შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ
მიღების თარიღი 10.06.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №0
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016073
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/01/2012
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.06.2010 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (4)
| საქართველოს მთავრობის სახელით ხელმოწერილია | უკრაინის მინისტრთა კაბინეტის სახელით ხელმოწერილია |
| პუნქტები უკრაინის ტერიტორიაზე | შუალედური პუნქტები |
| ნებისმიერი პუნქტი | პუნქტების თავისუფალი არჩევანი |
| პუნქტები საქართველოს ტერიტორიაზე | შუალედური პუნქტები |
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:"MS Mincho"; panose-1:2 2 6 9 4 2 5 8 3 4;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:"\@MS Mincho"; panose-1:2 2 6 9 4 2 5 8 3 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ
საქართველოს მთავრობა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტი (შემდგომში – მოხსენიებული როგორც ,,ხელშემკვრელი მხარეები“)
არიან რა ,,საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ 1944 წლის 7 დეკემბერს ხელმოწერილი ჩიკაგოს კონვენციის მონაწილენი; და
აქვთ რა სურვილი ზემოაღნიშნული კონვენციის დებულებათა შესაბამისად დამატებით გააფორმონ შეთანხმება საქართველოსა და უკრაინას შორის და მათ ტერიტორიებს მიღმა საჰაერო მიმოსვლის განხორციელების მიზნით;
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
განსაზღვრებანი
ამ შეთანხმების მიზნებისათვის, თუ კონტექსტი სხვაგვარად არ მოითხოვს:
a) ტერმინი ,,საავიაციო ხელისუფლება“ უკრაინასთან მიმართებაში ნიშნავს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს, ხოლო საქართველოსთან მიმართებაში ნიშნავს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო და/ან ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციას, ან, ორივე შემთხვევაში, ნებისმიერ პირს ან ორგანიზაციას, რომელიც შესაძლოა ფლობდეს უფლებამოსილებას შეასრულოს ზემოღნიშნული ხელისუფლების კომპეტენციაში ამჟამად შემავალი ნებისმიერი ფუნქცია;
b) ტერმინი ,,შეთანხმება“ მოიცავს წინამდებარე შეთანხმებას, მის დანართს და მათ ნებისმიერ ცვლილებებს;
c) ტერმინი ,,ექსპლუატანტის სერტიფიკატი” ნიშნავს ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლების მიერ ავიასაწარმოსთვის გაცემულ დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს, რომ აღნიშნულ ავიასაწარმოს სერტიფიკატში მითითებული საავიაციო საქმიანობისას გააჩნია საკმარისი პროფესიონალური შესაძლებლობა და ორგანიზება უზრუნველყოს საჰაერო ხომალდის უსაფრთხო ექსპლუატაცია;
d) ტერმინებს ,,საჰაერო მიმოსვლა”, ,,საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა”, ,,ავიასაწარმო” და ,,გაჩერება არაკომერციული მიზნებით” აქვს ჩიკაგოს კონვენციის 96-ე მუხლით მინიჭებული შესაბამისი მნიშვნელობები;
e) ტერმინი ,,ტევადობა“ საჰაერო ხომალდთან მიმართებაში ნიშნავს საჰაერო ხომალდის დატვირთვას მარშრუტზე ან მარშრუტის მონაკვეთზე; დადგენილ საჰაერო მარშრუტთან მიმართებაში ნიშნავს აღნიშნულ მარშრუტზე გამოყენებულ საჰაერო ხომალდის ტევადობას, გამრავლებულს ფრენების სიხშირეზე, რომელიც ხორციელდება ამ საჰაერო ხომალდის მიერ შესრულებულ მარშრუტზე ან მარშრუტის მონაკვეთზე დროის მოცემულ პერიოდში;
f) ტერმინი ,,ჩიკაგოს კონვენცია” ნიშნავს 1944 წლის 7 დეკემბერს ქ. ჩიკაგოში ხელმოწერილ კონვენციას ,,საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ” და მოიცავს: (i) მის ნებისმიერ შესწორებას, რომელიც ძალაშია შესული 94 (a) მუხლის თანახმად და რატიფიცირებულია ორივე ხელშემკვრელი მხარის მიერ და (ii) მის ნებისმიერ დამატებას ან შესწორებას, მიღებულს ამ კონვენციის 90-ე მუხლის თანახმად, იმდენად, რამდენადაც ეს შესწორება ან დამატება მოქმედია ნებისმიერ მოცემულ დროს ორივე ხელშემკვრელი მხარისათვის;
g) ტერმინი ,,დანიშნული ავიასაწარმო“ ნიშნავს ავიასაწარმოს, რომელიც არის დანიშნული და უფლებამოსილებით აღჭურვილი წინამდებარე შეთანხმების მე-4 მუხლის თანახმად;
h) ტერმინი ,,ფაქტობრივი ნორმატიული კონტროლი” ნიშნავს უფლებებით, კონტრაქტებით დადგენილ ურთერთობას, რომელიც იძლევა შესაძლებლობას გადამწყვეტი მარეგულირებელი გავლენა იქონიოს ავიასაწარმოზე;
i) ტერმინი ,,სტანდარტი“ ნიშნავს ფიზიკურ თვისებებთან, კონფიგურაციასთან, მასალებთან, შესრულებასთან, ტექნიკურ თვისებებთან, პერსონალსა და პროცედურებთან დაკავშირებულ ნებისმიერ მოთხოვნებს, რომელთა მუდმივი გამოყენება აღიარებულია უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან საერთაშორისო საჰაერო ნავიგაციის შეუფერხებლად ფუნქციონირებისათვის და რომლებსაც ხელშემკვრელი მხარეები დაიცავენ ჩიკაგოს კონვენციის შესაბამისად. სტანდარტის დაცვის შეუძლებლობის შემთხვევაში, სავალდებულოა გაიგზავნოს შეტყობინება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში (შემდგომში – იკაოდ წოდებული) ჩიკაგოს კონვენციის 38-ე მუხლის შესაბამისად;
j) ტერმინი ,,ტარიფი” ნიშნავს მგზავრების, ბარგის და ტვირთის გადაყვანა-გადაზიდვის ღირებულებას და იმ პირობებს, რომლის შესაბამისადაც ეს ღირებულება მოქმედებს, სააგენტოსა და სხვა დამატებითი მომსახურებისათვის ანაზღაურების და პირობების ჩათვლით;
k) ტერმინს ,,ტერიტორია” აქვს ჩიკაგოს კონვენციის მე-2 მუხლით განსაზღვრული მნიშვნელობა;
I) ტერმინი ,,მომხმარებლის გადასახდელი” ნიშნავს გადასახდელს, რომელიც ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს შესაბამისი კომპეტენტური ხელისუფლების მიერ ან მისი ნებართვით დაწესებულია ავიასაწარმოებზე საჰაერო ხომალდის, მისი ეკიპაჟისა და მგზავრებისათვის, აეროპორტის ქონების, სააეროპორტო და სანავიგაციო საშუალებების მიწოდებისათვის, ტვირთთან დაკავშირებული შესაბამისი საშუალებებისა და მომსახურების ჩათვლით.
