ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 29.12.2011
ძალის დაკარგვა 04.12.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
ნომერი №25
სარეგისტრაციო კოდი 010240060.21.014.016032
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/01/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,755 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.12.2011 მიღება
04.12.2014 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-autospace:none; font-size:16.0pt; color:navy; font-weight:bold;} a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; } p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; } p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:8.0pt; } p.MsoRMPane, li.MsoRMPane, div.MsoRMPane {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; text-autospace:none; font-size:11.0pt; } span.CommentTextChar { } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } span.BalloonTextChar { } span.HeaderChar { } span.FooterChar { } span.CommentSubjectChar { font-weight:bold;} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; } span.BodyTextChar { color:navy; font-weight:bold;} p.font5, li.font5, div.font5 { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:11.0pt; } p.font6, li.font6, div.font6 { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:11.0pt; } p.xl63, li.xl63, div.xl63 { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:11.0pt; } p.xl64, li.xl64, div.xl64 { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:11.0pt; } p.xl65, li.xl65, div.xl65 { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:11.0pt; } p.xl66, li.xl66, div.xl66 { margin-right:0in; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.xl67, li.xl67, div.xl67 { margin-right:0in; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.xl68, li.xl68, div.xl68 { margin-right:0in; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; } p.xl69, li.xl69, div.xl69 { margin-right:0in; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; } p.xl70, li.xl70, div.xl70 { margin-right:0in; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; } p.xl71, li.xl71, div.xl71 { margin-right:0in; margin-left:0in; border:none; padding:0in; font-size:11.0pt; } p.xl72, li.xl72, div.xl72 { margin-right:0in; margin-left:0in; border:none; padding:0in; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } span.PlainTextChar { } p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} span.color-1 {} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:49.5pt 49.5pt 1.0in .5in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება № 25 2011 წლის 29 დეკემბერი ქ. თბილისი ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 20​2 მუხლისა და 24-ე მუხლის მე-10 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული „ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესი და პირობები“. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ტ . ურჯუმელაშვილი ნავთობპროდუქციის (საწვავის)კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების                                                     წესი და პირობები       მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები  1. ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესი და პირობები (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) 20​2 მუხლისა და 24-ე მუხლის მე-10 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და განსაზღვრავს ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების სამართლებრივ საფუძვლებს, წესსა და პირობებს, ასევე ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად გამოვლენილ საუკეთესო სატენდერო წინადადების მქონე მიმწოდებელთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებულ საკითხებს.  2. ეს წესი ვრცელდება მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებული შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით ნავთობპროდუქციის (საწვავის) (შემდგომში – საწვავი) სახელმწიფო შესყიდვაზე.  