„გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№22
სარეგისტრაციო კოდი
010240060.21.014.016029
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/01/2012

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №22

2011 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებ ით (ვებპორტალი, 08.04.2011) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ თავდაცვასთან, უშიშროებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებული შესყიდვების განხორციელების შემთხვევაში 20 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სახელმწიფო შესყიდვისას.“.

2. მე-11 მუხლის

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. შემსყიდველი ორგანიზაცია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უფლებამოსილია განსაზღვროს მოთხოვნებ ი, რომელ თა ც უნდა აკმაყოფილებდეს შესყიდვის ობიექტი,პრეტენდენტთა ტექნიკური დოკუმენტაცია და საკვალიფიკაციო მონაცემები ს დამადასტურებელი დოკუმენტები, ამ მუხლის მე-4 პუნქტის გათვალისწინებით.“;

 ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „4. საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის მოთხოვნები შეიძლება დაწესებულ იქნეს პრეტენდენტთა მდგომარეობის/საქმიანობის სამართლებრივ მხარესთან დაკავშირებით (სარეგისტრაციო მონაცემები, უფლებრივი შეზღუდვები, არსებული ფინანსური და სხვა სახის ვალდებულებები და სხვ.). ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში, კონკრეტული შესყიდვის თავისებურებიდან გამომდინარე, სატენდერო დოკუმენტაცია შესაძლებელია არ შეიცავდეს პრეტენდენტის მიერ საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის მოთხოვნას. გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების მოთხოვნა ხდება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში და უნდა იყოს დასაბუთებული სატენდერო დოკუმენტაციაში, ხოლო მათი რაოდენობა – შესაძლოდ მინიმალური, კონკრეტული შესყიდვის თავისებურებათა გათვალისწინებით.“.

3. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) თუ ის არის ამ წესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გამარჯვებული პრეტენდენტი და არ წარმოადგენს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიას, უარს აცხადებს ხელშეკრულების დადებაზე ან/და სხვაგვარად გამოხატავს უარს ხელშეკრულების დადებაზე;“.

4. მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-13 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,13. საქართველოს თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს ამ მუხლის მე-7პუნქტით და ამ წესის 21-ე მუხლი ს პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნ ები ს გავრცელების საკითხი ან/და მათგან განსხვავებული პირობები, იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის/მიმწოდებლის აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს მართავს/ფლობს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ან/და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაცია.“.

5. 26-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. პრეისკურანტში ავტოსტრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნული ერთეულის ფასი მისი შესყიდვის აუცილებლობისას, დგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში ავტოსტრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების რომელიმე ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს თავდაპირველად დადებული ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ს.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ტ. ურჯუმელაშვილი