1. ამ კანონის ძირითადი მიზნებია საქართველოს სამუზეუმო საქმიანობის სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება და საქართველოს სამუზეუმო ფონდის დაცვა.

2. ამ კანონის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამუზეუმო საქმიანობისა და მუზეუმებით სარგებლობის ძირითადი პრინციპების განსაზღვრა;

ბ) სამუზეუმო საქმიანობაში სახელმწიფო გარანტიების უზრუნველყოფა;

გ) საქართველოს მუზეუმების სისტემის მართვისა და დაფინანსების პრინციპების განსაზღვრა;

დ) მუზეუმების კატეგორიების განსაზღვრა;

ე) სამუზეუმო საქმიანობაში არასახელმწიფო სექტორის ლეგიტიმაცია;

ვ) სამუზეუმო საქმიანობაში მონაწილე ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ძირითადი უფლება-მოვალეობების განსაზღვრ