შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი კვლევით-საგანმანათლებლო პროგრამის დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 30.12.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №226/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016263
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/01/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,800 სიტყვა · ~9 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი კვლევით-საგანმანათლებლო პროგრამის დებულების დამტკიცების თაობაზე p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family-f:'Literaturuly-WB','sans-serif'; text-transform:uppercase;} p.MsoHeading8, li.MsoHeading8, div.MsoHeading8 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family-f:'Literaturuly-WB','sans-serif'; font-weight:bold;} p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family-f:AcadNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:8.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';} a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family-f:'Courier New';} p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif'; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family-f:'Tahoma','sans-serif';} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';} p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';} p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';} p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';} span.BodyTextChar { font-family-f:AcadNusx;} span.HeaderChar { } span.BodyText3Char { } span.BalloonTextChar { font-family-f:'Tahoma','sans-serif';} p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family-f:'Arial','sans-serif';} span.BodyText2Char { } span.CommentTextChar { } span.CommentSubjectChar { font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif';} span.PlainTextChar { font-family-f:'Courier New';} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif';} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.abzacixml0, li.abzacixml0, div.abzacixml0 { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:45.0pt 46.3pt .4pt 48.2pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება № 226/ნ 2011 წლის 30 დეკემბერი ქ. თბილისი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი კვლევით-საგანმანათლებლო პროგრამის დებულების დამტკიცების თაობაზე  „სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გრანტების გაცემის წესის, საგრანტო კონკურსების დებულებებისა და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №131 დადგენილების პირველი მუხლისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე , ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს „შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი კვლევით-საგანამანათლებლო პროგრამის“ დებულება ამ ბრძანების დანართის შესაბამისად. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. დ. შაშკინი დანართი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი კვლევით-საგანამანათლებლო პროგრამის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს დებულება აწესრიგებს კონკურსის გამართვის, გრანტის გაცემისა და პროექტების მონიტორინგის წესს. 2. სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა (შემდგომში – ფონდი) და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) ერთობლივი კვლევით-საგანამანათლებლო პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) მიზანია: ა) გააღრმაოს გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობა და პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე დაეხმაროს ქართველი მაგისტრანტებისა და დოქტორანტების პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას ცენტრში მათი სამეცნიერო სტაჟირების უზრუნველყოფის გზით; ბ) შესაძლებლობა მისცეს ქართველ სტუდენტებს სტაჟირების ფარგლებში ცენტრის სამეცნიერო ინფრასტრუქტურის ბაზაზე განახორციელონ ფუნდამენტური და გამოყენებითი ხასიათის კვლევითი პროექტები (შემდგომში – პროექტი); გ) შესაძლებლობა მისცეს ცენტრს , მოიზიდოს საქართველოს უნივერსიტეტებიდან საუკეთესო სტუდენტები მათი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებისათვის საჭირო კვლევების განსახორციელებლად; დ) საფუძველი ჩაუყაროს ქართველი მაგისტრანტებისა და დოქტორანტების გრძელვადიან თანამშრომლობას იულიხის კვლევითი ცენტრისა და გერმანიის სხვა სამეცნიერო ცენტრების (უნივერსიტეტების, ინსტიტუტების) მეცნიერებთან. 3. პროგრამა გულისხმობს პროექტის დასრულების შემდეგ ქართველი სტუდენტების სამშობლოში დაბრუნებასა და ცენტრში მიღებული ცოდნისა და გ ამოცდილების გამოყენებას საქართველოს სამეცნიერო პოტენციალის ასამაღლებლად. 4 . პროგრამა ითვალისწინებს ერთობლივი საგრანტო კონკურსის (შემდგომში – კონკურსი) საფუძველზე პროექტების დაფინანსებას ცენტრში წარმოდგენილ შემდეგ სამეცნიერო სფეროებში: ა) მათემატიკური მეცნიერებები; ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიები; გ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; დ) საინჟინრო მეცნიერებები; ე) სიცოცხლის შემსწავლელი და სამედიცინო მეცნიერებები. 5 . ფონდის გენერალურ დირექტორს ენიჭება უფლებამოსილება ხელი მოაწეროს ფონდსა და ცენტრს შორის ერთობლივი კვლევით-საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ შეთანხმებას.     მუხლი 2🔗. საგრანტო კონკურსის ადმინისტრირება 1. კონკურსს ადმინისტრირებას უწევს ფონდი და ცენტრი . 2. ფონდი და ცენტრი კონკურსის გამოცხადებასთან დაკავშირებით უზრუნველყოფენ: ა) კონკურსის გამართვისა და საკონკურსო განაცხადების მიღების ვადების დადგენას; ბ) ცენტრსა და ფონდს შორის ურთიერთშეთანხმებით განსაზღვრული რაოდენობის გამარჯვებული საკონკურსო განაცხადების გამოვლენასა და ერთობლივ დაფინანსებას. 3. ფონდი უზრუნველყოფს: ა) კონკურსის საჯაროდ გამოცხადებას; ბ) ქართველ მაგისტრანტთა/დოქტორანტთა საკონკურსო განაცხადების მიღებას; გ) საკონკურსო განაცხადების შეფასებას დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ შემუშავებული და ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით დამტკიცებული შეფასების კრიტერიუმების მიხედვით; დ) საკონკურსო კომისიის შექმნას, რომლის მიზანია დაფინანსების კანდიდატთა პირველადი სიის შედგენა; ე) დაფინანსების კანდიდატთა პირველადი სიის ცენტრში გაგზავნას; ვ ) ცენტრის მიერ შერჩეული გამარჯვებული პროექტების ფონდის სამეცნიერო საბჭოზე დამტკიცებას; ზ) გამარჯვებულ კონკურსანტებთან საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმებასა და პროექტების მონიტორინგს დადგენილი წესის შესაბამისად.     მუხლი 3🔗. სუბიექტები 1. საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებლად საკონკურსო განაცხადს ამზადებენ და ფონდში წარადგენენ კონკურსის გამოცხადების დღისათვის 30 წლამდე ასაკის: ა) მაგისტრანტები, რომლებიც ჩაატარებენ სამაგისტრო პროგრამისთვის საჭირო კვლევას ამ დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული სამეცნიერო მიმართულებებით; ბ) დოქტორანტები, რომლებიც ჩაატარებენ სადოქტორო პროგრამისათვის საჭირო კვლევას პირველი მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნულ სამეცნიერო მიმართულებებით.     მუხლი 4🔗. პროექტების ფორმატი და საგრანტო დაფინანსება 1. პროგრამა ითვალისწინებს ყოველწლიურად არა უმეტეს სამი მაგისტრანტისა და და არა უმეტეს სამი დოქტორანტის სტაჟირების დაფინანსებას. 2. მაგისტრანტისათვის დაფინანსებული სტაჟირების ხანგრძლივობა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მისი სამაგისტრო პროგრამის კურიკულუმს. 3. დოქტორანტებისათვის დაფინანსებული სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება 3 წლამდე ვადით მომდევნო 6-თვიანი გაგრძელების შესაძლებლობით. ვადის გაგრძელება შეთანხმებული უნდა იყოს ფონდსა და ცენტრ ს შორის და უნდა ეფუძნებოდეს გამგზავნი უნივერსიტეტისა და მიმღები კვლევითი ინსტიტუტის ოფიციალურ მოთხოვნას. ცენტრში კვლევითი სტაჟირების ჯამური ხანგრძლივობა არ უნდა იყოს წელიწადში 8 თვეზე ან/და სემესტრში 4 თვეზე ნაკლები. 