⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (10.04.2018)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ

მიღების თარიღი 28.12.2011
ძალაში შესვლა 01.01.2012
ძალის დაკარგვა 10.04.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №308
სარეგისტრაციო კოდი 480040000.22.030.016036
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/01/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,808 სიტყვა · ~14 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.12.2011 მიღება
01.01.2012 ძალაში შესვლა
10.04.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
1 საქართველოს საელჩო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში
2 საქართველოს საელჩო აშშ-ში
3 საქართველოს საელჩო ბელარუსის რესპუბლიკაში
4 საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან
5 საქართველოს საელჩო ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში
6 საქართველოს საელჩო ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში
7 საქართველოს საელჩო თურქმენეთში
8 საქართველოს საელჩო იაპონიაში
9 საქართველოს საელჩო იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში
10 საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში
11 საქართველოს საელჩო ინდოეთის რესპუბლიკაში
12 საქართველოს საელჩო კანადაში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში(ICAO)
13 საქართველოს საელჩო კორეის რესპუბლიკაში
14 საქართველოს საელჩო მექსიკის შეერთებულ შტატებში
15 რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექცია
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } span.MsoPageNumber {} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-autospace:none; font-size:14.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:8.0pt; } span.BodyTextChar { } span.BalloonTextChar { } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } span.PlainTextChar { } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } span.HeaderChar { } span.FooterChar { } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} span.abzacixmlChar { } @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.5in 45.0pt .5in .75in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება №308 2011 წლის 28 დეკემბერი ქ. თბილისი საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ ,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული: ა) ,,ინსტრუქცია საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ხარჯების ანაზღაურების ნორმებისა და გაანგარიშების წესის შესახებ” (დანართი №1);  ბ) ,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ მოსამსახურეთა თანამდებობრივი მაჩვენებლები” (დანართი №2); გ) „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ მოსამსახურეთა თანამდებობრივი მაჩვენებლები, რომლებსაც გრძელვადიანი სამსახურებრივი მივლინება უნაზღაურდებათ როტაციის წესით სამუშაო მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესის შესაბამისად (დანართი №3); დ) ,,ადგილსამყოფელი ქვეყნის/ქალაქის სიძვირის ადაპტირებული კოეფიციენტი” (დანართი №4);  ე) ,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩამონათვალი ევროში დასაფინანსებელი ვალუტის მიხედვით” (დანართი №5); ვ) „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩამონათვალი აშშ დოლარში დასაფინანსებელი ვალუტის მიხედვით” (დანართი №6). 2. საპროგნოზო სავალუტო კურსად განისაზღვროს 1 აშშ დოლარი – 1.7 ლარი და 1 ევრო – 2,4 ლარი. 3. საანგარიშგებო პერიოდში №5 და №6 დანართით გათვალისწინებულ ქვეყნებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების გაანგარიშებისათვის საბაზისო თანხა განისაზღვროს შესაბამისად 2425 ევროსა და 3395 აშშ დოლარის ოდენობით. 4. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ მოსამსახურეს (შემდგომში –მოსამსახურე) და მის ოჯახის წევრებს როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში გამგზავრებისას და მივლინებიდან გამოწვევის დროს უნაზღაურდებათ: ა) მგზავრობის ხარჯი – ადგილსამყოფელი ქვეყნის/თბილისის მიმართულებით „ეკონომ” ან შესაბამისი კლასის სამგზავრო ავიაბილეთის ღირებულება (ერთი მიმართულებით); ბ) ბარგის გადაზიდვის ხარჯები – ერთ პირზე არა უმეტეს 80 კგ-ის ოდენობით, საერთო ღირებულებით არა უმეტეს „ეკონომ” კლასის ერთი სამგზავრო ავიაბილეთის (ერთი მიმართულებით) ღირებულების 100%-ი სა, ხოლო ოჯახზე – არა უმეტეს 240 კგ-ისა, საერთო ღირებულებით არა უმეტეს „ეკონომ” კლასის ერთი სამგზავრო ავიაბილეთის (ერთი მიმართულებით) ღირებულების 200%-ისა. 5. მოსამსახურეს, რომელიც როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში გამგზავრებისას ან მივლინებიდან გამოწვევის დროს უკან დაბრუნებისას მგზავრობს მისი ან მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული ავტომანქანით, ავტომანქანის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის (ასლის) წარმოდგენის საფუძველზე, ერთჯერადი გასაცემლის სახით, ეძლევა მგზავრობისა და ბარგის გადაზიდვის ხარჯების საკომპენსაციო თანხა, რომელიც შეესაბამება მგზავრობის დროისთვის არსებული „ეკონომ“ კლასის ერთი სამგზავრო ავიაბილეთის (ერთი მიმართულებით) ღირებულების 100%-ის ოდენობას. 6. მოსამსახურეს, რომელიც როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში გამგზავრებისას ან მივლინებიდან გამოწვევის დროს უკან დაბრუნებისას მგზავრობს რკინიგზით, სამგზავრო ავტობუსით ან სამარშრუტო ტაქსით ერთჯერადი გასაცემლის სახით აუნაზღაურდება მისი და მისი ოჯახის წევრების მიერ ფაქტობრივად გაწეული მგზავრობის ხარჯები.ბარგის გადაზიდვის ხარჯები ანაზღაურდება ამ ბრძანების მე-4 პუნქტის შესაბამისად. 7. მოსამსახურეს როტაციის წესით სამუშაო მივლინებისას უნაზღაურდება მისი და მისი ოჯახის წევრების პირველადი მოწყობის ხარჯები, რომელიც მოიცავს: ა) ბინის დაქირავებამდე გასაწევ ხარჯებს (სასტუმროს და სხვა ხარჯები); ბ) ბინის დაქირავებასთან დაკავშირებულ ხარჯებს (მაკლერის და სხვა ხარჯები); გ) პირველად საყოფაცხოვრებო მოწყობასთან დაკავშირებულ ხარჯებს (საოჯახო ინვენტარი, მოწყობილობა და სხვა). 8. ამ ბრძანების მე-7 პუნქტით გათვალისწინებული პირველადი მოწყობის ხარჯებისათვის მოსამსახურეს ერთჯერადი დახმარების სახით მიეცემა „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულების №2 დანართით განსაზღვრული ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოკლევადიანი მივლინების დროს უცხოური ვალუტით ანაზღაურების შესაბამისი სადღეღამისო ნორმის სამოცმაგი ოდენობის თანხა. 9. ამ ბრძანების მე-7 პუნქტით გათვალისწინებული პირველადი მოწყობის ხარჯები არ გაიცემა მოსამსახურეზე, რომელსაც თანამდებობაზე დანიშვნისას არ შეუცვლია საცხოვრებელი ადგილი შემდეგ გარემოებათა გამო: ა) თუ მოსამსახურე როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლამდე იმავე როტაციის ვადით გადაყვანილია მის ადგილსამყოფელ ქალაქში განლაგებულ სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში; ბ) თუ მოსამსახურე შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული იყო საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში და როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარიგზავნება მის ადგილსამყოფელ ქალაქში მდებარე იმავე ან სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში; გ) თუ მოსამსახურე წარმოადგენს ადგილსამყოფელი ქვეყნის რეზიდენტ პირს ან რეზიდენტი პირის ოჯახის წევრს და შესაბამისად გააჩნია საცხოვრებელი ადგილი ადგილსამყოფელ ქალაქში. 10. მოსამსახურის იმ სახელმწიფოში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნის შემთხვევაში, სადაც დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს მუდმივი ადგილსამყოფელი არა აქვს, მოსამსახურეს ეძლევა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების თანხა ადგილსამყოფელი ქვეყნის/ქალაქის სიძვირის ადაპტირებული კოეფიციენტის მიხედვით. 11. მოსამსახურეს და მის ოჯახის წევრებს მოსამსახურის კუთვნილ შვებულებასთან დაკავშირებით ყოველწლიურად უნაზღაურდებათ: ა) მოსამსახურეს – გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ყოველთვიური განაკვეთით კუთვნილი ერთი თვის თანხა (დანართი №1); ბ) მოსამსახურეს და მის ოჯახის წევრებს – „ეკონომ” (ან შესაბამისი) კლასის სამგზავრო ბილეთების ღირებულება ნებისმიერ ქვეყანაში გასამგზავრებლად, მაგრამ მათი საერთო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მგზავრობის დროისათვის საქართველოში მგზავრობის ღირებულებას „ეკონომ” კლასის სამგზავრო ავიაბილეთებზე (ორივე მიმართულებით); გ) მოსამსახურის (გარდა მოსამსახურისა, რომელსაც სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე შეუწყდება შვებულება) მიერ ყოველწლიური შვებულების ნაწილ-ნაწილ გამოყენების შემთხვევაში მგზავრობის ხარჯები ანაზღაურდება მხოლოდ ერთხელ, ამავე პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. 