მუხლი 2🔗
ჩიკაგოს კონვენციის გამოყენების არე
წინამდებარე შეთანხმებაში, ჩიკაგოს კონვენციის დებულებების შესაბამისად, არაფერი არ არღვევს ხელშემკვრელი მხარის უფლებებსა და ვალდებულებებს.
მუხლი 3🔗
უფლებათა მინიჭება
(1) თითოეული ხელშემკვრელი მხარე შეთანხმების დანართში დაწესებულ მარშრუტებზე მეორე ხელშემკვრელ მხარეს ანიჭებს წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრულ საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის შემდეგ უფლებებს. ამგვარი მიმოსვლა და მარშრუტები შემდგომში წოდებული იქნება, როგორც ,,შეთანხმებული ხაზები” და ,,დაწესებული მარშრუტები”.
(2) წინამდებარე შეთანხმების დანართით განსაზღვრულ მარშრუტებზე თითოეული ხელშემკვრელი მხარე, საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განხორციელების მიზნით, მეორე ხელშემკვრელ მხარეს ანიჭებს უფლებას:
a. განახორციელოს გადაფრენა მისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე დაჯდომის გარეშე;
b. განახორციელოს მისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე დაჯდომა არაკომერციული მიზნით; და
c. განახორციელოს დაჯდომა მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე წინამდებარე შეთანხმების დანართით განსაზღვრულ პუნქტებში, მგზავრების, ტვირთისა და ფოსტის, კომბინირებულად და განცალკევებით ბორტზე აყვანა/ჩატვირთვის ან ბორტიდან გადმოყვანა/გადმოტვირთვის მიზნით.
(3) წინამდებარე მუხლის პუნქტი (2) არც ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს არ ანიჭებს უფლებას მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ქირით ან გასამრჯელოს საფასურად ბორტზე აიყვანოს მგზავრები, აიტანოს ტვირთი და ფოსტა მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე მდებარე სხვა პუნქტში გადაყვანა-გადაზიდვის მიზნით.
(4) თუ შეიარაღებული კონფლიქტების, პოლიტიკური არეულობის ან დაუძლეველი ძალით გამოწვეული გარემოებების გამო, ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს არ ძალუძს მისი ჩვეულებრივი მარშრუტით განახორციელოს ხაზის ექსპლუატაცია, მეორე ხელშემკვრელი მხარე მაქსიმალურად ეცდება ხელი შეუწყოს ხაზის უწყვეტ ექსპლუატაციას და ამ მიზნით მოახდენს მარშრუტების სათანადო დროებით რეორგანიზაციას.
მუხლი 4🔗
ავიასაწარმოების დანიშვნა და
უფლებამოსილების მინიჭება
(1) თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს, დაწესებულ მარშრუტებზე შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციის მიზნით, უფლება აქვს წერილობით დანიშნოს და წარუდგინოს მეორე ხელშემკვრელ მხარეს ერთი ან რამდენიმე ავიასაწარმო და გააუქმოს ან შეცვალოს ეს დანიშვნები.
(2) აღნიშნული დანიშვნისა და დანიშნული ავიასაწარმოს იმ განაცხადის მიღებისას, რომელიც წარმოდგენილია საექსპლუატაციო უფლებამოსილებებისა და ტექნიკური ნებართვების მიღებისათვის დადგენილი ფორმითა და სახით, მეორე ხელშემკვრელი მხარე შეუფერხებლად გასცემს შესაბამის საექსპლუატაციო უფლებამოსილებებს იმის გათვალისწინებით, რომ:
a. დანიშნული ავიასაწარმო დაფუძნებულია და დარეგისტრირებულია ავიასაწარმოს დამნიშვნელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე და გააჩნია საჰაერო ექსპლუატანტის მოქმედი სერტიფიკატი ამ ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
b. დანიშნული ავიასაწარმო ძირითად საქმიანობას ეწევა მისი დამნიშვნელი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე.
c. ავიასაწარმოს დამნიშვნელი ხელშემკვრელი მხარე ახორციელებს და ინარჩუნებს ავიასაწარმოს ფაქტობრივ ნორმატიული კონტროლის უფლებას;
d. ავიასაწარმოს დამნიშვნელი ხელშემკვრელი მხარე ასრულებს ამ შეთანხმების მე-10 და მე-12 მუხლების დებულებებს;
თითოეული ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებამ შეიძლება მოსთხოვოს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს მტკიცებულება იმისა, რომ ამ ავიასაწარმოს უნარი შესწევს შეასრულოს ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ყველა ის მოთხოვნები, რომლებიც ჩიკაგოს კონვენციის დებულებათა შესაბამისად გამოიყენება საერთაშორისო ხაზების ექსპლუატაციისას ამ ხელისუფლების მიერ.
