საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
მუხლი 1
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ეჭვმიტანილად ცნობის შემდეგ მოითხოვოს უფასო სამედიცინო შემოწმება და შესაბამისი წერილობითი დასკვნა, აგრეთვე სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად, რაც დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს. ექსპერტიზის დანიშვნაზე უარი შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც საჩივარი განიხილება მიღებიდან 24 საათის განმავლობაში.“.
2. 84-ე მუხლის მე-3 ნაწილის:
ა) „კ“ ქვეპუნქტში სიტყვები “ეჭვმიტანილის სახით პირის დაკითხვის“ შეიცვალოს სიტყვებით „პირის ეჭვმიტანილად ცნობის“;
ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) გაეცნოს დადგენილებებსა და ოქმებს დაკავებისა და დაპატიმრების შესახებ, ყველა იმ საგამოძიებო მოქმედების ოქმს, რომელთა ჩატარებაშიც მონაწილეობდა ის ან მისი დასაცავი პირი, საქმის მასალებს, რომლებიც ადასტურებს დაკავებისა და დაპატიმრების საჭიროებას, დადგენილებას ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და ექსპერტიზის დასკვნას;“;
გ) „ფ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ“ ქვეპუნქტი:
„ქ) პირისათვის ბრალდების წაყენებისა და პირველი დაკითხვის შემდეგ გაეცნოს საქმის ყველა მასალას;“;
დ) „ქ“ ქვეპუნქტი ჩაითვალოს „ღ“ ქვეპუნქტად.
3. 242-ე მუხლის:
ა) პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) ექსპერტიზის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილება (73-ე მუხლი).“;
ბ) მე-3 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „თუ გავიდა 239-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადა, მაგრამ საჩივარზე პროკურორს პასუხი არ გაუცია“
4. 290-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში სიტყვები „ცნობისა და“ შეიცვალოს სიტყვით „ცნობის,“, ხოლო სიტყვის „დაუშვებლობის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და აღძრული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის“.
5. 305-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:
„5. მოწმის თხოვნით დაკითხვას ესწრება მისი ადვოკატი. ადვოკატის გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას.“.
6. 681-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 ნაწილი:
„6. 84-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2002 წლის 1 იანვრიდან.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
2001 წლის 20 ივნისი.
№980–IIს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 20.06.2001.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 20.06.2001. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №980. სარეგისტრაციო კოდი — 090.000.000.05.001.000.952.
- სად არის „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.06.2001 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“, №980, 20.06.2001, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.000.952 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.06.2001). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/15484/