სპეციალური სავაჭრო ზონის ფუნქციონირების წესის შესახებ

მიღების თარიღი 27.12.2011
ძალაში შესვლა 01.01.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №493
სარეგისტრაციო კოდი 200250000.10.003.016653
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/12/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,756 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.12.2011 მიღება
01.01.2012 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

სპეციალური სავაჭრო ზონის ფუნქციონირების წესის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {mso-style-link:"Comment Text Char1"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char1"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char1"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {mso-style-link:"Comment Subject Char1"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Calibri","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char1"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoRMPane, li.MsoRMPane, div.MsoRMPane {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header; font-family:"Times New Roman","serif";} span.HeaderChar1 {mso-style-name:"Header Char1"; mso-style-link:Header;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer; font-family:"Times New Roman","serif";} span.FooterChar1 {mso-style-name:"Footer Char1"; mso-style-link:Footer;} span.CommentTextChar {mso-style-name:"Comment Text Char"; mso-style-link:"Comment Text"; font-family:"Times New Roman","serif";} span.CommentTextChar1 {mso-style-name:"Comment Text Char1"; mso-style-link:"Comment Text";} span.CommentSubjectChar {mso-style-name:"Comment Subject Char"; mso-style-link:"Comment Subject"; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;} span.CommentSubjectChar1 {mso-style-name:"Comment Subject Char1"; mso-style-link:"Comment Subject"; font-weight:bold;} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Times New Roman","serif";} span.BalloonTextChar1 {mso-style-name:"Balloon Text Char1"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:70.9pt 56.7pt 49.65pt 63.8pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;}  საქართველოს მთავრობის დადგენილება №493 2011 წლის 27 დეკემბერი ქ. თბილისი სპეციალური სავაჭრო ზონის ფუნქციონირების წესის შესახებ  მუხლი 1🔗 . საქართველოს საგადასახადო კოდექსის 26 -ე მუხლის მე -7 ნაწილის საფუძველზე , დამტკიცდეს თანდართული „სპეციალური სავაჭ­რო ზონის ფუნქ­ციონირების წესი“. მუხლი 2🔗 . დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან. პრემიერ-მინისტრი                                                                                             ნ . გილაური სპეციალური სავაჭრო ზონის ფუნქციონირების წესი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. სპეციალური სავაჭ­რო ზონის ფუნქ­ციონირების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს იურიდიული პირის საკუთრე­ბა­ში/მფლო­ბელობაში არსებული ბაზრის ან/და შენობა-ნაგებობის ტერიტორიაზე სპე­ციალური სავაჭრო ზონის (შემდგომში – სსზ) ფუნქციონირების პრინ­ცი­პებს. 2. სსზ-ის სტატუსი, საკუთარი ან საქართველოს მთავრობის ინი ცია­ ტივით, შეიძლება მიენიჭოს იურიდიულ პირს, რომელიც საქართველოში ეწევა ვაჭრობის ორგანიზებას. 