(4) ამგვარად დანიშნულ და უფლებამოსილებით აღჭურვილ ავიასაწარმოს ნებისმიერ დროს შეუძლია შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციის დაწყება იმ პირობით, რომ ავიასაწარმო შეესაბამება წინამდებარე შეთანხმების ყველა შესაბამის პირობებს.
მუხლი 5🔗
საქსპლუატაციო უფლებამოსილების გაუქმება
(1) თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს უფლება აქვს გააუქმოს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს საექსპლუატაციო უფლებამოსილებები ან ტექნიკური ნებართვები ან შეაჩეროს წინამდებარე შეთანხმების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობა, ან ამ უფლებებით სარგებლობისას მოსთხოვოს მას ისეთი პირობების შესრულება, როგორსაც ჩათვლის საჭიროდ:
a. იმ შემთხვევაში, თუ ეს ხელშემკვრელი მხარე არ არის დარწმუნებული, რომ დანიშნული ავიასაწარმო დაფუძნებული და დარეგისტრირებულია ავიასაწარმოს დამნიშვნელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე ან მას არ გააჩნია საჰაერო ექსპლუატანტის მოქმედი სერტიფიკატი ამ ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
b. დანიშნული ავიასაწარმო ძირითად საქმიანობას არ ეწევა მისი დამნიშვნელი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე;
c. იმ შემთხვევაში, თუ იგი არ არის დარწმუნებული, რომ ავიასაწარმოს დამნიშვნელი ხელშემკვრელი მხარე ახორციელებს ან ინარჩუნებს ავიასაწარმოს ფაქტობრივ ნორმატიული კონტროლის უფლებას;
d. იმ შემთხვევაში, თუ ავიასაწარმოს დამნიშვნელი ხელშემკვრელი მხარე არ ასრულებს ამ შეთნხმების მე-10 ან მე-12 მუხლების პირობებს;
e. იმ შემთხვევაში, თუ დანიშნული ავიასაწარმო არ აკმაყოფილებს ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ყველა იმ მოთხოვნებს, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვებისას იმ ხელშემკვრელი მხარის მიერ, რომელიც განიხილავს განაცხადს ან განაცხადებს; ან
f. იმ შემთხვევაში, თუ ეს ავიასაწარმო ვერ ახორციელებს საჰაერო მიმოსვლის ექსპლუატაციას წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
(2) თუ წინამდებარე მუხლის 1d 1e ან 1f პუნქტებთან შემდგომი შუსაბამობის თავიდან ასაცილებლად დაუყოვნებელი მოქმედება არ არის საჭირო, აღნიშნულ მუხლში განსაზღვრული უფლებებით სარგებლობა განხორციელდება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ მხარესთან კონსულტაციების გამართვის შემდეგ. ამგვარი კონსულტაციები უნდა გაიმართოს მეორე მხარის მიერ გამოგზავნილი მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს ოცდაათი (30) დღის განმავლობაში, თუ ხელშემკვრელი მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდნენ.
მუხლი 6🔗
შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციის პრინციპები
(1) ორივე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს დაწესებულ მარშრუტებზე ექნება სამართლიანი და თანაბარი კონკურენციის შესაძლებლობები შეთანხმებული ხაზების ექსპლუატირების მიზნით.
(2) ორივე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმო განსაზღვრავს აღნიშნული მარშრუტის ტევადობას, დაფუძნებულს წინამდებარე შეთანხმების დანართში ჩამოყალიბებულ საექსპლუატაციო პირობებზე. არც ერთი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლება ცალმხრივად არ ზღუდავს ტევადობას, სიხშირეს და საჰაერო ხომალდის ტიპს, რომელიც ექსპლუატირებულია მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს მიერ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს შეზღუდვა საბაჟო, ტექნიკური, საექსპლუატაციო ან გარემოს დაცვის მიზეზით ჩიკაგოს კონვენციის მე-15 მუხლით განსაზღვრული ერთგვაროვანი პირობების შესაბამისად.
(3) ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმო, მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას დასამტკიცებლად წარუდგენს ფრენის განრიგებს მათი ძალაში შესვლამდე ორმოცდახუთი (45) დღით ადრე. განსაკუთრებულ შემთხვევაში, აღნიშნული პერიოდი შეიძლება შემცირდეს ორივე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებებს შორის შეთანხმების საფუძველზე.
მუხლი 7🔗
ტარიფები
(1) ნებისმიერ შეთანხმებულ ხაზებზე ტარიფები უნდა დაწესდეს დანიშნული ავიასაწარმოების მიერ გონივრულობის ფარგლებში, ყველა შესაბამისი ფაქტორის გათვალისწინებით, საექსპლუატაციო ხარჯების, გონივრული მოგებისა და მომსახურების მახასიათებლების ჩათვლით. ხელშემკვრელი მხარეების საავიაციო ხელისუფლებებმა მიუღებლად უნდა სცნონ ის ტარიფები, რომლებიც არაგონივრულად დისკრიმინაციულია, ზედმეტად მაღალი ან შემზღუდველია დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენების შედეგად, ან ხელოვნურად დაბალია პირდაპირი ან არაპირდაპირი სუბსიდირებისა ან მხარდაჭერის გამო.
(2) თითოეული ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას შეუძლია მოითხოვოს დანიშნული ავიასაწარმოს მიერ წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად განხორციელებული სამგზავრო საჰაერო გადაზიდვების ტარიფების შეტყობინება და წარდგენა, სატვირთო გადაზიდვების ან მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს მიერ პირველი ხელშემკვრელი მხარის და მესამე ქვეყნის სახელმწიფო ტერიტორიებს შორის გადაყვანა-გადაზიდვისას გამოსაყენებელი ტარიფების გარდა.