3. ეს წესი შემსყიდველ ორგანიზაციებს არ ზღუდავს, რომ საწვავის სახელმწიფო შესყიდვის განსახორციელებლად გამოიყენონ კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვის სხვა საშუალებები.  4. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.     მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებანი  1. ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:  ა) დისქაუნთი – მიმწოდებლის საცალო რეალიზაციის ქსელში 1 ლიტრი შესაბამისი მარკის საწვავის ფასზე შემოთავაზებული ფასდაკლების ოდენობა. დისქაუნთი შეიძლება გავრცელდეს მიმწოდებლის საცალო რეალიზაციის ქსელში არსებული საწვავის ყველა ან ცალკეულ მარკაზე. მიმწოდებლის სატენდერო წინადადებაში დაფიქსირებული დისქაუნთი შეიძლება განსხვავებული იყოს საწვავის მარკის მიხედვით;  ბ) საუკეთესო სატენდერო წინადადება – ნებისმიერი მიმწოდებლის წინადადება, რომლის დისქაუნთი მის საცალო რეალიზაციის ქსელში არსებული საწვავის ყველა ან ცალკეულ მარკაზე არანაკლებ 3 (სამი) თეთრია და აკმაყოფილებს ამ წესითა და სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს;  გ) სატენდერო კომისია – საქართველოს მთავრობის განკარგულებით საწვავის კონსოლიდირებულ ტენდერში საუკეთესო სატენდერო წინადადების გამოვლენის მიზნით შექმნილი სატენდერო კომისია;  დ) საწვავის მიწოდების ძირითადი პირობები – თითოეული საუკეთესო სატენდერო წინადადების მქონე მიმწოდებლის მიერ სატენდერო დოკუმენტაციისა და თავისი სატენდერო წინადადების საფუძველზე საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით აღებული ვალდებულება. საწვავის მიწოდების ძირითადი პირობები მტკიცდება სატენდერო კომისიის მიერ და ქვეყნდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა (შემდგომში – სააგენტო) და შესაბამისი მიმწოდებლის ოფიციალურ ვებგვერდებზე.  2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც კანონში, თუ კონსოლიდირებული ტენდერის თავისებურებათა გათვალისწინებით ამ წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.      მუხლი 3🔗. ინტერესთა კონფლიქტი  სატენდერო წინადადების განხილვასა და კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით საუკეთესო სატენდერო წინადადების მქონე მიმწოდებლის გამოვლენაზე ვრცელდება კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული დებულებები.      მუხლი 4🔗. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარება  1. კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის შემუშავებას და მათ გამოქვეყნებას სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.procurement.gov.ge ) უზრუნველყოფს სააგენტო.  2. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებისათვის საჭირო ორგანიზაციული პროცედურების განხორციელებას უზრუნველყოფს სააგენტო.  3. კონსოლიდირებულ ტენდერში საუკეთესო სატენდერო წინადადების გამოვლენა და საწვავის მიწოდების ძირითადი პირობების დამტკიცება ხდება სატენდერო კომისიის მიერ.  4. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს პროცედურების გამჭვირვალობა და მიმწოდებლების მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომა.  5. სატენდერო წინადადების შეფასება და საუკეთესო სატენდერო წინადადების მქონე მიმწოდებლის გამოვლენა ხდება ამ წესისა და სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პრინციპების დაცვით.      მუხლი 5🔗. სატენდერო მოთხოვნები და სატენდერო დოკუმენტაცია  1. კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლია მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მიმწოდებლად რეგისტრირებულ მომხმარებელს, რომელსაც გადახდილი აქვს კანონის 19​1 მუხლით დადგენილი სატენდერო წინადადების წარდგენის საფასური (შემდგომში – საფასური) – 5000 ლარი.  2. სატენდერო დოკუმენტაციით განისაზღვრება კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობის კრიტერიუმები, სატენდერო წინადადების წარდგენის ვადა, აგრეთვე კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებისათვის აუცილებელი სხვა მოთხოვნები და საკითხები, კონსოლიდირებული ტენდერის თავისებურებათა გათვალისწინებით.      