„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2011 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის №101 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №490
2011 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2011 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის №101 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2011 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის №101 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 28.02.2011წ.) დამტკიცებული:
1. დანართი №1-ის (სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2011 წლის სახელმწიფო პროგრამა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2011 წლის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 12,300,290 ლარის ოდენობით, ამ დანართის მე-3 მუხლის პირველ პუნქტში მოყვანილი ცხრილის შესაბამისად.“.
2. №1 დანართის (სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2011 წლის სახელმწიფო პროგრამა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პროგრამისა და მისი ქვეპროგრამების (კომპონენტების) ბიუჯეტი განისაზღვრება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
| № | სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2011 წლის სახელმწიფო პროგრამის ქვეპროგრამები (კომპონენტები) | ბიუჯეტი (ლარებით) |
| 1 | მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად ფინანსური უზრუნველყოფის ქვეპროგრამა |
1,678,600 |
| 2 | მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების კვებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა | 250,000 |
| 3 | დღის ცენტრების ქვეპროგრამა | 2,050,824 |
| 4 | მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა საოჯახო ტიპის მომსახურებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა | 3,542,365 |
| 5 | მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა | 99,000 |
| 6 | ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების ხელშეწყობის ქვეპროგრამა | 109,220 |
| 7 | ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა ინსტიტუციური პატრონაჟის ქვეპროგრამა | 540,000 |
| 8 | შშმ პირთა სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამა | 261,105 |
| 9 | დასვენება-გაჯანსაღებისა და საკურორტო რეაბილიტაციის ქვეპროგრამა | 94,476 |
| 10 | ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაციის (რეაბილიტაციის) ქვეპროგრამა | 656,700 |
| 10.1 | დადგენილების დანართი 1.10-ის (ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაციის (რეაბილიტაციის) ქვეპროგრამა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებებისათვის | 626,700 |
| 10.2 | დადგენილების დანართი 1.10-ის (ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაციის (რეაბილიტაციის) ქვეპროგრამა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალის-წინებული ღონისძიებებისათვის | 30,000 |
| 11 | მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა | 40,000 |
| 12 | გონებრივი და ფიზიკური განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამა | 86,400 |
| 13 | ბავშვთა ასაკის განვითარების დარღვევების პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის ქვეპროგრამა | 108,000 |
| 14 | დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა | 2,728,600 |
| 14.1 | სავარძელ-ეტლებით უზრუნველყოფისა და შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის კომპონენტი | 196,000 |
| 14.2 | საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტი | 363,400
|
| 14.3 | სმენის აპარატებით უზრუნველყოფის კომპონენტი | 487,700 |
| 14.4 | კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტი | 1,681,500 |
| 15 | პროგრამის მონიტორინგის ქვეპროგრამა | 39,000 |
| 16 | ყრუ-მუნჯების კომუნიკაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა | 16,000.“. |
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური