„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 18 აპრილის №1-1/611 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/2778
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.024.016145
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/2778

2011 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 18 აპრილის №1-1/611 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 18 აპრილის №1-1/611 ბრძანებით (ვებპორტალი, 110419012, 20/04/2011) დამტკიცებულ წესში შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ა) საჰაერო ხომალდის (სხ) სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთები სხ-ის მაქსიმალური ასაფრენი მასის (MTOW) მიხედვით:

ა.ა) ზემსუბუქი სხ (750 კგ-მდე):

მე-15 სამუშაო დღეს – 250 ლარი;

მე-10 სამუშაო დღეს – 350 ლარი;

ა.ბ) მსუბუქი სხ-სთვის (751კგ – 5700 კგ-მდე):

მე-15 სამუშაო დღეს – 500 ლარი;

მე-10 სამუშაო დღეს – 650 ლარი;

ა.გ) 5701კგ – 15000 კგ-მდე სხ-ებისთვის:

მე-15 სამუშაო დღეს – 1250 ლარი;

მე-10 სამუშაო დღეს – 1500 ლარი;

ა.დ) 15001კგ – 90000 კგ-მდე სხ-ებისთვის:

მე-20 სამუშაო დღეს – 2500 ლარი;

მე-15 სამუშაო დღეს – 3150 ლარი;

ა.ე) 90000კგ-ზე მძიმე სხ-ებისთვის:

მე-20 სამუშაო დღეს – 5000 ლარი;

მე-15 სამუშაო დღეს – 6250 ლარი;

ბ) სხ-ის სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების მოწმობის გაცემა:

 ბ.ა) ზემსუბუქი სხ-ისათვის (750 კგ-მდე) – 65 ლარი;

 მე-2 სამუშაო დღეს – 150 ლარი;

 ბ.ბ) მსუბუქი სხ-სთვის (751კგ – 5700 კგ-მდე) – 125 ლარი;

 მე-2 სამუშაო დღეს – 250 ლარი;

 ბ.გ) 5701კგ – 15000 კგ-მდე სხ-ებისთვის – 315 ლარი;

 მე-2 სამუშაო დღეს – 650 ლარი;

 ბ.დ) 15001კგ – 90000 კგ-მდე სხ-ებისთვის – 650 ლარი;

 მე-2 სამუშაო დღეს – 1250 ლარი;

 ბ.ე) 90000კგ-ზე მძიმე სხ-ებისთვის – 1250 ლარი;

 მე-2 სამუშაო დღეს – 2500 ლარი;

 გ) ს.ხ-ის სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში/სხ-ის სარეგისტრაციო მოწმობაში ცვლილებების შეტანა:

 გ.ა) ზემსუბუქი და მსუბუქი (5700კგ-მდე) სხ-ებისათვის – 150 ლარი;

 მე-2 სამუშაო დღეს – 250 ლარი;

 გ.ბ) სხვა კატეგორიის სხ-ებისათვის – 375 ლარი ;

 მე-2 სამუშაო დღეს – 750 ლარი;

 დ) სხ-ის რეგისტრაცის მოწმობის დუბლიკატის გაცემა – 125 ლარი;

 მე-2 სამუშაო დღეს – 200 ლარი;

 ე) სხ-ის ხომალდების ტექნიკური მდგომარეობის შეფასება:

 ე.ა) ზემსუბუქი სხ-ებისათვის (750 კგ-მდე) – 500 ლარი წელიწადში;

 ე.ბ) მსუბუქი სხ-ებისათვის (751 კგ – 5700 კგ-მდე) – 750 ლარი წელიწადში;

 ე.გ) 5701კგ – 15000 კგ-მდე სხ-ებისთვის – 2000 ლარი წელიწადში;

 ე.დ) 15001კგ – 90000 კგ-მდე სხ-ებისთვის – 3000 ლარი წელიწადში;

 ე.ე) 90000კგ-ზე მძიმე სხ-ებისთვის – 6250 ლარი წელიწადში;