მუხლი 6🔗. სატენდერო წინადადების წარდგენა  1. მიმწოდებელი სატენდერო წინადადებას დახურული კონვერტით წარუდგენს სატენდერო კომისიას სააგენტოს იურიდიულ მისამართზე. სატენდერო წინადადების წარდგენა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული წესით.  2. სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს მიმწოდებლის დასახელებას და ინფორმაციას მის საცალო რეალიზაციის ქსელში არსებული შესაბამისი მარკის 1 ლიტრ საწვავზე დისქაუნთის შესახებ.  3. საუკეთესო სატენდერო წინადადების მქონე მიმწოდებლის წინადადებაში წინასწარი გადახდის, მიწოდების პერიოდულობის ან/და სხვა დამატებითი პირობების შემოთავაზება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო წინადადებაში დაფიქსირებული დისქაუნთი არანაკლებ 4 თეთრია.  4. სატენდერო წინადადების წარდგენით მიმწოდებელი ავტომატურად ეთანხმება ამ წესითა და სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს.     5. სატენდერო წინადადების მოქმედების ვადა განისაზღვრება სატენდერო დოკუმენტაციით.      მუხლი 7🔗. საუკეთესო სატენდერო წინადადების გამოვლენა  1. სატენდერო კომისია გამოავლენს საუკეთესო სატენდერო წინადადებას მიმწოდებლის საცალო რეალიზაციის ქსელში 1 ლიტრ საწვავზე დაფიქსირებული დისქაუნთის, ამ წესითა და სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. საუკეთესო სატენდერო წინადადება შესაძლოა განისაზღვროს მიმწოდებლის საცალო რეალიზაციის ქსელში არსებული საწვავის ყველა ან ცალკეული მარკის მიხედვით.  2. თუ მიმწოდებლის სატენდერო წინადადებით გათვალისწინებული დისქაუნთი სულ ცოტა საწვავის ერთ მარკაზე მაინც აკმაყოფილებს ამ წესითა და სატენდერო დოკუმენტაციით საუკეთესო სატენდერო წინადადებისათვის დადგენილ კრიტერიუმებს, ასეთი წინადადება მიიჩნევა საუკეთესოდ მხოლოდ ამ ნაწილში.    3. კონსოლიდირებულ ტენდერთან დაკავშირებული სატენდერო კომისიის ნებისმიერი გადაწყვეტილება აისახება ოქმში, რომელსაც ხელს აწერს სატენდერო კომისიის ყველა დამსწრე წევრი. ოქმი სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე უნდა გამოქვეყნდეს კონსოლიდირებულ ტენდერში საუკეთესო სატენდერო წინადადების გამოვლენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.  4. სააგენტო უზრუნველყოფს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად გამოვლენილი საუკეთესო სატენდერო წინადადების მქონე მიმწოდებლის საწვავის მიწოდების ძირითადი პირობების და მათი ცვლილებების გამოქვეყნებას სატენდერო კომისიის მიერ მათი დამტკიცებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.  5. სატენდერო კომისიას სატენდერო წინადადებით ნებისმიერ დროს შეუძლია მიმართოს ასევე იმ მიმწოდებელმა, რომელსაც კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობა არ მიუღია. ასეთ შემთხვევაში მიმწოდებლის სატენდერო წინადადების წარდგენა და მისი საუკეთესო სატენდერო წინადადებად მიჩნევა ხდება ამ წესითა და სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი პირობების შესაბამისად.      მუხლი 8🔗. გაუმჯობესებული სატენდერო წინადადების წარდგენა  1. კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილე მიმწოდებელს ნებისმიერ დროს შეუძლია მიმართოს სატენდერო კომისიას გაუმჯობესებული წინადადებით, რაც გულისხმობს მისი სატენდერო წინადადების პარამეტრების (დისქაუნთი, წინასწარი გადახდის პირობები და სხვ.) გაუმჯობესებას.  2. ამ წესის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტითა და ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, სატენდერო კომისია განიხილავს, აკმაყოფილებს თუ არა სატენდერო წინადადება საუკეთესო სატენდერო წინადადებისათვის დადგენილ კრიტერიუმებს ან აქვს თუ არა ადგილი სატენდერო წინადადების პარამეტრების გაუმჯობესებას და მისი საუკეთესო ან გაუმჯობესებულ სატენდერო წინადადებად მიჩნევის შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილებები აისახება საწვავის მიწოდების ძირითად პირობებში და ინფორმაცია ქვეყნდება ამ წესის მე-7 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად.  3. კონსოლიდირებულ ტენდერში საუკეთესო წინადადების მქონე მიმწოდებლის მიერ გაუმჯობესებული სატენდერო წინადადების წარდგენისათვის საფასურის ხელახალი გადახდევინება არ ხდება.      