⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (27.12.2013)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზისათვის“ მომსახურებისა და საქონლის შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.12.2011
ძალის დაკარგვა 27.12.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №498
სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.016658
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/12/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,725 სიტყვა · ~14 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.12.2011 მიღება
27.12.2013 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზისათვის“ მომსახურებისა და საქონლის შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } span.PlainTextChar { } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.Default, li.Default, div.Default { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; color:black;} span.HeaderChar { } span.FooterChar { } span.BalloonTextChar { } p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.7pt 62.95pt 56.7pt 62.95pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №498 2011 წლის 27 დეკემბერი ქ. თბილისი შპს „ მარაბდა-კარწახის რკინიგზისათვის“ მომსახურებისა და საქონლის შესყიდვებ ის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ  მუხლი 1🔗. „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ შპს „ მარაბდა- კარწახის რკინიგზისათვის“ მომსახურებისა და საქონლის შესყიდვებ ის სპეციალური წესი“. მუხლი 2🔗. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და ძალაშია 2 წლის განმავლობაში. მუხლი 3🔗. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 იანვრის №13 დადგენილება „შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზისათვის“ მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“. პრემიერ-მინისტრი                                                                                                ნ.გილაური შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზისათვის“ მომსახურებისა და საქონლის შესყიდვების სპეციალური წესი     მუხლი 1🔗. მოქმედების სფერო შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზისათვის“ მომსახურებისა და საქონლის შესყიდვების სპეციალური წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ (რომელიც ახორციელებს ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი შემაერთებელი სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაციას, რეკონსტრუქციას, მშენებლობას) მიერ მომსახურებისა და საქონლის შესყიდვების განხორციელებას.     მუხლი 2🔗. ცნებათა და ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ცნებებსა და ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) შემსყიდველი ორგანიზაცია – შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზა“; ბ) შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი – შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ დირექტორი; გ) შესყიდვის ობიექტი – შესასყიდი მომსახურება ან საქონელი; დ) მომსახურება – „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული განმარტების შესაბამისად; ე) საქონელი – ავტოსატრანსპორტო საშუალებები და მათი ტექნიკური მომსახურებისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილები ან/და საცხებ-საპოხი მასალები; ვ) საფასური – ტენდერში მონაწილეობის მიზნით მსურველის მიერ გადახდილი საფასური, რომლის ოდენობასაც ადგენს სატენდერო კომისია; ზ) პრეტენდენტი – საქართველოს ან უცხო ქვეყნის იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელმაც გადაიხადა საფასური და გადაეცა სატენდერო დოკუმენტაცია; თ) მიმწოდებელი – საქართველოს ან უცხო ქვეყნის იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელთანაც დაიდო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება; ი) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტები (მომსახურება ან საქონელი) – ერთნაირი