# სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ

- ტიპი: საქართველოს მთავრობის დადგენილება
- მიმღები ორგანო: საქართველოს მთავრობა
- დოკუმენტის ნომერი: №507
- მიღების თარიღი: 29.12.2011
- კონსოლიდირებული რედაქცია: 30.05.2022
- სარეგისტრაციო კოდი: 170050000.10.003.016667
- სტატუსი: ძალაშია
- ოფიციალური წყარო: https://matsne.gov.ge/ka/document/view/1549252
- წყარო: https://legali.ge/law/1549252/

> ეს არის 30.05.2022 მდგომარეობით მოქმედი კონსოლიდირებული ტექსტი.
> ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

---

## მუხლი 1. მოქმედების სფერო

_თავი I — ზოგადი დებულებანი_

სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და სა­ქარ­თველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდ­ენ­ო­ბ­ები, მათი გადახდევინების წესი და მომსახურების ვადები (შემდგომში – წესი) ადგენს სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის, აგრეთვე ამ მოქ­მედებასთან დაკავშირებული სამართლებრივი კონსულტაციისა და ტექ­­ნიკური მომსახურებისათვის განკუთვნილი საზღაურის ოდენობას, მომ­­სახურების ვადებს და საზღაურის გადახდევინების წესს, აგრეთვე სა­ქარ­­თველოს ნოტარიუსთა პალატისათვის განკუთვნილი საფასურის ოდ­ე­­ნ­ო­ბას, მომსახურების ვადებს და საფასურის გადახდევინების წესს

[https://legali.ge/law/1549252/muxli-1-2/](https://legali.ge/law/1549252/muxli-1-2/)

---

## მუხლი 2. სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის განკუთვნილი საზღაურის ცნება

_თავი I — ზოგადი დებულებანი_

სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის განკუთვნილი საზ­ღა­უ­რი (შემდგომში – საზღაური) არის სანოტარო მოქმედების შესრულებ­ისა­თვის, აგრეთვე სამართლებრივი კონსულტაციისა და ტექნიკური მომსა­ხუ­რებისათვის გადახდილი ანაზღაურება, რომელშიც არ შედის დამატე­ბუ­ლი ღირებულების გადასახადი

[https://legali.ge/law/1549252/muxli-2-2/](https://legali.ge/law/1549252/muxli-2-2/)

---

## მუხლი 3. საზღაურის ოდენობა

_თავი I — ზოგადი დებულებანი_

1. იმ გარიგების დამოწმებისათვის, რომლის ნამდვილობისთვის კა­­­ნო­ნით სავალდებულოა სანოტარო ფორმის დაცვა, საზღაური შეიძლება და­დ­გინდეს მხოლოდ ამ წესით.
2. იმ გარიგების დამოწმებისათვის, რომლის ნამდვილობისთვის კა­ნო­ნით სავალდებულო არ არის სანოტარო ფორმის დაცვა, აგრეთვე ნო­ტა­რიუსის სხვა მომსახურებისათვის საზღაურის ოდენობა შეიძლება და­წეს­დეს ამ წესით ან განისაზღვროს ნოტარიუსსა და დაინტერესებულ პირს შორის შეთანხმებით.
3. საზღაურის ოდენობა დგინდება გარიგების საგნის (ნივთის ან უფ­ლების) ღირებულების საფუძველზე ან გარიგების ღირებულებისგან და­მოუკიდებლად განსაზღვრული განაკვეთებით.
4. საზღაურის ოდენობის დადგენისას, კერძოდ, მინიმალური და მაქ­სიმალური ზღვრების დაწესებისას, მხედველობაში მიიღება სანოტარო მოქ­მედების სირთულე, გაწეული სამართლებრივი კონსულტაცია, შეს­რუ­ლებული ტექნიკური სამუშაო და დახარჯული დრო.
5. იმ სანოტარო მოქმედებისათვის, რომლის შესრულებისთვისაც ამ წესით დადგენილია საზღაური, ნოტარიუსი ვალდებულია გადაახ­დე­ვი­ნოს საზღაური მხოლოდ ამ წესით დაწესებული ოდენობით. ნოტა­რ­იუსს უფლება აქვს დაინტერესებულ პირს შეუთანხმდეს საზღაურის ოდ­ენობაზე იმ მომსახურებისათვის, რომლისთვისაც ამ წესით არ არის დად­გენილი საზღაური

[https://legali.ge/law/1549252/muxli-3/](https://legali.ge/law/1549252/muxli-3/)

---

## მუხლი 4. სანოტარო მოქმედებათა ანაზღაურების წესი

_თავი I — ზოგადი დებულებანი_

1. ამ წესის შესაბამისად ანაზღაურებას ექვემდებარება შემდე­გი მომ­სახურება:
ა) სანოტარო მოქმედების შესრულება;
ბ) დოკუმენტის პროექტის შედგენა;
გ) დოკუმენტის ასლების გაცემა და ტექნიკური სამუშაოს შესრუ­ლე­ბა;
დ) სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა.
2. საზღაური გადაიხდევინება კანონმდებლობით დადგენილი წე­ს­ით

[https://legali.ge/law/1549252/muxli-4/](https://legali.ge/law/1549252/muxli-4/)

---

## მუხლი 5. საზღაურის გადახდევინების ვადა

_თავი I — ზოგადი დებულებანი_

1. საზღაური გადაიხდევინება შესაბამისი მომსახურების გაწევის­თა­ნავე.
2. ნოტარიუსი უფლებამოსილია არ გასცეს მასთან სანოტარო მოქ­მე­დების შესასრულებლად წარდგენილი დოკუმენტები შესაბამისი მოქ­მე­დ­ებისათვის საზღაურის გადახდამდე და გაწეული ხარჯების ანაზღა­უ­რე­ბამდე.
3. ნოტარიუსი ვალდებულია:
ა) დაინტერესებულ მხარეს გააცნოს სანოტარო და სხვა მოქმე­დე­ბა­თა შესრულებისათვის განკუთვნილი საზღაურის განაკვეთები;
ბ) სანოტარო წესით დამოწმებულ ყველა დოკუმენტზე მიუთითოს გა­და­ხ­დილი საზღაურის ოდენობა.
4. ნოტარიუსი მოვალეა გადახდისათვის ვალდებულ პირს საზ­ღა­უ­რის მიღებისას წარუდგინოს ანგარიში და მიუთითოს შემდეგი რეკვი­ზი­ტები:
ა) ნოტარიუსის სახელი, გვარი და სანოტარო ბიუროს მისამართი;
ბ) ანგარიშის ნომერი და გაცემის თარიღი;
გ) გადახდისათვის ვალდებული პირის სახელი, გვარი და მისამარ­თი;
დ) სანოტარო მოქმედებისათვის ელექტრონულ სანოტარო რეესტ­რ­ში მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი;
ე) გარიგების ღირებულება და გადახდევინებული საზღაურის ოდ­ე­ნობა;
ვ) ამ წესის ის მუხლები, რომელთა შესაბამისადაც მოხდა საზ­ღ­ა­უ­რის გადახდევინება.
5. ანგარიშის ერთი პირი რჩება ნოტარიუსს და თან ერთვის სანო­ტა­რო საქმის წარმოებას.
6. ნოტარიუსი ვალდებულია ინფორმაცია ამ წესით განსაზღვ­რუ­ლი საზღაურის განაკვეთების თაობაზე განათავსოს თვალსაჩინო ადგი­ლას.
თავი II
გარიგების ღირებულებ

[https://legali.ge/law/1549252/muxli-5/](https://legali.ge/law/1549252/muxli-5/)

---

## მუხლი 6. გარიგების ღირებულების განსაზღვრის საფუძველი

_თავი II — გარიგების ღირებულება_

1. გარიგების ღირებულების განსაზღვრის საფუძველია სანოტარო მოქ­
მედების შესრულებისას გარიგების საგნის (ნივთის ან უფლების) ღი­
რე­
ბულება.
2. სანოტარო მოქმედების შესრულებისას გარიგების ღირებულებაა გარიგების საგნის (ნივთის ან უფლების) მხარეთა მიერ გაცხადებული ღი­
რე­
ბუ­
ლ­
ე­
ბა.
3. გარიგების ან სამკვიდროს ღირებულების უცხოური ვალუტით გა­
მოხატვის შემთხვევაში საზღაური გამოიანგარიშება გადახდევინების დღი­
სათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის კურ­
სით უცხოური ვალუტის მიმართ.
4. მხარეთა მიერ საგნის (ნივთის ან უფლების) აშკარად შეუსაბამო ღი­
რებულების გაცხადების შემთხვევაში გარიგების ღირებულების განსა­
ზღ­
ვრის საფუძველია საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალი­
ს­
წი­
ნებული საგნის (ნივთის ან უფლების) საბაზრო ღირებულება.
5. ნოტარიუსს უფლება არა აქვს მოსთხოვოს სანოტარო მოქ­
მე­
დე­
ბის შესრულების მთხოვნელ პირს გარიგების საგნის (ნივთის ან უფ­
ლე­
ბის) ღირებულების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი, კანონმდებ­
ლ­
ო­
ბით განსაზღვრული შემთხვევების გარდა

[https://legali.ge/law/1549252/muxli-6/](https://legali.ge/law/1549252/muxli-6/)

---

## მუხლი 8. გარიგების შეცვლა ან ვალდებულებაში პირთა შეცვლა

_თავი II — გარიგების ღირებულება_

1. იმ გარიგების დამოწმებისას, რომელშიც ცვლილების შეტანას მოჰ­ყვება გარიგების საგნის (ნივთის ან უფლების) ღირებულების ზრდა/შე­მ­­ცი­რე­ბა, გარიგების ღირებულებაა ის თანხა, რომლითაც გაი­ზარ­და/შემ­ცირ­და გარიგების საგნის (ნივთის ან უფლების) ღირებულება.
2. ვალდებულებაში პირის შეცვლისას გარიგების ღირებულებაა ვალ­დებულების ღირებულების ნახევარი.
3. მრავალპირიან ვალდებულებაში გარიგების ღირებულებაა ვალ­დე­ბულების თავდაპირველი ღირებულების ნახევრის ის ნაწილი, რომ­ე­ლიც შეესაბამება გარიგებაში შესაცვლელი პირის ვალდებულებით განსა­ზღ­ვრულ წილს.
4. თუ ამ წესით სხვა რამ არ არის დადგენილი, გარიგებაში ისეთი ცვლი­ლების შეტანისას, რომელიც არ არის დაკავშირებული გარიგების ღი­რებულებასთან ან პირთა შეცვლასთან, ცვლილების დადასტურებისა­თვის საზღაური 25 ლარია

[https://legali.ge/law/1549252/muxli-8/](https://legali.ge/law/1549252/muxli-8/)

---

## მუხლი 9. გარიგების ღირებულება უძრავი ნივთის გაყოფის,  მისი ნაწილების შეერთების და უძრავი  ნივთების გაერთიანებისას

_თავი II — გარიგების ღირებულება_

1. უძრავი ნივთის გაყოფისას გარიგების ღირებულებაა გასაყოფი ნივ­თის ღირებულება.
2. უძრავი ნივთის ნაწილების შეერთებისას მეორე უძრავ ნივთთან გა­­რიგების ღირებულებაა შესაერთებელი ნაწილის ღირებულება.
­3. უძრავი ნივთების შეერთების საფუძველზე, ერთი უძრავი ნივ­თის წარმოქმნისას გარიგების ღირებულებაა უფრო მეტი ღირებულების შე­საერთებელი ნივთის ღირებულება

[https://legali.ge/law/1549252/muxli-9/](https://legali.ge/law/1549252/muxli-9/)

---

## მუხლი 10. ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად დადებული გარიგების ღირებულება

_თავი II — გარიგების ღირებულება_

1. მოთხოვნის უზრუნველსაყოფად დადებული გარიგების ღირე­ბუ­ლებაა მოთხოვნის ღირებულება.
2. იპოთეკის გარიგების ღირებულებაა იპოთეკის თანხა.
3. იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტში აისახება თვით გარიგება და გა­რიგება მისი შესრულების უზრუნველყოფის შესახებ, გარიგების ღირე­ბუ­ლებაა უფრო მეტი ღირებულების გარიგების ღირებულება.
4. საჯარო რეესტრში გირავნობის უფლებისათვის მინიჭებული რი­­გითობის შეცვლისას გარიგების ღირებულებაა რიგითობის შემცვლე­ლი იმ უფლების ღირებულება, რომელსაც უფრო ნაკლები ღირებულება აქვს

[https://legali.ge/law/1549252/muxli-10/](https://legali.ge/law/1549252/muxli-10/)

---

## მუხლი 11. სერვიტუტთან დაკავშირებული  გარიგების ღირებულება

_თავი II — გარიგების ღირებულება_

სერვიტუტთან დაკავშირებული გარიგების ღირებულებაა ძი­რი­თ­ა­­დი უძრავი ნივთის სერვიტუტით დატვირთვის შედეგად გაზრდილი ღი­რებულება. თუ მხარეთა მიერ განსაზღვრულია სერვიტუტის გადასა­ხა­დის წლიური ღირებულება, გარიგების ღირებულებაა სერვიტუტის გა­და­სახადის წლიური ღირებულების თანხა, რომელიც არ უნდა იყოს 5 წელ­ზე გაანგარიშებულ ღირებულებაზე მეტი. გარიგების წლიური ღირე­ბუ­ლება არ უნდა იყოს 10 ლარზე ნაკლები

[https://legali.ge/law/1549252/muxli-11/](https://legali.ge/law/1549252/muxli-11/)

---

## მუხლი 12. სარგებლობისა და ფლობის უფლებებთან დაკავშირებული გარიგების ღირებულება

_თავი II — გარიგების ღირებულება_

1. განსაზღვრული ვადით სარგებლობისა და ფლობის უფ­ლებ­ებ­თან (მათ შორის, იჯარის, ქირავნობის, თხოვების უფლებებთან) დაკავ­ში­რე­ბ­ული გარიგებების ღირებულება გამოიანგარიშება ხელშეკრულების მოქ­მედების სრული პერიოდის ღირებულებიდან, რომელიც არ უნდა იყ­ოს 5 წელზე გაანგარიშებულ ღირებულებაზე მეტი.
2. უვადო სარგებლობისა და ფლობის უფლებებთან დაკავშირებ­უ­ლი გარიგების ღირებულებაა ამ უფლებების წლიური ღირებულების სამ­მა­გი ოდენობა.
3. მიბარების გარიგების ღირებულება გამოიანგარიშება ხელშეკ­რ­უ­ლების საგნის (ნივთის ან უფლების) ღირებულებიდან ხელშეკრ­უ­ლე­ბის მოქმედების სრული პერიოდისათვის, მაგრამ არა უმეტეს 2 წლისა.
4. თუ სარგებლობის უფლება თავისი შინაარსით შეესაბამება რო­მე­ლიმე სერვიტუტს, გარიგების ღირებულება განისაზღვრება ამ წესის მე-11 მუხლის შესაბამისად

[https://legali.ge/law/1549252/muxli-12/](https://legali.ge/law/1549252/muxli-12/)

---

## მუხლი 15. მოთხოვნათა დათმობის შესახებ  გარიგების ღირებულება

_თავი II — გარიგების ღირებულება_

1. მოთხოვნათა დათმობის ან ვალის გადაკისრების გარიგების და­მოწ­მებისას, ან თავდაპირველ გარიგებაში თანხის გაზრდისას/შემცი­რე­ბ­ი­სას გარიგების ღირებულებაა განუხორციელებელი უფლების და შეუ­ს­რულ­ებელი ვალდებულების ღირებულება ან ის თანხა, რომლითაც გაი­ზარ­და/შემცირდა თავდაპირველი გარიგება.
2. თავდაპირველ გარიგებაში ვადის გაგრძელების შემთხვევაში სა­ზ­ღაურია ამ გარიგებისათვის გადახდილი საზღაურის 20%

[https://legali.ge/law/1549252/muxli-15/](https://legali.ge/law/1549252/muxli-15/)

