„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№513
სარეგისტრაციო კოდი
390050010.10.003.016673
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/12/2011

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №513

2011 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილე­ბ აში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 1533) და ამ დადგენილებით დამტკიცებულ წეს­ში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 30-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. 31-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

3. 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 32. ნადირობის დოკუმენტის გამცემი ორგანო

1. დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე სააგენტო იღებს გა­და­წყვე­ტილებას ნადირობის დოკუმენტის გაცემის, ან გაცემის თაობაზე უა­რის თქმის შესახებ. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში ნადირობის დო­­კუ­მენ­ტი გა იცემა სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაცი­ულ-სა­მარ­თლებრივი აქტის საფუძველზე.

2. ნადირობის დოკუმენტის გაცემისას შესაძლებელია დადგინდეს დამა­ტებითი პირობები.“.

4. 34-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დაინტერესებულ პირს ნადირობის დოკუმენტს გადასცემს სააგენტო   შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურე­ბელი დო­კუ­მენტის წარდგენის შემდეგ. მომსახურების საფასურის გადახდის და­მადას­ტუ­რებელი დოკუმენტი სააგენტოში წარდგენილი უნდა იქნეს ნადი­რობის დო­კუ­მენტი ს გაცემის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სა­მარ­თ­ლე­ბ­რი­ვი აქტის ძალაში შესვლიდან არა უმეტეს 7 სამუშაო დღისა. აღ­ნიშნულ ვა­და­ში მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დო­კუმენტის წა­­რუ­დგენლობის შემთხვევაში, ნადირობის დოკუმენტი ს გაცემის თა­ობაზე ინ­დი­ვიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს სააგენ­ტოს უფ­რო­­სი აც­­ხადებს ძალადაკარგულად.“.

5. №4 დანართის №6 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„6

ნადირობას დაქვემ­დება­რე­ბული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამ­ფრე­ნი ფრინვე­ლი­სა) მოპოვების დოკუმენტის გაცემისათვის სახეობის ერთ ინდივიდზე:

 

 

მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარობით

6.1

ნიამორი

 500 ლარი­

 

 

 

 

 

6.2

ჯიხვი, კეთილშობილი ირემი, მურა დათვი

 

300 ლარი

 

 

 

 

 

6.3

შველი, გარეული ღორი

200 ლარი

 

 

 

 

 

6.4

კავკასიური როჭო,

კასპიური შურთხი

 

100 ლარი

 

 

 

 

 

6.5

დურაჯი

50 ლარი

 

 

 

 

 

6.6

მგელი, მელა, ტყის კვერნა, ქვის კვერნა, მაჩვი, ნუტრია, ენოტი, ხოხობი, კაკაბი, გნო­ლი

 

30 ლარი

 

 

 

 

 

6.7

ტურა, ტყის კატა, კურ­დღე­ლი,  ენოტისებური ძაღ­ლი 

 

20 ლარი.“.

 

 

 

 

 

 

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                  ნ. გილაური