3. სსზ-ისათვის განკუთვნილი ტერიტორია უნდა წარმოადგენდეს ერთიანი კონტურის მქონე შენობა-ნაგებობების ან/და მიწის ფართობების ერთობლიობას. 4. სსზ- ების ერთიან შიდასაუწყებო რეესტრს აწარმოებს საქართ­ველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯა­რო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომ­ში – შემოსავლების სამსახური). 5. 2012 წლის 1 იანვრიდან ბაზრობის ორგანიზება (გარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობის ორგანიზებისა) დასაშვებია მხოლოდ სსზ-ის სტატუსის მქონე პირის მიერ, ხოლო პირი, რომელიც ბაზრობის ორგანიზებას ახორციელებს 2012 წლის 1 იანვრამდე, ვალდებულია მი­იღოს სსზ-ის სტატუსი და 2014 წლის 1 იანვრიდან ვაჭრობის ორგანიზება (გარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობის ორგანიზებისა) გა­ნა­ხორციელოს ამ წესით.     მუხლი 2🔗. სსზ‑ის სტატუსის მინიჭება 1. სსზ-ის სტატუსის მიღების მიზნით დაინტერესებული იურიდი­ული პირი განცხადებით მიმართავს შემოსავლების სამსახურს . 2. განცხადება უნდა შეიცავდეს საწარმოს საფირმო სახელწოდებას, საგადასახადო რეგისტრაციის მონაცემებს და მას უნდა ერთოდეს: ა) პირის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული ბაზრის ან/და შე­ნო­ბა-ნა­გებობის ტერიტორიის (შემდგომში – სსზ-ის ტერიტორია), საკუთ­რების უფლების დამადასტურებელი საჯარო რეესტრის ამონაწერი ან/და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ამ ტერიტორიის საკა­დასტრო რუკა; ბ) თანასაკუთრების შემთხვევაში – თანამესაკუთრეთა ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, ხოლო სსზ-ის ტერიტორიის იჯარის ან/და სხვა სახელშეკრულებო უფლებით სარგებლობის შემთხვევაში – ტერიტორიის მესაკუთრის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა მის საკუთრებაში არ­სებულ ტერიტორიაზე სსზ-ის შექმნის შესახებ; გ) სსზ-ის მოწყობის სიტუაციური გეგმა (ნახაზი). 3. შემოსავლების სამსახური ვალდებულია : ა) განიხილოს განცხადება სსზ-ის სტატუსის მინიჭების თაობაზე; ბ) დოკუმენტაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთ­ხოვ­ნებთან შეუსაბამობის და ხარვეზების შესახებ აცნობოს განმც­ხა­დებელს; გ) დოკუმენტაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთ­ხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში მოამზადოს დასკვნა იური­დიული პირისათვის სსზ-ის სტატუსის მინიჭების მიზანშეწონილობის თაო­ბაზე და თანდართულ მასალებთან ერთად წარუდგინოს საქართ­ველოს ფინანსთა მინისტრს საქართველოს მთავრობისათვის წარსადგე­ნად. 4. საქართველოს მთავრობა გამოსცემს განკარგულებას პირისათვის სსზ-ის სტატუსის მინიჭების შესახებ და ადგენს ვადას, რომელშიც პირმა უნდა უზრუნველყოს სსზ-ის ამ წესით გათვალისწინებულ მოთ­ხოვნებ­თან შესაბამისობაში მოყვანა.  5. საქართველოს მთავრობის განკარგულებაში მითითებულ ვადაში სსზ-ის სტატუსის მქონე პირის მიერ ამ წესით გათვალისწინებული მოთ­ხოვნების შესრულების კონტროლს ახორციელებს შემოსავლების სამსა­ხური, რომელიც ამ პირობების შესრულების შემთხვევაში გასცემს სსზ-ის სტატუსის დამადასტურებელ სერტიფიკატს.  