 ვ) ს.ხ-ის საფრენად ვარგისობის მოწმობის გამოცვლა/დუბლიკატის გაცემა - 125 ლარი;

 მე-2 სამუშაო დღეს – 250 ლარი;

 ზ) ს.ხ-ის ადგილმდებარეობაზე ხმაურის ვარგისობის მოწმობის გაცემა -250 ლარი

 მე-2 დღეს - 400 ლარი

 ზ.ა) ს.ხ-ის ადგილმდებარეობაზე ხმაურის ვარგისობის მოწმობის გამოცვლა/დუბლიკატის

 გაცემა-125 ლარი;

 თ) ს.ხ-ის რადიოსადგურის მოწმობის გაცემა - 250 ლარი;

 მე-2 დღეს-400 ლარი;

თ.ა) ს.ხ-ის რადიოსადგურის მოწმობის გამოცვლა/დუბლიკატის გაცემა-125 ლარი;

 ი) სხ-ის საფრენად ვარგისობის მოწმობაში ცვლილებების შეტანა :

 ი.ა) ზემსუბუქი სხ-ებისათვის (750 კგ-მდე) – 50 ლარი;

 ი.ბ) მსუბუქი სხ-ებისათვის (751კგ – 5700 კგ-მდე) – 75 ლარი;

 ი.გ ) 5701კგ – 15000 კგ-მდე სხ-ებისთვის – 200 ლარი;

 ი.დ) 15001კგ – 90000 კგ-მდე სხ-ებისთვის – 300 ლარი;

 ი.ე) 90000კგ-ზე მძიმე სხ-ებისთვის – 650 ლარი;

 კ) სხ-ის საფრენად ვარგისობის საექსპორტო მოწმობის გაცემა:

 კ.ა) ზემსუბუქი სხ-ებისათვის (750 კგ-მდე) – 500 ლარი;

 კ.ბ) მსუბუქი სხ-თვის (751კგ – 5700 კგ-მდე) – 750 ლარი;

 კ.გ) 5701კგ – 15000 კგ-მდე სხ-ებისთვის – 2000 ლარი;

 კ.დ) 15001კგ – 90000 კგ-მდე სხ-ებისთვის – 3000 ლარი;

 კ.ე) 90000კგ-ზე მძიმე სხ-ებისთვის – 6250 ლარი;

 ლ) სხ-ის ტექნიკურ გადაფრენაზე (ნებადართულ ფრენაზე) განაცხადის შეფასება/დასკვნის მომზადება:

 ლ.ა ) ზემსუბუქი სხ-ებისათვის (750 კგ-მდე) – 50 ლარი;

 ლ.ბ) მსუბუქი სხ-თვის (751კგ – 5700 კგ-მდე) – 75 ლარი;

 ლ. გ ) 5701კგ – 15000 კგ-მდე სხ-ებისთვის – 200 ლარი;

 ლ.დ) 15001კგ – 90000 კგ-მდე სხ-ებისთვის – 300 ლარი;

 ლ. ე) 90000კგ-ზე მძიმე სხ-ებისთვის – 650 ლარი;

მ) სხ-ის ტექნიკური მომსახურების პროგრამის/პროგრამაში ცვლილებების განაცხადის

 შეფასება/დასკვნის მომზადება:

 მ.ა) ზემსუბუქი და მსუბუქი სხ-ებისათვის (5700 კგ-მდე) – 50 ლარი;

 მ.ბ) 5701კგ – 15000 კგ-მდე სხ-ებისთვის – 125 ლარი;

 მ. გ)15000კგ-ზე მძიმე სხ-ებისთვის – 250 ლარი;

ნ ) სხ-ის რესურსის გაგრძელება:

 ნ. ა) ზემსუბუქი სხ-ებისათვის (750 კგ-მდე) – 250 ლარი;

 ნ. ბ) მსუბუქი სხ-ებისათვის (751 კგ – 5700 კგ-მდე) – 400 ლარი ;

