⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (15.04.2014)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.12.2011
ძალაში შესვლა 01.01.2012
ძალის დაკარგვა 15.04.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №497
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.016657
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/12/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,870 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.12.2011 მიღება
01.01.2012 ძალაში შესვლა
15.04.2014 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; text-autospace:none; font-size:11.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } span.PlainTextChar { } span.BalloonTextChar { } span.FooterChar { } span.HeaderChar { } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.45pt 841.7pt; margin:63.0pt 56.7pt .75in 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №497 2011 წლის 27 დეკემბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კონკურენციისა და სა­ხელ­მწიფო შესყიდვების სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზი­დენტის 2011 წლის 19 დეკემბრის №829 ბრძანებულების მე‑4 პუნქ­ტის სა­ფუძველზე: 1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კონ­კუ­რენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანდართული დე­ბუ­ლება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის №92 დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულებისა და სტრუქ­ტუ­რის დამტკიცების შესახებ“ და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 აპრი­ლის №127 დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს დებულების დამ­ტკიცების შესახებ“. მუხლი 2🔗. დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან. პრემიერ-მინისტრი                                                                                                  ნ . გილაური საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულება თავი I ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო (შემ­დგომ­ში – სააგენტო) არის დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდი­ული პირი, რომელიც ახორციელებს საქართველოში თავისუფალი ვაჭრო­ბისა და კონკურენციის განვითარების ხელშეწყობას და სახელმწიფო შეს­ყიდ­ვებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაციასა და მონი­ტო­რინგს. 2. სააგენტოს სრული დასახელებაა „საჯარო სამართლის იური­დიუ­ლი პირი – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო“. საა­გენ­ტო უფლებამოსილია გამოიყენოს სააგენტოს შემოკლებული დასახელე­ბა: „კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო“.  3. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონს­ტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანო­ნით, „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანო­ნით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტე­ბითა და ამ დებულებით.  4. სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარ­გ­ლებში და წესით.  5. სააგენტო, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქარ­თველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით დადგენილი მიზნე­ბისა და ფუნქციების განსახორციელებლად, საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამო­დის მესამე პირებთან ურთიერთობაში და უფლებამოსილია გამოვიდეს სასამართ­ლოში მოსარჩელედ ან/და მოპასუხედ.  6. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიშები, ემბ­ლემა და ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 7. სააგენტო უფლებამოსილია ნებისმიერი ინფორმაცია ან/და დოკუ­მენტი გამოსცეს, მიიღოს ან გასცეს მექანიკური ან/და მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით. ამ დოკუმენტების ამონა­ბეჭდებს ან მათ ელექტრონულ ასლებს აქვთ ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც ამ დოკუმენტებს. 8. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, პეკინის ქ. №28. თავი II სააგენტოს მიზნები, ფუნქციები და უფლებამოსილებები     მუხლი 2🔗. სააგენტოს მიზნები სააგენტოს ძირითადი მიზნებია: ა) თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარების ხელ­შეწყობა; ბ) ბაზრის ლიბერალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მხრიდან ბაზარზე შესვლის ადმინისტრაციული, სამართლებრივი და დისკრიმინაციული ბა­რი­ერების დაუშვებლობა; გ) გადაწყვეტილების მიღებისას მაქსიმალური საჯაროობა, ობიექ­ტუ­რობა, არადისკრიმინაციულობა და გამჭვირვალობა; დ) კონკურენციის შემზღუდავი სახელმწიფო დახმარებებისა და მიზ­ნობრივი პროგრამების დაუშვებლობა; ე) სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების კანონიერების მონიტო­რინგი და ზედამხედველობა; ვ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას საჯაროობის, გამ­ჭვირ­ვალობის, სამართლიანობისა და არადისკრიმინაციულობის პრინცი­პების დაცვა, კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების ზუსტად შეს­რულებისა და ანგარიშგების, ჯანსაღი კონკურენციის, სახელმწიფო შეს­ყიდ­ვების მონაწილეთა რაციონალური და თავისუფალი არჩევანის შე­საძ­ლებლობის უზრუნველყოფა; ზ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ფუნქ­ცი­ონირების უზრუნველყოფა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება; თ) კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის სრულყოფა, საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარ­ტებ­თან და საუკეთესო პრაქტიკასთან მისი შესაბამისობის უზრუნველყოფა.     