6. სერტ იფიკატში მითითებული უნდა იყოს თარიღი, რომლიდანაც პირი ვალდებულია ფუნქციონირება და საგადასახადო ვალდებულების შესრუ­ლება განახორციელოს საგადასახადო კანონმდებლობით სსზ-ის სტა­ტუსის მქონე პირისათვის დადგენილი წესით. 7. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, სსზ-ის მოწ­ყობის კა­ნონ­მდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, პირს მო­ს­თხო­ვოს უზრუნველყოფის საშუალებების (საბანკო გარანტია და სხვა) წა­რ­დგენა და განსაზღვროს მისი ოდენობა.     მუხლი 3🔗. სსზ-ის ტერიტორიული მოწყობის მოთხოვნები 1. სსზ უნდა იყოს შემოსაზღვრული . მასში უნდა განისაზღვროს შე­სა­ს­ვლელი და გამოსასვლელი ადგილები ისე , რომ თავიდან იქნეს აცი­ლებული სავაჭრო ზონაში აღურიცხველი საქონლის მოძრაობა . 2. სსზ უნდა შედგებოდეს : ა) სსზ-ის საწყობისაგან , რომელშიც მოთავსდება ყველა სახის სა­ქონელი . სსზ-ის საწყობს უნდა ჰქონდეს ერთი შესასვლელი , საიდანაც მოხდება ტვირთების შეტანა, და ერთი გასასვლელი , საიდანაც ტვირთი მოხვდება სავაჭრო ტერიტორიაზე . სავაჭრო ტერიტორიაზე მოხვედრის გარეშე საწყობიდან საქონლის საბითუმო მიწოდებისათვის დამატებით შესაძლებელია მოეწყოს ერთი გასას ვლელი; ბ ) სავაჭრო ტერიტორიისაგან , რომელიც უნდა დაიყოს მოლებად (სეგმენტებად ) საქონლის სახეობების მიხედვით , სადაც განლაგებული იქ­ნება სავაჭრო ობიექტები (მაღაზია ან/და დახლი ); გ) ცენტრალიზებულად მართული სალარო პუნქტებისაგან, სადაც განხორციელდება მომხმარებელთან ანგარიშსწორება როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ფორმით. 3. სსზ-ის ტერიტორიაზე ორგანიზატორს უფლება აქვს, მოაწყოს სა­ქართველოს საგადასახადო კოდექსის 231-ე მუხლით გათვალისწინებული საწყობი (შემდგომში – საწყობი), რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო კო­ნ­ ტ­ როლის ზონას.     მუხლი 4🔗. სსზ-ის სტატუსის მქონე პირის ვალდებულებები 1. სსზ-ის მართვას ახორციელებს სსზ-ის სტატუსის მქონე პირი . 2. სსზ-ის სტატუსის მქონე პირი ვალდებულია: ა) უზრუნველყოს სავაჭრო ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანო­ბისათვის განკუთვნილი საქონლის მოძრაობის აღრიცხვისათვის შესა­ბა­მისი ინფრასტრუქტურის მოწყობა; ბ) სსზ-ის ტერიტორიაზე მოაწყოს სსზ-ის საწყობი, სადაც განხორ­ციელდება შესული საქონლის აღრიცხვა რაოდენობისა და სახეობის მი­ხედვით, აგრეთვე ამ საქონლის მესაკუთრეთა იდენტიფიცირება; გ) სსზ-ის საწყობში განახორციელოს თითოეული საქონლის დამცავი საშუალებით ნიშანდება, რომლის მოხსნა/ნეიტრალიზაცია განხორციელ­დება რეალიზებულ საქონელზე ცენტრ ალიზებულ სალაროში თანხის გადახდისას; დ) უზრუნველყოს სსზ-ში უსაფრთხოების ნორმების დაცვა; ე) უზრუნველყოს სსზ-ში სანიტარიული მდგომარეობის დაცვა, წყალ­მომარაგება და საკანალიზაციო სისტემა; ვ) სსზ-ის ტერიტორიაზე საქმიანობის განმახორციელებელ პირს (გარდა ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირისა) გადახდის წყაროსთან დაუკავოს საქონლის რეალიზაციიდან მიღებული კომპენსაციის (დღგ-ის გადამხდელის შემთხვევაში – დღგ-ის გარეშე) 3 პროცენტი; ზ) მომსახურე ბანკის მეშვეობით უზრუნველყოს სალაროში და სა­ბანკო ანგარიშზე მობილიზებული თანხების გადარიცხვა მოვაჭრეთა სა­ბანკო ანგარიშებზე: ზ.ა) ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პი­რებ ისა თვის – მათი კუთვნილი თანხა; ზ.