 ნ. გ) 5701კგ – 15000 კგ-მდე სხ-ებისთვის – 1000 ლარი;

 ნ. დ) 15001კგ – 90000 კგ-მდე სხ-ებისთვის – 1500 ლარი;

 ნ. ე) 90000 კგ-ზე მძიმე სხ-ებისთვის – 3150 ლარი;

ო) სხ-ის MEL-ის (მინიმალური აღჭურვილობის ჩამონათვალის)შეთანხმების განაცხადის შეფასება/დასკვნის მომზადება:

 ო.ა) ზემსუბუქი და მსუბუქი სხ-ებისათვის(5700 კგ-მდე) – 125 ლარი:

 ო.ბ) 5701კგ – 15000 კგ-მდე სხ-ებისთვის –250 ლარი;

 ო.გ) 15000კგ -ზე მძიმე ს.ხ-ებისთვის – 500 ლარი;

 პ) სხ-ის MEL-ის (მინიმალური აღჭურვილობის ჩამონათვალის) ცვლილების შეთანხმების

 განაცხადის შეფასება/დასკვნის მომზადება:

 პ.ა) ზემსუბუქი და მსუბუქი სხ-ებისათვის(5700 კგ-მდე) – 25 ლარი:

 პ.ბ) 5701კგ – 15000 კგ-მდე სხ-ებისთვის – 75 ლარი;

 პ.გ) 15000კგ -ზე მძიმე ს.ხ-ებისთვის – 150 ლარი;

ჟ) საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირება:

 ჟ.ა) ტექნიკური მომსახურების შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემა:

 ჟ.ა.ა) ზემსუბუქი და მსუბუქი (5700 კგ-მდე) სხ-ების მომსახურებისათვის – 1250 ლარი ;

 ჟ.ა.ბ.) 5701 კგ-ზე მეტი სხ-ების მომსახურებისათვის – 5000 ლარი;

 ჟ.ა.გ) ამ პუნქტის „ჟ.ა.ა“ და „ჟ.ა.ბ.“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ს.ხ-ების მომსახურებისათვის – 6250 ლარი;

 ჟ.ა.დ) დამატებითი საფასურის განაკვეთები საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიკატის დანართში შეტანილ მომსახურების სახეობებზე (სხ-ის მაქსიმალური ასაფრენი მასის და მისი კომპონენტების მიხედვით):

 ჟ.ა.დ.ა) კატეგორია 'A' -- საჰაერო ხომალდებისთვის:

 ჟ.ა.დ.ა.ა) ზემსუბუქი სხ-ებისათვის 750-კგ-მდე – 250 ლარი;

 ჟ.ა.დ.ა.ბ) მსუბუქი სხ-ებისათვის( 751კგ-5700 კგ- მდე) – 500 ლარი;

 ჟ.ა.დ.ა.გ) 5701 კგ-15000კგ სხ-ებისთვის – 1000 ლარი;

 ჟ.ა.დ.ა.დ) 15001კგ- 90000კგ-მდე სხ-ებისთვის – 2000 ლარი;

 ჟ.ა.დ.ა.ე) 90000კგ-ზე მძიმე მეტი სხ-ებისთვის – 3000 ლარი;

 ჟ.ა.დ.ბ.) კატეგორია 'B' -- ავიაძრავები – 250 ლარი;

 ჟ.ა.დ. გ) კატეგორია 'C' -- სხ-ის სხვა კომპონენტები – 250 ლარი ;

 ჟ.ა.დ.დ.) კატეგორია 'D' -ტექნიკური კონტროლის მეთოდები – 150 ლარი;

ჟ.ბ) საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიკატის დანართში ცვლილებების შეტანის საფასურია – ამ პუნქტის „ჟ.ა.დ.ა“- „ჟ.ა.დ.დ“ ქვეპუნქტებით დადგენილი საფასურის განაკვეთები.