12. შვებულებიდან გამოძახების გამო შვებულების შეწყვეტის შემთხვევაში მოსამსახურის მიერ შვებულების დარჩენილი ნაწილით სარგებლობისას მგზავრობის ხარჯები აუნაზღაურდება მხოლოდ მოსამსახურეს. 13. მოსამსახურის მოთხოვნის საფუძველზე, წელიწადში ერთხელ, თუ იგი არ იმყოფება კუთვნილ შვებულებაში ან არ იყენებს მას, შესაძლებელია მისი ოჯახის წევრებს აუნაზღაურდეთ ,,ეკონომ” (ან შესაბამისი) კლასის სამგზავრო ბილეთების ღირებულება ამ ბრძანების მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად.  14. დროებითი შრომისუუნარობის გამო სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერებისას მოსამსახურეს უნარჩუნდება გრძელვადიანი სამუშაო მივლინების თანხა. 15. მოსამსახურის არყოფნის პერიოდში, მის ნაცვლად დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშნული მოსამსახურის გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ხარჯების ანაზღაურება გადაანგარიშებას არ ექვემდებარება. 16. მოსამსახურეს წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, აუნაზღაურდება სამსახურებრივ ავტომანქანასთან დაკავშირებული ფასიანი გზებისა და პარკინგის ხარჯები. 17. ნება დაერთოთ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელებს, გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში, მოსამსახურეზე ავანსის სახით გასცენ ბინის დაქირავებასთან დაკავშირებით საავანსო თანხები არა უმეტეს სამი თვის ბინის ქირის ოდენობისა. განსაკუთრებულ შემთხვევაში, ადგილსამყოფელი ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლებელია სამი თვის ბინის ქირაზე მეტი ოდენობით საავანსო თანხის გაცემა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე. 18. საავანსო თანხის ხელმეორედ გაცემა დასაშვებია მხოლოდ ამ ბრძანების მე-20 პუნქტის შესაბამისად მოსამსახურის მიერ ავანსის დაბრუნების შემდეგ. 19. ბინის დაქირავებასთან დაკავშირებული ავანსის გარდა სხვა ავანსის გაცემა დაუშვებელია, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.  20. ამ ბრძანების მე-17 პუნქტით გათვალისწინებული საავანსო თანხა დაბრუნებულ უნდა იქნეს მიმდინარე წლის ბოლომდე არა უმეტეს ექვსი თვის ვადაში. განსაკუთრებულ შემთხვევაში, ადგილსამყოფელი ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლებელია აღნიშნული ვადის გაგრძელება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე.  21. ამ ბრძანების მე-17 ან მე-20 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანების გამოცემის შემთხვევაში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას/ საკონსულო დაწესებულებას, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის დამტკიცებული ბიუჯეტიდან გამოეყოს დამატებითი ასიგნებები.  22. ამ ბრძანების მე-20 პუნქტით გათვალისწინებული საავანსო თანხის ვადაში დაბრუნებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მოსამსახურეს, ხოლო კონტროლის განხორციელების ვალდებულება – დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების ფინანსურ მენეჯერს ან პირს, რომელსაც დაკისრებული აქვს საფინანსო-საბანკო ოპერაციების წარმოება. 23. განსაკუთრებულ შემთხვევაში, მოსამსახურის ვადაზე ადრე გამოწვევისას, ბინის ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებული ხარჯები მას შესაძლებელია ანაზღაურდეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად. 24​ . განსაკუთრებულ შემთხვევაში, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სპეციფიკის გათვალისწინებით, მაღალი დონის წარმომადგენლობითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ბინის დაქირავებისა და შენახვის ხარჯები შეიძლება ანაზღაურებულ იქნეს „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. 25. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოსამსახურეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ გრძელვადიანი სამსახურებრივი მივლინების ხარჯები შეიძლება აუნაზღაურდეს ამ ბრძანებით დადგენილი წესითა და ოდენობით, ბრძანების №3 დანართით დადგენილი თანამდებობრივი მაჩვენებლების შესაბამისად. 