(3) კონკურენციისა და ხელშემკვრელი მხარეების მომხმარებელთა მოქმედი კანონმდებლობის დაცვის შესახებ მხარეთა სახელმწიფოებში მოქმედი კანონების გამოყენების შეუზღუდავად, ხელშემკვრელი მხარეების საავიაციო ხელისუფლებების მიერ ჩარევა უნდა შემოიფარგლებოდეს:
a) არაგონივრულად დაბალი ან დისკრიმინაციული ტარიფების თავიდან აცილებით;
b) მომხმარებლის დაცვით არაგონივრულად მაღალი ან არაგონივრულად შეზღუდული ტარიფებისაგან, რომლებიც გამოწვეულია ავიაგადამზიდველის მიერ დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენებით ან ავიასაწარმოებს შორის შეთანხმების საფუძველზე; ან
c) ავიასაწარმოების დაცვით იმ ტარიფებისაგან, რომლებიც ხელოვნურადაა დაწეული პირდაპირი ან არაპირდაპირი სახელმწიფო სუბსიდირების ან დახმარების საფუძველზე.
(4) თუ რომელიმე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლება დარწმუნებულია რომ ტარიფი ეწინააღმდეგება წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში ჩამოყალიბებულ მოსაზრებებს, ის უგზავნის შესაბამის შეტყობინებას იმ დანიშნულ ავიასაწარმოს. ამგვარი შეტყობინების მიღებისას, აღნიშნული ავიასაწარმო დაუყოვნებლივ შეაჩერებს ტარიფების გამოყენებას. ამგვარი შეტყობინების გამგზავნ საავიაციო ხელისუფლებას შეუძლია მოითხოვოს კონსულტაციების გამართვა მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებებთან ტარიფების საკითხზე. ასეთი სახის კონსულტაციები უნდა გაიმართოს შეტყობინების მიღებიდან არა უგვიანეს თოთხმეტ (14) დღეში. თუ შეთანხმება ვერ იქნება მიღწეული, მაშინ უპირატესობა ენიჭება იმ ხელშემკვრელ მხარის საავიაციო ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომლის ქვეყანაშიც იწყება მგზავრობა. მეორე ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია ისარგებლოს წინამდებარე შეთანხმების მე-5 მუხლში განსაზღვრული უფლებებით.
მუხლი 8🔗
საბაჟო გადასახდელები
1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე, ნაცვალგების საფუძველზე, საკუთარ სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ, შეთანხმებული მომსახურების განმახორციელებელი ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდს, შესრულებული მომსახურების შესაბამისად დაწესებული მოსაკრებლების გარდა, სრულად ათავისუფლებს საბაჟო გადასახდელებისა და მოსაკრებლებისგან საწვავზე, საცხებ-საპოხ ზეთებსა და გამოსაყენებელ ტექნიკურ მარაგზე, სათადარიგო ნაწილებზე, ძრავების ჩათვლით, მის მუდმივ მოწყობილებაზე, საჰაერო ხომალდზე არსებულ სასურსათო მარაგზე (მათ შორის, საკვებზე, სასმელებსა და თამბაქოზე), საჭირო დოკუმენტაციაზე (დაბეჭდილ ავიაბილეთებზე, ავიასატვირთო ზედდებულებზე, ნებისმიერ საბეჭდ მასალაზე, რომელზედაც არის დანიშნული ავიასაწარმოს ლოგო და ავიასაწარმოს მიერ უფასოდ გავრცელებული საჯარო მასალა) და სხვა პროდუქციაზე, რომელიც განკუთვნილია გამოსაყენებლად ან გამოყენებულია მხოლოდ მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციისა და მომსახურებისთვის მის მიერ განხორციელებული შეთანხმებული მომსახურებების დროს.
2. წინამდებარე მუხლით მინიჭებული გადასახდელებისგან გათავისუფლება შეეხება ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ იმ საგნებს:
a) რომელიც შემოტანილია ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს მიერ ან მისი სახელით;
b) რომელიც რჩება ერთი ხელშეკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდის ბორტზე მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე ჩაფრენისას ან გამოფრენისას;
c) რომელიც ატანილია ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდის ბორტზე მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე და გამიზნულია გამოსაყენებლად შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციის დროს;
იმისდა მიუხედავად, აღნიშნული საგნები სრულად გამოყენებული ან მოხმარებულია თუ არა იმ ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე, რომელიც ათავისუფლებს ავიასაწარმოს გადასახდელებისგან, იმის გათვალისწინებით, რომ ეს საგნები არ არის გასხვისებული და/ან გაყიდული აღნიშნული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე.
3. ჩვეულებრივი საბორტო აპარატურა, ისევე როგორც მასალა და მარაგი, რომელიც, როგორც წესი, ინახება თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდის ბორტზე, შეიძლება გადმოიტვირთოს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მხოლოდ ამ ტერიტორიის საბაჟო ხელისუფლებების თანხმობით. ამ შემთხვევაში, ისინი შესაძლოა მოექცნენ აღნიშნულ ხელისუფლებების მეთვალყურეობის ქვეშ იმ დრომდე, სანამ არ მოხდება მათი გატანა ან სხვაგვარად განკარგვა ამ ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს საბაჟო წესების შესაბამისად.
მუხლი 9🔗
პირდაპირი ტრანზიტი
1. თითოეული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე პირდაპირი ტრანზიტით გადაყვანილ-გადაზიდული მგზავრები, ბარგი, ტვირთი და ფოსტა, რომლებიც არ ტოვებენ აეროპორტის ამ მიზნისათვის გამოყოფილ ტრეიტორიას, გაივლიან მხოლოდ გამარტივებულ კონტროლს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა წინამდებარე შეთანხმების მე-10 მუხლით დადგენილი საავიაციო უშიშროების პირობები მოითხოვს სხვაგვარად.
2. ბარგი და ტვირთი, რომელთა გადაზიდვა ხორციელდება პირდაპირი ტრანზიტით, თავისუფლდება საბაჟო გადასახადებისა და სხვა მოსაკრებლებისაგან.
