ქართული ღვინის განვითარების მიზნით საკონსულტაციო საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.12.2011
ძალის დაკარგვა 03.02.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-248
სარეგისტრაციო კოდი 340050000.22.032.016048
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/12/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 833 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.12.2011 მიღება
03.02.2014 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქართული ღვინის განვითარების მიზნით საკონსულტაციო საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } span.HeaderChar { } span.FooterChar { } span.BalloonTextChar { } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.95pt 45.0pt 31.5pt 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-248 2011 წლის 27 დეკემბერი ქ. თბილისი ქართული ღვინის განვითარების მიზნით საკონსულტაციო საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ „ საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის მე -5 პუნქტის, 29 -ე მუხლის პირველი და მე -2 პუნქტებისა და „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის №26 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1 . ქართული ღვინის განვითარების მიზნით შეიქმნას საკონსულტაციო საბჭო. 2 . დამტკიცდეს ქართული ღვინის განვითარების მიზნით შექმნილი საკონსულტაციო საბჭოს თანდართული დებულება (დანართი №1). 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ზ. გოროზია დანართი №1 ქართული ღვინის განვითარების მიზნით შექმნილი საკონსულტაციო საბჭოს დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ქართული ღვინის განვითარებ ის მიზნით შექმნილი საკონსულტაციო საბჭო (შემდეგოში – საბჭო) არის საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან შექმნილი სათათბირო ორგანო და იქმნება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრისათვის ქართული ღვინის განვითარების დარგში წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადების მიზნით. 2. საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონების, კანონქვემდებარე აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად. 3. საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით.     მუხლი 2🔗. საბჭოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანები საბჭოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) მეღვინეობის დარგში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი; პროექტების შედეგების პროგნოზირება და შესაბამის ღონისძიებათა თაობაზე წინადადებების მომზადება; ბ) კომპეტენციის სფეროში სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავების მიზნით რეკომენდაციების მომზადება; გ) მეღვინეობის დარგის განვითარების მიზნით, ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტების აღრიცხვის, ხარისხის კონტროლისა და მარკეტინგული მიმართულებების განსაზღვრისათვის წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; დ) მეღვინეობის დარგში დასაქმებული იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ წარმოდგენილი წინადადებების განხილვა და რეკომენდაციების მომზადება მათ მიერ წარმოდგენილი წინადადებების გაზიარების მიზანშეწონილობის თაობაზე; ე) მიღებული რეკომენდაციების საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრისათვის წარდგენა.     მუხლი 3🔗. საბჭოს უფლებამოსილებანი დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით საბჭო უფლებამოსილია: ა) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოითხოვოს და მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია; ბ) საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს და თავის საქმიანობაში ჩააბას შესაბამისი სფეროს ექსპერტები და სპეციალისტები, ასევე ცალკეული პროექტების მონაწილე მხარეები და სხვა დაინტერესებული პირები.     მუხლი 4🔗. საბჭოს ხელმძღვანელობა 1. საბჭოს საქმიანობას ხელმძღვანელობს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი (საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე, შემდგომში – საბჭოს თავმჯდომარე). 2 . საბჭოს თავმჯდომარე: ა) წარმართავს და ორგანიზებას უწევს საბჭოს საქმიანობას; ბ) ამტკიცებს საბჭოს სამუშაო გეგმას; გ) უფლებამოსილია კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია და დოკუმენტაცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 5🔗. საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი 1. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს საბჭოს სხდომაზე. 2. სხდომას უძღვება საბჭოს თავმჯდომარე. 3. საბჭოს შეკრების ორგანიზებას უზრუნველყოფს საბჭოს თავმჯდომარე. 4 . საბჭოს სხდომების დღის წესრიგს ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე, საბჭოს მდივნის წარდგინებით. 5. საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვს საბჭოს თავმჯდომარეს. 6. საჭიროების შემთხვევაში საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება მოწვეულ იქნენ პირები, რომლებიც არ შედიან საბჭოს შემადგენლობაში. 7. საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.           8. იმ შემთხვევაში, თუ საბჭოს რომელიმე წევრი არ ეთანხმება სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, მას უფლება აქვს თავისი პოზი­ცია გააფორმოს წერილობითი დასკვნით, რომელიც ერთვის სხდომის ოქმს. 9 . საბჭოს სხდომის ოქმს და საბჭოს თავმჯდომარის შესაბამის რეკომენდაციებს აფორმებს და ხელმოსაწერად ამზადებს საბჭოს მდივანი. 10. საოქმო ჩანაწერები ეგზავნებათ საბჭოს წევრებსა და სხვა მოწვეულ პირებს სხდომის ოქმის ამონაწერის სახით. 11. საბჭო იკრიბება თავმჯდომარის ან საბჭოს წევრთა ერთი მესამედის მოთხოვნის საფუძველზე.     მუხლი 6🔗. საბჭოს ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.     მუხლი 7🔗. საბჭოს საქმიანობის შეწყვეტა საბჭოს საქმიანობის შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დადგენილი წესით იღებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი.