⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.08.2016)

ორეტაპიანი გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.12.2011
ძალაში შესვლა 15.02.2012
ძალის დაკარგვა 01.08.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
ნომერი №24
სარეგისტრაციო კოდი 010240060.21.014.016031
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/01/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,406 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.12.2011 მიღება
15.02.2012 ძალაში შესვლა
01.08.2016 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (5)
1 66100000
2 79100000
3 79200000
4 79600000
5 80500000
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)

დოკუმენტის ტექსტი

ორეტაპიანი გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-autospace:none; font-size:16.0pt; font-family-f:GrigoliaMtavr; color:navy; font-weight:bold;} a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family-f:'Courier New';} p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';} p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif'; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:8.0pt; font-family-f:'Tahoma','sans-serif';} p.MsoRMPane, li.MsoRMPane, div.MsoRMPane {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';} span.CommentTextChar { font-family-f:'Times New Roman','serif';} p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family-f:'Arial','sans-serif';} span.BalloonTextChar { font-family-f:'Tahoma','sans-serif';} span.HeaderChar { font-family-f:'Times New Roman','serif';} span.FooterChar { font-family-f:'Times New Roman','serif';} span.CommentSubjectChar { font-family-f:'Times New Roman','serif'; font-weight:bold;} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-family-f:SPLiteraturuly;} span.BodyTextChar { font-family-f:GrigoliaMtavr; color:navy; font-weight:bold;} p.font5, li.font5, div.font5 { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif';} p.font6, li.font6, div.font6 { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:11.0pt; font-family-f:'Verdana','sans-serif';} p.xl63, li.xl63, div.xl63 { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:11.0pt; font-family-f:'Arial','sans-serif';} p.xl64, li.xl64, div.xl64 { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:11.0pt; font-family-f:AcadNusx;} p.xl65, li.xl65, div.xl65 { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif';} p.xl66, li.xl66, div.xl66 { margin-right:0in; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family-f:AcadNusx; font-weight:bold;} p.xl67, li.xl67, div.xl67 { margin-right:0in; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family-f:'Arial','sans-serif'; font-weight:bold;} p.xl68, li.xl68, div.xl68 { margin-right:0in; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';} p.xl69, li.xl69, div.xl69 { margin-right:0in; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family-f:'Arial','sans-serif';} p.xl70, li.xl70, div.xl70 { margin-right:0in; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';} p.xl71, li.xl71, div.xl71 { margin-right:0in; margin-left:0in; border:none; padding:0in; font-size:11.0pt; font-family-f:'Arial','sans-serif';} p.xl72, li.xl72, div.xl72 { margin-right:0in; margin-left:0in; border:none; padding:0in; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif';} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif';} span.PlainTextChar { font-family-f:'Courier New';} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold; font-style:italic;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} span.color-1 {} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif';} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.5in 49.5pt 1.0in .5in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება № 24 2011 წლის 29 დეკემბერი ქ. თბილისი ორეტაპიანი გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ  „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 20​3 მუხლისა და 24-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე , ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული ,, ორეტაპიანი გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ა და ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი “. 2. ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 15 თებერვლიდან. ტ . ურჯუმელაშვილი ორეტაპიანი გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ა და ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი მუხლი 1🔗 . ზოგადი დებულებები 1. ორეტაპიანი გამარტივებული ელექტრონული ტენდერის და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) 20​3 მუხლისა და 24-ე მუხლის მე -10 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და განსაზღვრავს ორეტაპიანი გამარტივებული ელექტრონული ტენდერის და ელექტრონული ტენდერის (შემდგომში – ორეტაპიანი ტენდერი) ჩატარების სამართლებრივ საფუძვლებს, წესსა და პირობებს. 2. ორეტაპიანი ტენდერის ჩატარებისათვის გამოიყენება კანონმდებლობით დადგენილი ნორმები, თუ ამ წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 3. ეს წესი ვრცელდება იმ სახელმწიფო შესყიდვის ობიექტებზე, რომელთა კლასიფიკატორის პირველი სამი ციფრი ემთხვევა დანართი №1 -ში მითითებული კლასიფიკატორის დანაყოფების კოდებს. 4. ორეტაპიანი ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერისათვის დადგენილი მონეტარული ზღვრების შესაბამისად. 5. ორეტაპიანი ტენდერი მოიცავს ორ ეტაპს. პირველ ეტაპზე ხდება მიმწოდებლის ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენა სატენდერო განცხადებითა და სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ ტექნიკურ მოთხოვნებთან, რის შემდეგაც ხორციელდება შესყიდვის ობიექტის ხარისხის შეფასება. მეორე ეტაპი მოიცავს ელექტრონული ვაჭრობის დამატებით რაუნდებს.     მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ტენდერის ტიპი – ორეტაპიანი გამარტივებული ელექტრონული ტენდერი ან ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერი; ბ) შეფასების კრიტერიუმი – შესყიდვის ობიექტის ხარისხი და სატენდერო წინადადების ფასი ; გ) ტექნიკური შესაბამისობის დადგენა – ორეტაპიანი ტენდერის პირველ ეტაპზე შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მიმწოდებლის ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო განცხადებასთან და სატენდერო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენა, რომლის დროსაც, საჭიროების შემთხვევაში, ხდება ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტება ; დ) ხარისხის შეფასება – ორეტაპიანი ტენდერის პირველი ეტაპის პერიოდი, რომლის დროსაც შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ხდება შესყიდვის ობიექტის ხარისხის შეფასება შესაბამისი ქულის მინიჭებით . ქულის მინიჭება ხდება სისტემის მეშვეობით. 2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ კანონმდებლობაში, თუ ორეტაპიანი ტენდერის თავისებურებათა გათვალისწინებით ამ წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.     მუხლი 3🔗. ორეტაპიანი ტენდერის გამოცხადება 1. კანონმდებლობით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, სატენდერო განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) მითითებას ორეტაპიანი ტენდერის შესახებ; ბ) შეფასების კრიტერიუმებს და მათთვის მინიჭებულ პრიორიტეტს. 2. დაუშვებელია სატენდერო განცხადებაში ტენდერის ტიპის შეცვლა. 3. შემსყიდველი ორგანიზაცია, სისტემის მეშვეობით სატენდერო განცხადებაში უთითებს შეფასების კრიტერიუმებს და თითოეული შეფასების კრიტერიუმისთვის მინიჭებულ პრიორიტეტს პროცენტული გამოსახვით, რაც გამოიყენება ორეტაპიან ტენდერში გამარჯვებულის გამოსავლენად.     მუხლი 4🔗. ელექტრონული გარანტია ელექტრონული გარანტიის მოქმედების ვადა უნდა განისაზღვროს: ა) ორეტაპიანი გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში – არანაკლებ 60 კალენდარული დღით , ტენდერისთვის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭებიდან; ბ) ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში – არანაკლებ 120 კალენდარული დღით , ტენდერისთვის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭებიდან.     მუხლი 5🔗. სატენდერო წინადადების წარდგენა  1. სატენდერო წინადადების წარდგენა ხდება პირველ ეტაპზე ამ წესის შესაბამისად.  2. სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს ტექნიკურ დოკუმენტაციას და სატენდერო წინადადების ფასს. სატენდერო წინადადების ფასი მიმწოდებლის მიერ უნდა მიეთითოს მხოლოდ სისტემის შესაბამის ველში. ხარისხის შეფასების დასრულებამდე, სატენდერო წინადადების ფასი სისტემაში ხელმისაწვდომია მხოლოდ მისი წარმდგენი მიმწოდებლისათვის. სატენდერო წინადადების ფასის შეცვლა დაუშვებელია ელექტრონული ვაჭრობის დამატებითი რაუნდების დაწყებამდე.  3. მიმწოდებლის მიერ ტექნიკურ დოკუმენტაციაში სატენდერო წინადადების ფასის მითითება გამოიწვევს ასეთი მიმწოდებლის დისკვალიფიკაციას.     მუხლი 6🔗. ტექნიკური შესაბამისობის დადგენა 1. სატენდერო წინადადების წარდგენისათვის დადგენილი დროის ამოწურვის შემდეგ, შემსყიდველმა ორგანიზაციამ კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა მოახდინოს ყველა მიმწოდებლის ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან ტექნიკური შესაბამისობის დადგენა, რომლის დროსაც, საჭიროების შემთხვევაში, ხდება ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტება. 2. მიმწოდებლის ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან ტექნიკური შესაბამისობის დადგენის შემდეგ, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შესაბამისი სისტემური ღილაკის მეშვეობით ხდება იმ მიმწოდებლის დისკვალიფიკაცია, რომელიც ვერ აკმაყოფილებს სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს, ხოლო შესაბამისი სისტემური ღილაკის მეშვეობით ხარისხის შეფასებაზე დაიშვება ის მიმწოდებელი, რომელიც აკმაყოფილებს სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს.     მუხლი 7🔗. ხარისხის შეფასება 1. ტექნიკური შესაბამისობის დადგენის შემდეგ, იწყება ხარისხის შეფასება, რომლის დროსაც შემსყიდველი ორგანიზაცია აფასებს მიმწოდებლის სატენდერო წინადადებით გათვალისწინებულ შესყიდვის ობიექტს. 2. სატენდერო წინადადების შეფასება ხდება სატენდერო კომისიის თითოეული წევრის მიერ ცალ -ცალკე, შესაბამისი ქულის მინიჭებით. აღნიშნული ქულების საშუალო არითმეტიკულის პრინციპით გამოყვანილი საბოლოო ქულა უნდა მიეთითოს სისტემის შესაბამის ველში. აღნიშნულის შედეგად სისტემა დანართი №2 -ში მოცემული ორეტაპიანი ტენდერის ფორმულის (შემდგომში – ფორმულა) მეშვეობით განალაგებს საუკეთესო სატენდერო წინადადების მქონე მიმწოდებლებს შეფასების კრიტერიუმების მიხედვით.     მუხლი 8🔗. ელექტრონული ვაჭრობა 1. ხარისხის შეფასების დასრულებისთანავე იწყება ორეტაპიანი ტენდერის მეორე ეტაპი. მეორე ეტაპის დაწყებისთანავე პირველი ეტაპის შედეგები სისტემაში ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის. 2. ორეტაპიანი ტენდერის მეორე ეტაპის დაწყებიდან მე -3 სამუშაო დღეს ტარდება ელექტრონული ვაჭრობის დამატებითი 3 რაუნდი. 3.  პირველ რაუნდში მიმწოდებლის მიერ წინადადების ფასის წარდგენის რიგითობა განისაზღვრება ფორმულით გათვალისწინებული რანჟირების კოეფიციენტის ( SC) მეშვეობით . ყოველ რაუნდში პირველ შეთავაზებას აკეთებს ის მიმწოდებელი , რომელ ს აც ყველაზე დაბალი რანჟირების კოეფიციენტი მიენიჭა ხარისხის შეფასების ან წინა რაუნდის შედეგად, ხოლო ბოლო შეთავაზებას აკეთებს ის მიმწოდებელი, რომელსაც ყველაზე მაღალი რანჟირების კოეფიციენტი მიენიჭა ხარისხის შეფასების ან წინა რაუნდის შედეგად. 4. ელექტრონული ვაჭრობის დამატებითი რაუნდების დროს სისტემა მიმწოდებელს აჩვენებს წინადადების ფასის იმ ოდენობას, რომლის დაკლებაც აუცილებელია რანჟირების კოეფიციენტის გასაუმჯობესებლად. 5. ელექტრონული ვაჭრობის დასრულების შემდეგ, ორეტაპიანი ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვის მომდევნო პროცედურები ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. დანართი № 1 ორეტაპიანი გამარტივებული ელექტრონული ტენდერის და ელექტრონული ტენდერის შესყიდვის ობიექტები კლასიფიკატორის დანაყოფების კოდების მიხედვით 1 66100000 საბანკო და საინვესტიციო მომსახურებები 2 79100000 იურიდიული მომსახურებები 3 79200000 საბუღალტრო, აუდიტორული და ფისკალური მომსახურებები 4 79600000 რეკრუტირება 5 80500000 სატრენინგო მომსახურებები დანართი №2 ორეტაპიანი ტენდერის ფორმულა PR = ( max (SC )– Q*r/R) * A/P SC = P*S/A + Q*r/R WP = A – PR სადაც, P = სატენდერო წინადადების ფასის პრიორიტეტი Q = ხარისხის პრიორიტეტი R = ხარისხის მაქსიმალური ქულა r = მიღებული ხარისხი A = შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება S = ეკონომია SC= რანჟირების კოეფიციენტი PR =მომგებიანი კოეფიციენტი WP =მომგებიანი შეთავაზება