წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 27.12.2011
ძალის დაკარგვა 07.08.2014
გამომცემი ორგანო წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №30
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.104.016076
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/01/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 04.08.2014
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონი 16.12.2005
დოკუმენტის ტექსტი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
@page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №30
2011 წლის 27 დეკემბერი
ქ. წალენჯიხა
წალენჯიხის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დამტკიცდეს „წალენჯიხის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება“ დანართის შესაბამისად (დანართი თან ერთვის).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წალენჯიხის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №21 დადგენილება.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე კ
. ციმინტია
დანართი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება
ეს დებულება, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 37-ე მუხლის შესაბამისად, განსაზღვრავს წალენჯიხის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფლებამოსილებას, სტრუქტურას, მისი სტრუქტურული ერთეულებისა და თანამდებობის პირთა უფლება-მოვალეობებს.
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. საკრებულოს აპარატის სტატუსი
1. საკრებულოს აპარატი იქმნება საკრებულოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით.
2. აპარატის ფუნქციაა უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციების, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების და საკრებულოს თანამდებობის პირების ეფექტური საქმიანობისათვის შესაბამისი პირობების შექმნა, გაუწიოს დახმარება საკრებულოს წევრებს მათი უფლებამოსილების განხორციელებაში, მიაწოდოს ინფორმაცია მოსახლეობას საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ, ორგანიზაციულად უზრუნველყოს მოქალაქეთა ურთიერთობა საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირებთან.
3. აპარატი წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის მუდმივმოქმედ დაწესებულებას.
4. აპარატს აქვს ბლანკი და აპარატის ბეჭედი წარწერით – ცენტრში „
აპარატი“, ირგვლივ –„საქართველო. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
“.
მუხლი 2🔗. აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
1. აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი) და ეს დებულება.
2. აპარატის საქმისწარმოების, საბუთების აღრიცხვისა და მსვლელობის, მათი შესრულების კონტროლის მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით), საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული აპარატის შინაგანაწესით, საქმისწარმოების წესებით და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 3🔗. აპარატის ძირითადი ფუნქციები
აპარატის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ორგანიზაციულ-ტექნიკურად უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციებისა და საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომების, აგრეთვე საკრებულოს და საკრებულოს თანამდებობის პირთა მიერ სხვა ღონისძიებების
ჩატარება. უზრუნველყოს საკრებულოს და საკრებულოს თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადება და გამოქვეყნება;
ბ) მოამზადოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების სამუშაო გეგმების პროექტები, საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების სხდომაზე განსახილველი საკითხები და ამ საკითხებთან დაკავშირებული შესაბამისი მასალები;
გ) ორგანიზება გაუწიოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების, აგრეთვე საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების ურთიერთობას სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან;
დ) ორგანიზაციული მომსახურება გაუწიოს საკრებულოს წევრებს მათი უფლება
-მოსილების განხორციელებაში;
ე) უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვა, სხდომის ოქმების წარმოება, სხდომაზე დამსწრე პირთა რეგისტრაცია, სხდომებზე წესრიგის დაცვის ორგანიზება, კენჭისყრისას ხმების დათვლა;
ვ) ორგანიზება გაუწიოს საკრებულოს და საკრებულოს თანამდებობის პირთა მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების რეგისტრაციას, მათ აღრიცხვას, სისტემატიზაციას და დადგენილი წესით გამოქვეყნებას;
ზ) უზრუნველყოს საკრებულო, საკრებულოს კომისიები და სამუშაო ჯგუფები სამართლებრივი ინფორმაციითა და იურიდიული კონსულტაციით. გაუწიოს მეთოდური დახმარება საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიებს, საკრებულოს სამუშაო ჯგუფებს და საკრებულოს წევრებს სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში. დაიცვას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინტერესები სასამართლოში. განახორციელოს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების კოდიფიკაცია და სისტემატიზაცია, საჭიროების შემთხვევაში მოამზადოს წინადადებები მიღებული სამართლებრივი აქტების გაუქმების ან მასში ცვლილებების შეტანის შესახებ
;
თ) უზრუნველყოს საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა საკადრო აღრიცხვიანობა.
ი) უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა
;
კ) ორგანიზაციულად უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომებში მოქალაქეთა მონაწილეობა, უზრუნველყოს საკრებულოს თანამდებობის პირებთან და საკრებულოს წევრებთან მოქალაქეთა მიღების ორგანიზება, შესაბამისი მასალების მომზადება, დავალებათა აღრიცხვა და კონტროლი მათ შესრულებაზე.
თავი II
აპარატის სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები
მუხლი 4🔗. აპარატის სტრუქტურული ერთეულები
აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) იურიდიული, საქმისწარმოებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება;
ბ) საფინანსო
-საბიუჯეტო, ქონების მართვისა და სოციალურ საკითხთა განყოფილება
.
