„იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5597-რს
სარეგისტრაციო კოდი
010170000.05.001.016580
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/12/2011

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 39) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. კანონის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“;

ბ) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ეს კანონი ემყარება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს, განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირის დევნილად ცნობის, მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევის ა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.“.

2 . პირველი და 11   მუხლ ებ ი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 1. დევნილის ცნება და დისკრიმინაციის დაუშვებლობა

1. საქართველოს ოკუპ ი რებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად (შემდგომ – დევნილი) ჩაითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ საფრთხე შეექმნა მ ი ს ან მასთან მცხოვრები ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიისა და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო,ან ამ კანონის მე-2 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

2. დაუშვებელია დევნილთა რაიმე სახის დისკრიმინაცია მათ მიერ საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელებ ისას,განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა, ასევე იმ მიზეზით, რომ ეს პირები იძულებით არიან გადაადგილებულები.

    მუხლი 11 .ტერმინთა განმარტება

ამ კანონის მიზნებისათვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვ ს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სამინისტრო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო (შემდგომ − სამინისტრო);

ბ) ტერიტორიული ორგანო – სამინისტროს სტრუქტურაში შემავალი ტერიტორიული ორგანო;

გ) დევნილის მოწმობა – სამინისტროს ან ტერიტორიული ორგანოს მიერ დევნილზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის დევნილად ცნობას და მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭებას;

დ)     დევნილის სტატუსის მაძიებელი – პირი, რომელმაც დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით განცხადებით მიმართა სამინისტროს და რომლის მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ის შეიძლება ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ჩაითვალოს დევნილად;

ე) დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი – საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორი ა ზე პირის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან მისი პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი მშობელი (მშობლები) ან მისი პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის პირველ ი მუხლი ს პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზების გამო;

ვ) დევნილის დროებითი საცხოვრებელი ადგილი (დევნილის რეგისტრაციის ადგილი) – დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი ან ადგილი, სადაც იგი იქნა განსახლებული, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა;

ზ) სოციალური დახმარება – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნებისმიერი სახის მატერიალური თუ არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელიც მიმართულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული დევნილი ოჯახის/პირის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ;

თ) დევნილის შემწეობა − დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყოველთვიური გასაცემელი;

ი) დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტი – დევნილთა დროებითი საცხოვრებელი ადგილი, სადაც ისინი ორგანიზებულად იქნენ განსახლებულ ნ ი, ამ ობიექტში საცხოვრებელი ფართ ობ ების დევნილი ოჯახებისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საკუთრებაში გადაცემის ღონისძიებების დაწყებამდე/შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემამდე;

კ) დევნილთა კერძო განსახლების ობიექტი (შემდგომ − კერძო სექტორი) − 2007 წლის შემდ ე გ დევნილთა განსახლების მიზნით სახელმწიფოს მიერ შესყიდული, რეაბილიტირებული ან/და აშენებული ახალი ობიექტი, ა ნ დევნილ ის დროებითი საცხოვრებელი ადგილი, გარდა ამ მუხლის „ი“ქვეპუნქტით გათვალისწინებული ობიექტისა;

ლ) დევნილთა რეგისტრაცია – სამინისტროს მიერ წინასწარ გამოცხადებულ ვად ა ში დევნილთა აღრიცხვა-რეგისტრაციისა და დევნილის ახალი მოწმობის გაცემის პროცედურა;

მ) დევნილთა ანკეტირება – სამინისტროს მიერ დევნილ თა პერსონალური (საიდენტიფიკაციო) მონაცემების აღრიცხვის პროცედურა;

ნ) ოკუპირებული ტერიტორიები −„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“საქართველოს კანონით განსაზღვრული ტერიტორიები.“.

3. მე-2 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ პირი ამ კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზების გამო თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილიდან იძულებით გადაადგილებისას გავიდა საქართველოს ტერიტორიის ფარგლებ ი ს გარეთ, იგი ვალდებულია საკონსულო აღრიცხვაზე ასაყვანად მიმართოს საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას/საკონსულო დაწესებულებას ან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს −სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31  პუნქტი:

„31 . საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის −სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დახმარებით, ყოველი თვის ბოლოს მიაწვდის სამინისტროს იმ პირთა მონაცემებს, რომლებიც საკონსულო აღრიცხვაზე დგანან.“;

გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. პირზე მისი დევნილად ცნობისა და მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭებისთანავე ივსება ანკეტა და გაიცემა დევნილის მოწმობა. დევნილის მოწმობისა და ანკეტის ფორმ ებ ს ადგენს სამინისტრო.“;

დ) მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ბავშვ ი უფლებამოსილია მიენიჭოს დევნილის სტატუსი მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე, თუ ორივე ან ერთ-ერთ მშობელ ს აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი.“.

4. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამინისტროს მოთხოვნისთანავე მიაწოდოს მას განცხადების განხილვისათვის საჭირო მონაცემები და ინფორმაცია, ამასთან ავე,წარ უ დგინოს მისთვის ხელმისაწვდომი ყველა შესაბამისი დოკუმენტი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“.

5. მე-5 და 51  მუხლ ებ ი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 5. დევნილის უფლებები და მოვალეობები

1. დევნილს უფლება აქვს:

ა) მიიღოს დევნილის შემწეობა;

ბ) მიიღოს სოციალური და სხვა დახმარებ ები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით;

გ) ისარგებლოს დროებითი საცხოვრებლით საქართველოს ფარგლებში.

2. დევნილი ვალდებულია:

ა) ერთი თვის განმავლობაში აცნობოს სამინისტროს დროებითი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ;

ბ) გაიაროს დევნილთა რეგისტრაცია სამინისტროს მიერ წინასწარ გამოცხადებულ ვადაში;

გ) ორ თვეზე მეტი ვადით საქართველოს ფარგლებ ი ს გარეთ გასვლის შემთხვევაში წინასწარ აცნობოს სამინისტროს ამის შესახებ.

    მუხლი 51 . დევნილის შემწეობის შეჩერების, შეწყვეტისა და აღდგენის საფუძვლები

1. დევნილ ი ს შემწეობა შეჩერდება, თუ:

ა) ამ კანონის საფუძველზე სამინისტროს მიერ წინასწარ გამოცხადებულ ვად ა ში მან არ გაიარა დევნილთა რეგისტრაცია;

ბ) დასადგენია დევნილად ცნობისათვის წარდგენილი საბუთების სისწორე.

2. დევნილის შემწეობის შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) ორ თვეზე მეტი ვადით საქართველოს ფარგლებ ი ს გარეთ გასვლა;

ბ) სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებისათვის განკუთვნილი სოციალური დახმარების ნებაყოფლობით მიღება;

გ) დევნილის სტატუსის შეწყვეტა;

დ) დევნილის შემწეობის მიღებაზე პირადი განცხადებით უარის თქმა.

3. დევნილ ი ს შემწეობ ა აღდგება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული გარემოების აღმოფხვრის შემთხვევაში, მის მიერ პირადი განცხადებისა და საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.

4. დევნილის შემწეობის გაცემა განახლდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების აღმოფხვრის შემდეგ, ამასთან ავე:

ა) ამ ავე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში დევნილის შემწეობის თანხა ანაზღაურდება მხოლოდ მიმდინარე საბიუჯეტო წლის ფარგლებში;

ბ)ამ ავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში დევნილის შემწეობის თანხა არ ანაზღაურდება დევნილის შემწეობის შეწყვეტის მთელი პერიოდის განმავლობაში.

5. დევნილის შემწეობის გაცემას უზრუნველყოფს კომპეტენტური ორგანო სამინისტროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.“.

6. 52  მუხლი ამოღებულ იქნეს.

7. კანონს დაემატოს შემდეგი შინ ა არსის 53  და 54  მუხლები:

    „მუხლი 53 . დევნილის დაცვა დროებით საცხოვრებელ ადგილზე

1. საცხოვრებელ ფართ ობ თან/საბინაო საკითხებთან დაკავშირებული დავ ა წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2.საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორი ებ ზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე არ ხდება დევნილთა კომპაქტურ ად განსახლების ობიექტებიდან დევნილების გამოსახლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:

ა) დევნილებთან იდება წერილობითი შეთანხმება მათ მიერ დევნილთა კომპაქტურ ად განსახლების ობიექტში დაკავებული ფართ ობ ის სანაცვლოდ საკომპენსაციო თანხის ან სხვა მატერიალური თუ არამ ა ტერი ა ლური სიკეთის მიღების თაობაზე;

ბ) დევნილს გამო ე ყოფა შესაბამისი საცხოვრებელი ფართობი, რომლითაც არ გაუარესდება მისი საყოფაცხოვრებო პირობები;

გ) ხდება სტიქიური ან ტექნოგენური მოვლენები, რ ომლები ც რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

დ) დევნილს ფართობი თვითნებურად, კანონის დარღვევით აქვს დაკავებული.

