,,გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ “ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 14 თებერვლის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№51
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.148.016084
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

გორისმუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დადგენილება №51

2011 წლის   29  დეკემბერი

ქ. გორი

,,გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ “ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 14 თებერვლის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

1. ,,გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 14 თებერვლის №7 დადგენილების (სსმ, 22.02.2011) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთები განისაზღვროს:

ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 27 000 ლარის ოდენობით;

ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2250 ლარის ოდენობით;

გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;

დ)   სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 30 000 ლარის ოდენობით;

ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 1 000 ლარის ოდენობით“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                ზ. ხმალაძე