ბ) სხვა პირებისათვის – ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დაკავებული თანხის შემდეგ დარჩენილი თანხა; თ) იმ შემთხვევაში, თუ საქონლის რეალიზაცია განხორციელდა საკომპენსაციო თანხის ადგილზე (სავაჭრო ზონის სალაროში) გადახდის გარეშე (გარდა ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა), ორგანიზატორი ვალდებულია არა უგვიანეს საქონლის მიწო­დების მე-2 დღისა გადაიხადოს საქონლის რეალიზაციიდან მისაღები სა­კომპენსაციო თანხის (დღგ-ის გადამხდელის შემთხვევაში – დღგ-ის გა­რეშე) 3 პროცენტი.  3. სსზ-ის სტატუსის მქონე პირის მიერ დადგენილ ვადაში ფაქ­ტობრივად გადახდილი თანხა ჩაითვლება დაკავებული გადასახადის მი­ხედვით დეკლარირებულ საგადასახადო ვალდებულებად.  4. სსზ-ის ტერიტორიის მესაკუთრის შეცვლისას, მესაკუთრის შეცვ­ლამდე სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსის მქონე იურიდიულ პირს ევალება, აცნობოს საქართველოს მთავრობას გასხვისების ფაქტისა და ახალი მესაკუთრის შესახებ. ასეთ შემთხვევაში სსზ-ის ტერიტორიის ახა­ლი მესაკუთრე ითვლება ძველის უფლებამონაცვლედ და მასზე ვრცელ­დება ყველა ის უფლება და ვალდებულება, რომლებიც გააჩნდა სსზ-ის ტე­რიტორიის ძველ მესაკუთრეს.  5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სა­ქართველოს მთავრობა სსზ-ის ტერიტორიის ძველ მესაკუთრეს უუქმებს და მის ახალ მესაკუთრეს ანიჭებს სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსს.  6. იმ შემთხვევაში, თუ სსზ-ის სტატუსის მქონე პირს სურს გაზარ­დოს/შეამციროს სსზ-ის ტერიტორიის ფართობი, იგი ვალდებულია სულ მცირე 3 თვით ადრე აცნობოს ამ განზრახვის შესახებ შემოსავლების სამ­სახურს და წარუდგინოს მას, ამ წესის შესაბამისად, გეგმები სსზ-ის გაფა­რთოებული/შემცირებული საზღვრების ჩვენებით და სსზ-ის ახალ ტერი­ტორიაზე დააკმაყოფილოს სსზ-ის შექმნისა და ფუნქციონი­რები­სათვის ამ წესით დადგენილი ყველა პირობა.  7. სსზ-ის ტერიტორიაზე საქმიანობის ნაწილში სავაჭრო ადგი­ლების დამქირავებელ პირთა მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექ­სის 286-ე მუხლის მე-4 ან/და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული სამარ­თალ­დარღვევის გამოვლენისას შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება სსზ-ის სტატუსის მქონე პირს.     მუხლი 5🔗. სსზ-ის ტერიტორიაზე საქმიანობის განმახორციელებელი (სავაჭრო ობიექტის დამქირავებელი) პირის ვალდებულებები 1. სპეციალური სავაჭრო ზონის ტერიტორიაზე საქმიანობის განმა­ხორციელებელი დღგ-ის გადამხდელი პირი ვალდებულია დამოუკი­დებლად წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია და გადაიხადოს შესაბამისი გადასახადი. 2. სპეციალური სავაჭრო ზონის ტერიტორიაზე საქმიანობის გან­მახორციელებელი პირები თავად ახორციელებენ გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადის დაკავებას და დეკლარირებას. 3. სავაჭრო ობიექტის დამქირავებელ იურიდიულ პირს, რომელიც საქონლის რეალიზაციას ახორციე ლებს სტაციონარული სავაჭრო ობიექ­ტის მეშვეობით, უფლება აქვს დამოუკიდებლად აწარმოოს საგადასახადო ანგარიშგება და შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები. 4. თუ პირი საქმიანობს მხოლოდ სპეციალური სავაჭრო ზონის ტე­რიტორიაზე, დასაბეგრი ოპერაციების თანხის 100 000 ლარზე გადამე­ტების შემთხვევაში მას არ წარმოეშვება დღგ-ის სავალდებულო რეგისტ­რაციის ვალდებულება. ამასთან, მას უფლება აქვს, ნებაყოფლობით დარე­ გისტრირდეს დღგ-ის გადამხდელად. 