    მუხლი 54 . დევნილის უზრუნველყოფა დროებით საცხოვრებელ ადგილზე

1. სამინისტრო ეხმარება დევნილს დროებით საცხოვრებელ ადგილზე საკუთარი უფლებების განხორციელებაში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებთან ერთად, რომლებიც:

ა) ეხმარებიან დევნილს დროებით დასაქმებაში, მისი პროფესიისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით;

ბ) თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გასცემენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემწეობებსა და სხვა დახმარებებს;

გ)უზრუნველყოფენ დევნილის კონსტიტუციურ უფლებას განათლებაზე და საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლ ა ში სახელმწიფოს ხარჯზე უფასო სწავლებას;

დ) წყვეტენ დევნილის საპენსიო უზრუნველყოფის საკითხებს;

ე) ეხმარებიან დევნილს სოციალური და საყოფაცხოვრებო საკითხების გადაწყვეტაში;

ვ) მონაწილეობენ ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის შედეგად გარდაცვლილთა და დაღუპულთა სამარხებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების ღონისძიებებში;

ზ) ეხმარებიან დევნილს მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებაში ამ კანონის პირველ ი მუხლი ს პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზების აღმოფხვრის შემდეგ;

თ) უზრუნველყოფენ დევნილს საქართველოს ფარგლებში დროებითი საცხოვრებლითა და აუცილებელი პირველადი დახმარებით;

ი) დევნილის გარდაცვალებისას ანაზღაურებენ მისი დაკრძალვის ხარჯებს დადგენილი წესით, დევნილის დროებითი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტ ი დან.

2. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული დევნილი ოჯახის/პირის სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის ხარჯებ ი დადგენილი წესით ი ფარ ება სახელმწიფო პროგრამებით ან დაზღვევით.

3. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოები, მათ შორის,სამინისტრო, უზრუნველყოფენ მ ათთვის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების განხორციელებას, იღებენ ზომებს დევნილის თვის დროებით საცხოვრებელ ადგილზე უსაფრთხო, ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობები ს შესაქმნელად.

4. სამინისტრო კოორდინაციას უწევს საქართველოს სხვა სამინისტროებისა და უწყებების საქმიანობას დევნილთა უფლებების განხორციელების სფეროში.“.

8.მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 6. დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლები

1. პირს დევნილის სტატუსი შეუწყდება, თუ:

ა) მას პირადი განცხადებით მოეხსნა დევნილის სტატუსი;

ბ) დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე აღმოიფხვრა ამ კანონის პირველ ი მუხლი ს პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აღდგა საქართველოს იურისდიქცია;

გ) მას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა;

დ) სასამართლომ იგი აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად;

ე) იგი გარდაიცვალა.

2. პირს დევნილის სტატუსი ჩამოერთმევა, თუ მან ეს სტატუსი ყალბი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე მიიღო.

3. დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საკითხ ებ ს წყვეტს სამინისტრო.

4. დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევის ან აღდგენის თაობაზე დავას წყვეტს სასამართლო.

5. პირს დევნილის სტატუსი აღუდგება, თუ:

ა) სასამართლომ გააუქმა ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ქვეპუნ ქ ტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება;

ბ) მას დევნილის სტატუსი შეწყვეტილი ჰქონდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ქვეპუნქტის საფუძველზე და საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის ან „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის პი რ ველი პუნქტის შესაბამისად მიენიჭა/აღუდგა საქართველოს მოქალაქეობა;

გ) მას დევნილის სტატუსი შეწყვეტილი ჰქონდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ქვეპუნქტის საფუძველზე და პირადი განცხადებით კვლავ მოითხოვა დევნილის სტატუსი ს მინიჭება.“.

9. მე-9 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დევნილის უფლებების დაცვის გარანტია“.

10. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დევნილთათვის დამატებითი დაფინანსების წყარო ები ა ფიზიკურ და იურიდიულ პირ თა შემოწირულებები, სხვა სახელმწიფოთა და საერთაშორისო ორგანიზაცი ათა მიერ გაწეული ფინანსური დახმარებ ები.“.

11. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შე მ დეგი რედაქციით:

    „მუხლი 11. პასუხისმგებლობა კანონის დარღვევისათვის

ამ კანონის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 23 დეკემბერი.

№5597-რს