26. ამ ბრძანების 25-ე პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში მოსამსახურეს გრძელვადიანი სამსახურებრივი მივლინების პერიოდში უწყდება შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). 27. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 28 დეკემბრის №295 ბრძანება. 28. ამ ბრძანებით განსაზღვრული ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელდეს წლიური „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. 29. ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან. გ. ვაშაძე დანართი №1 ინსტრუქცია                                               საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ხარჯების ანაზღაურების ნორმებისა და გაანგარიშების წესის შესახებ მუხლი 1🔗 დაფინანსების რეგულირების ადაპტირებული კოეფიციენტების გამოანგარიშებისათვის გამოიყენება შემდეგი ძირითადი ელემენტები: ა) კვების პროდუქტები და უალკოჰოლო სასმელები; ბ) ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო; გ) ფეხსაცმელი და ტანსაცმელი; დ) ბინის დაქირავების, ექსპლუატაციის, კომუნალური და სხვა ხარჯები; ე) ბინის ინვენტარი; ვ) სამედიცინო დაზღვევა; ზ) განათლების ხარჯები; თ) სატრანსპორტო ხარჯები; ი) კულტურულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ხარჯები; კ) გაუთვალისწინებელი ხარჯები. მუხლი 2🔗 მოსამსახურეთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ხარჯების შემადგენელი ძირითადი ელემენტებია: ა) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებული საბაზისო თანხა; ბ) დაფინანსების რეგულირების ადაპტირებული კოეფიციენტები: ბ.ა) ადგილსამყოფელი ქვეყნის/ქალაქის სიძვირის კოეფიციენტი; ბ.ბ) ბინის ქირის ხვედრითი წილი. მუხლი 3🔗 მოსამსახურეთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების თანხის გაანგარიშება ხორციელდება შემდეგი წესით: ა) გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ყოველთვიური განაკვეთი (S) გაიანგარიშება ფორმულით: S = D + (– T + F) სადაც: D არის სამივლინებო თანხის პერსონალური განაკვეთი; T – სამივლინებო თანხის პერსონალურ განაკვეთში ბინის ქირის წილი; F – ბინის ქირის სუბსიდია;  ბ) სამივლინებო თანხის პერსონალური განაკვეთი გაიანგარიშება ფორმულით: D = (H x A x K ) x (100+C x Q )% სადაც: H არის საბაზისო თანხა; A – თანამდებობრივი მაჩვენებელი პროცენტებში; K – ადგილსამყოფელი ქვეყნის/ქალაქის სიძვირის ადაპტირებული კორექტირებული კოეფიციენტი; C – ოჯახის წევრთა რაოდენობა; Q – ოჯახის თითოეულ წევრზე პროცენტული დანამატი (Q = 7). გ) სამივლინებო თანხის პერსონალურ განაკვეთში ბინის ქირის წილი (T) გაიანგარიშება ფორმულით: T = D x E სადაც: D – სამივლინებო თანხის პერსონალური განაკვეთი; E – ბინის ქირის ხვედრითი წილი პროცენტებში. დ) ბინის ქირის სუბსიდია (F) გაიანგარიშება: დ.ა) იმ შემთხვევაში, როდესაც ბინის ქირა (G) ნულის ტოლია, მაშინ ბინის ქირის სუბსიდიაც ტოლია ნულის: G = 0 = F დ.ბ) იმ შემთხვევაში, როდესაც G < T, მაშინ: F = T დ.გ) იმ შემთხვევაში, როდესაც G > T, მაშინ: დ.გ.ა) დიპლომატიური დაწესებულების ხელმძღვანელებს აუნაზღაურდებათ სხვაობის 80%, ანუ F = T + (G - T) x 80%, ოღონდ არა უმეტეს ბინის ქირის წილის 200%-ის – (G - T) x 80% <= 2 x T; დ.გ.ბ) დიპლომატიური დაწესებულების დანარჩენ მოსამსახურეებს აუნაზღაურდებათ სხვაობის 50%, ანუ F = T + (G - T) x 50%, ოღონდ არა უმეტეს ბინის ქირის წილის 100%-ის – (G - T) x 50% <= T. მუხლი 4🔗 1. საზღვარგარეთ საქართველოს ერთსა და იმავე დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწესებულებაში ოჯახის ორი ან მეტი წევრის როტაციის წესით სამუშაოდ მივლინების შემთხვევაში ოჯახის სხვა წევრებზე დანამატს მიიღებს მხოლოდ ის, რომელიც ამ ბრძანების №2 დანართით დამტკიცებული თანამდებობრივი მაჩვენებლებით უფრო მაღალ კატეგორიას განეკუთვნება, ხოლო ბინის დაქირავება უნდა განახორციელოს, მათ შორის, ერთ-ერთმა. 2. მოსამსახურის ბინის ქირის ოდენობის ან მისი ოჯახის წევრთა რაოდენობის შეცვლის შემდეგ გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ხარჯის გადაანგარიშება განხორციელდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან ოჯახის წევრთა რაოდენობის შეცვლის თარიღის გათვალისწინებით საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოსამსახურე ვალდებულია სამი დღის ვადაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში წარმოადგინოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი ცნობა მოსამსახურის ბინის ქირის ოდენობისა ან ოჯახის წევრების რაოდენობის შეცვლის შესახებ. დანართი №2 საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ მოსამსახურეთა თანამდებობრივი მაჩვენებლები № თანამდებობის დასახელება მაჩვენებელი პროცენტებში 1 2 3 1 საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი/საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს წარმომადგენელი 100 2  გენერალური კონსული 80 3 საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე/საერთშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს წარმომადგენლის მოადგილე 75 4 უფროსი მრჩეველი, კონსული 70 5 მრჩეველი, ფინანსური მენეჯერი, ვიცე-კონსული 65 6 პირველი მდივანი, მეორე მდივანი 60 7 მესამე მდივანი, ატაშე 55 8 რეფერენტი 50 9 მძღოლო 40 დანართი №3 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ მოსამსახურეთა თანამდებობრივი მაჩვენებლები, რომლებსაც გრძელვადიანი სამსახურებრივი მივლინება უნაზღაურდებათ როტაციის წესით სამუშაო მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესის შესაბამისად № თანამდებობის დასახელება მაჩვენებელი პროცენტებში 1 2 3 1 მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილე; სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორი; საგანგებო დავალებათა ელჩი 100 2 დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე 75 3 სამმართველოს უფროსი 70 4 მრჩეველი 65 5 პირველი მდივანი 60 6 მეორე მდივანი 55 7 მესამე მდივანი, ატაშე, რეფერენტი 50 8 მძღოლი 40 დანართი №4 ადგილსამყოფელი ქვეყნის/ქალაქის სიძვირის ადაპტირებული კოეფიციენტი № ადგილსამყოფელის ქვეყნის/ქალაქის ჩამონათვალი ადაპტირებული კორექტირებული კოეფიციენტი ბინა 1 ავსტრიის რესპუბლიკა 1.760 21 2 აზერბაიჯანის რესპუბლიკა 1.381 24 3 აშშ ქ. ვაშინგტონი 1.826 28 4 აშშ ქ. ნიუ-იორკი 2.085 32 5 ბელარუსის რესპუბლიკა 1.370 21 6 ბელგიის სამეფო 1.750 18 7 ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკა 1.873 32 8 ბულგარეთის რესპუბლიკა 1.365 14 9 გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა 1.793 28 10 დანიის სამეფო 1.903 26 11 დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო 1.982 30 12 ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკა 1.338 21 13 ესპანეთის სამეფო 1.710 23 14 ესტონეთის რესპუბლიკა 1.473 20 15 თურქეთის რესპუბლიკა 1.573 21 16 თურქმენეთი 1.347 11 17 იაპონია 2.361 29 18 იორდანიის ჰაშიმიტური სამეფო 1. 305 17 19 ირანის ისლამური რესპუბლიკა 1.472 24 20 ისრაელის სახელმწიფო 1.563 21 21 იტალიის რესპუბლიკა 1.791 22 22 ინდოეთის რესპუბლიკა 1.370 24 23 ირლანდია 1.786 26 24 კვიპროსის რესპუბლიკა 1.575 20 25 კანადა 1.678 23 26 კორეის რესპუბლიკა 1.781  20 27 ლატვიის რესპუბლიკა 1.570 21 28 ლიტვის რესპუბლიკა 1.514 19 29 მექსიკის შეერთებული შტატები 1.510 23 30 ნიდერლანდების სამეფო 1.711 25 31 პოლონეთის რესპუბლიკა 1.594 21 32 პორტუგალიის რესპუბლიკა 1.501 22 33 რუსეთის ფედერაცია 1.783 26 34 რუმინეთი 1.493 21 35 საბერძნეთის რესპუბლიკა 1.634 17 36 საფრანგეთის რესპუბლიკა 1.799 23 37 სლოვაკეთის რესპუბლიკა 1.636 20 38 სომხეთის რესპუბლიკა 1.194 18 39 სლოვენიის რესპუბლიკა 1.378 23 40 სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა 1.416 19 41 უზბეკეთის რესპუბლიკა 1.184 21 42 უკრაინა 1.300 28 43 უნგრეთი 1.567 24 44 ფინეთის რესპუბლიკა 1.682 19 45 ქუვეითის სახელმწიფო 1.443 23 46 ყაზახეთის რესპუბლიკა 1.347 21 47 შვედეთის სამეფო 1.735 24 48 შვეიცარიის კონფედერაცია 2.054 23 49 ჩეხეთის რესპუბლიკა 1.696 23 50 ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა 1.588 23 51 ავსტრალიის თანამეგობრობა 1.807 23 52 არგენტინის რესპუბლიკა 1.394 24 დანართი №5 საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩამონათვალი ევროში დასაფინანსებელი ვალუტის მიხედვით № საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩამონათვალი 1 საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში 2 საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში და საქართველოს წარმომადგენლობა ევროკავშირში 3 საქართველოს საელჩო ბულგარეთის რესპუბლიკაში 4 საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში 5 საქართველოს საელჩო დანიის სამეფოში 6 საქართველოს საელჩო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში 7 საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში 8 საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ევროპის საბჭოსთან 9 საქართველოს საელჩო ესპანეთის სამეფოში 10 საქართველოს საელჩო ესტონეთის რესპუბლიკაში 11 საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში 12 საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. სტამბულში 13 საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ტრაპიზონში 14 საქართველოს საელჩო ირანის ისლამურ რესპუბლიკაში 15 საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ქ. რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO,IFAD,WFP) 16 საქართველოს საელჩო კვიპროსის რესპუბლიკაში 17 საქართველოს საელჩო ლატვიის რესპუბლიკაში 18 საქართველოს საელჩო ლიტვის რესპუბლიკაში 19 საქართველოს საელჩო მოლდოვას რესპუბლიკაში 20 საქართველოს წარმომადგენლობა ნატოსთან 21 საქართველოს საელჩო ნიდერლანდების სამეფოში 22 საქართველოს საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში 23 საქართველოს საელჩო პორტუგალიის რესპუბლიკაში 24 საქართველოს საელჩო რუმინეთში 25 საქართველოს საელჩო საბერძნეთის რესპუბლიკაში 26 საქართველოს საელჩო საფრანგეთის რესპუბლიკაში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა იუნესკოში 27 საქართველოს საელჩო სლოვაკეთის რესპუბლიკაში 28 საქართველოს საელჩო სლოვენიის რესპუბლიკაში 29 საქართველოს საელჩო უნგრეთში 30 საქართველოს საელჩო ფინეთის რესპუბლიკაში 31 საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. სალონიკში 32 საქართველოს საელჩო შვედეთის სამეფოში 33 საქართველოს საელჩო შვეიცარიის კონფედერაციაში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში 34 საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირში (ITU) და მეტეოროლოგიის მსოფლიო ორგანიზაციაში (WMO) 35 საქართველოს საელჩო ჩეხეთის რესპუბლიკაში 36 საქართველოს საელჩო წმინდა საყდართან (ვატიკანში) 37 საქართველოს საელჩო ირლანდიაში დანართი №6 საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩამონათვალი აშშ დოლარში დასაფინანსებელი ვალუტის მიხედვით № საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩამონათვალი 1 საქართველოს საელჩო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში 2 საქართველოს საელჩო აშშ-ში 3 საქართველოს საელჩო ბელარუსის რესპუბლიკაში 4 საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან 5 საქართველოს საელჩო ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში 6 საქართველოს საელჩო ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში 7 საქართველოს საელჩო თურქმენეთში 8 საქართველოს საელჩო იაპონიაში 9 საქართველოს საელჩო იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში 10 საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში 11 საქართველოს საელჩო ინდოეთის რესპუბლიკაში 12 საქართველოს საელჩო კანადაში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში(ICAO) 13 საქართველოს საელჩო კორეის რესპუბლიკაში 14 საქართველოს საელჩო მექსიკის შეერთებულ შტატებში 15 რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექცია 16 საქართველოს საელჩო სომხეთის რესპუბლიკაში 17 საქართველოს საელჩო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში 18 საქართველოს საელჩო უზბეკეთის რესპუბლიკაში 19 საქართველოს საელჩო უკრაინაში 20 საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა სუამში 21 საქართველოს საელჩო ქუვეითის სახელმწიფოში 22 საქართველოს გენერალური საკონსულო ქ.ნიუ-იორკში 23 საქართველოს გენერალური საკონსულო ქ.ოდესაში 24 საქართველოს გენერალური საკონსულო ქ.დონეცკში 25 საქართველოს საელჩო ყაზახეთის რესპუბლიკაში 26 საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 27 საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში 28 საქართველოს საელჩო არგენტინის რესპუბლიკაში