ფუნქციების (დანიშნულების) მქონე და ამავე დროს შესყიდვის კონკრეტული მიზნისათვის ურთიერთშენაცვლებადი შესყიდვის ობიექტები; კ) გადაუდებელი აუცილებლობა – ვითარება, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის შემსყიდველის ფუნქციონირებას და რომელიც არ შეიძლებოდა ყოფილიყო წინასწარ განსაზღვრული, ან/და რომლის დადგომა არ არის გამოწვეული შემსყიდველის ქმედებით, ან რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს საქართველოს სახელმწიფოებრივ ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს, ან შემსყიდველი ორგანიზაციის ქონებას ან/და იწვევს ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი შემაერთებელი სარკინიგზო ხაზის რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციის, მშენებლობის პროცესის დადგენილ ვადებში უზრუნველყოფის შეფერხებას; ლ) ერთ პირთან მოლაპარაკება – პოტენციურ „მიმწოდებელთან“ წერილობითი ან/და სიტყვიერი მოლაპარაკების გამართვა შესყიდვის განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერი საკითხის დაზუსტებისა და შესყიდვის პირობების შეთანხმების მიზნით; მ) ლოტი – ერთი შესყიდვის ფარგლებში გამოცალკევებული შესყიდვის ობიექტი, რომელიც შემდგომ დაყოფას არ ექვემდებარება. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადება შეიძლება წარადგინოს თავისთვის სასურველ ერთ ან მეტ ლოტზე, ხოლო გამარჯვებული უნდა გამოვლინდეს ყოველ ლოტზე ცალ-ცალკე.     მუხლი 3🔗. შესყიდვის საშუალება 1. შესყიდვის საშუალებებია ერთ პირთან მოლაპარაკება და ტენდერი. 2. ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით შესყიდვა ხორციელდება შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ შესასყიდი ერთგვაროვანი ობიექტის ღირებულება წლის განმავლობაში საერთო ჯამში არ აღემატება 100 000 ლარს; ბ) თუ შესყიდვის ობიექტის მიწოდება მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური ან/და საავტორო უფლებაა, ან/და მიმწოდებლისაგან შესყიდული ობიექტის ხარისხის გაუარესების თავიდან აცილების ან/და მისი შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია შესყიდვა იმავე მიმწოდებლისაგან; გ) თუ არსებობს შესყიდვის განხორციელების გადაუდებელი აუცილებლობა. ამ შემთხვევაში ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით შესყიდვის განხორციელების საკითხი უნდა შეთანხმდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან; დ) საქართველოს პარლამენტის 28.03.2007 წლის №4568 და 28.03.2007 წლის №4569 დადგენილებებით რატიფიცირებული საერთაშორისო შეთანხმებების საფუძველზე შექმნილი ორმხრივი ან/და სამმხრივი საკოორდინაციო საბჭო(ები)ს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას; ე) სამშენებლო პროექტების (მათ შორის, ხარჯთაღრიცხვები) ექსპერტიზასთან, სამშენებლო პროექტებში (მათ შორის, ხარჯთაღრიცხვები) ცვლილებების შეტანასთან ან/და კორექტირებასთან დაკავშირებული შესყიდვებისას; ვ) საქონლისა და მისი თანმდევი მომსახურების შესყიდვებისას; ზ) სატელეფონო (ფიჭური და ფიქსირებული სატელეფონო ქსელის საშუალებით ) და კომუნალური ( მათ შორის, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიწოდება, წყალმომარაგება, დასუფთავება და ა.შ.) მომსახურებების შესყიდვებისას; თ) შემსყიდველი ორგანიზაციის ობიექტების დაცვასთან დაკავშირებული შესყიდვებისას; ი) მივლინების დროს ან/და წარმომადგენლობითი მიზნებისათვის განსახორციელებელი მომსახურების და/ან საქონლის შესყიდვებისას; კ) სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახდელების (გადასახადები, მოსაკრებლები და სხვ.) გადახდის გზით; ლ) საბანკო მომსახურებების შესყიდვებისას. 3. შესყიდვა ხორციელდება ტენდერის საშუალებით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 4. ამ წესის შესაბამისად, შესყიდვა ხორციელდება ხელშეკრულების წერილობით გაფორმების გზით, გარდა : ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“, „ი“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა ; ბ) ინტერნეტის (მათ შორის, უსადენო) მიწოდების, კომპიუტერული პროგრამული უზრუნველყოფის განახლების, საფოსტო და საკურიერო მომსახურებების შესყიდვისა ; გ) ინტერნეტით გამოწერის გზით, ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვისა.     