„ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვროღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31(38), 1999 წელი, მუხ. 163) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 და მე-4 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. უფლების მფლობელის უფლებების დაცვა
1. საჯარო სამართლის იურიდიულ ი პირ ი – შემოსავლების სამსახურ ი (შემდგომ – შესაბამისი სამსახური) ახორციელებს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე იმ უფლების მფლობელ ის უფლებების დაცვას, რომლის მოთხოვნა სასაზღვრო ღონისძიებების განხორციელების შესახებ რეგისტრირებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის − „საქპატენტის“ (შემდგომ – საქპატენტი) მიერ.
2. შესაბამისი სამსახური ახორციელებს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე უფლების მფლობელ ის უფლებების დაცვა ს ამ კანონით გათვალისწინებული სასაზღვრო ღონისძიებ ებით.
მუხლი 4. სასაზღვრო ღონისძიებების განხორციელების მოთხოვნა
1. უფლების მფლობელის ან მისი წარმომადგენლის (შემდგომ – განმცხადებელი) განცხადება ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე საავტორო და მომიჯნავე უფლებების ან საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებაზე ან გეოგრაფიულ აღნიშვნაზე უფლებების დარღვევით წარმოებული პროდუქციის ან კონტრაფაქციული პროდუქციის მიმართ სასაზღვრო ღონისძიებების განხორციელების მოთხოვნის შესახებ წარედგინება საქპატენტს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებასთან ერთად საქპატენტს წარ ე დგინ ება დეტალურ ი ინფორმაცია იმ საქონლის შესახებ, რომელიც შეიცავს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტს, სხვა მონაცემ ები, რომლებიც გა აადვილებს საქონლის ამოცნობას, აგრეთვე ინფორმაცია ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე უფლებების დარღვევით წარმოებული საქონლის წარმოშობის, მდებარეობის, გადაადგილების ან მფლობელის შესახებ (ასეთი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში).
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის წარდგენის უფლება აქვს აგრეთვე პირს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეგისტრაციის შესახებ განაცხადი ს საქპატენტში წარდგენისას.
4. საქპატენტ ი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში – ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეგისტრაციასთან ერთად, იღებს გადაწყვეტილებას უფლების მფლობელის მოთხოვნის შესაბამის რეესტრში (შემდგომ − რეესტრი) რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.
5. უფლების მფლობელის მოთხოვნა რეგისტრირდება 2 წლის ვადით, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს განმცხადებლის მოთხოვნით, მაგრამ არა უმეტეს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე უფლებების ძალაში ყოფნის ვადისა.
6. ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე საავტორო და მომიჯნავე უფლებების ან საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებაზე ან გეოგრაფიულ აღნიშვნაზე უფლებების დარღვევით წარმოებული პროდუქციის ან კონტრაფაქციული პროდუქციის მიმართ სასაზღვრო ღონისძიებების განხორციელების მოთხოვნის რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციას ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებთან ერთად საქპატენტი დაუყოვნებლივ მიაწვდის შესაბამის სამსახურ ს.“.
2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თუ საქონლის იმპორტში მოქცევისას, საწყობში/ტერმინალში/ შენახვის სხვა ადგილ ას შესანახად განთავსებისას ან საქართველოდან ექსპორტირებისას შესაბამის სამსახურს ექნება საფუძველი ივარაუდოს, რომ საქონელი წარმოებულია ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე უფლებების დარღვევით, და ასეთ ობიექტზე უფლების მფლობელის მოთხოვნა სასაზღვრო ღონისძიებების განხორციელების შესახებ რეგისტრირებულია ამ კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამსახურ ი იღებს გადაწყვეტილებას ასეთი საქონლის გადაადგილების ან/და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების 10 სამუშაო დღი თ (მალფუჭებადი საქონლის შემთხვევაში – 6 სამუშაო დღ ით) შეჩერების (შემდგომ – საქონლის შეჩერების) თაობაზე.“.
3. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. შესაბამისი სამსახური ვალდებულია განმცხადებელს და საქონლის მფლობელს (ან მის წარმომადგენელს) მიაწოდოს ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია საქონლის იდენტიფიცირებისათვის და შემოწმების ჩატარებისათვის. ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი გამჟღავნება აკრძალულია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა. განმცხადებლის მიერ ასეთი ინფორმაციის გამჟღავნება იწვევს სასაზღვრო ღონისძიებების განხორციელების მოთხოვნის რეგისტ რაციის გაუქმებას და საქონლის შეჩერებ ის პროცედურის შეწყვეტას.“.
4. მე-7 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის:
ა.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) თუ საქპატენტმა მიიღო გადაწყვეტილება უფლების მფლობელის მოთხოვნის რეგისტრაციის გაუქმ ების შესახებ;“;
ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) ამ კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში.“;
ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 პუნქტები:
„6. განმცხადებელი ვალდებულია აანაზღაუროს საქონლის შეჩერების შედეგად საქონლის იმპორტიორისათვის, ექსპორტიორისათვის, მფლობელისათვის ა ნ/და სხვა პირისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი და საქონლის შეჩერებასთან დაკავშირებ ით შესაბამისი სამსახურის ხარჯები მას შემდეგ, რაც განმცხადებელს მიეცემა შეჩერებული საქონლის შემოწმების საშუალება და დადგინდება შესაბამისი სამსახურის ან/და განმცხადებლის ეჭვის უსაფუძვლობ ა.
7. საქონლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მოქმედების პერიოდში ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი შეთანხმების წარმოდგენამდე საქონლის შენახვის ხარჯები ეკისრება საქონლის იმპორტიორ ს, ექსპორტიორ ს ან/და მფლობელ ს, ხოლო ამ შეთანხმების წარმოდგენის შემდგომ ან საქონლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მოქმედების ვადის გასვლიდან საქონლის განადგურებამდე – განმცხადებელს.“.
5. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თუ საქონლის იმპორტიორი, ექსპორტიორი ან/და მფლობელი საქონლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების ვ ადის გასვლამდე არ გაასაჩივრებს განმცხადებლის მოთხოვნას, ან თუ განმცხადებელი და საქონლის იმპორტიორი, ექსპორტიორი ან/და მფლობელი ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინები ს მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში შესაბამის სამსახურს წარუდგენ ენ წერილობით შეთანხმებას, რომ საქონლის მფლობელი უარს აცხადებს შეჩერებულ საქონელზე, საქონელი ნადგურდება განმცხადებლის ხარჯითა და პასუხისმგებლობით, შესაბამისი სამსახური ს ზედამხედველობით. მალფუჭებადი საქონლის შემთხვევაში წერილობითი შეთანხმების წარდგენის ვადა 4 სამუშაო დღეა.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 23 დეკემბერი.
№5596-რს