მუხლი 3🔗. სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებები 1. სააგენტოს ფუნქციებია: ა) სახელმწიფო შესყიდვების პროცესის რეგულირების პოლიტიკის განსაზღვრა;  ბ) თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის გან­ვითარების ხელ­შეწყობა;  გ) საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება და საქართველოს მთავ­რობისათვის წარდგენა თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის განვი­თარებისათვის ხელის­შემშლელი სამართლებრივი, დისკრიმინა­ციუ­ლი და ადმი­ნისტრაციული ბარიერების აღმოფხვრის მიზნით; დ) რეკომენდაციების შემუშავება და საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგა­ნო­ების მხრიდან ისეთი ქმედების აღმოფხვრის მიზნით, რო­მელ­საც შეუძ­ლია:   დ.ა) დააწესოს ეკონომიკური აგენტისათვის ისეთი საგადასახადო ან სხვა შეღავათები, რომლებიც კონკუ­რენ­ტებთან შედარებით უპირა­ტესო­ბას ანიჭებენ მას და იწვე­ვენ კონკურენციის შეზღუდვას;  დ.ბ) აკრძალოს, შეაჩეროს ან სხვაგვარად შეაფერხოს ეკონომიკური აგენტის სამეწარმეო საქმიანობა და დამოუ­კიდებლობა (გარდა საქართვე­ლოს კანონმდებლობით დად­გენილი გამონაკლისებისა);   დ.გ) საქონლის წარმოების ან/და რეალიზაციის კონ­კურენციის შეზ­ღუდვის მიზნით შექმნას სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმარ­თვე­ლობის სტრუქტურები, ან უკ­ვე არსებულ სტრუქტურებს მიანიჭოს ისეთი უფლებამო­სილება, რომელიც გამოიწვევს კონკურენციის შეზღუ­დვას;  ე) იმ სახელმწიფო დახმარებებისა და მიზნობრივი პროგრამების გამოვლენა და მათი აღკვეთის მიზნით სა­ქარ­თველოს მთავრობისათვის შესაბამისი წინადადე­ბების მომზადება, რომლებიც აფერხებს კონკუ­რენ­ციას ან ქმნის მისი შეფერხების საშიშროებას, გარდა „თავისუ­ფალი ვაჭ­რობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართვე­ლოს კა­ნონით გათვალის­წი­ნებული შემ­თხვე­ვებისა;   ვ) რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში ეკონო­მიკური აგენტების, აგრეთვე ინფრასტრუქტურის სფე­რო­ებში სახელმწიფო საკუთრებაში არ­სე­ბული საწარ­მოების საქმიანობის ანალიზი და შესაბამისი რეკომენ­და­ციების მომზადება; ზ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორ­დინაცია და მონიტორინგი; თ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გა­მართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ი) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში არსებული მდგომარეობის სის­ტემატური შესწავლა, ანალიზი და საქართველოს მთავრობისათვის შე­სა­ბამისი წინადადებების წარდგენა; კ) სპეციალური სასწავლო პროგრამების და სასწავლო-მეთო­დოლო­გიური მასალებისა და დოკუმენტაციის სტანდარტული ფორმების მომზა­დება, სემინარებისა და ტრენინგების მოწყობა სახელმწიფო ხელისუფ­ლე­ბისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის, სამარ­თალ­­დამცავი ორგანოებისათვის, მასმედიის წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის; ლ) კომპეტენციის ფარგლებში, შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის საექსპერტო და საკონსულტაციო-სარეკომენდაციო მომსახურების გაწევა;  მ) თანამედროვე ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლო­გიე­ბის კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ინტეგრი­რების ხელშეწყობა; ნ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას წარმოშობილი და­ვე­ბის განხილვის გამჭვირვალე და სამართლიანი მექანიზმის უზრუნ­ველ­ყოფა; ო) სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრის (შავი სიის) წარმოება; პ) განსაკუთრებულ შემთხვევებში, შემსყიდველი ორგანიზაციის წე­რი­­ლობითი მიმართვის საფუძველზე ან საკუთარი გადაწყვეტილებით, ინ­დივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შესყიდვის ობი­­ექ­ტის იდენტიფიცირება ან/და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებულ კლასიფიკატორში ინტეგრირება; ჟ) სახელმწიფო შესყიდვების ხელოვნურად დაყოფის ფაქტების გა­მოვ­ლენა და შესაბამისი რეაგირება; რ) კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კა­ნონმდებლობის შემუშავება; ს) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. 