მუხლი 4🔗. სატენდერო კომისია 1. ტენდერს ატარებს სატენდერო კომისია, რომელსაც არანაკლებ 5 წევრის შემადგენლობით ქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი. 2. სატენდერო კომისიას თავმჯდომარეობს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან მის მიერ დანიშნული პირი. 3. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე კომისიაში ექსპერტებად და კონსულტანტებად სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება მოწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის დამოუკიდებელი და/ან სხვა დაწესებულება-ორგანიზაციების სპეციალისტები. 4. სატენდერო კომისია გადაწყვეტილებებს იღებს კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით. სატენდერო კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სატენდერო კომისიის თავმჯდომარის ხმა. 5. სატენდერო კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრები. 6. სატენდერო კომისია შეიმუშავებს ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების ტექსტისა და სატენდერო დოკუმენტაციის (განსაზღვრავს საკვალიფიკაციო და სხვა მოთხოვნებს, შეფასების კრიტერიუმებს) პროექტებს, რომლებსაც უთანხმებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. 7. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან შეთანხმების შემდეგ ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადება და სატენდერო დოკუმენტაცია მტკიცდება სატენდერო კომისიის მიერ განცხადების გამოქვეყნებამდე, რაც აისახება სატენდერო კომისიის სხდომის ოქმში. 8. ტენდერი შესაძლებელია გამოცხადდეს ერთ ან რამდენიმე ლოტზე.     მუხლი 5🔗. განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ 1. ტენდერის ჩატარებისას სატენდერო კომისია შემსყიდველი ორგანიზაციის სახელით ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებას აქვეყნებს საქართველოს იმ პერიოდულ ან სპეციალიზებულ გამოცემებში, რომლებიც ფართოდ ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე. 2. ტენდერის ჩატარებისას სატენდერო კომისიამ შესაძლებელია გამოიყენოს ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების გავრცელების სხვა დამატებითი საშუალებები. 3. სატენდერო კომისია ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებას აქვეყნებს სატენდერო წინადადებების მიღების დაწყებამდე არანაკლებ 20 კალენდარული დღით ადრე. 4. სატენდერო კომისიას უფლება აქვს შეცვალოს ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია. ეს ცვლილებები უნდა გამოქვეყნდეს იმავე საინფორმაციო საშუალებებში, რომლებშიც გამოქვეყნდა განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ.     მუხლი 6🔗. საფასურის გადახდისა და დაბრუნების წესი 1. საფასურის გადამხდელები არიან საქართველოს ან უცხო ქვეყნების ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთაც აქვთ სურვილი, მონაწილეობა მიიღონ ტენდერში. 2. ტენდერში მონაწილეობის მსურველმა საფასური უნდა გადაიხადოს სატენდერო დოკუმენტაციის მიღების ვადის გასვლამდე. 3. საფასურის გადახდა წარმოებს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებულ ანგარიშზე. 4. საფასური დაბრუნებას არ ექვემდებარება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა: ა) თუ შემსყიდველმა ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება შესყიდვის პროცედურების შეწყვეტის თაობაზე; ბ) თუ შემსყიდველმა ორგანიზაციამ ვერ უზრუნველყო საფასურის გადამხდელი პირისათვის სატენდერო დოკუმენტაციის დროულად გადაცემა; გ) თუ საფასურის გადამხდელმა პირმა საფასური გადაიხადა სატენდერო დოკუმენტაციის გატანის ვადის გასვლის შემდეგ. 5. საფასურის გადამხდელს უფლება აქვს: ა) მის მიერ საფასურის გადახდის შემდეგ მიიღოს სატენდერო დოკუმენტაცია; ბ) სატენდერო დოკუმენტაციის მიღების შემთხვევაში დადგენილი წესით სატენდერო კომისიას წარუდგინოს თავისი სატენდერო წინადადება; გ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება ან ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სატენდერო დოკუმენტაციის მიღებასთან ან საფასურის გადახდასა და დაბრუნებასთან.     