელშემკვრელი მხარე ვერ გაატარებს შესაბამის ღონისძიებებს გონივრულ ვადაში და ნებისმიერ შემთხვევაში თხუთმეტი (15) დღის ვადაში ან მხარეთა შორის შეთანხმების საფუძველზე, უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ეს შეიძლება გახდეს წინამდებარე შეთანხმების მე-4 მუხლის გამოყენების საფუძველი. 3. კონვენციის 33-ე მუხლში ჩამოყალიბებული ვალდებულებების მიუხედავად, ხელშემკვრელი მხარეები თანხმდებიან, რომ ნებისმიერი საჰაერო ხომალდი, რომელიც ექსპლუატირებული ან იჯარითაა აღებული ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების მიერ და ახორციელებს მიმოსვლას მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე ან ტერიტორიიდან, შეიძლება მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე ყოფნის დროს შემოწმდეს ამავე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლების უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ ბორტზე ან საჰაერო ხომალდის ირგვლივ, საჰაერო ხომალდისა და მისი ეკიპაჟის დოკუმენტთა ვარგისიანობისა და საჰაერო ხომალდისა და მისი აღჭურვილობის რეალური მდგომარეობის გარკვევის მიზნით (ამ მუხლში  ბაქანზე შემოწმებად წოდებული), იმ პირობით, რომ ეს უკანასკნელი არ გამოიწვევს საჰაერო ხომალდის არამიზანშეწონილ შეფერხებას. 4. თუ ნებისმიერი ამგვარი ბაქანზე შემოწმება ან მთელი რიგი ამგვარი შემოწმებებისა გამოიწვევს: a) სერიოზულ ეჭვს, რომ საჰაერო ხომალდი და მისი ექსპლუატაცია არ შეესაბამება კონვენციის მიერ იმ დროისათვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს; ან b) სერიოზულ ეჭვს, რომ არსებობს ხარვეზები კონვენციის შესაბამისად იმ დროისათვის დადგენილი უსაფრთხოების სტანდარტების ეფექტურ წარმართვასა და შენარჩუნებაში. ხელშემკვრელ მხარეს, რომელიც ახორციელებს შემოწმებას კონვენციის 33-ე მუხლის განხორციელების მიზნით, შეუძლია დაასკვნას, რომ მოთხოვნები, რომელთა საფუძველზეც გაიცა ან მოქმედებს საჰაერო ხომალდების და საჰაერო ხომალდების ეკიპაჟთა მოწმობები და ლიცენზიები და ასევე მოთხოვნები, რომელთა საფუძველზეც საჰაერო ხომალდი არის ექსპლუატირებული, არ შეესაბამება ან არ აღემატება კონვენციის მიერ დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს. 5. იმ შემთხვევაში, თუ ერთი ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების წარმომადგენლების მიერ უარყოფილი იქნება წინამდებარე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ბაქანზე შემოწმების უფლება, მეორე ხელშემკვრელ მხარეს უფლება აქვს დაასკვნას, რომ არსებობს ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული სერიოზული ეჭვი და მიიღოს ამავე პუნქტში მითითებული შესაბამისი დასკვნები. 6. თითოეული ხელშემკვრელი მხარე იტოვებს უფლებას, დაუყოვნებლივ შეაჩეროს ან შეცვალოს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების საექსპლუატაციო უფლებამოსილება იმ შემთხვევაში, თუ ეს ხელშემკვრელი მხარე ბაქანზე შემოწმების ან ბაქანზე მთელი რიგი შემოწმებების შედეგად, ასევე ბაქანზე შემოწმების, კონსულტაციების ან დიალოგის სხვა ნებისმიერ ფორმაზე უარის თქმის შემთხვევაში დაასკვნის, რომ ავიასაწარმოს ან ავისაწარმოების ექსპლუატაციის უსაფრთხოებისათვის აუცილებელია გადაუდებელი მოქმედება. 7. ერთი ხელშემკვრელი მხარის ნებისმიერი ქმედება წყდება მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოსთან მიმართებაში ამ მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, როგორც კი აღარ იარსებებს ამ ქმედების საფუძველი. 8. როდესაც ჩეხეთის რესპუბლიკის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს ნორმატიული კონტროლი ხორციელდება ევროგაერთიანების სხვა წევრი სახელმწიფოების მიერ, მეორე ხელშემკვრელ მხარეს, ამ მუხლის თანახმად, ეძლევა თანაბარი უფლება მიიღოს და გამოიყენოს უსაფრთხოების სტანდარტები და გამოიყენოს ავიასაწარმოს საექსპლუატაციო უფლებამოსილება. მუხლი 14🔗 სამოქალაქო ავიაციის უშიშროება 1. საერთაშორისო სამართლით დადგენილი მათი უფლებებისა და ვალდებულებების შესაბამისად, ხელშემკვრელი მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ ერთმანეთის წინაშე აღებულ ვალდებულებებს, დაიცვან კანონსაწინააღმდეგო ქმედებათაგან საავიაციო უშიშროება. სახელდობრ, ხელშემკვრელი მხარეები მოქმედებენ: 1963 წლის 14 სექტემბერს ქ. ტოკიოში ხელმოწერილი ,,საჰაერო ხომალდის ბორტზე ჩადენილი დანაშაულის და ზოგიერთ სხვა ქმედებათა შესახებ”, 1970 წლის 16 დეკემბერს ქ. ჰააგაში ხელმოწერილი ,,საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ”, 1971 წლის 23 სექტემბერს ქ. მონრეალში ხელმოწერილი ,,სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების ხელყოფისაკენ მიმართულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებთან ბრძოლის შესახებ” კონვენციების; 1988 წლის 24 თებერვალს ქ. მონრეალში ხელმოწერილი ,,საერთაშორისო აეროპორტებში ძალადობრივ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებთან ბრძოლის შესახებ’’ ოქმის დებულებათა და 991 წლის 1 მარტს ქ. მონრეალში ხელმოწერილი „პლასტიკური” ფეთქებადი ნივთიერებების ნიშანდების შესახებ, მათი გამოვლენის მიზნით“ კონვენციის და იმ ნებისმიერი სხვა მრავალმხრივი შეთანხმების შესაბამისად, რომელიც არეგულირებს საავიაციო უშიშროებას და სავალდებულოა ორივე ხელშემკვრელი მხარისათვის. 2. მოთხოვნის საფუძველზე, ხელშემკვრელი მხარეები ყოველგვარ აუცილებელ დახმარებას აღმოუჩენენ ერთმანეთს, რათა თავიდან აიცილონ სამოქალაქო საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდება და საჰაერო ხომალდის, მისი მგზავრების, ეკიპაჟის, აეროპორტებისა და საჰაერო ნავიგაციის საშუალებების უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სხვა ამგვარი უკანონო ქმედებები და მათი განხორციელების ნებისმიერ სხვა მუქარა, რომელიც საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საავიაციო უშიშროებას. 3. სამოქალაქო საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდების ან მისი უკანონოდ ხელში ჩაგდების მუქარის არსებობისას, ან ასეთი საჰაერო ხომალდის, მისი მგზავრებისა და ეკიპაჟის, აეროპორტებისა და საჰაერო ნავიგაციის საშუალებათა უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სხვა უკანონო ქმედებების დროს, ხელშემკვრელი მხარეები დაეხმარებიან ერთმანეთს კომუნიკაციებისა და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გამარტივებით, რომლებიც მიმართულია ამ ინციდენტის ან მუქარის სწრაფი და უსაფრთხო აღკვეთისაკენ. 