2. სააგენტო თავისი მიზნებისა და ფუნქციების განხორციელების უზ­რუნველსაყოფად უფლებამოსილია: ა) მოსთხოვოს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვით­მმართველობის ორგანოს „თავისუ­ფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართვე­ლოს კანონის დებულებების დარ­ღვევით განხორციელებულ ქმედებასთან და­კავშირე­ბული დოკუმენტაცია. სახელმწიფო ან ადგილობრივი თვით­მმარ­თველობის ორგანოს ქმედების კანონით გან­საზღვრულ დე­ბულებებ­თან წინააღმდეგობის გამოვლენის ან მათი არას­წორი გამოყენების რისკის არსებობის შემთხვევაში, სა­­ა­­გენტო უფლებამოსილია, მოითხოვოს დასაბუ­თება შე­სა­­ბამისი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართვე­ლო­ბის ორ­გა­ნოსაგან; ბ) სახელმწიფო დახმარების გამცემის ქმედების „თავისუ­ფალი ვაჭრო­ბისა და კონკურენციის შესახებ“ საქართვე­ლოს კა­ნონით განსაზღვ­რულ დებულებებთან წინააღმდეგობის გამოვლენის შემთხვევაში, მოით­ხოვოს და­საბუთება სახელმწიფო დახმარების გამცემისაგან; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ითანამ­შრომ­ლოს საქართველოს ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებთან, საზ­ღ­ვარ­გარეთის ქვეყნე­ბის შესაბამის სახელმწიფო ორგანოებსა და საერთა­შო­რი­სო ორგანიზაციებთან, თავისუფალ ვაჭრობასა და კონ­კურენციასთან და­კავ­შირებული კანონმდებლობის შემ­დგო­მი სრულყოფის, ორგანიზა­ციულ-სამართლებრივი, ტექ­­ნი­­კური და ფინანსური უზრუნველყოფის პრო­ბ­ლემე­ბის გა­და­ჭრის მიზნით; დ) ითანამშრომლოს დამოუკიდებელ ეროვნულ მარეგულირებ­ლებ­თან რეგულირების მქონე ეკონომიკურ სფეროებში კონკურენციის დარ­ღვევის შემთხვევების შესწავლის პროცესში; ე) მონაწილეობა მიიღოს კონკურენციის სფეროსთან დაკავშირებით საერ­თაშორისო ხელშეკრულებებიდან გა­მომ­დინარე ვალდებულებების შეს­რულებაში; ვ) მოითხოვოს შემსყიდველი ორგანიზაციებისაგან განხორციე­ლე­ბუ­ლი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ანგარიშების წარდგენა „სახელ­მწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბა­მისი ნორ­მატიული აქტებით დადგენილი ფორმებითა და ვადებში, აგრეთ­ვე მოით­ხოვოს შემსყიდველი ორგანიზაციებისა და სახელმწიფო შესყიდ­ვებში მო­ნა­წილე პირთაგან სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ნების­მიე­რი ინფორმაცია, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკ­რულებების შეს­რულების მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმა­ციის ჩათვლით; ზ) კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი ნორ­მების დარღვევის ან მათი არასწორი გამოყენებისას, სახელმწიფო შესყიდ­ვე­ბისათვის გამოყოფილი სახელმწიფო სახსრების არარაციო­ნალუ­რი ხარჯ­ვის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, მიუთითოს ამ ფაქტებზე შემსყიდ­ველ ორგანიზაციებს და მოითხოვოს მათგან არასწორი გადაწყვე­ტილე­ბე­ბისა და მოქმედების კანონმდებლობით დადგენილ წესებსა და ნორმებ­თან შესა­ბამისობაში მოყვანა; თ) კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში და წესით მოახდინოს შესაბამისი რეაგირება სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ კონკურენ­ციისა და სახელმწიფო შესყიდვების სფეროში გამოვლენილ ადმინისტრა­ციულ სამართალდარღვევათა ფაქტებზე; ი) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და შესა­ბამისი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში, კანონმდებლობით უფლებამოსილი ორგანოების წინაშე დასვას სახელ­მწი­ფო შესყიდვებში მონაწილე პირების პასუხისმგებლობის საკით­ხი; კ) სააგენტოს მიზნების უზრუნველსაყოფად განახორციელოს ფასიანი მომსახურება, რომელიც უშუალოდ არ წარმოადგენს მის ვალდებულებას; ლ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრუ­ლი სხვა უფლებამოსილებანი.     მუხლი 4🔗. სააგენტოს თავმჯდომარე 1. სააგენტოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდე­­ბო­ბაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემი­ერ-მინისტრი. 2. სააგენტოს თავმჯდომარე:  ა) წარმოადგენს სააგენტოს და მოქმედებს სააგენტოს სახელით;  ბ) ხელმძღვანელობს და ერთპიროვნულად წარმართავს სააგენტოს საქ­­მიანობას;  გ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონ­მდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესრულებისათვის სააგენ­ტოს კომ­პე­ტენციას მიკუთვნებულ სფეროში;  დ) უზრუნველყოფს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების კონ­ტროლს და მეთოდურ ხელმძღვანელობას;  ე) სააგენტოს სახელით კანონმდებლობით დადგენილი წესით დებს ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;  ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საა­გენტოს თანამშრომლებს, მათ მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დის­ციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;  ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს – გან­კარგულებებს;  თ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესსა და სააგენტოს თანამშრო­მელთა სამუშაოს აღწერილობას;  ი) საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით განსაზღვრავს და ამტკიცებს სააგენტოს საშტატო განრიგს, თანამშრომელთა თანამდებობ­რივი სარგოების ოდენობას, სახელფასო ფონდს;  კ) სააგენტოს სისტემაში სტაჟირების გავლის მიზნით ამტკიცებს სტა­ჟირების გავლის წესს, ნიშნავს და ათავისუფლებს სტაჟიორებს;  ლ) ანაწილებს მოვალეობებს სააგენტოს თანამშრომლებს შორის, აძ­ლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, აკონტროლებს სააგენ­ტოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;  მ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს საა­გენტოს სახსრებსა და ქონებას;  ნ) საქართველოს მთავრობას წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს საა­გენ­­ტოს საქმიანობის შესახებ;  ო) უფლებამოსილია შექმნას სათათბირო ორგანოები და განსაზღვროს მათი უფლებამოსილება;  პ) ახორციელებს სააგენტოს გამგებლობას მიკუთვნებულ სხვა ადმი­ნის­­ტრაციულ ფუნქციებს;  ჟ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლება­მოსი­ლებებს.  3. სააგენტოს თავმჯდომარე კანონმდებლობით დადგენილი წესით გა­­მოს­ცემს ნორმატიულ აქტს – ბრძანებას. 4. სააგენტოს თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, თავ­მჯდო­მარის მოვალეობას სააგენტოს თავმჯდომარის განკარგულების სა­ფუძ­ველზე ასრულებს სააგენტოს ერთ‑ერთი სტრუქტურული ერთეუ­ლის ხელმძღვანელი. თავი III სააგენტოს მართვა და სტრუქტურა     მუხლი 5🔗. სააგენტოს სტრუქტურა 1. სააგენტო თავის ფუნქციებს ახორციელებს სტრუქტურული ერ­თეულების მეშვეობით. 2. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებია: ა) კონკურენციის დეპარტამენტი; ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი; გ) მონიტორინგის დეპარტამენტი; დ) იურიდიული დეპარტამენტი; ე) ადმინისტრაციული დეპარტამენტი; ვ) ანალიტიკური ჯგუფი.  3. სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები და საქმიანობის წესი განისაზღვრება სააგენტოს შინაგანაწესით. თავი IV სააგენტოს ქონება და ფინანსები     მუხლი 6🔗. სააგენტოს ქონება და ფინანსები 1. სააგენტოს აქვს ქონება, რომელზეც გააჩნია საკუთრების, სარგებ­ლობის ან/და სხვა სახის უფლებები, საქართველოს კანონმდებლობის შესა­ბამისად. 2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი და საბრუნავი საშუა­ლებე­ბი, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა, ფინანსური რესურსები და არამატერიალური აქტივები. 3. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია: ა) საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები; ბ) კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების გაწევით მიღე­ბუ­ლი საკუთარი შემოსავალი; გ) ხელშეკრულების საფუძველზე მომსახურების გაწევით მიღებული საკუთარი შემოსავალი; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავ­ლე­ბი. 4. სააგენტოს საბანკო ანგარიშზე პროცენტის სახით დარიცხული თან­ხები ეკუთვნის სააგენტოს და გამოიყენება მისი მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად. თავი V სახელმწიფო კონტროლი და ანგარიშვალდებულება     მუხლი 7🔗. სახელმწიფო კონტროლი  1. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა.  2. სააგენტომ მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით შეიძ­ლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:  ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;  ბ) სესხის აღება;  გ) თავდებობა;  დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;  ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახს­რების, აგრეთვე სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკო­მუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;  ვ) სხვა გადაწყვეტილებები სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.  3. ამ მუხლის მე‑2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალის­წინე­ბულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფი­ნანს­თა სამინისტროს თანხმობა.     მუხლი 8🔗. სააგენტოს წლიური ანგარიში სააგენტო ყოველი მომდევნო წლის 1 აპრილამდე ამზადებს წლიურ ანგარიშს თავისი საქმიანობის შესახებ, რომელიც წარედგინება საქართვე­ლოს მთავრობას, აგრეთვე ქვეყნდება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე. თავი VI სააგენტოს რეორგანიზაცია‑ლიკვიდაცია და დებულებაში ცვლილების შეტანის წესი     მუხლი 9🔗. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია  სააგენტოს რეორგანიზაცია ან/და ლიკვიდაცია ხორციელდება საქარ­თველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, კანონმდებლობით გათვალისწი­ნე­ბული წესით.     მუხლი 10🔗. დებულებაში ცვლილების შეტანის წესი ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილების შე­ტანა ხორციელდება კა­ნონმდებლობით დადგენილი წესით, საქართვე­ლოს მთავრობის დად­გე­ნი­­ლებით.