მუხლი 7🔗. სატენდერო დოკუმენტაცია 1. სატენდერო დოკუმენტაცია არის დოკუმენტთა პაკეტი, რომელიც შეიცავს შესყიდვის ობიექტის, სატენდერო კომისიის მოთხოვნებისა და პრეტენდენტების სატენდერო წინადადებების შეფასების კრიტერიუმების შესახებ ინფორმაციას, სატენდერო წინადადების ფორმას, ტენდერში გამარჯვებულთან დასადები ხელშეკრულების ძირითად პირობებს, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, სხვა დამატებითი სახის ინფორმაციას. 2. სატენდერო დოკუმენტაცია სავალდებულოდ უნდა ითვალისწინებდეს: ა) სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის მიზნით გარანტირების მექანიზმის გამოყენებას, სატენდერო წინადადების ღირებულების 1%-ის ოდენობით; ბ) შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით გარანტირების მექანიზმის გამოყენებას, სატენდერო წინადადების ღირებულების 5%-ის ოდენობით; გ) ავანსირების მაქსიმალურ ზღვრულ ოდენობას და ავანსირების უზრუნველსაყოფად მოთხოვნილი ავანსის ოდენობის გარანტირების პირობებს – წინასწარი გადახდის (ავანსირების) მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში. 3. სატენდერო კომისია პრეტენდენტის წერილობითი თხოვნის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით უფლებამოსილია განმარტოს ან/და დააზუსტოს სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის პროცედურებსა და ობიექტთან დაკავშირებული ინფორმაცია, აგრეთვე შეიტანოს მასში ნებისმიერი სახის ცვლილება, რაც ფორმდება სატენდერო დოკუმენტაციის დამატების სახით და ერთდროულად ეგზავნება ყველა პრეტენდენტს. 4. პრეტენდენტის მიერ საფასურის გადახდის შემდეგ სატენდერო კომისია ვალდებულია პრეტენდენტს მოთხოვნისთანავე გადასცეს სატენდერო დოკუმენტაცია.     მუხლი 8🔗. სატენდერო წინადადებების უზრუნველყოფა 1. შემსყიდველმა ორგანიზაციამ სატენდერო დოკუმენტაციაში უნდა ასახოს კონკრეტული მოთხოვნები სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიისა და გარანტიის გამცემი ორგანიზაციების მიმართ. 2. საგარანტიო მოთხოვნა თანაბრად უნდა ეხებოდეს ტენდერში მონაწილე ყველა პრეტენდენტს. 3. გარანტიის დამადასტურებელი დოკუმენტი წარდგენილი უნდა იქნეს სატენდერო წინადადებასთან ერთად, დახურულ კონვერტში. 4. სატენდერო კომისია უფლებამოსილია არ მიიღოს პრეტენდენტის მიერ წარდგენილი გარანტია, თუ მას საფუძვლიანი ეჭვი აქვს წარდგენილი გარანტიის მიმართ ან გარანტიაზე დასტურის გამცემი ორგანიზაციის გადახდისუნარიანობის შესახებ. 5. შემსყიდველმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტისათვის სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის დაბრუნება შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების დღიდან არა უგვიანეს 45 კალენდარული დღისა. ტენდერში მონაწილე სხვა პრეტენდენტებს სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის დამადასტურებელი დოკუმენტები უბრუნდებათ ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღისა. 6. თუ შემსყიდველი ორგანიზაცია მიიღებს გადაწყვეტილებას სატენდერო პროცედურების შეწყვეტის თაობაზე, პრეტენდენტებს სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის დამადასტურებელი დოკუმენტები მოთხოვნისთანავე უბრუნდებათ. 7. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო წინადადების მოქმედების ვადა ამოიწურა სატენდერო წინადადებების შეფასების დასრულებამდე და პრეტენდენტმა უარი განაცხადა ამ წესის მე-9 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სატენდერო კომისიის მოთხოვნით სატენდერო წინადადების მოქმედების ვადის გაგრძელებაზე, პრეტენდენტი კარგავს ტენდერში მონაწილეობის უფლებას და მას სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი მოთხოვნისთანავე უბრუნდება. 8. თუ პრეტენდენტი ამ წესის მე-9 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგომის შემთხვევაში განაცხადებს თანხმობას სატენდერო წინადადების ვადის გაგრძელების შესახებ, იგი ვალდებულია უზრუნველყოს სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადის გაგრძელება ან ახალი გარანტიის სატენდერო კომისიისათვის წარდგენა, სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული პირობების სრული დაცვით. 9. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი დათანხმდება სატენდერო წინადადების მოქმედების ვადის გაგრძელებაზე, მაგრამ ვერ შეძლებს წარდგენილი სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადის გაგრძელებას (ან ახალი გარანტიის წარდგენას), იგი კარგავს ტენდერში მონაწილეობის უფლებას და მას სატენდერო წინადადებასთან ერთად წარდგენილი სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის დამადასტურებელი დოკუმენტი მოთხოვნისთანავე უბრუნდება. 10. სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის დაუბრუნებლობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სატენდერო კომისია. ასეთი გადაწყვეტილება მიიღება შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ გამარჯვებული პრეტენდენტი უარს განაცხადებს შემსყიდველ ორგანიზაციასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებაზე; ბ) თუ პრეტენდენტი არ იქნა დაშვებული შეფასებისათვის შესყიდვის პროცედურების დროს არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო; გ) თუ მიმწოდებელი არ შეასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის შემსყიდველისათვის წარდგენის თაობაზე.     მუხლი 9🔗. პრეტენდენტების სატენდერო წინადადებების (მათ შორის, თანმხლები დოკუმენტების) წარდგენისა  და გახსნის წესი 1. სატენდერო წინადადებები (მათ შორის, თანმხლები დოკუმენტები) სატენდერო კომისიას წარედგინება დახურული კონვერტებით. კონვერტები იხსნება სატენდერო კომისიის სხდომაზე, სატენდერო წინადადებების მიღების ვადის დასრულებისთანავე. 2. კონვერტების გახსნის შემდეგ, პირველ რიგში, ცხადდება სატენდერო წინადადებების წარმდგენი პრეტენდენტების სახელწოდება, ვინაობა (ფიზიკური პირის შემთხვევაში), სატენდერო წინადადებების ფასი, რაც უნდა აისახოს სატენდერო კომისიის სხდომის ოქმში. სატენდერო კომისია ვალდებულია გახსნას სატენდერო წინადადების კონვერტი იმ შემთხვევაშიც, როცა პრეტენდენტი არ ესწრება კომისიის სხდომას. 3. პრეტენდენტთა მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადებები ხელმოწერილი უნდა იყოს ფიზიკური პირის ან პრეტენდენტი იურიდიული პირის ხელმძღვანელის, ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ. 4. სატენდერო წინადადებების მიღებასა და მათ რეგისტრაციას (მიღების თარიღისა და დროის მითითებით) აწარმოებს სატენდერო კომისიის ერთ-ერთი წევრი, სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულ ვადებსა და მისამართზე. 5. ყოველ პრეტენდენტს აქვს მხოლოდ ერთი სატენდერო წინადადების წარდგენის უფლება. 6. ორ ან მეტ ლოტზე ტენდერის ჩატარების შემთხვევაში პრეტენდენტმა სატენდერო წინადადება შეიძლება წარადგინოს მისთვის სასურველ ერთ ან მეტ ლოტზე, ხოლო გამარჯვებული უნდა გამოვლინდეს ყოველ ლოტზე ცალ-ცალკე. 7. სატენდერო წინადადების მოქმედების ვადა ასახული უნდა იყოს სატენდერო წინადადებაში. 8. სატენდერო კომისიას უფლება აქვს საჭიროების შემთხვევაში პრეტენდენტებს მოსთხოვოს სატენდერო წინადადებების მოქმედების ვადის გაგრძელება. 9. თუ ტენდერში მონაწილეობა არ მიიღო არც ერთმა პრეტენდენტმა, ტენდერი არშემდგარად ითვლება.     მუხლი 10🔗. სატენდერო წინადადებების (მათ შორის,  თანმხლები დოკუმენტები) სატენდერო  დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა 1. სატენდერო წინადადებების გახსნისა და ფასების გამოცხადების შემდეგ უნდა განხორციელდეს წარდგენილი სატენდერო წინადადებების (მათ შორის, თანმხლები დოკუმენტები) სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა, რომლის დროსაც მოწმდება: ა) სრულად არის თუ არა წარდგენილი ყველა საჭირო დოკუმენტი, მათ შორის, ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც უნდა ერთვოდეს სატენდერო წინადადებას; ბ) არის თუ არა ყველა