„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 19 აპრილის N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№56
სარეგისტრაციო კოდი
190040000.35.151.016075
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №56

2011 წლის29 დეკემბერი

დ.სტეფანწმინდა

„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 19 აპრილის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

მუხლი 1. „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 19 აპრილის №22 დადგენილებაში (სსმ, 27.04.2011წ.) შეტანილ იქნ ე ს შემდეგი სახის ცვლილება:

1. დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „განისაზღვროს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის (გარდა გამგეობის სახანძრო-სამა შ ველო და სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის  სამსახურებისა) საწვავის ყოველთვიური ხარჯი (ლიმიტი) 1430 (ერთი ათას ოთხას ოცდაათი) ლიტრის ოდენობით, ხოლო ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოველთვიური სატელეფონო ხარჯი (ლიმიტი) 905 (ცხრაას ხუთი) ლარის ოდენობით“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ზღვრული ოდენობა“.

საკრებულოს წევრების მიერ საკრებულოს სხდომებ სა და მის ორგანოთა მუშ ა ობაში მონაწილეობის მი ღების, ამომრჩევლებთან შ ეხვედრების, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ყოველთვიური მონობარათებისა და საწვავი ს ხარჯების და ლიმიტების  ზღვრული ოდენობა შეადგენს:

 

საკრებულოს წევრის სტატუსი

 ზღვრული ოდენობა

სატელეფონო ხარჯი (ლარი)

საწვავის ხარჯი

 (ლიტრი)

1

საკრებულოს თავმჯდომარე

200

800

2

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

70

200

3

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე

30

80

4

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

30

80

5

საკრებულოს  წევრი

30

50

 

მუხლი 2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.       

საკრებულოს თავმჯდომარე                   გ.მალანია