რ) უცხო ქვეყნის მიერ გაცემული ტექნიკური მომსახურების შესაბამისობის სერტიფიკატის („EASA“-ს მიერ სერტიფიცირებული ან აღიარებულის გარდა)აღიარებაზე განაცხადის შეფასება/აღიარება – „ჟ“ პუნქტის „ჟ.ა.ა – ჟ.ა.დ.დ“ ქვეპუნქტით დადგენილი მომსახურების საფასურების განაკვეთის 75%.

ს)ტექნიკური მომსახურების სახელმძღვანელოში (MOE) შეთანხმების განაცხადის შეფასება/ დასკვნის მომზადება – 500 ლარი; 

 ს.ა)ტექნიკური მომსახურების სახელმძღვანელოში (MOE) ცვლილებების შეტანის განაცხადის შეფასება/ დასკვნის მომზადება – 150 ლარი. 

ტ) სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიცირება:

ტ.ა) სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატის გაცემა (ზემსუბუქი და მსუბუქი სხ-ების გარდა) – 12500 ლარი;

ტ.ა.ა) დამატებითი საფასურის განაკვეთი სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატის დანართში თითოეული სხ-ისათვის სხ-ის ტიპის მიხედვით:

ტ.ა.ა.ა) 5700კგ-მდე სხ-ებისთვის – 500 ლარი;

ტ.ა.ა.ბ) 5701კგ-15000კგ სხ-ებისთვის – 750 ლარი;

ტ.ა.ა.გ) 15001კგ-90000კგ სხ-ებისთვის – 1000 ლარი;

ტ.ა.ა.დ) 90000კგ-ზე მეტი სხ-ებისთვის –1250 ლარი;

ტ.ბ) სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელება (ზემსუბუქი და მსუბუქი სხ-ების გარდა) – 5000 ლარი;

ტ.გ) სხ-ის ექსპლუატანტის შეჩერებული სერტიფიკატის მოქმედების ვადის აღდგენა (ზემსუბუქი და მსუბუქი სხ-ების გარდა) – 7 500 ლარი;

ტ.დ) სხ-ს ექსპლუატანტის სერტიფიკატის №1 დანართში სხ-ის შეტანა (ზემსუბუქი და მსუბუქი სხ-ების გარდა):

ტ.დ.ა.) 5700კგ-მდე სხ-ებისთვის – 500 ლარი;

ტ.დ.ა.ბ) 5701კგ-15000კგ სხ-ებისთვის – 750 ლარი;

ტ.დ.ა.გ) 15001კგ-90000კგ სხ-ებისთვის – 1000 ლარი;

ტ.დ.ა.დ) 90000კგ-ზე მეტი სხ-ებისთვის – 1250 ლარი;

ტ.ე) სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატის №1 დანართში ცვლილებების შეტანა, გარდა სხ-ის დანართიდან ამოღებისა – 125 ლარი;

ტ.ვ) სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატის №2 დანართის გაცემა:

ტ.ვ.ა) 5700კგ-მდე სხ-ებისთვის – 500 ლარი;

ტ.ვ.ბ) 5701კგ-15000კგ სხ-ებისთვის – 750 ლარი;

ტ.ვ.გ) 15001კგ-90000კგ სხ-ებისთვის – 1000 ლარი;

ტ.ვ.დ) 90000კგ-ზე მეტი სხ-ებისთვის – 1250 ლარი;

ტ.ზ) ს.ხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატის გაცემა ზემსუბუქი და მსუბუქი სხ-ებისთვის – 1250 ლარი;

ტ.ზ.ა) დამატებითი საფასურის განაკვეთი სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატის №1 დანართში თითოეული საჰაერო ხომალდისათვის – 150 ლარი;

ტ.თ) სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელება (ზემსუბუქი და მსუბუქი სხ-ებისთვის) –750 ლარი;

ტ.ი) შეჩერებული სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატის მოქმედების ვადის აღდგენა (ზემსუბუქი და მსუბუქი სხ-ები ) – 1150 ლარი;