4. ხელშემკვრელი მხარეები ორმხრივი ურთიერთობებისას მოქმედებენ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დანართების სახით ჩამოყალიბებული საავიაციო უშიშროების დებულებათა შესაბამისად, იმდენად, რამდენადაც უშიშროების აღნიშნული დებულებები მისაღებია ხელშემკვრელი მხარეებისათვის; ისინი მოსთხოვენ თავიანთი რეგისტრაციის საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტებს, რომელთა საქმიანობის ძირითადი ადგილი ან მუდმივი ადგილსამყოფელი არის მათ სახელმწიფო ტერიტორიაზე, ხოლო ჩეხეთის რესპუბლიკის შემთხვევაში საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტებს, რომლებიც თავიანთ ტერიტორიაზე არიან დაფუძნებული ევროგაერთიანების შესახებ ხელშეკრულებების შესაბამისად და ევროგაერთიანების კანონმდებლობის შესაბამისად გააჩნიათ საექსპლუატაციო უფლებამოსილება და იმავე ტერიტორიაზე განლაგებული აეროპორტების ექსპლუატანტებს, იმოქმედონ საავიაციო უშიშროების ამ დებულებათა შესაბამისად. 5. თითოეული ხელშემკვრელი მხარე თანახმაა, რომ მეორე ხელშემკვრელმა მხარემ თავის ტერიტორიაზე შესვლისას, იქ ყოფნისას ან გამგზავრებისას მოსთხოვოს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტებს იმ ქვეყანაში მოქმედი წესებისა და კანონების შესაბამისად გამოყენებული საავიაციო უშიშროების დებულებების დაცვა. თითოეული ხელშემკვრელი მხარე თავის ტერიტორიაზე უზრუნველყოფს სათანადო ზომების გატარებას, რათა დაიცვას საჰაერო ხომალდი და შეამოწმოს მგზავრები, ეკიპაჟი, ხელბარგი, ბარგი, ტვირთი,  საჰაერო ხომალდზე არსებული მარაგი ჩასხდომა-ჩატვირთამდე ჩასხდომა-ჩატვირთვის დროს. თითოეული ხელშემკვრელი მხარე განიხილავს აგრეთვე მეორე ხელშემკვრელი მხარის ნებისმიერ თხოვნას განახორციელოს სპეციალური უსაფრთხოების სათანადო ღონისძიებები კონკრეტულ მუქარასთან დაკავშირებით. 6. როდესაც ერთ ხელშემკვრელ მხარეს აქვს მტკიცებულება იმისა, რომ მეორე ხელშემკვრელმა მხარემ დაარღვია ამ მუხლის საავიაციო უშიშროების დებულებანი, ამ ხელშემკვრელ მხარის საავიაციო ხელისუფლებას შეუძლია მოსთხოვოს მეორე ხელშემკვრელიი მხარის საავიაციო ხელისუფლებას კონსულტაციების დაუყოვნებლივ ჩატარება. ასეთი მოთხოვნიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში დამაკმაყოფილებელი შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, წარმოიქმნება წინამდებარე შეთანხმების მე-4 მუხლის გამოყენების საფუძვლები. უკიდერესი აუცილებლობის შემთხვევაში, თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია ოცდაათი (30) დღის ვადის გასვლამდე განახორციელოს დროებითი ღონისძიებები. მუხლი 15🔗 ტრანზიტი მგზავრები, რომელთა გადაყვანა ხდება ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიის გავლით პირდაპირი ტრანზიტით და რომლებიც არ ტოვებენ აეროპორტის სპეციალურ გამოყოფილ ტერიტორიას, გარდა წინამდებარე შეთნხმების მე-14 მუხლით გათვალისწინებული უშიშროების დებულებების მიხედვით და ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების, აგრეთვე სხვა შეზღუდული და აკრძალული ნივთიერებების და საგნების გადატანის აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა,  დაექვემდებარებიან გამარტივებულ კონტროლს. პირდაპირი ტრანზიტით მიმავალი ბარგი და ტვირთი თვისუფლდება საბაჟო გადასახდელებისა და სხვა გადასახდელებისაგან. მუხლი 16🔗 კანონებისა და წესების გამოყენება და მოწმობებისა და ლიცენზიების აღიარება 1. ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მოქმედი კანონები და წესები, რომლებიც არეგულირებენ საკუთარ ტერიტორიაზე იმ საჰაერო ხომალდის ჩამოფრენასა ან გაფრენას, რომელიც საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლას ახორციელებს ან ეხებიან ამ საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციას და ნავიგაციას მისი ტერიტორიის ფარგლებში ყოფნისას, გავრცელდება მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდზე. 2. ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მოქმედი კანონები და წესები, რომლებიც არეგულირებენ საჰაერო ხომალდის, მგზავრების, ეკიპაჟის, ბარგის, ტვირთისა და ფოსტის შესვლა-შეტანას, საკუთარი ტერიტორიის ფარგლებში ყოფნას, ტრანზიტსა და გასვლა-გატანას, კერძოდ, საპასპორტო, საიმიგრაციო, საბაჟო, სავალუტო და სანიტარიული ფორმალობები, გამოიყენება მეორე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოს საჰაერო ხომლადზე არსებული მგზავრების, ეკიპაჟის, ბარგის, ტვირთსა და ფოსტის მიმართ, მათი პირველი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ყოფნისას. 3. საბაჟო, საკარანტინო და მსგავსი წესების გამოყენებისას, არც ერთი ხელშემკვრელი მხარე თავის ან ნებისმიერ სხვა ავიასაწარმოს არ მიანიჭებს უპირატესობას მსგავს საერთშორისო საჰაერო მიმოსვლებში ჩართულ მეორე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოსთან შედარებით. 4. ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ გაცემული ან აღიარებული და კვლავაც მოქმედი ფრენის ვარგისობის და კვალიფიკაციის მოწმობები და ლიცენზიები ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მოქმედი წესებისა და პროცედურების შესაბამისად, შეთანხმებული მომსახურების ექსპლუატაციის მიზნით, აღიარებული იქნება მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ იმ პირობით, რომ მოთხოვნები, რომელთა თნახმადაც არის გაცემული ან აღიარებული ეს მოწმობები და ლიცენზიები, იმ მინიმალური სტანდარტების დონეზეა ან მათზე მაღალია, რომლებიც კონვენციის შესაბამისად უკვე დადგენილია ან შეიძლება დროდადრო დადგინდეს. 5. თითოეული ხელშემკვრელი მხარე იტოვებს უფლებას არ ცნოს მეორე ხელშემკვრელი მხარის ან სხვა სახელმწიფოს მიერ მის მოქალაქეებზე გაცემული კვალიფიკაციის მოწმობები და ლიცენზიები ამ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე გადაფრენის მიზნით. მუხლი 17🔗 კონსულტაციები    თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს კონსულტაციების ჩატარება მეორე ხელშემკვრელ მხარესთან წინამდებარე შეთანხმების განხორციელების, ინტერპრეტაციის, გამოყენებისა ან წინამდებარე შეთანმებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა პრობლემის ან წინამდებარე შეთანხმებასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით. ხელშემკვრელ მხარეთა საავიაციო ხელისუფლებებს შორის კონსულტაციები დაიწყება მათი ჩატარების თაობაზე წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან სამოცი (60) დღის განმავლობაში, თუ ხელშემკვრელი მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდნენ. მუხლი 18🔗 ცვლილებები   იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ხელშემკვრელი მხარე ჩათვლის საჭიროდ შეცვალოს წინამდებარე შეთანხმების ნებისმიერი დებულება, მას შეუძლია მოითხოვოს კონსულტაციების ჩატარება მეორე ხელშემკვრელ მხარესთან. საავიაციო ხელისუფალთა შორის ამგვარი კონსულტაციები შეიძლება ჩატარდეს მოლაპარაკებების გზით ან მიმოწერის საშუალებით და დაიწყება მათი ჩატარების შესახებ მოთხოვნის მიღებიდან სამოცი (60) დღის განმავლობაში. ხელშემკვრელ მხარეთა მიერ შეთანხმებული ცვლილებები და დამატებები ფორმდება წერილობით და წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. აღნიშნული ცვლილებები და დამატებები ძალაში