მუხლი 10🔗
საავიაციო უშიშროება
(1) საერთაშორისო სამართლის თანახმად, მათი უფლებებისა და ვალდებულებების შესაბამისად, ხელშემკვრელი მხარეები ადასტურებენ, რომ მათი ურთიერთვალდებულებები უზრუნველყონ სამოქალაქო ავიაციის უშიშროება უკანონო ხელყოფის ქმედებების შემთხვევაში, წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. საერთაშორისო სამართლის შესაბამისად მათი უფლებებისა და ვალდებულებების განზოგადების შეუზღუდავად, ხელშემკვრელი მხარეები იხელმძღვანელებენ ქ. ტოკიოში 1963 წლის 14 სექტემბერს ხელმოწერილი კონვენციით ,,საჰაერო ხომალდში ჩადენილ დანაშაულებათა და ზოგიერთ სხვა მოქმედებათა შესახებ”; 1970 წლის 16 დეკემბერს ქ. ჰააგაში ხელმოწერილი კონვენციით ,,საჰაერო ხომალდის გატაცების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ”; 1971 წლის 23 სექტემბერს ქ. მონრეალში ხელმოწერილი კონვენციით ,,სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ უკანონო აქტებთან ბრძოლის შესახებ”; 1988 წლის 24 თებერვალს მონრეალში ხელმოწერილი ოქმით ,,საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მომსახურე აეროპორტებში ძალადობის უკანონო აქტებთან ბრძოლის შესახებ’’; 1991 წლის 1 მარტს ქ. მონრეალში ხელმოწერილი ,,პლასტიკური ფეთქებადი ნივთიერებების ნიშანდების შესახებ, მათი გამოვლენის მიზნით” ისევე როგორც სამოქალაქო ავიაციის უშიშროებასთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი საერთაშორისო შეთანხმებით, რომელზედაც ორივე ხელშემკვრელი მხარე მიერთებულია.
(2) მოთხოვნის საფუძველზე, ხელშემკვრელი მხარეები ყოველგვარ აუცილებელ დახმარებას აღმოუჩენენ ერთმანეთს, რათა თავიდან აიცილონ სამოქალაქო საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდება და ამ საჰაერო ხომალდის, მისი მგზავრების, ეკიპაჟის, აეროპორტებისა და სანავიგაციო საშუალებების უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სხვა ამგვარი უკანონო ქმედებები და მათი განხორციელების ნებისმიერი სხვა მუქარა, რომელიც საფრთხეს უქმნის სამოქალაქო ავიაციის უშიშროებას.
(3) ხელშემკვრელი მხარეები, ორმხრივი ურთიერთობებისას, იმოქმედებენ იკაოს მიერ დაწესებული საავიაციო უშიშროების სტანდარტებისა და ჩიკაგოს კონვენციის დამატებებად წოდებული რეკომენდებული პრაქტიკის შესაბამისად, იმდენად, რამდენადაც ხელშემკვრელი მხარეებისთვის აღნიშნული მისაღებია და მოსთხოვენ მათი რეგისტრაციის საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტებს, ექსპლუატანტებს, რომელთა საქმიანობის ძირითადი ადგილი ან მუდმივი ადგილსამყოფელი არის მათ სახელმწიფო – ტერიტორიაზე, მათ ტრეიტორიაზე არსებული აეროპორტების ექსპლუატანტებს, რომ მათ იმოქმედონ სამოქალაქო ავიაციის უშიშროების აღნიშნულ დებულებათა შესაბამისად.
(4) თითოეული ხელშემკვრელი მხარე უზრუნველყოფს თავის სახელმწიფო ტერიტორიაზე ეფექტური ღონისძიების გატარებას, რათა დაიცვას საჰაერო ხომალდი, შეამოწმოს მგზავრები და ხელბარგი, ჩაატაროს ეკიპაჟის, ტვირთის (მათ შორის, საბარგულში მოთავსებული ბარგის) და საჰაერო ხომალდის მარაგის შესაბამისი შემოწმება ჩასხდომა-ჩატვირთვამდე და ჩასხდომა-ჩატვირთვისას, ხოლო მუქარის გაზრდის შემთხვევებში, უშიშროების ამ ღონისძიებებს მიუსადაგებს შექმნის ვითარებას. თითოეული ხელშემკვრელი მხარე თანახმაა, რომ მის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებს მეორე ხელშემკვრელმა მხარემ შეიძლება მოსთხოვოს წინამდებარე მუხლის (3) პუნქტში აღნიშნული საავიაციო უშიშროების დებულებების შესრულება, რომლებიც აუცილებელია ამ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე შესასვლელად, სახელმწიფო ტერიტორიის დასატოვებლად ან სახელმწიფო ტერიტორიაზე ყოფნისათვის. თითოეული ხელშემკვრელი მხარე დადებითად შეხვდება მეორე ხელშემკვრელი მხარის თხოვნას უშიშროების გონივრულ, სპეციალურ ღონისძიებათა გატარების თაობაზე კონკრეტულ მუქარსთან დაკავშირებით.
(5) სამოქალაქო საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდების ან მისი უკანონოდ ხელში ჩაგდების მუქარის არსებობისას, ან ასეთი საჰაერო ხომალდის, მისი მგზავრებისა და ეკიპაჟის, აეროპორტებისა და საჰაერო ნავიგაციის საშუალებათა უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სხვა უკანონო ქმედებების დროს, ხელშემკვრელი მხარეები დაეხმარებიან ერთმანეთს კომუნიკაციებისა და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გამარტივებით, რომლებიც მიმართული იქნება ამ ინციდენტის ან მუქარის, რაც შეიძლება სწრაფად აღკვეთისაკენ იმ პირობით, რომ აღნიშნული მინიმალურ საფრთხეს შეუქმნის ადამიანის სიცოცხლეს.