ტ.კ ) სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატის №1 დანართში ცვლილების შეტანა, გარდა სხ-ის დანართიდან ამოღებისა ზემსუბუქი და მსუბუქი ს.ხ-ებისთვის – 65 ლარი;

ტ.ლ) სხ-ს ექსპლუატანტებისათვის სახიფათო ტვირთის გადაზიდვის უფლების მინიჭება – 1250 ლარი; 

 ტ.მ ) ფრენის შესრულების სახელმძღვანელოს შეთანხმება – 250 ლარი;

 ტ.ნ ) ფრენის შესრულების სახელმძღვანელოში ცვლილებების შეტანა – 75 ლარი ერთი რევიზია;

 ტ.ო) ფრენის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პროგრამების შეთანხმება – 150 ლარი;

 ტ.პ) ფრენის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პროგრამებში ცვლილებების შეტანა – 75 ლარი;

 ტ.ჟ ) საფრენოსნო-ტექნიკური პერსონალის მომზადების პროგრამების შეთანხმება – 150 ლარი; 

 ტ.რ) საფრენოსნო-ტექნიკური პერსონალის მომზადების პროგრამებში ცვლილებების შეტანა –40 ლარი;

 ტ.ს) საფრენოსნო საექსპლუატაციო სპეციალური დებულებების შეთანხმება – 150 ლარი;

 ტ.ტ) საფრენოსნო საექსპლუატაციო სპეციალურ დებულებებში ცვლილებების შეტანა – 50 ლარი;

 ტ.უ) სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატის და დანართების დუბლიკატების გაცემა – 125 ლარი,

 მე-2 სამუშაო დღეს –200 ლარი;

უ) სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების (სდ) სერტიფიცირება: 

 უ.ა) სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირებაზე განაცხადის შეფასება /სერტიფიკატის გაცემა  – 3750 ლარი;

 უ.ბ) სდ-ის სერტიფიკატის დანართში ცვლილების შეტანა – 75 ლარი ერთი ცვლილება;

 უ.გ) სდ-ის შეჩერებული სერტიფიკატის განახლების განცხადების განხილვა/სერტიფიკატის

 მოქმედების განახლება – 6 000 ლარი;

 უ.დ) სდ-ის პროგრმების ახალი რედაქციის შეთანხმება – 150 ლარი;

 უ.ე) სდ-ის პროგრამაში ცვლილებების შეტანა – 25 ლარი; 

 უ.ვ) სდ-ის სერტიფიკატის დანართის დუბლიკატის გაცემა – 25 ლარი;

 მე-2 სამუშაო დღეს – 50 ლარი;

 უ.ზ )უცხო ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების აღიარება – 250 ლარი; 

 უ.თ) მასწავლებლის მოწმობის გაცემა – 75 ლარი;

 უ.ი) მასწავლებლის მოწმობის დუბლიკატის გაცემა – 25 ლარი;

 მე-2 სამუშაო დღეს – 50 ლარი;

ფ) საფრენოსნო-ტექნიკური პერსონალის მოწმობების ვადის გაგრძელება:

 ფ.ა) ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტის მოწმობის – (თვითმფრინავი, შვეულფრენი)

 მოქმედების ვადის გაგრძელება – 250 ლარი; 

 ფ.ბ)„კომერციული პილოტის მოწმობა“ (თვითმფრინავი, შვეულმფრენი, დირიჟაბლი)

 /მოწმობის მოქმედების ვადის გაგრძელება – 200 ლარი ;

 ფ.გ) მოყვარული პილოტის, აეროსტატის პილოტის და პლანერის პილოტის მოწმობების

 მოქმედების ვადის გაგრძელება – 125 ლარი;

 ფ.დ) აერნაოსნის მოწმობის, ბორტინჟინრის მოწმობის, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის

 მოწმობის მოქმედების ვადის გაგრძელება – 200 ლარი;

 ფ.ე) ბორტრადისტის, ტექნიკური პერსონალის მოწმობის მოქმედების ვადის  გაგრძელება – 125 ლარი;