შედის წინამდებარე შეთანხმების 23-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად. მუხლი 19🔗 სადავო საკითხების მოგვარება 1. ნებისმიერი დავა, რომელიც შეეხება წინამდებარე შეთანხმების ან მისი დანართის განმარტებასა და გამოყენებას, გადაიჭრება ხელშემკვრელი მხარეების საავიაციო ხელისუფლებების მიერ პირდაპირი მოლაპარაკებების გზით. ეს მოლაპარაკებები დაიწყება შეძლებისდაგვარად სწრაფად, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, მოლაპარაკებების ჩატარების მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს სამოცი (60) დღისა, თუ საავიაციო ხელისუფლებები სხვაგვარად არ შეთანხმდნენ. 2. თუ საავიაციო ხელისუფლებები ვერ შეძლებენ შეთანხმების მიღწევას, დავა გადაწყდება ხელშემკვრელ მხარეთა შორის მოლაპარაკების გზით. 3. თუ ხელშემკვრელი მხარეები ვერ გადაჭრიან დავას მოლაპარაკებების გზით, დავა რომელიმე ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნის შემთხვევაში შეიძლება გადაეცეს არბიტრაჟს, რომელიც სამი არბიტრისგან შედგება. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ნიშნავს თითო არბიტრს, ხოლო მესამეს – ამგვარად დანიშნული ორი არბიტრი. თითოეული ხელშემკვრელი მხარე დანიშნავს არბიტრს სამოცი (60) დღის განმავლობაში იმ დღიდან, როდესაც დიპლომატიური არხების მეშვეობით მიიღებს მეორე ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნას დავის საარბიტრაჟო სასამართლოში განხილვის შესახებ, მესამე არბიტრი დაინიშნება შემდგომი სამოცი (60) დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ხელშემკვრელი მხარე აღნიშნულ პერიოდში ვერ დანიშნავს არბიტრს, ან არბიტრი არ იქნება დანიშნული დადგენილ ვადაში, ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია თხოვნით მიმართოს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საბჭოს პრეზიდენტს, დანიშნოს არბიტრი ან არბიტრები საჭიროების მიხედვით. ნებისმიერ შემთხვევაში მესამე არბიტრი იქნება მესამე ქვეყნის მოქალაქე და შეასრულებს საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას. 4. საარბიტრაჟო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებებს ხმათა უმრავლესობით. 5. ხელშემკვრელი მხარეები იღებენ ვალდებულებას შეასრულონ ამ მუხლის-4 პუნქტის შესაბამისად მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება. 6. თითოეული ხელშემკვრელი მხარე გასწევს თავისი საკუთარი წევრის და ასევე საარბიტრაჟო პროცესში თავისი წარმომადგენლის მონაწილეობის ხარჯებს; თავმჯდომარისა და ნებისმიერი სხვა ხარჯები თანაბრად განაწილდება ხელშემკვრელ მხარეებს შორის. ყველა სხვა საკითხთან დაკავშირებით საარბიტრაჟო სასამართლო განსაზღვრავს თავის საკუთარ პროცედურებს. 7. თუ ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარე არ შეასრულებს არბიტრაჟის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, მეორე ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია ამ ხელშემკვრელ მხარეს ან მის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს, რომლებმაც ვერ შეასრულეს ეს ვალდებულებები, შეუზღუდოს, შეუჩეროს ან გაუუქმოს წინამდებარე შეთანხმების თანახმად მინიჭებული ნებისმიერი უფლება და პრივილეგია. მუხლი 20🔗 მრავალმხრივ შეთანხმებებთან ან კონვენციებთან შესაბამისობა ორივე ხელშემკვრელი მხარისათვის საჰაერო ტრანსპორტის სფეროში საერთო მრავალმხრივი შეთანხმების ან კონვენციის ძალაში შესვლისას წინამდებარე შეთანხმებაში შეტანილ იქნება შესწორებები ხელშემკვრელ მხარეთა შორის მოლაპარაკებების გზით, რათა წინამდებარე შეთანხმება შესაბამისობაში მოვიდეს მრავალმხრივი შეთანხმებისა და კონვენციის დებულებებთან.                           