(6) თუ ხელშემკვრელ მხარეს გააჩნია გონივრული საფუძველი, რომ მეორე ხელშემკვრელმა მხარემ გადაუხვია ამ მუხლის საავიაციო უშიშროების პირობებს, მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას შეუძლია მოითხოვოს დაუყოვნებლივი კონსულტაციები ამ ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებასთან. ამგვარი კონსულტაციები გაიმართება მოთხოვნის მიღებიდან თხუთმეტი (15) დღის განმავლობაში. კონსულტაციის დაწყებიდან თხუთმეტი (15) დღის განმავლობაში დამაკმაყოფილებელი შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, აღნიშნული მოთხოვნა გახდება ამ ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების უფლებამოსილებების შეჩერების, გაუქმების ან მათთვის პირობათა წაყენების საფუძველი.
მუხლი 11🔗
სერტიფიკატებისა და ლიცენზიების აღიარება
1. ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ან ვარგისად აღიარებული და ძალაში მყოფი საჰაერო ვარგისიანობის და დაშვების სერტიფიკატები მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ ვარგისად იქნება აღიარებული შეთანხმებული მომსახურების – განხორციელების მიზნით იმის გათვალისწინებით, რომ ამვარი სერტიფიკატების, მოწმობების და ლიცენზიების გაცემისა და ვარგისად ჩათვლის მოთხოვნები უტოლდება ან აღემატება ჩიკაგოს კონვენციის – შესაბამისად დაწესებულ მინიმალურ სტანდარტებს.
2. თითოეული ხელშემკვრელი მხარე იტოვებს უარის თქმის უფლებას აღიაროს მისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე გადაფრენის მიზნით გამოსაყენებელი მესამე ქვეყნის მიერ მის მოქალაქეზე გაცემული ან ვარგისად აღიარებული დაშვების სერტიფიკატები და მოწმობები.
მუხლი 12🔗
უსაფრთხოება
(1) თითოეული ხელშემკვრელი მხარე უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მეორე ხელშემკვრელ მხარესთან მოითხოვოს კონსულტაციები ამავე მხარის მიერ დამტკიცებულ ფრენის უსაფრთხოების სტანდარტებზე საჰაერო ხომალდის ეკიპაჟთან, საჰაერო ხომალდთან ან მის ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სფეროში. ასეთი კონსულტაციები ტარდება აღნიშნული თხოვნის მიღებიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში.
(2) თუ ამგვარი კონსულტაციების შედეგად, ერთი ხელშემკვრელი მხარე გამოავლენს, რომ მეორე ხელშემკვრელი მხარე ნებისმიერ ამ სფეროში ეფექტურად არ იცავს და არ იყენებს უსაფრთხოების იმ სტანდარტებს, რომელიც უთანაბრდება ამ დროსათვის ჩიკაგოს კონვენციის მიერ დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს, მაშინ იგი ატყობინებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს ამგვარი აღმოჩენებისა და იმ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ, რომლებიც აუცილებელია მინიმალური სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, და მეორე ხელშემკვრელი მხარე ატარებს სათანადო გამოსასწორებელ ღონისძიებებს. თუ მეორე ხელშემკვრელი მხარე ვერ გაატარებს შესაბამის ღონისძიებებს თხუთმეტი (15) დღის ან შეთანხმებული პერიოდის განმავლობაში, ეს შეიძლება გახდეს წინამდებარე შეთანხმების მე-5 მუხლის გამოყენების საფუძველი.
(3) ჩიკაგოს კონვენციის 16-ე მუხლის შესაბამისად, ხელშემკვრელი მხარეები, თანხმდებიან, რომ ნებისმიერი საჰაერო ხომალდი, რომელიც ექსპლუატირებულია ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების მიერ და რომელიც ახორციელებს მიმოსვლას მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე ან ამ ტერიტორიიდან, შეიძლება მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე ყოფნის დროს შემოწმდეს ამავე მხარის საავიაციო ხელისუფლების უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ ბორტზე ან საჰაერო ხომალდის ირგვლივ, საჰაერო ხომალდისა და მისი ეკიპაჟის დოკუმენტთა ვარგისიანობისა და საჰაერო ხომალდისა და მისი შემადგენლობის რეალური მდგომარეობის გარკვევის მიზნით (ამ მუხლში ეწოდება „ბაქანზე შემოწმება”), იმ პირობით, რომ ეს უკანასკნელი არ გამოიწვევს საჰაერო ხომალდის არამიზანშეწონილ შეფერხებას გადაზიდვების დროს.
(4) თუ ნებისმიერი ამგვარი ბაქანზე შემოწმება ან მთელი რიგი ამგვარი შემოწმებები გამოიწვევს:
a) სერიოზულ ეჭვს, რომ საჰაერო ხომალდი და მისი ექსპლუატაცია არ შეესაბამება ჩიკაგოს კონვენციის მიერ დროისათვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს; ან
b) სერიოზულ ეჭვს, რომ არსებობს ხარვეზები ჩიკაგოს კონვენციის შესაბამისად იმ დროისათვის დადგენილი უსაფრთხოების სტანდარტების ეფექტურ წარმართვასა და შენარჩუნებაში ხელშემკვრელ მხარეს, რომელიც ახორციელებს შემოწმებას კონვენციის 33-ე მუხლის განხორციელების მიზნით, შეუძლია დაასკვნას, რომ მოთხოვნები, რომელთა საფუძველზეც გაიცა ან მოქმედებს საჰაერო ხომალდების და საჰაერო ხომალდების ეკიპაჟთა მოწმობები და ლიცენზიები და ასევე მოთხოვნები, რომელთა საფუძველზეც საჰაერო ხომალდი არის ექსპლუატირებული, არ შეესაბამება ან არ აღემატება ჩიკაგოს კონვენციის მიერ დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს.
(5) იმ შემთხვევაში, თუ ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების წარმომადგენლების მიერ უარყოფილი იქნება ამ მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ბაქანზე შემოწმების უფლება, მეორე ხელშემკვრელმა მხარემ შესაძლოა გამოიტანოს წინამდებარე მუხლის მე-4 პუნქტთან დაკავშირებით შესაბამისი დასკვნები.
