„გათანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №904 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№640
სარეგისტრაციო კოდი
190040000.22.033.016293
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №640

2011 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

„გათანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №904 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 მუხლი 1. „გათანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით (სსმ III, 30.12.2009წ., №159, მუხ.1979) დამტკიცებული„გათანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების ინსტრუქციაში“ (დანართი№1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 2. თითოეული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ჯამი

თითოეული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ჯამი გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

თვითმმართველი ქალაქებისათვის: Ecity=Scity*Gcity%,

მუნიციპალიტეტებისათვის: Em=SM*GM%,

სადაც,

Ecity – თვითმმართველი ქალაქის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ჯამი;

Em – მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ჯამი;

Scity – თვითმმართველი ქალაქის სტატისტიკური და გათანაბრებითი კოეფიციენტების ხვედრითი წილი თვითმმართველი ქალაქების კოეფიციენტების საერთო მოცულობაში;

SM – მუნიციპალიტეტის სტატისტიკური და გათანაბრებითი კოეფიციენტების ხვედრითი წილი მუნიციპალიტეტების სტატისტიკური და გათანაბრებითი კოეფიციენტების საერთო მოცულობაში.

G ანუGcity-სა დაGM-ის ჯამი წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის საერთო მოცულობას, რომელიც განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

Gcity – თვითმმართველი ქალაქების ბიუჯეტების ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის მთლიანი მოცულობა განისაზღვროს ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულების ბიუჯეტების ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის მთლიანი მოცულობის 70%-ით.

GM – მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის მთლიანი მოცულობა, განისაზღვროს ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულების ბიუჯეტების ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის მთლიანი მოცულობის 30%-ით.“.

2. მე-7 და მე-8 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 7. სტატუსის კოეფიციენტის (ST-ის) გაანგარიშება

სტატუსის კოეფიციენტი (ST) მიიღება თვითმმართველი ერთეულის, დედაქალაქისა და მუნიციპალიტეტის, სადაც განთავსებულია სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაცია, სტატუსების ჯამით:

ST=SU+SCC+SM

სადაც,

SU – წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის სტატუსს და განისაზღვრება 1-ის ოდენობით;

SCC – წარმოადგენს დედაქალაქის სტატუსს და განისაზღვროს ქალაქი თბილისისათვის – 3.8-ის, ხოლო თვითმმართველი ქალაქი ბათუმისათვის – 3.0-ის ოდენობით;

SM – წარმოადგენს მუნიციპალიტეტის, სადაც განთავსებულია სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაცია, სტატუსს და განისაზღვროს – 0.2-ის ოდენობით.

    მუხლი 8. გათანაბრებითი ქულების (ES-ის) გაანგარიშება

გათანაბრებითი ქულები (ES) გაიანგარიშება შემდეგი ფორმულით:

ES=AE+ESR

სადაც,

AEანუAEmდაAEcity – საშუალო გათანაბრება, რომელიც გაიანგარიშება შემდეგი ფორმულით:

AEcity=Aacity/ Acity%/CC

AEm=Aam/ Am%/CC

სადაც,

Aaანუ Aamდა AEacity – წარმოადგენს A-ს საშუალო არითმეტიკულს, თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების გამიჯვნით Aamარის მუნიციპალიტეტების Am–ის საშუალო არითმეტიკული, ხოლო Aacityარის თვითმმართველი ქალაქების Acity–ის საშუალო არითმეტიკული;

CC – წარმოადგენს შემასწორებელ კოეფიციენტს და განისაზღვროს 1000-ის ოდენობით.

ESRარის გათანაბრებითი ქულა შემოსავლების გათვალისწინებით, რომელიც გაიანგარიშება შემდეგი ფორმულით:

ESR=SC1+ SC2+ SC3

სადაც,

SC1,SC2 დაSC3 წარმოადგენენ მხარდაჭერის კოეფიციენტებს და აღნიშნული კოეფიციენტები განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

SC1– 0.015;

SC2– 0.010;

SC3– 0.005;

მხარდაჭერის კოეფიციენტები (SC1,SC2 დაSC3) მიენიჭება შემდეგი წესის თანახმად:

პირველ ეტაპზე გაიანგარიშება თითოეული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლების (გარდა გრანტების) პროგნოზი ერთ სულ მოსახლეზე (RPC), რომელიც მიიღება ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლების (გარდა გრანტებისა) პროგნოზის (R) შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული საზღვრებში მცხოვრებ მოსახლეობის რაოდენობაზე შეფარდებით.

RPC–ზე დაყრდნობით გაიანგარიშებაRPCam, RPCacდაRPCacityმაჩვენებლები, რომლებიც თავის მხრივ წარმოადგენენ:

RPCam – ყველა მუნიციპალიტეტისRPC–ის საშუალო არითმეტიკულს;

RPCac – ყველა თვითმმართველი ერთეულის RPC–ის საშუალო არითმეტიკულს;

RPCacity – ყველა თვითმმართველი ქალაქის RPC–ის საშუალო არითმეტიკულს.

მეორე ეტაპზე გამოითვლება სხვაობა თითოეული თვითმმართველი ერთეულის RPC–სა და RPCam, RPCacდა RPCacityმაჩვენებლებს შორის.

თუ თვითმმართველი ერთეულის RPC ნაკლებია RPCam-ზე, მაშინ თვითმმართველ ერთეულს მიენიჭება SC1 მხარდაჭერის კოეფიციენტი;

თუ თვითმმართველი ერთეულის RPC ნაკლებია RPCac-ზე, მაგრამ მეტია RPCam-ზე, მაშინ თვითმმართველ ერთეულს მიენიჭება SC2 მხარდაჭერის კოეფიციენტი;

თუ თვითმმართველი ერთეულის RPC ნაკლებია RPCacity-ზე, მაგრამ მეტია RPCac-ზე, მაშინ თვითმმართველ ერთეულს მიენიჭება SC3 მხარდაჭერის კოეფიციენტი;

იმ თვითმმართველ ერთეულს, რომლის RPC მეტია RPCacity-ზე მხარდაჭერის კოეფიციენტი არ მიენიჭება;

თუ რომელიმე თვითმმართველი ერთეულის RPC აბსოლიტური სიზუსტით ემთხვევა, რომელიმე RPCam, RPCac ან RPCacity მაჩვენებლებს, მაშინ თვითმმართველ ერთეულს მიენიჭება მოცემულ ზღვართან არსებული მხარდაჭერის ის კოეფიციენტი, რომელიც უფრო მეტია.“.

    მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. გვინდაძე