მუხლი 21🔗 სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო  ორგანიზაციაში რეგისტრაცია წინამდებარე შეთანხმება, მისი დანართი და ყველა შესწორება რეგისტრირებული იქნება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში (ICAO) ჩეხეთის რესპუბლიკის მიერ. მუხლი 22🔗 მოქმედების შეწყვეტა ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია გაუგზავნოს წერილობითი შეტყობინება მეორე ხელშემკვრელ მხარეს წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ. ეს შეტყობინება იმავდროულად გაეგზავნება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას. ამ შემთხვევაში შეთანხმება მოქმედებას წყვეტს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ ამ შეტყობინების მიღებიდან თორმეტი (12) თვის შემდეგ, თუ ამ ვადის გასვლამდე, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, არ განხორციელდა შეტყობინების უკან გამოთხოვა. იმ შემთხვევაში, თუ მეორე ხელშემკვრელმა მხარემ არ დაადასტურა შეტყობინების მიღება, მაშინ იგი მიღებულად ჩაითვლება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში შეტყობინების მიღებიდან თოთხმეტი (14) დღის შემდეგ. მუხლი 23🔗 ძალაში შესვლა წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღებიდან მე-60 დღეს. ამის დასტურად, შესაბამისი ხელისუფლების მიერ სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა ქვემორე ხელის მომწერებმა ხელი მოაწერეს წინამდებარე შეთანხმებას. შესრულებულია ქ. თბილისში, 2010 წლის 8 ნოემბერს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ჩეხურ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, სამივე ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. ხელშემკვრელ მხარეთა შორის წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.   საქართველოს მთავრობის     ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის                  სახელით                                                     სახელით (ხელმოწერილია)                                        (ხელმოწერილია) დ ა ნ ა რ თ ი 1. მარშრუტები, რომლებზედაც საქართველოს მიერ დანიშნული  ავიასაწარმო ან ავიასაწარმოები განახორციელებენ საჰაერო მიმოსვლას:  საწყისი პუნქტი:            ნებისმიერი პუნქტი საქართველოში  შუალედური პუნქტი:        მოგვიანებით იქნება შეთანხმებული                                                  ორივე ხელშემკვრელი მხარის                                                   საავიაციო ხელისუფლებებს შორის  დანიშნულების პუნქტი:      ნებისმიერი პუნქტი ჩეხეთის                                                    რესპუბლიკაში  პუნქტები საზღვრებს გარეთ:  მოგვიანებით იქნება შეთანხმებული                                                       ორივე ხელშემკვრელი მხარის                                                       საავიაციო ხელისუფლებებს შორის.  