---

## მუხლი 17. საერთო საკუთრებასთან დაკავშირებული  გარიგების ღირებულება

_თავი II — გარიგების ღირებულება_

1. წილობრივ საკუთრებაში არსებული ქონების გაყოფის ან განსა­ზღვ­რული წესით ამ ქონებით სარგებლობის შესახებ გარიგების ღი­რე­ბუ­ლ­ე­ბაა იმ ქონების ფასი, რომელიც ექვემდებარება გაყოფას ან რომლის მი­მარ­თაც განისაზღვრება სარგებლობის წესი.
2. საქორწინო ხელშეკრულების ღირებულებაა იმ ქონების ფასი, რო­მელიც ამ ხელშეკრულების საგანია. მხედველობაში მიიღება უკვე არ­სე­ბული ქონება. საქორწინო ხელშეკრულების ღირებულება არ უნდა იყ­ოს 60 ლარზე ნაკლები.
3. საკუთრების უფლების შესახებ მოწმობის გაცემისათვის საზღა­უ­რი გამოიანგარიშება მოწმობაში მითითებული ქონების ფასის 20%-დ­ან

[https://legali.ge/law/1549252/muxli-17/](https://legali.ge/law/1549252/muxli-17/)

---

## მუხლი 18. საზღაური სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებული მოქმედებებისათვის

_თავი II — გარიგების ღირებულება_

1. სამკვიდრო მოწმობის გაცემისათვის საზღაური გამოიანგა­რი­შე­ბა სამკვიდროს ღირებულებიდან.
2. რამდენიმე მემკვიდრის არსებობის შემთხვევაში საზღაური გა­მ­ო­ია­ნგარიშება თითოეული მემკვიდრის წილის პროპორციულად.
3. მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილ და ერთ-ერთი მე­უღლის გარდაცვალების შემდეგ დარჩენილ ქონებაზე სამკვიდრო მოწ­მო­ბის გაცემისათვის საზღაური გამოიანგარიშება მხოლოდ ქონების იმ ნა­წილის ღირებულებიდან, რომელზეც გაიცემა სამკვიდრო მოწმობა (ღი­რე­ბულება დგინდება საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით).
4. ფასიან ქაღალდებზე (ობლიგაცია, თამასუქი, ჩეკი, აქცია) სამ­კ­ვიდ­რო მოწმობათა გაცემისა და მათთან დაკავშირებულ გარიგებათა და­მოწ­მებისათვის საზღაური გამოიანგარიშება ფასიანი ქაღალდების ღირე­ბუ­ლ­ებიდან. თუ ფასიანი ქაღალდების საბაზრო ფასის დადგენა შეუძ­ლე­ბე­ლია, მხედველობაში მიიღება მათი ნომინალური ღირებულება.
5. სამკვიდრო ქონების დაცვასთან დაკავშირებული მოქმედებების შეს­რულებისათვის საზღაური გამოიანგარიშება დაცული სამკვიდრო ქო­ნ­ების ღირებულების 15%-იდან.
6. სამკვიდროს მმართველის დანიშვნის მოწმობის გაცემისათვის, სამ­კვიდროს მიღების შესახებ განცხადების წარდგენის თაობაზე მოწ­მო­ბის გაცემისათვის, სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების/სამკვიდრო მოწ­მო­ბის გაუქმებისათვის საზღაური განისაზღვრება 10 ლარის ოდენობით

[https://legali.ge/law/1549252/muxli-18/](https://legali.ge/law/1549252/muxli-18/)

---

## მუხლი 19. სამეწარმეო (კომერციული) იურიდიული პირის სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებისათვის  საზღაურის ოდენობა

_თავი II — გარიგების ღირებულება_

1. სამეწარმეო (კომერციული) იურიდიული პირის შექმნასთან ან რე­­ორ­განიზაციასთან დაკავშირებული გარიგებების, სადამფუძნებლო დო­­კუ­მენ­ტებისა და მათში ცვლილებების, აგრეთვე იმ გარიგების დამო­წ­მე­ბისათვის, რომლის საფუძველზედაც ხდება სამეწარმეო (კომერციული) იურ­იდიული პირის წილის გასხვისება, საზღაურის ოდენობა განისაზღ­ვ­რე­ბა ნოტარიუსსა და დაინტერესებულ პირს შორის შეთანხმებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საზღაურის ოდ­ენობა არ უნდა აღემატებოდეს 1 000 ლარს

[https://legali.ge/law/1549252/muxli-19/](https://legali.ge/law/1549252/muxli-19/)

---

## მუხლი 20. საზღაური არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, პარტიის შექმნასთან ან რეორგანიზაციასთან დაკავშირებული სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებისათვის

_თავი II — გარიგების ღირებულება_

1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის შექ­მნა­ს­თან ან რეორგანიზაციასთან, ანდა სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში ცვლი­ლებების შეტანასთან დაკავშირებული სადამფუძნებლო დოკუ­მენ­ტე­ბის დამოწმებისათვის საზღაური 18 ლარია.
2. პარტიის შექმნასთან ან რეორგანიზაციასთან, ანდა წესდებაში ცვლი­ლებების შეტანასთან დაკავშირებული სადამფუძნებლო დოკუ­მენ­ტების დამოწმებისათვის საზღაური 18 ლარია

[https://legali.ge/law/1549252/muxli-20/](https://legali.ge/law/1549252/muxli-20/)

---

## მუხლი 21. სამეწარმეო იურიდიული პირის მართვის ორგანოს კრების ოქმის შედგენისათვის საზღაურის ოდენობა

_თავი II — გარიგების ღირებულება_

1. სამეწარმეო იურიდიული პირის მართვის ორგანოს კრების (სხდო­­მის) მიმდინარეობისა (მათ შორის, პირდაპირი ელექტრონული კო­მუ­­ნიკაციის საშუალებებით) და გადაწყვეტილებების შესახებ ოქმის შედ­გე­ნისათვის საზღაურის ოდენობა განისაზღვრება ნოტარიუსსა და დაინ­ტე­რესებულ პირს შორის შეთანხმებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საზღაურის ოდ­ენობა არ უნდა აღემატებოდეს 500 ლარს