 ფ.ვ) ბორტგამყოლის მოწმობა, ბორტოპერატორის მოწმობის მოქმედების ვადის  გაგრძელება – 75 ლარი;

ქ) უცხო ქვეყნის მიერ გაცემული საფრენოსნო-ტექნიკური პერსონალის მოწმობების აღიარება:

 ქ.ა) ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტის მოწმობის (თვითმფრინავი, შვეულმფრენი) აღიარება – 500 ლარი; 

 ქ.ბ) „კომერციული პილოტის“ მოწმობის (თვითმფრინავი, შვეულფრენი, დირიჟაბლი) აღიარება – 375 ლარი;

ქ.გ) მოყვარული პილოტის, აეროსტატის პილოტის და პლანერის პილოტის მოწმობების აღიარება – 250 ლარი;

ქ.დ) აერნაოსნის მოწმობის, ბორტინჟინრის მოწმობის, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის მოწმობის აღიარება – 375 ლარი;

 ქ.ე) ბორტრადისტის, ტექნიკური პერსონალის მოწმობის აღიარება –250 ლარი;

 ქ.ვ) ბორტგამყოლის მოწმობა, ბორტოპერატორის მოწმობის აღიარება – 125 ლარი;

 ქ.ზ) ამ პუნქტის „ქ.ა – ქ.ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოწმობებში საკვალიფიკაციო

 აღნიშვნის გაკეთება – 50 ლარი;

ღ) საფრენოსნო-ტექნიკური პერსონალის მოწმობებში საკვალიფიკაციო აღნიშვნის გაკეთება –50 ლარი;

ყ) საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფა:

ყ.ა) ავიასაწარმოების საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პროგრამის განხილვა და

 შეთანხმება – 150 ლარი;

ყ.ბ) ავიასაწარმოების საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფ პროგრამაში ცვლილებების შეტანა – ერთი რევიზია – 25 ლარი;

 ყ.გ) საფრენოსნო საშვის გაცემა – 70 ლარი;

შ) აეროდრომებისა და ვერტოდრომების ტექნიკური მდგომარეობის შეფასება:

 შ.ა) სასერტიფიკაციო დოკუმენტაციის განაცხადის განხილვა/სერტიფიკატის გაცემა:

 შ.ა.ა) აეროდრომებისთვის კოდური ნომრით 1 – 1250 ლარი;

 შ.ა.ბ) აეროდრომებისთვის კოდური ნომრით 2 – 1750 ლარი;

 შ.ა.გ) აეროდრომებისთვის კოდური ნომრით 3 – 12 500 ლარი;

 შ.ა.დ) აეროდრომებისთვის კოდური ნომრით 4 – 25 000 ლარი;

 შ.ა.ე) ვერტოდრომებისთვის – 1250 ლარი;

 შ.ბ) აეროდრომებისა და ვერტოდრომების სერტიფიკატის გამოცვლა/ სერტიფაკატში

 ცვლილებების შეტანა:

 შ.ბ.ა) აეროდრომებისთვის კოდური ნომრით 1 – 350 ლარი;

 შ.ბ.ბ) აეროდრომებისთვის კოდური ნომრით 2 – 450 ლარი;

 შ.ბ.გ) აეროდრომებისთვის კოდური ნომრით 3 – 3 250 ლარი;

 შ.ბ.დ) აეროდრომებისთვის კოდური ნომრით 4 – 6 500 ლარი;

 შ.ბ.ე) ვერტოდრომებისთვის – 350 ლარი;

 შ.გ) აეროდრომებისა და ვერტოდრომების სერტიფიკატის დუბლიკატის გაცემა – 125 ლარი; მე-2 სამუშაო დღეს – 200 ლარი;

 შ.დ) აეროდრომებისა და ვერტოდრომების ტექნიკური მდგომარეობის შეფასება:

 შ.დ.ა) აეროდრომებისთვის კოდური ნომრით 1 – 1250 ლარი წელიწადში;