2. მარშრუტები, რომლებზედაც ჩეხეთის რესპუბლიკის მიერ დანიშნული ავიასაწარმო ან ავიასაწარმოები განახორციელებენ  საჰაერო მიმოსვლას: საწყისი პუნქტი:               ნებისმიერი პუნქტი ჩეხეთის                                             რესპუბლიკაში შუალედური პუნქტი:      მოგვიანებით იქნება შეთანხმებული                                             ორივე ხელშემკვრელი მხარის                                             საავიაციო ხელისუფლებებს შორის დანიშნულების პუნქტი:       ნებისმიერი პუნქტი საქართველოში პუნქტები საზღვრებს გარეთ:  მოგვიანებით იქნება შეთანხმებული                                                      ორივე ხელშემკვრელი მხარის                                                      საავიაციო ხელისუფლებებს შორის. 3. ნებისმიერი ან ყველა შუალედური და საზღვრებს გარეთ მდებარე პუნქტი (პუნქტები) შეიძლება იქნეს გამოტოვებული დანიშნული ავიასაწარმოს შეხედულებისამებრ ნებისმიერი ან ყველა რეისის (რეისების) შესრულებისას იმ პირობით, რომ მიმოსვლა იწყება ან წყდება იმ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, რომელმაც დანიშნა აღნიშნული ავიასაწარმო. 4. ჰაერის მე-5 თავისუფლების განხორციელება შესაძლებელია ხელშემკვრელ მხარეთა საავიაციო ხელისუფლებების სპეციალური თანხმობით. 5. ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ნებისმიერ ავიასაწარმოს საჰაერო მომსახურების შესრულებისას შეუძლია გააფორმოს შეთანხმება ზიარი კოდისა და ბლოკ-ადგილების შესახებ: a) რომელიმე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოსა და ავიასაწარმოებთან. b) მესამე მხარის ავიასაწარმოსთან ან ავიასაწარმოებთან. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მესამე მხარე უფლებამოსილებას არ ანიჭებს ან ნებას არ რთავს მეორე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოებს და სხვა ავიასაწარმოებს შეთანხმდნენ აღნიშნული მესამე ქვეყნის მიმართულებით, ქვეყნიდან ან მისი გავლით განხორციელებულ მომსახურებაზე, აღნიშნული ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებებს უფლება აქვს არ მიიღოს ასეთი სახის შეთანხმება. ზემოაღნიშნული დებულებები იმ პირობით ხორციელდება, რომ ყველა ავიასაწარმოს აღნიშნული სახის შეთანხმებისას: a) აქვს მითითებული მიმოსვლის უფლებები და შეესაბამება წინამდებარე შეთანხმების პირობებს; b) აკმაყოფილებს ორივე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებების მოთხოვნებს, რომელიც განისაზღვრება აღნიშნული სახის შეთანხმებაში; c) უზრუნველყოფს მომხმარებელს ზუსტი ინფორმაციით, აღნიშნული ზიარი კოდისა და ბლოკ-ადგილების შესახებ შეთანხმების თაობაზე: ზიარი კოდის მქონე ავიასაწარმოებმა უნდა წარუდგინონ სავარაუდო ზიარი კოდისა და ბლოკ-ადგილების შესახებ შეთანხმება ორივე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებებს მის სავარაუდო ამოქმედებამდე სულ მცირე ოცდაათი (30) დღით ადრე. 6. იმ სახელმწიფოების ჩამონათვალი (გარდა ევროგაერთიანების წევრი სახელმწიფოებისა), რომელთა მოქალაქენიც უფლებამოსილნი არიან გახდნენ ჩეხეთის რესპუბლიკის მიერ დანიშნული ავიასაწარმოების მფლობელები და აკონტროლონ ისინი: a) ისლანდიის რესპუბლიკა; b) ლიხტენშტეინის სამთავრო; c) ნორვეგიის სამეფო; d) შვეიცარიის კონფედერაცია. 7. წინამდებარე შეთანხმებაში ჩეხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებში იგულისხმება ევროგაერთიანების წევრი სახელმწიფოების ან დანართში ჩამოთვლილი სხვა სახელმწიფოების მოქალაქენი. წინამდებარე შეთანხმებაში აღნიშნული ჩეხეთის რესპუბლიკის ავიასაწარმოებში იგულისხმება ჩეხეთის რესპუბლიკის მიერ დანიშნული ავიასაწარმოები.