[https://legali.ge/law/1549252/muxli-21/](https://legali.ge/law/1549252/muxli-21/)

---

## მუხლი 22. საზღაური ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების ოქმის შედგენისათვის

_თავი II — გარიგების ღირებულება_

1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების ოქმის შედგე­ნი­სა­თვის საზღაური 100 ლარია.
2. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების ჩაშლის შესახებ მოწ­მობის გაცემისათვის საზღაური 50 ლარია.
თავი III

გარიგების ღირებულების საფუძველზე დადგენილი საზღაურის გამოანგარიშების წეს

[https://legali.ge/law/1549252/muxli-22/](https://legali.ge/law/1549252/muxli-22/)

---

## მუხლი 23. გარიგების ღირებულების საფუძველზე დადგენილი საზღაურის განაკვეთები

_თავი III — გარიგების ღირებულების საფუძველზე დადგენილი საზღაურის გამოანგარიშების წესი_

1. ორმხრივი და მრავალმხრივი გარიგების ღირებულების საფუძ­ვე­ლზე დადგენილი საზღაურის განაკვეთებია:

№

როცა გარიგების ღირებულებაა

საზღაურის ოდენობა ლარებით არის გარიგების ღირებულების

1

500 ლარის ჩათვლით

3%

2

501 ლარიდან 1000 ლარის ჩათვლით

15 ლარი + 500 ლარის ზევით თანხის 2,5%

3

1001 ლარიდან 2000 ლარის ჩათვლით

27,5 ლარი + 1000 ლარის ზევით

თანხის 1,5%

4

2001 ლარიდან 3000 ლარის ჩათვლით

42,5 ლარი + 2000 ლარის ზევით

თანხის 1%

5

3001 ლარიდან 5000 ლარის ჩათვლით

52,5 ლარი + 3000 ლარის ზევით

თანხის 0,5%

6

5001 ლარიდან 20000 ლარის ჩათვლით

62,5 ლარი + 5000 ლარის ზევით თანხის 0,4 %

7

20001 ლარიდან 100000 ლარის ჩათვლით

122,5 ლარი + 20000 ლარის ზევით

თანხის 0,3%

8

100001 ლარიდან 500000 ლარის ჩათვლით

362,5 ლარი + 100000 ლარის ზევით

თანხის 0,2%

9

500001 ლარიდან 1000000 ლარის ჩათვლით

1162,5 ლარი + 500000 ლარის ზევით თანხის 0,1%

10

1000000 ლარის ზევით

1662,5 ლარი + 1000000 ლარის ზევით თანხის 0,05 %.

2. თუ ამ წესიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, ცალმხრივ გა­რი­გებ­­ათა დამოწმებისათვის საზღაურია ამ მუხლის პირველი პუნქტით გან­სა­ზღვრული განაკვეთების ნახევარი ოდენობა.
3. ამ მუხლით განსაზღვრული საზღაური არ უნდა იყოს 10 000 ლარ­ზე მეტი.
4. თუ გარიგების დამოწმებაში საქართველოს კანონმდებლობით და­დ­გენილი წესით მონაწილეობს ორი ან ორზე მეტი ნოტარიუსი, ამ მუხ­ლით განსაზღვრული საზღაური თანაბრად გაიყოფა ყველა ნოტა­რიუ­­სზე, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალის­წი­ნე­ბუ­ლ

[https://legali.ge/law/1549252/muxli-23/](https://legali.ge/law/1549252/muxli-23/)

---

## მუხლი 24. საზღაური ქონების გაყოფის ან ქონებით სარგებლობის წესის დასადგენად დადებული გარიგების დამოწმებისათვის

_თავი III — გარიგების ღირებულების საფუძველზე დადგენილი საზღაურის გამოანგარიშების წესი_

წილობრივ საკუთრებაში არსებული ქონების გაყოფის ან ამ ქო­ნე­ბით სარგებლობის წესის დადგენის შესახებ გარიგების დამოწმებისათვის სა­ზღაურია გარიგების ღირებულების მიხედვით დადგენილი განაკვეთის ნა­ხევარი

[https://legali.ge/law/1549252/muxli-24/](https://legali.ge/law/1549252/muxli-24/)

---

## მუხლი 26. საზღაური სახელმწიფო ქონების პრივატიზების ხელშეკრულების დამოწმებისათვის

_თავი III — გარიგების ღირებულების საფუძველზე დადგენილი საზღაურის გამოანგარიშების წესი_

1. სახელმწიფო ქონების პრივატიზების ხელშეკრულების დამო­წ­მე­ბი­სათვის საზღაურია ამ ქონების შეძენის ფასის 0,2%, რომელიც არ უნ­და იყოს 200 ლარზე მეტი.
2. ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების დამოწმებისათვის სა­ზღა­ური 1 ლარია

[https://legali.ge/law/1549252/muxli-26/](https://legali.ge/law/1549252/muxli-26/)

---

## მუხლი 28. საზღაური გარიგების გაუქმების  (მოშლის) დამოწმებისათვის

_თავი III — გარიგების ღირებულების საფუძველზე დადგენილი საზღაურის გამოანგარიშების წესი_