საჭირო დოკუმენტი შედგენილი შესაბამისი ფორმის დაცვით (უფლებამოსილი პირის ხელმოწერა, საჭიროების შემთხვევაში – ბეჭდით დამოწმება, თარიღის მითითება და სხვ.); გ) არსებითად შეესაბამება თუ არა სატენდერო წინადადება (მათ შორის, თანმხლები დოკუმენტები) სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულ ტექნიკურ მოთხოვნებს, ვადებსა და სხვა პარამეტრებს; დ) შეესაბამება თუ არა პრეტენდენტის გამოცდილება ან/და პრეტენდენტის სპეციალისტების გამოცდილება და კვალიფიკაცია სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 2. სატენდერო წინადადებების (მათ შორის, თანმხლები დოკუმენტების) სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის პროცესში სატენდერო კომისია უფლებამოსილია: ა) სატენდერო წინადადებებში (მათ შორის, თანმხლებ დოკუმენტაციაში) მექანიკური შეცდომების გამოვლენის შემთხვევაში ამ წინადადების წარმდგენ პრეტენდენტს შესთავაზოს დაშვებული შეცდომის გასწორება; ბ) მიმართოს პრეტენდენტს სატენდერო წინადადების (მათ შორის, თანმხლები დოკუმენტაციის) დაზუსტების ან/და დამატებით საჭირო ნებისმიერი დოკუმენტის, ან ინფორმაციის წარდგენის მოთხოვნით. 3. სატენდერო წინადადებები არ ჩაითვლება მისაღებად და არ დაიშვება შეფასებისათვის შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ სატენდერო წინადადება (მათ შორის, თანმხლები დოკუმენტები) არ შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს; ბ) თუ პრეტენდენტი არ დააკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სატენდერო კომისიის მოთხოვნას; გ) თუ შესყიდვის პროცედურების დროს ადგილი ექნება პრეტენდენტის არაკეთილსინდისიერ ქმედებას; დ) თუ შესყიდვის პროცედურებში მონაწილე პირის მიერ წარდგენილი მონაცემები ან/და მათი დამადასტურებელი დოკუმენტები ყალბი აღმოჩნდება; ე) თუ პრეტენდენტის გამოცდილება ან/და პრეტენდენტის სპეციალისტების გამოცდილება და კვალიფიკაცია არ შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ვ) თუ პრეტენდენტის სატენდერო წინადადების ღირებულება აღემატება შემსყიდველი ორგანიზაციის ბიუჯეტით შესაბამისი შესყიდვისათვის დამტკიცებულ/გათვალისწინებულ ღირებულებას. 4. თუ სატენდერო კომისია, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მიიღებს გადაწყვეტილებას ტენდერში მონაწილე ყველა პრეტენდენტის სატენდერო წინადადების შეფასებისათვის არდაშვების შესახებ ან ყველა პრეტენდენტი უარს იტყვის ტენდერში შემდგომ მონაწილეობაზე, ტენდერი ითვლება უშედეგოდ დასრულებულად.     მუხლი 11🔗. სატენდერო წინადადებების განხილვისა და შეფასების წესი 1. შეფასებისათვის დაშვებული წინადადებების შერჩევის შემდეგ სატენდერო კომისია ახდენს წინადადებების დეტალურ განხილვასა და შესწავლას. სატენდერო კომისიას უფლება აქვს სატენდერო წინადადებების განხილვისათვის მოიწვიოს ექსპერტები და კონსულტანტები. სატენდერო წინადადებების ან/და ექსპერტების დასკვნები განიხილება სატენდერო კომისიის სხდომებზე. საჭიროების შემთხვევაში სატენდერო კომისიას შეუძლია მოიწვიოს პრეტენდენტი ან მისი წარმომადგენელი მის წინადადებასთან (მათ შორის, ნებისმიერ დოკუმენტთან) დაკავშირებით საჭირო ახსნა-განმარტებების მიღების მიზნით. 2. სატენდერო წინადადებების დეტალური განხილვისა და შესწავლის შემდეგ სატენდერო კომისია ახდენს სატენდერო წინადადებების შეფასებას, სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული კრიტერიუმების მიხედვით, ამ კრიტერიუმების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით. 3. სატენდერო წინადადებების შეფასების კრიტერიუმს სავალდებულოდ უნდა წარმოადგენდეს სატენდერო წინადადების ღირებულება. ამასთან, სატენდერო დოკუმენტაციით შეიძლება განისაზღვროს სატენდერო წინადადების შეფასების შემდეგი კრიტერიუმები: ა) მომსახურების გაწევის ან საქონლის მიწოდების ვადები; ბ) მომსახურების/საქონლის ხარისხობრივი პარამეტრები და ფუნქციონალური მახასიათებლები; გ) ანგარიშსწორების ფორმები და პირობები; დ) შესყიდვის ობიექტის მიწოდების შემდეგ მისი ექსპლუატაცია და სხვა კრიტერიუმები, რომელთა გამოყენებასაც მიზანშეწონილად ჩათვლის სატენდერო კომისია. 