4. კონკურსის მონაწილეებს ცენტრში უნდა ჰყავდეთ სტაჟირების სამეცნიერო ხელმძღვანელი. 5. პროექტის ბიუჯეტი შესაძლოა ითვალისწინებდეს შემდეგ მუხლებს / ხარჯვით კატეგორიებს : ა) საერთაშორისო მგზავრობის ხარჯები ; წელიწადში მაქსიმუმ ორ ორმხრივ მგზავრობას საქართველოსა და გერმანიას შორის, რასაც აანაზღაურებს ფონდი; ბ) სამოგზაურო ხარჯები, რომელიც დაფარავს ევროკავშირის ფარგლებში წელიწადში ერთ მოგზაურობას სამაგისტრო/სადოქტორო თემასთან შინაარსობრივად მჭიდროდ დაკავშირებულ სამეცნიერო ღონისძიებაზე დასასწრებად, რასაც აანაზღაურებს ცენტრი;  გ)  ცენტრში ყოფნის პერიოდში ყოველთვიური ფიქსირებული სტიპენდია, რომელიც დაფარავს საცხოვრებელი ბინის, დაზღვევის, შიდა ტრანსპორტირების, კვებისა და სხვა ხარჯებს.  6. ცენტრში ყოფნის პერიოდში ყოველთვიური ანაზღაურება (სტიპენდია) შეადგენს 900 (ცხრაას) ევროს მაგისტრანტებისათვის, ხოლო 1400 (ათას ოთხას) ევროს – დოქტორანტებისათვის. ი მ შემთხვევაში, თუ სტაჟირების პერიოდი შეიცავს არასრულ თვეს, აღნიშნული პერიოდის სტიპენდია დაანგარიშებული უნდა იქნეს ფიქსირებული თვიური სტიპენდიის პროპორციულად (მაგისტრანტებისთვის დღეში - 30 ევრო, დოქტორანტებისთვის – დღეში 46 ევრო). 7. ყოველთვიური ანაზღაურების (სტიპენდიის) 70%-ს ფარავს ცენტრი, ხოლო 30%-ს – ფონდი. 8. ფონდი საგრანტო დაფინანსებას უზრუნველყოფს 6-თვიანი ტრანშების სახით.     მუხლი 5🔗. საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა 1. ფონდში საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესითა და ვადების დაცვით. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ საკონკურსო დოკუმენტაცია ფონდში აღარ მიიღება. 2. ფონდი უფლებამოსილია კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე კონკურსიდან მოხსნას საკონკურსო განაცხადები, რომლებიც არ შეესაბამება კონკურსის მიზნებისათვის დადგენილ მოთხოვნებს, არასრულყოფილია ან შეიცავს ყალბ ინფორმაციას. 3. ფონდი არ ანაზღაურებს საკონკურსო განაცხადების მომზადებისა და წარდგენისათვის გაწეულ ხარჯებს.     მუხლი 6🔗. კონკურსის ეტაპები კონკურსის ძირითადი ეტაპებია: ა) კონკურსის გამოცხადება; ბ) საკონკურსო განაცხადების ფონდში წარმოდგენა; გ) შემოსული საკონკურსო განაცხადების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა; დ) საკონკურსო განაცხადების ქულობრივი შეფასება დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ; ე) დაფინანსების კანდიდატთა პირველადი სიის შედგენა საკონკურსო კომისიის მიერ და ფონდის მიერ ამ სიის ცენტრში გაგზავნა; ვ) ცენტრის მიერ დაფინანსების კანდიდატთა პირველადი სიიდან გამარჯვებულთა შერჩევა; ზ) გამარჯვებული პროექტების დამტკიცება ფონდის სამეცნიერო საბჭოს მიერ; თ )  გამარჯვებულ კონკურსანტებთან საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება.     მუხლი 7🔗. პროექტების შეფასება პროექტების დასაფინანსებლად შერჩევა მოიცავს სამ საფეხურს: ა) თითოეული პროექტი შეფასდება არანაკლებ ორი დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით 100-ქულიანი სისტემით; ბ) საკონკურსო კომისიის მიერ დაფინასების კანდიდატთა პირველადი სიის შედგენა, რომელიც შედგება 80 და უფრო მეტი ქულის მქონე აპლიკანტებისგან; პირველადი სია შეიცავს არა უმეტეს ექვსი მაგისტრანტისა და არა უმეტეს ექვსი დოქტორანტის კანდიდატურას; გ) ცენტრის მიერ დაფინასების კანდიდატთა პირველადი სიიდან გამარჯვებულების შერჩევა.     მუხლი 8🔗. ინტერესთა კონფლიქტი 1. არ შეიძლება გამარჯვებულთა დამტკიცების პროცესში მონაწილეობდეს და ექსპერტი ან კომისიის წევრი იყოს სამეცნიერო საბჭოს ის წევრი: ა) რომელიც არის კონკურსის მონაწილეების სამეცნიერო ხელმძღვანელი, აქვს საერთო პუბლიკაცია კონკურსის მონაწილეებთან ან მონაწილეობდა მათ თან ერთსა და იმავე სამეცნიერო– კვლევით პროექტში ან მუშაობს ერთსა და იმავე სტრუქტურულ ერთეულში ( ფაკულტეტი, ინსტიტუტი, დეპარტამენტი); ბ) რომელმაც შესაძლოა მიიღოს პროფესიული, ფინანსური ან პირადი სარგებელი აპლიკანტის გამარჯვების ან დამარცხების შემთხვევაში; გ) რომელსაც აქვს აპლიკანტთა თემატიკის ან კვლევის მეთოდიკის შესახებ აპლიკანტებისაგან ფუნდამენტურად განსხვავებული პოზიცია; დ) რომელიც თვითონ არის დაინტერესებული მხარე, კონკურსში მონაწილე დაინტერესებული მხარის ნათესავია, კონკურსში მონაწილე დაინტერესებული მხარის წარმომადგენელია, იყო ექსპერტი მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, შრომით ურთიერთობაშია კონკურში მონაწილე დაინტერესებულ მხარესთან. 