1. ორმხრივი ან მრავალმხრივი გარიგების გაუქმების (მოშლის) და­მო­წმებისათვის საზღაური 15 ლარია.
2. მინდობის ხელშეკრულების გაუქმების (მოშლის) და­მოწ­მე­ბი­სა­თვის საზღაურია ამ ხელშეკრულების დამოწმებისათვის განკუთვნილი სა­ზღაურის ნახევარი.
3. თუ, ამ წესის 32-ე მუხლის თანახმად, დადასტურებული გან­­ცხა­დების ან მინდობილობის/რწმუნებულების გაუქმების (მოშლის) და­­მოწ­მება ან ცვლილების დადასტურება არ მოხდა პირდაპირი ელექტ­რო­­ნუ­ლი კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით, შესრულებული სა­ნო­­ტა­რო მოქმედებისათვის საზღაურის ოდენობაა ამ წესის 32-ე მუხ­ლ­ით გათვა­ლ­ის­წინებული საზღაურის ნახევარი

[https://legali.ge/law/1549252/muxli-28/](https://legali.ge/law/1549252/muxli-28/)

---

## მუხლი 29. საზღაური სხვა სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის

_თავი III — გარიგების ღირებულების საფუძველზე დადგენილი საზღაურის გამოანგარიშების წესი_

1. საზღაური ამ წესის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გან­სა­ზღ­ვ­რული განაკვეთების ნახევარი ოდენობით გადაიხდევინება შემდეგი მოქ­მედებების შესრულებისათვის:
ა) საკუთრების უფლების მოწმობის გაცემა, მაგრამ არა უმეტეს 10 ლა­რისა;
ბ) სამკვიდრო მოწმობის გაცემა;
გ) სამკვიდრო ქონების დაცვასთან დაკავშირებული მოქმედებების შეს­რულება, მაგრამ არანაკლებ 10 ლარისა.
2. საზღაური ამ წესის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გან­სა­ზღ­ვრული განაკვეთების მეოთხედი ოდენობით გადაიხდევინება შემდე­გი მოქმედებების შესრულებისათვის:
ა) ფულის, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა ფასეულობების დეპო­ზი­ტ­ზე მიღება, მაგრამ ყოველი თვისათვის არანაკლებ 4 ლარისა;
ბ) საჯარო რეესტრში გირავნობის უფლებისათვის მინიჭებული რი­გითობის შეცვლასთან დაკავშირებული გარიგების დამოწმება, მაგრამ არ­ანაკლებ 5 ლარისა;
გ) საჯარო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ განცხადების დამ­­ოწმება, მაგრამ არანაკლებ 4 ლარისა.
3. ფულის დეპოზიტზე მიღების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-2 პუნ­ქ­ტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი საზღაურის გარდა, ნოტარიუსის სა­ზღ­აურია ასევე დეპოზიტზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის მთლი­ანი ოდენობა

[https://legali.ge/law/1549252/muxli-29/](https://legali.ge/law/1549252/muxli-29/)

---

## მუხლი 30. საზღაური გარიგების პროექტის შედგენისათვის

_თავი III — გარიგების ღირებულების საფუძველზე დადგენილი საზღაურის გამოანგარიშების წესი_

იმ გარიგების პროექტის შედგენისათვის, რომელსაც არ მოჰყვა სა­ნო­ტარო მოქმედების შესრულება, საზღაური გადაიხდევინება ასეთი გა­რი­გებისათვის ამ წესის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით დად­გე­ნი­ლი გა­ნაკ­ვეთის ნახევარი ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2 ლარისა.
თავი IV
გარიგების ღირებულებისგან დამოუკიდებლად განსაზღვრული საზღაურის განაკვეთებ

[https://legali.ge/law/1549252/muxli-30/](https://legali.ge/law/1549252/muxli-30/)

---

## მუხლი 31. საზღაურის მყარი განაკვეთებით ანაზღაურებადი  სანოტარო მოქმედებები

_თავი IV — გარიგების ღირებულებისგან დამოუკიდებლად განსაზღვრული საზღაურის განაკვეთები_

საზღაურის მყარი განაკვეთებით ანაზღაურდება შემდეგი სა­ნო­ტა­რო მოქმედებები:

1

ანდერძის დადასტურება

9 ლარი

2

ანდერძის გახსნის შესახებ ოქმის შედგენა

5 ლარი

3

ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება

2 ლარი

4

დოკუმენტის თარგმანის სისწორის დამოწმება

თითოეული გვერდისთვის

1 ლარი

5

დოკუმენტის ასლისა და დოკუმენტიდან ამონაწერის სისწორის დამოწმება

თითოეული გვერდისთვის

0.5 ლარი

6

იმ დოკუმენტის ასლის გაცემა, რომელიც ინახება სანოტარო ბი­უროში

3 ლარი

7

მინდობილობის/რწმუნებულების დადასტურება

10 ლარი

8

საზღვაო პროტესტის შესრულება

300 ლარი

9

მოქალაქის ცოცხლად ყოფნის ფაქტის დადასტურება

2 ლარი

10

მოქალაქის განსაზღვრულ ადგილას ყოფნის ფაქტის დადასტურება

2 ლარი

11

დოკუმენტის წარდგენის დროის დადასტურება

2 ლარი

12

მოქალაქის ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან იგივეობის ფაქ­ტის დადასტურება

2 ლარი

13

ნოტარიუსის მიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა გან­ცხა­დე­ბების გადაცემა სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირ­თა­თვის

3 ლარი

14

განცხადების პროექტის შედგენა

1 ლარი

15

განცხადების ან უწყების ფიზიკური ან იურიდიული პი­რი­სა­თვის გადაცემის ან გადაცემის შეუძლებლობის შესახებ მოწ­მო­ბის გაცემა

2 ლარი

16

ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა ქონების შეფასების გა­რე­შე