(6) თითოეული ხელშემკვრელი მხარე იტოვებს უფლებას დაუყოვნებლივ შეაჩეროს ან შეცვალოს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების საექსპლუატაციო უფლებამოსილება იმ შემთხვევაში, თუ ეს ხელშემკვრელი მხარე ბაქანზე შემოწმების, ან ბაქანზე მთელი რიგი შემოწმებების შედეგად, ასევე ბაქანზე შემოწმების, კონსულტაციების ან სხვაგვარ საქმიანობაზე უარის თქმის შემთხვევაში დაასკვნის, რომ ავიასაწარმოს ექსპლუატაციის უსაფრთხოებისთვის აუცილებელია გადაუდებელი მოქმედება.
(7) ერთი ხელშემკვრელი მხარის ნებისმიერი ქმედება წყდება მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოსთან მიმართებაში ამ მუხლის (2) და (6) პუნქტების შესაბამისად, როგორც კი აღარ იარსებებს ამ ქმედების საფუძველი.
(8) წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, თუ აღმოჩნდა, რომ ერთი ხელშემკვრელი მხარე შეთანხმებული პერიოდის გასვლის შემდეგ კვლავ შუსაბამობაშია იკაოს სტანდარტებთან, მეორე ხელშემკვრელი მხარე აღნიშნულის შესახებ ატყობინებს იკაოს გენერალურ მდივანს. ეს უკანასკნელი ასევე ინფორმირებული უნდა იყოს პირველი ხელშემკვრელი მხარის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ იკაოს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.
მუხლი 13🔗
სტატისტიკური მონაცემებით უზრუნველყოფა
ერთი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლება მოთხოვნისამებრ მიაწვდის მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას ისეთ პერიოდულ და სხვა სტატისტიკურ მონაცემებს, რომელიც შეიძლება მოთხოვნილ იქნეს გონივრულ ფარგლებში ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოების მიერ შეთანხმებულ ხაზებზე მიწოდებული ტევადობის განსახილველად. ასეთი მონაცემები უნდა შეიცავდეს მთელ ინფორმაციას, რომელიც საჭიროა შეთანხმებულ ხაზებზე ამ ავიასაწარმოების მიერ განხორცელებული გადაყვანა-გადაზიდვების მოცულობის და საწყისი და საბოლოო დანიშნულების ადგილების დასადგენად.
მუხლი 14🔗
შემოსავლების გადარიცხვა
ერთი ხელშემკვრელი მხარე ანიჭებს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს უფლებას თავისუფლად გადარიცხოს მის სახელწიფო ტერიტორიაზე მგზავრების, ბარგის, ტვირთისა გადაზიდვით მიღებული, დანახარჯებისგან თავისუფალი შემოსავალი. ამგვარი გადარიცხვა ხორციელდება თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში ხელშემკვრელი მხარეების სახელმწიფოებში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 15🔗
ავიასაწარმოს წარმომადგენლობა და რეალიზაციები
(1) ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოებს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შესვლის, ცხოვრებისა და დასაქმებასთან დაკავშირებული, სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ენიჭებათ უფლება მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე ჰყავდეს საკუთარი მმართველი, ტექნიკური, ოპერატიული პერსონალი და სხვა სპეციალისტები, რომლებიც საჭიროა საჰაერო მიმოსვლის უზრუნველსაყოფად.
(2) თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებს ენიჭება უფლება დააარსოს წარმომადგენლობა (ონლაინ ოფისი) მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე.
(3) თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებს ენიჭებათ უფლება მოახდინოს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის რეალიზაცია მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე უშუალოდ ან ამ ავიასაწარმოების მიერ დანიშნული აგენტების მეშვეობით. ადგილობრივ ვალუტაში.
მუხლი 16🔗
მომხმარებლის გადასახდელი
ვერც ერთი ხელშემკვრელი მხარე ვერ დააწესებს, ან არ დაუშვებს, რომ დაწესდეს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოსათვის მომხმარებლის უფრო მაღალი გადასახდელი, ვიდრე უკვე დაწესებულია მსგავსი საერთაშორისო საჰაერო მომსახურების შემსრულებელი საკუთარი ავიასაწარმოებისათვის.
მუხლი 17🔗
კონსულტაციები
თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს კონსულტაციების ჩატარება მეორე ხელშემკვრელ მხარესთან ამ შეთანხმების შესრულების, განმარტების, გამოყენების, მისი შესწორების მიზნით. ამგვარი კონსულტაციები, რომლებიც შეიძლება ჩატარდეს საავიაციო ხელისუფლებებს შორის, დაიწყება მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან სამოცი (60) დღის განმავლობაში, თუ ხელშემკვრელი მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.
მუხლი 18🔗
სადავო საკითხების მოგვარება
(1) ნებისმიერი დავა, რომელიც შეეხება შეთნხმების ან მისი დანართის განმარტებასა და გამოყენებას, გადაიჭრება ხელშემაკვრელი მხარეების საავიაციო ხელისუფლებების მიერ პირდაპირი მოლაპარაკებების გზით.
(2) იმ შემთხვევაში, თუ საავიაციო ხელისუფლებები ვერ შეძლებენ შეთანხმებას დავა გადაწყდება დიპლომატიური არხების მეშვეობით.