მუხლი 9🔗. მიმწოდებელთან ხელშეკრულების დადება და ანგარიშგება 1. საწვავის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება) უნდა დაიდოს კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად გამოვლენილ საუკეთესო სატენდერო წინადადების მქონე მიმწოდებელთან. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია ხელშეკრულების დადებისას იხელმძღვანელოს სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი სახსრების რაციონალური ხარჯვის პრინციპით, რაც გულისხმობს მოცემულ მომენტში ხელშეკრულების დადებას მისთვის ყველაზე ხელსაყრელი ფასითა და პირობებით (მაგ., მოცემული მომენტისთვის საწვავის ფასი დისქაუნთის გათვალისწინებით, ავტოგასამართი სადგურის გეოგრაფიული მდებარეობა).  2. საუკეთესო სატენდერო წინადადების მქონე მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, ნებისმიერ შემსყიდველ ორგანიზაციასთან დადოს ხელშეკრულება არანაკლებ მის მიერ სატენდერო წინადადებაში დაფიქსირებული დისქაუნთით. ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის შემთხვევაში, საუკეთესო სატენდერო წინადადების მქონე მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციას წერილობით აცნობოს ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის მიზეზი.  3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საწვავის ერთი ლიტრის ფასი განისაზღვრება შესაბამისი მიმწოდებლის საცალო რეალიზაციის ქსელში 1 ლიტრი შესაბამისი მარკის საწვავზე მიწოდების მოთხოვნის დღეს არსებული ფასისთვის არანაკლებ დისქაუნთის ოდენობის თანხის გამოკლებით.  4. ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი მიმწოდებლის სატენდერო წინადადების მოქმედების ვადას. მიმწოდებლის საცალო რეალიზაციის ქსელში 1 ლიტრი შესაბამისი მარკის საწვავზე სხვა საუკეთესო სატენდერო წინადადების მქონე მიმწოდებელთან შედარებით ფასის არსებითი გაზრდის შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს მიმართოს მიმწოდებელს საწვავის ერთეულის ფასის შემცირების მოთხოვნით ან შეწყვიტოს ხელშეკრულება.  5. წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს საუკეთესო სატენდერო წინადადების მქონე მიმწოდებელს არ მოსთხოვოს წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობის გარანტია.  6. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად დადებული ხელშეკრულების ასლი ხელშეკრულების დადებიდან ან/და მასში ცვლილების შეტანიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ელექტრონული ფორმით მიაწოდოს სააგენტოს შემდეგ მისამართზე: fuel@procurement.gov.ge .  7. ამ მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულება მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია დაიდოს გამარტივებული ფორმით, რომელიც მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში.  8. შემსყიდველ ორგანიზაციას შეუძლია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ყველაზე ხელსაყრელი პირობის დადგენისა და ხელშეკრულების დადების მიზნით, სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული წესით, დააგზავნოს ელექტრონული შეტყობინებები საუკეთესო სატენდერო წინადადების მქონე ყველა მიმწოდებელთან. მიმწოდებელს შეუძლია აღნიშნული ელექტრონული შეტყობინების პასუხად 2 დღის ვადაში კონკრეტულ შემსყიდველ ორგანიზაციას შესთავაზოს საწვავის სახელმწიფო შესყიდვის უკეთესი პირობები თავისი სატენდერო წინადადებით გათვალისწინებულ პირობებთან შედარებით, სატენდერო წინადადების ცვლილების გარეშე. აღნიშნული შეთავაზება ძალაშია არა უმეტეს 10 დღისა.  9. თუ შემსყიდველი ორგანიზაცია საწვავის სახელმწიფო შესყიდვას ახორციელებს კანონის მე-3​ მუხლის პირველი პუნქტის „ს​1“ ქვეპუნქტის შესაბამისად ან შემსყიდველმა ორგანიზაციამ, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, საუკეთესო სატენდერო წინადადების მქონე მიმწოდებლისაგან ვერ განახორციელა საწვავის სახელმწიფო შესყიდვა ამ მუხლით დადგენილი წესით და ამავდროულად ადგილი აქვს კანონის 10​1 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გარემოებას, დაუშვებელია საწვავის სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება საუკეთესო სატენდერო წინადადების მქონე მიმწოდებლისაგან მის მიერ სატენდერო წინადადებაში დაფიქსირებული დისქაუნთის გათვალისწინების გარეშე.