5. პირის მიერ სსზ-ის ტერიტორიაზე მიღებული შემოსავალი, რო­მელიც დაიბეგრა ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ და „თ“ ქვე­პუნქტების შესაბამისად, არ ჩაირთვება ამ პირის ერთობლივ შემოსავალში და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.     მუხლი 6🔗. საქონლის სსზ-ის საწყობში აღრიცხვისა და მოძრაობის წესი 1. ორგანიზატორი ვალდებულია აწარმოოს ელექტრონული ჟურ­ნალი, რომლის მეშვეობით ხორციელდება სსზ-ის საწყობში საქონლის მი­ღება, შენახვა ან გაცემა. ელექტრონული ჟურნალი უნდა მოიცავდეს შემ­დეგ მონაცემებს: ა) საქონლის მფლობელის დასახელებას და საიდენტიფიკაციო ნო­მერს; ბ) საქონლის დასახელებას და მის მაიდენტიფიცირებელ კოდს (შტრიხკოდის ნომერს); გ) საქონლის რაოდენობას; დ) საქონლის ერთეულის ფასს; ე) შემოტანის დოკუმენტის დასახელებას (ზედნადები, სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და ა.შ.), თარიღს და ნომერს (სერია); ვ) შემოტანის თარიღს; ზ) ინფორმაციას საქონლის საწყობიდან სავაჭრო ზონაში ან ზონის გარეთ გატანის თაობაზე. 2. ჟურნალში ქრონოლოგიური (დღეების მიხედვით) თანმიმ­დევ­რობით წარმოებული ჩანაწერები უნდა იძლეოდეს ზუსტ ინფორმაციას ზო­ნაში საქმიანობის განმახორციე ლებელი პირის საქონლის მოძრაობის შე­სახებ. 3. ელექტრონულ ჟურნალში გატარებული მონაცემები უნდა ინახე­ბოდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი ხანდაზმუ­ლობის ვადის გათვალისწინებით და მასზე პირდაპირი წვდომა უნდა გა­აჩნდეს შემოსავლების სამსახურს.     მუხლი 7🔗. საწყობიდან სავაჭრო ტერიტორიაზე საქონლის შეტანის პირობები 1. საწყობში მოთავსებული საქონელი იმპორტში მოქცევის შემდგომ სსზ-ის საწყობში მოთავსების გარეშე შესაძლებელია მოხვდეს პირდაპირ სსზ-ში სარეალიზაციოდ, თუ საწყობი ერთ-ერთი გასასვლელით უშუა­ლოდ უკავშირდება სსზ-ის სავაჭრო ტერიტორიას და სავაჭრო ზონაში გატ ანილი საქონლის აღრიცხვა წარმოებს ამ წესის მე-6 მუხლით გან­საზღვრულ ელექტრონულ ჟურნალში. 2. საჭიროების შემთხვევაში საწყობში მოთავსებული საქონელი იმ­პორტში მოქცევის შემდგომ შესაძლებელია შეტანილ იქნეს სსზ-ის სა­წყობში.     მუხლი 8🔗. სსზ-ის შიგნით საქონლის გადაადგილება 1. სსზ-ის შიგნით განლაგებული სავაჭრო ობიექტები (მაღაზია, დახ­ლი და სხვ.) საქონლის რეალიზაციას ახდენენ შტრიხკოდიანი „ სტიკერის“ ამობეჭდვით ან გაყიდული საქონლის სხვაგვარი ნიშანდებით. 2. შეძენილ საქონელზე საფასურის გადახდა ხორციელდება სსზ-ის ტერიტორიის დატოვებისას ცენტრალიზებული სისტემის მეშვეობით ორ­განიზებულ სალაროებში. 3. იმ შემთხვევაში, თუ საქონლის რეალიზაცია განხორციელდა სა­კომპენსაციო თანხის ადგილზე ( სსზ-ის სალაროში) გადახდის გარეშე, სა­ქონელმა სსზ-ის ტერიტორია უნდა დატოვოს სსზ-ის საწყობის გავლით.     მუხლი 9🔗. სსზ-ის სტატუსის გაუქმება 1. თუ პირს განზრახული აქვს, შეწყვიტოს ბაზრის ან/და შენობა-ნაგებობის ტერიტორიაზე განლაგებული სავაჭრო ობიექტებისა და სა­ვაჭრო ადგილების გაქირავება, მან სსზ-ის სტატუსის გაუქმების მოთ­ხოვნით საქმიანობის შეწყვეტამდე 3 თვით ადრე განცხადებით უნდა მი­მართოს შემოსავლების სამსახურსა და 3 თვით ადრე აცნობოს სავაჭრო ად­გილების დამქირავებელ პირებს. 2. სსზ-ის სტატუსი გაუქმებულად ითვლება ბაზრობის ორგანი­ზების საქმიანობის შეწყვეტის მომდევნო დღიდან.