მუხლი 19🔗
ცვლილებები
წინამდებარე შეთანხმებაში შესაძლებელი ცვლილებების შეტანა ხელშემკვრელ მხარეთა ურთიერთშეთანხმებით. ცვლილებების შეტანა ხდება შესაბამისი ოქმების სახით და ძალაში შედის წინამდებარე შეთანხმების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
მუხლი 20🔗
მოქმედების შეწყვეტა და ძალაში შესვლა
(1) წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი დროით და ძალაში შედის ხელშემკვრელი მხარეების მიერ დიპლომატიური არხების მეშვეობით ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან, რომლითაც ისინი ადასტურებენ თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისთვის აუცილებელი ყველა შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის დასრულებას;
(2) ერთ ხელშემკვრელ მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია გაუგზავნოს წერილობითი შეტყობინება მეორე ხელშემკვრელ მხარეს წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ. აღნიშნული შეტყობინება იმავდროულად გაეგზავნება იკაოს. ამ შემთხვევაში, შეთანხმება მოქმედებას წყვეტს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ ამ შეტყობინების მიღებიდან თორმეტი (12) თვის შემდეგ, თუ ამ ვადის გასვლამდე ურთიერთშეთანხმების საფუძველზე არ განხორციელდა შეტყობინების უკან გამოთხოვა. იმ შემთხვევაში, თუ მეორე ხელშემკვრელმა მხარემ არ დაადასტურა შეტყობინების მიღება, მაშინ იგი მიღებულად ჩაითვლება იკაოსგან შეტყობინების მიღებიდან თოთხმეტი (14) დღის შემდეგ;
(3) წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვლება 1993 წლის 13 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმება ,,საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის შესახებ“.
(4) წინამდებარე შეთანხმება და მისი ნებისმიერი დანართი რეგისტრირებული იქნება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში უკრაინის მიერ.
შესრულებულია ქ. კიევში, 2010 წლის 10 ივნისს, ორ დედნად, ქართულ, უკრაინულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. წინამდებარე შეთნხმების განხორციელებისას და/ან ტექსტების განსხვავებული განმარტებისას უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს მთავრობის
სახელით
ხელმოწერილია
უკრაინის მინისტრთა კაბინეტის სახელით
ხელმოწერილია
დანართი
ნაწილი I. მარშრუტების განაწესი
მარშრუტები, რომელთა ექსპლუატაციას განახორციელებს უკრაინის მიერ დანიშნული ავიასაწარმოები:
პუნქტები უკრაინის ტერიტორიაზე
შუალედური პუნქტები
პუნქტები საქართველოს ტერიტორიაზე
პუნქტები საზღვრებს გარეთ
ნებისმიერი პუნქტი
პუნქტების თავისუფალი არჩევანი
ნებისმიერი პუნქტი
პუნქტების თავისუფალი არჩევანი
შენიშვნა: არ დაიშვება მგზავრების აყვანა შუალედურ პუნქტებში საქართველოს ტერიტორიაზე გადმოყვანის მიზნით, ისევე როგორც საქართველოს ტერიტორიაზე მათი აყვანა საზღვრებს გარეთ გადაყვანის მიზნით, და პირიქით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დროდადრო ხელშემკვრელ მხარეთა საავიაციო ხელისუფლებები ერთობლივად შეთანხმდებიან სხვაგვარად.
მარშრუტები, რომელთა ექსპლუატაციას განახორციელებს საქართველოს მიერ დანიშნული ავიასაწარმოები:
პუნქტები საქართველოს ტერიტორიაზე
შუალედური პუნქტები
პუნქტები უკრაინის ტერიტორიაზე
პუნქტები საზღვრებს გარეთ
ნებისმიერი პუნქტი
პუნქტების თავისუფალი არჩევანი
ნებისმიერი პუნქტი
პუნქტების თავისუფალი არჩევანი
შენიშვნა: არ დაიშვება მგზავრების აყვანა შუალედურ პუნქტებში უკრაინის ტერიტორიაზე გადმოყვანის მიზნით, ისევე როგორც უკრაინის ტერიტორიაზე მათი აყვანა საზღვრებს გარეთ გადაყვანის მიზნით, და პირიქით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დროდადრო ხელშემკვრელ მხარეთა საავიაციო ხელისუფლებები ერთობლივად შეთანხმდებიან სხვაგვარად.
ნაწილი II. საექსპლუატაციო პირობები
1. სიხშირე
თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულმა ავიასაწარმოებმა შესაძლოა შეასრულონ საჰაერო მომსახურება განსაზღვრულ მარშრუტზე მაქსიმალური სიხშირით, ხელშემკვრელ მხარეთა საავიაციო ხელისუფლებებს შორის შეთანხმების საფუძველზე.
2. შუალედური პუნქტები და/ან პუნქტები საზღვრებს გარეთ
თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებს შეუძლიათ განახორციელონ მომსახურება შუალედურ პუნქტებსა და/ან პუნქტებში საზღვრებს გარეთ ნებისმიერი კომბინაციითა და თანმიმდევრობით (რაც შეიძლება გულისხმობდეს შუალედური პუნქტების, როგორც საზღვრებს გარეთ მდებარე პუნქტების და საზღვრებს გარეთ მდებარე პუნქტების, როგორც შუალედური პუნქტების მომსახურებას).
3. კოდის ერთობლივი გამოყენება
შეთანხმებულ მარშრუტებზე მომსახურების განხორციელებისას ან მათზე უფლებების ფლობისას, ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ნებისმიერი ავიასაწარმოს შუძლია გააფორმოს ერთობლივი კომერციული შეთანხმებები, როგორიცაა: ბლოკ-ადგილების ან კოდის ერთობლივი გამოყენების შესახებ შეთანხმებები, რომელიმე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოსა ან ავიასაწარმოებთან.
კოდის ერთობლივი გამოყენების შესახებ შეთნხმების თანახმად შესრულებული საჰაერო მომსახურების ნებისმიერი სიხშირე ჩაითვლება მხოლოდ ექსპლუატაციაში მყოფი გადამზიდველის სიხშირედ.
თითოეული ავიასაწარმო, კოდის ერთობლივი გამოყენებისას, წინამდებარე პუნქტის თანახმად, ვალდებულია ბილეთის გაყიდვისას განუმარტოს მომხმარებელს ადგილზევე, თუ რომელი ავიასაწარმო გაუწევს მომსახურებას თითოეულ სექტორზე და თუ რომელ ავიასაწარმოსთან (ებთან) შედის მომხმარებელი კომერციულ გარიგებაში.