4. შეფასებისას გამოყენებულ თითოეულ კრიტერიუმს უნდა ჰქონდეს ციფრობრივად გამოსახული ხვედრითი წონა ჯამურ შეფასებაში (პრიორიტეტულობის მაჩვენებელი), რომელიც უნდა გამოიხატოს კოეფიციენტის სახით. ამასთან, ყველა კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტების ჯამი უნდა უდრიდეს ერთ მთელს. 5. სატენდერო კომისიის თითოეული წევრი წერილობითი ფორმით აფასებს ყოველი პრეტენდენტის სატენდერო წინადადებას ცალ-ცალკე, ყოველი კრიტერიუმის მიხედვით, ათქულიანი სისტემით. თითოეული კრიტერიუმის მიხედვით პრეტენდენტისათვის მინიჭებული ქულა მრავლდება ამ კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტზე, ხოლო მიღებული ნამრავლების დაჯამებით გამოითვლება თითოეული პრეტენდენტის სატენდერო წინადადების ჯამური შეფასება. სატენდერო კომისიის წევრის მიერ ერთ-ერთი პრეტენდენტისათვის მინიჭებული ყველაზე მაღალი ჯამური შეფასება ჩაითვლება ამ პრეტენდენტისათვის მიცემულ ხმად. სატენდერო კომისიის წევრები თავიანთ წერილობით შეფასებას ადასტურებენ ხელმოწერით. 6. თუ ორი ან მეტი პრეტენდენტის სატენდერო წინადადება მიიღებს ერთნაირ შეფასებას, სატენდერო კომისიის წევრი კრიტერიუმების მიხედვით ადარებს ქულებს და უპირატესობას ანიჭებს იმ პრეტენდენტს, რომელსაც მეტი ქულა აქვს მიღებული უფრო მაღალი კოეფიციენტის მქონე კრიტერიუმის მიხედვით. 7. გამარჯვებულად ჩაითვლება ის პრეტენდენტი, რომელსაც სატენდერო კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობა მიანიჭებს უპირატესობას. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება სატენდერო კომისიის თავმჯდომარის ხმა. 8. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის შესახებ ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც თან ერთვის კომისიის წევრთა წერილობითი შეფასებები. 9. გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა სატენდერო კომისია აცნობებს შედეგებს ტენდერში მონაწილე ყველა პრეტენდენტს და იწვევს გამარჯვებულს შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დასადებად.     მუხლი 12🔗. გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადება 1. გამარჯვებულ პრეტენდენტსა და შემსყიდველ ორგანიზაციას შორის ფორმდება ხელშეკრულება. 2. ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს სატენდერო კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში. 3. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება იდება სატენდერო დოკუმენტაციითა და გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადებით გათვალისწინებული პირობების საფუძველზე.     მუხლი 13🔗. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფა 1. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში ხელშეკრულება აუცილებლად უნდა შეიცავდეს გარანტიასთან დაკავშირებულ პირობებს. 2. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიად შეიძლება ჩაითვალოს დადგენილი თანხის ოდენობის საბანკო გარანტია, აკრედიტივი ან გარანტიის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი. 3. გარანტიის მოქმედების ვადა და მისი დაბრუნების პირობები უნდა განისაზღვროს შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების მოქმედება შეწყდება შემსყიდველის მიზეზით, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოს მიმწოდებლისათვის გარანტიის დაუყოვნებლივ დაბრუნება.     მუხლი 14🔗. შესყიდვის პროცედურების შეწყვეტა შემსყიდველი ორგანიზაციის ინტერესებიდან გამომდინარე, შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი უფლებამოსილია შესყიდვის ხელშეკრულების გაფორმებამდე ნებისმიერ დროს მიიღოს გადაწყვეტილება შესყიდვის პროცედურების შეწყვეტის ან დროებით შეჩერების თაობაზე.     მუხლი 15🔗. წესის გამოყენება და მასში ცვლილების შეტანა 1. გადაწყვეტილება მომსახურების ან საქონლის შესყიდვის თაობაზე მიიღება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული მომსახურებისა და საქონლის შესყიდვების სპეციალური წესის შესაბამისად. 2. ამ წესში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.