20 ლარი

17

სააღსრულებო ფურცლის გაცემა

100 ლარი

[https://legali.ge/law/1549252/muxli-31/](https://legali.ge/law/1549252/muxli-31/)

---

## მუხლი 33. საზღაური სამართლებრივი კონსულტაციისათვის

_თავი IV — გარიგების ღირებულებისგან დამოუკიდებლად განსაზღვრული საზღაურის განაკვეთები_

საზღაური სამართლებრივი კონსულტაციისათვის, რომელიც არ არ­ის დაკავშირებული სანოტარო მოქმედების შესრულებასთან, განისა­ზ­ღ­ვრება ნოტარიუსსა და დაინტერესებულ პირს შორის შეთანხმებით.
თავი V

სანოტარო მოქმედებასთან დაკავშირებული ტექნიკური სამუშაოსა და სხვა ხარჯების ანაზღაურების წეს

[https://legali.ge/law/1549252/muxli-33/](https://legali.ge/law/1549252/muxli-33/)

---

## მუხლი 34. სანოტარო მოქმედებათა შესასრულებლად გაწეული ხარჯების ანაზღაურება

_თავი V — სანოტარო მოქმედებასთან დაკავშირებული ტექნიკური სამუშაოსა და სხვა ხარჯების ანაზღაურების წესი_

1. პირი, რომლის თხოვნითაც სრულდება სანოტარო მოქმედება, ვალ­დებულია აანაზღაუროს სანოტარო მომსახურებასთან დაკავში­რე­ბუ­ლი საერთაშორისო სატელეფონო კავშირის, ფაქსის, ტელეფაქსის, საფოს­ტო გზავნილების, სატრანსპორტო, სანოტარო მოქმედების შესასრუ­ლებ­ლად აუცილებელი დოკუმენტებისა და ინფორმაციის გამოთხოვის, აგ­რე­თვე სანოტარო მომსახურების შედეგად დამოწმებული დოკუმენტის ან/და უფლების რეგისტრაციის ხარჯები. ეს მომსახურება გაიწევა პირთან წი­ნასწარი შეთანხმების საფუძველზე.
2. თუ სანოტარო მოქმედება შესრულებულია სანოტარო ბიუროს გა­რეთ, საზღაურს ემატება ნოტარიუსსა და დაინტერესებულ პირს შორის შე­თანხმებით განსაზღვრული თანხა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 20 ლარს.
3. თუ დამკვეთის მოთხოვნით გაწეული მომსახურებისათვის ან­ა­ზ­ღაურება ხდება დახარჯული დროის შესაბამისად, ნახევარ საათამდე და­ხარჯული დრო მრგვალდება ნახევარ საათად, ხოლო ნახევრიდან ერთ სა­ათამდე დახარჯული დრო – ერთ საათად.
4. ამ მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება სამეწარმეო იური­დი­უ­ლი პირის მართვის ორგანოს კრების ოქმის შედგენაზ

[https://legali.ge/law/1549252/muxli-34/](https://legali.ge/law/1549252/muxli-34/)

---

## მუხლი 35. საზღაური ასლის დამზადებისათვის

_თავი V — სანოტარო მოქმედებასთან დაკავშირებული ტექნიკური სამუშაოსა და სხვა ხარჯების ანაზღაურების წესი_

1. ასლის დამზადებისათვის საზღაურია მისი გადაღების საბაზრო ფა­სი.
2. იმ დოკუმენტის ასლის დამზადებისათვის, რომელიც დაკავში­რე­ბულია სანოტარო მოქმედების შესრულებასთან და საქმის წარმოებაში რჩე­ბა, საზღაური არ გადაიხდევინება.
თავი VI

სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის გადახდევინებული საზღაურის გასაჩივრების წეს

[https://legali.ge/law/1549252/muxli-35/](https://legali.ge/law/1549252/muxli-35/)

---

## მუხლი 37. ნოტარიუსის მიერ გადახდევინებული საზღაურის დაბრუნების წესი და მისი პასუხისმგებლობა

_თავი VI — სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის გადახდევინებული საზღაურის გასაჩივრების წესი_

სასამართლოს მიერ საზღაურის უკანონო გადახდევინების ფაქტის და­დგენისას ნოტარიუსი აბრუნებს საზღაურს და პასუხს აგებს საქარ­თვე­ლოს კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი VII
საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობა, მომსახურების ვადები და საფასურის გადახდევინების წეს

[https://legali.ge/law/1549252/muxli-37/](https://legali.ge/law/1549252/muxli-37/)

---

## მუხლი 38. საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის განკუთვნილი საფასური

_თავი VII — საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობა, მომსახურების ვადები და საფასურის გადახდევინების წესი_

საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის განკუთვნილი სა­ფა­სუ­რი არის სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის საფასური, საქართველოს ნო­ტარიუსთა პალატის მიერ გაწეული მომსახურებისა და საქარ­თვე­ლოს ნო­ტარიუსთა პალატასთან არსებულ სასწავლო ცენტრში სტაჟი­რე­ბის გავ­ლი­სთვის გადასახდელი საფასურის ოდენობ

[https://legali.ge/law/1549252/muxli-38/](https://legali.ge/law/1549252/muxli-38/)

---

## მუხლი 39. სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის საფასური

_თავი VII — საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობა, მომსახურების ვადები და საფასურის გადახდევინების წესი_