2 . ამ დებულების მიზნებისათვის ნათესავად ჩაითვლება: ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი; ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი; გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა; დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები. 3.  სამეცნიერო საბჭოს წევრი, ექსპერტი და კომისიის წევრი ვალდებულია სამეცნიერო საბჭოს/ ფონდის გენერალურ დირექტორს ოფიციალურად აცნობოს ამ მუხლში აღნიშნული გარემოებისა და თვითაცილების შესახებ. 4. იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია ექსპერტის/კომისიის წევრის ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ფონდისთვის ცნობილი გახდება დასაფინანსებლად შერჩეული აპლიკანტების სამეცნიერო საბჭოს მიერ დამტკიცებამდე, ფონდი უფლებამოსილია იმსჯელოს ექსპერტის/კომისიის წევრის მიერ გაკეთებული შეფასების გაუქმებასთან დაკავშირებით.     მუხლი 9🔗. საგრანტო ხელშეკრულება ფონდი უზრუნველყოფს საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმებას კონკურსის გამარჯვებულებთან.     მუხლი 10🔗. კვლევის შესრულების მონიტორინგი 1. ფონდი ახორციელებს პროექტის შესრულების მონიტორინგს თავის მიერ დადგენილი პერიოდულობით; პროექტის მონიტორინგი მოიცავს ფინანსურ და პროგრამულ ნაწილს. 2. ფინანსური მონიტორინგი გულისხმობს საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში ფონდის მიერ გადარიცხული თანხების ხარჯვის შესაბამისობის დადგენას ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვასთან. 3. ფინანსური მონიტორინგის დროს ფონდი: ა) ახორციელებს საგრანტო ხელშეკრულების ფინანსურ კონტროლს ფონდის მიერ დამტკიცებული ანგარიშის ფორმების შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის საფუძველზე, რაზეც ადგენს შესაბამის განხილვის აქტს. ბ) ეყრდნობა მაგისტრანტის/დოქტორანტის მიერ წარმოდგენილ საგრანტო სახსრების ხარჯვის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, რომლებიც წარმოდგენილ უნდა იქნეს ასლების ან/და ელექტრონული (დასკანერებული) სახით; გ) მაგისტრანტის/დოქტორანტის მიერ წარმოდგენილ ანგარიშზე ადგენს განხილვის აქტს, რომელშიც აისახება საანგარიშო პერიოდში ავანსის სახით გადარიცხული თანხის ხარჯვის შესაბამისობა საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვასთან. 4. ფინანსური მონიტორინგისას: ა) მიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება – საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვის ძირითადი ხარჯვითი კატეგორიის ფარგლებში განხორციელებული ხარჯი, თუ იგი მიეკუთვნება ამ ხარჯვით კატეგორიას; ბ) არამიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება – საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვით გაუთვალისწინებელი ხარჯი. აღნიშნული ხარჯი ექვემდებარება მიზნობრივ საგრანტო ანგარიშზე დაბრუნებას; გ) ნაშთად ჩაითვლება – საანგარიშო პერიოდში გაუხარჯავი რესურსი, რომელიც შესაძლოა გაიხარჯოს მომდევნო საანგარიშო პერიოდებში. 4. პროგრამული მონიტორინგი გულისხმობს მაგისტრანტის/დოქტორანტის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ამოცანების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის შემოწმებას. პროგრამული მონიტორინგის განხორციელებისას ფონდი ეყრდნობა მაგისტრანტის/დოქტორანტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს. პროგრამული მონიტორინგის განსახორციელებლად მაგისტრანტის/დოქტორანტის ფონდს წარმოუდგენს მიმღები კვლევითი ინსტიტუტიდან სტაჟირების სამეცნიერო ხელმძღვანელის ოფიციალურ წერილს სტაჟირების პერიოდში ჩატარებული კვლევის შესახებ. 5. გრანტის გამცემი არ არის უფლებამოსილი თავად შეაფასოს დასრულებული საგრანტო პროექტის სამეცნიერო ღირებულება და არ არის პასუხისმგებელი საგრანტო პროექტის ფარგლებში მიღებულ შედეგზე.