 შ.დ.ბ) აეროდრომებისთვის კოდური ნომრით 2 – 1250 ლარი წელიწადში;

 შ.დ.გ) აეროდრომებისთვის კოდური ნომრით 3 – 1250 ლარი წელიწადში;

 შ.დ.დ) აეროდრომებისთვის კოდური ნომრით 4 – 1 ლარი მომსახურებული ს.ხ-ის (მხოლოდ აფრენა/დაფრენის ოპერაცია) მაქსიმალური ასაფრენი მასის (MTOW) ყოველ ტონაზე;

 შ.დ.ე) ვერტოდრომებისთვი ს – 1250 ლარი წელიწადში;

 შ.დ.ვ) აეროდრომებზე და აეროდრომისპირა ზონებში შენობა-ნაგებობებისა და ხელოვნური

 დაბრკოლებების განთავსების სიმაღლეების შეთანხმება – 125 ლარი;

 ჩ) ავიასაწვავგამმართველი საწარმოების სერტიფიცირება:

 ჩ.ა) სასერტიფიკაციო დოკუმენტაციის შეფასება/სერტიფიკატის გაცემა – 17500 ლარი;

 ჩ.ბ) სერტიფიკატის გამოცვლა,სერტიფიკატში ცვლილებების შეტანა – 500 ლარი;

 ჩ.გ) სერტიფიკატის დუბლიკატის გაცემა – 125 ლარი;

 მე-2 სამუშაო დღეს – 200 ლარი;

 ჩ.დ)ავიასაწვავგამმართველი საწარმოს ტექნიკური მდგომარეობის შეფასება – 7500 ლარი

 წელიწადში;

ც) სააერნაოსნო მომსახურების მიმწოდებელი საწარმოს (ორგანიზაციიის) სასერტიფიკაციო მომსახურება/განაცხადის შეფასება/სერტიფიცირება – 62 500 ლარი;

ძ) საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემების (მეტეო, რადიოლოკაციური, საკომუნიკაციო, სანავიგაციო საშუალებები, სქემები) აღიარება/ტექნიკური მდგომარეობის შეფასება – 0.1 ლარი მარშრუტზე და მისადგომზე მომსახურებული სხ-ს მაქსიმალური ასაფრენი მასის (MTOW) ყოველ ტონაზე;

წ) სახიფათო ტვირთის გადაზიდვებისას „განთავისუფლების გაცემა“ (საქართველოს ა ეროპორტებში/აეროპ ო რტებიდან დაჯდომისას/გაფრენისას) – 1250 ლარი ყოველი განთავისუფლება;

 ჭ) საავიაციო სატვირთო ტერმინალის სერტიფიკატის გაცემა – 5000 ლარი;

 ჭ.ა) საავიაციო ტერმინალის ტექნიკური მდგომარეობის შეფასება – 5000 ლარი წელიწადში;

 ჭ.ბ)საავიაციო სატვირთო ტერმინალის შეჩერებული სერტიფიკატის მოქმედების ვადის

 აღდგენა - 5000 ლარი.

2. მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”2. ამ წესით დადგენილი მომსახურების საფასური გადაიხდება ეროვნულ ვალუტაში -ლარში.

 3. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ე“ ქვეპუნქტის, „შ“ ქვეპუნქტის „შ.დ.ა-შ.დ.გ“, „შ.დ.ე“ ქვეპუნქტების და „ჩ“ ქვეპუნქტის „ჩ.დ“ ქვეპუნქტის და „ჭ“ ქვეპუნქტის „ჭ.ა“ ქვეპუნქტით წლიურად დადგენილი მომსახურების საფასურის გადახდა წარმოებს თანაბარნაწილად, ყოველი თვის 15 რიცხვამდე.

ბ) „შ“ ქვეპუნქტის „შ.დ.დ“ ქვეპუნქტის და „ძ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდა წარმოებს ყოველი მომდევნო თვის 15 რიცხვამდე, წინა თვის განმავლობაში გაწეული მომსახურებისათვის;”

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი  ი. მატკავა