1. ელექტრონულ სანოტარო რეესტრში სანოტარო მოქმედების რე­გის­ტრაციის (გარდა დოკუმენტის ასლის დედანთან სისწორის და­მოწ­მე­ბის რეგისტრაციისა) საფასურია 2.0 ლარი (დამატებული ღირებულების გა­დასახადის ჩათვლით).
2. სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის საფასური გა­და­იხ­დე­ვი­ნე­ბა ნოტარიუსთან, რომელიც უზრუნველყოფს მის შეტანას საქართვე­ლოს ნოტარიუსთა პალატის ანგარიშზე

[https://legali.ge/law/1549252/muxli-39/](https://legali.ge/law/1549252/muxli-39/)

---

## მუხლი 41. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ  გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული ვადები და საფასურის ოდენობები

_თავი VII — საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობა, მომსახურების ვადები და საფასურის გადახდევინების წესი_

1. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაწეული მომსახუ­რე­ბი­სათვის დაწესებულია შემდეგი ვადები და განსაზღვრულია სა­ფა­სუ­რის შემდეგი ოდენობები:
ა) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივში დაცული სა­ნო­ტა­რო დოკუმენტების დამოწმებული ასლების გაცემა 4 სამუშაო დღის ვა­და­ში – 10 ლარი;
ბ) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივში დაცული დო­კუ­მენ­ტებისა და მათი შინაარსის შესახებ ინფორმაციის/ცნობის ან დოკუმენ­ტე­ბის არარსებობის, სანოტარო მოქმედების შეუსრულებლობის თაობაზე ინ­ფორმაციის/ცნობის გაცემა 4 სამუშაო დღის ვადაში – 10 ლარი; ამას­თა­ნა­ვე, თუ ინფორმაცია/ცნობა შეიცავს რამდენიმე ნოტარიუსის არქივში და­ცუ­ლი დოკუმენტების შესახებ ინფორმაციას, საფასურის ოდენობა იზ­რ­დება შესაბამისი ჯერადობით;
გ) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივში დაცული დოკუ­მენ­ტების ასლების დამზადება 4 სამუშაო დღის ვადაში – 0,5 ლარი თი­თო­ეული გვერდისათვის.
2. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა დაჩქარებულ მომსა­ხუ­რე­ბას ახორციელებს შემდეგ ვადებში და შემდეგი ოდენობის საფასურით:
ა) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივში დაცული სანო­ტა­რო დოკუმენტების დამოწმებული ასლების გაცემა: განცხადების შეტანის დღეს (სამუშაო დღის ვადაში) – 30 ლარი, განცხადების შეტანიდან ერთ სა­მუშაო დღეში – 20 ლარი;
ბ) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივში დაცული დო­კუ­მენ­ტებისა და მათი შინაარსის შესახებ ინფორმაციის/ცნობის გაცემა: გან­ცხა­დების შეტანის დღეს (სამუშაო დღის ვადაში) – 30 ლარი, განცხადების შე­ტანიდან ერთ სამუშაო დღეში – 20 ლარი;
გ) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივში დაცული დო­კუ­მენ­ტების ასლების დამზადება განცხადების შეტანის დღეს (სამუშაო დღის ვადაში) – 5 ლარს დამატებული 0.5 ლარი თითოეული გვერ­დი­სა­თვის.
3. საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულია საბიუჯეტო და­წ­ესე­ბულებებისათვის გაწეული მომსახურება, აგრეთვე ნოტარიუსის მი­ერ გამოთხოვილი ინფორმაცია/ცნობა, დოკუმენტის ასლის დამოწმება

[https://legali.ge/law/1549252/muxli-41/](https://legali.ge/law/1549252/muxli-41/)

---

## მუხლი 42. საქართველოს ნოტარიუსთა პალატისათვის გადახდილი საფასურის დაბრუნება

_თავი VII — საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობა, მომსახურების ვადები და საფასურის გადახდევინების წესი_

1. საქართველოს ნოტარიუსთა პალატისათვის გადახდილი საფა­ს­უ­­რი განმცხადებელს უბრუნდება, თუ:
ა) განმცხადებელმა განაცხადის შეტანამდე მოითხოვა გადახდი­ლი თანხის დაბრუნება;
ბ) საფასური გადახდილია ამ წესით განსაზღვრულ განაკვეთზე მე­ტი ოდენობით. ამ შემთხვევაში ბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და ამ წესით განსაზღვრულ განაკვეთს შორის;
გ) საფასური გადაიხადა ამ წესის შესაბამისად საფასურის გა­და­ხ­დი­საგან გათავისუფლებულმა სუბიექტმა;
დ) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივში არ აღმოჩნდა დო­კუმენტი, რომლის ასლის დამზადებისათვის ან/და დამოწმებისათვის იქ­ნა გადახდილი საფასური;
ე) დაჩქარებული მომსახურება არ განხორციელდა დაინტერე­სე­ბუ­ლი პირისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით. ამ შემთხვევაში ბრუნდება სხვა­ობა დაჩქარებული მომსახურებისა და დაჩქარების გარეშე მომსა­ხუ­რ­ე­ბის დადგენილ საფასურებს შორის.
2. საფასური ბრუნდება დაინტერესებული პირის მოთხოვნიდან 10 სა­მუშაო დღის ვადაში. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს გადახდილი საფასუ­რის ნაწილობრივ ან სრულად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებ­ო­ბ­ის დასაბუთებას. მოთხოვნა წარდგენილ უნდა იქნეს საფასურის გად­ა­ხ­დიდან 30 დღის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი სა­ფა­სუ­რი არ ბრუნდება. ამ ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა და­უ­შ­ვ­ებელია

[https://legali.ge/law/1549252/muxli-42/](https://legali.ge/law/1549252/muxli-42/)