მუხლი 5🔗. იურიდიული, საქმისწარმოებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის
განყოფილება
იურიდიული, საქმისწარმოებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება:
ა) ორგანიზებას უწევს საკრებულოს, საკრებულოს თანამდებობის პირების, საკრებულოს
კომისიების და აპარატის შესაბამისი საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას;
ბ) უზრუნველყოფს, საკრებულოს, მისი კომისიების, აპარატის სტრუქტურული ერთეულების სამართლებრივი მუშაობის მეთოდურ ხელმძღვანელობას, საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალურ
-სამართლებრივი აქტების მომზადებას;
გ) საკონსულტაციო
-სამართლებრივ დახმარებას უწევს საკრებულოს წევრებს და აპარატის თანამშრომლებს,ახდენს საკრებულოს სამართლებრივი აქტების კოდიფიკაციას და სისტემატიზაციას, აკონტროლებს მათ შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან, საჭიროების შემთხვევაში ამზადებს წინადადებებს მიღებული სამართლებრივი აქტის გაუქმების , ან მასში ცვლილებების შეტანის შესახებ
;
დ) ახორციელებს საკადრო ცვლილებებთან, მოსამსახურეთა დისციპლინარულ პასუხისმგებლობასთან და წახალისებასთან დაკავშირებული ინდივიდუალურ
-სამართლებრივი აქტების მომზადებას
;
ე) წარმოადგენს საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის ინტერესებს სასამართლოში წინასწარ გაცემული მინდობილობის შესაბამისად.
ვ) პასუხისმგებელია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე და უზრუნველყოფს პრეზიდენტისა
და პარლამენტის თავმჯდომარისათვის დადგენილ ვადებში და დადგენილი წესით ინფორმაციის წარდგენას;
ზ) უზრუნველყოფს აპარატში ერთიან საქმისწარმოებას, აყალიბებს საქმეთა ნომენკლატურას, შეიმუშავებს კლასიფიკატორებს, ინდექსებს, შიფრებსა და კოდებს
;
თ) უზრუნველყოფს საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირების სახელზე შემოსული წერილების, განცხადებების და სხვა დოკუმენტაციის აღრიცხვას, სისტემატიზაციას, მათ ანოტაციებს, სარეკვიზიტო და დოკუმენტალურ გაფორმებას, ადრესატისათვის გადაცემას, კორესპო
ნდენციის გადაგზავნას, საარქივო მასალების ანოტირებას და არქივის წარმოებას
;
ი) აფორმებს და აღრიცხავს მიღებულ დოკუმენტაციაზე საკრებულოს თანამდებობის პირების დავალებებს და გადასცემს შემსრულებლებს, აკონტროლებს კორესპოდენციის განსახილველად გამზადებას, საკითხის განხილვაზე კანონით დადგენილი ვადების დაცვას.
კ) უზრუნველყოფს სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვას, მიღებულ გადაწყვეტილების გაფორმებას, რედაქტირებას, რეგისტრაციას და გამოქვეყნებას
;
ლ) ახორციელებს საკრებულოს კომისიების სხდომების ოქმების წარმოებას;
მ) უზრუნველყოფს საკრებულოში მომზადებული დოკუმენტაციის კომპიუტერულ ბეჭდვასა და გამრავლებას
;
ნ) უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა პირადი საქმეების და საკადრო დოკუმენტაციის შედგენას, აღრიცხვას და წარმოებას, აფორმებს აპარატის მოსამსახურეთა სამუშაოზე მიღების, სამუშაოდან გათავისუფლების, შვებულებაზე გასვლის, სამივლინებო, საპენსიო და სხვა დოკუმენტაციებს
;
ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს
;
პ) უზრუნველყოფს საკრებულოს საქმიანობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის გავრცელებას და გამოქვეყნებას, ახდენს საკრებულოს შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქებული მასალების და პუბლიკაციების ანალიზს
;
ჟ) ორგანიზაებას უწევს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციებისა და სამუშაო ჯგუფების თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების შეხვედრებს მოსახლეობასთან
;
რ) ორგანიზებას უწევს საკრებულოს ურთიერთობას გამგეობასთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან
;
ს) უზრუნველყოფს ჟურნალისტების დასწრებას საკრებულოსა და მისი კომისიების სხდომებზე, მათთვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნას, მათ ინფორმირებას. საზოგადოებასთან ქმედითი ურთიერთობების ჩამოყალიბებას, პრესკონფერენციების, ბრიფინგების, ჟურნალისტებთან შეხვედრების ჩატარებას
;
ტ) ორგანიზებას უწევს ოფიციალური დელეგაციების მიღებას და საკრებულოს დელეგაციების მივლინებას, ახორციელებს ადგილობრივი ტელევიზიითა და პრესით საკრებულოს სხდომის ან საჯარო მოსმენის დღის წესრიგის, ჩატარების ადგილის, დროისა და თარიღის, სხვადასხვა პროგრამების მოსახლეობისათვის გაცნობას. ტელევიზიის საშუალებით საკრებულოს სხდომების გაშუქებას
;
უ) უზრუნველყოფს საკრებულოს საინფორმაციო
-საცნობარო და პროგრამულ მომსახურეობას, საკრებულოს ოფიციალური ინფორმაციის კომპიუტერიზაციას და ინტერნეტიზაციას
;
ფ) უზრუნველყოფს საკრებულოს საინფორმაციო
-საკომუნიკაციო სისტემების ფუნქციონირებას, საიტებისა და ინტერნეტგვერდების შექმნას, მათ განახლებას. ვებგვერდზე შემოსული წინადადებების და წერილების სისტემატიზაციასა და გადაცემას საკრებულოს აპარატის უფროსისათვის, ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის შეცვლის, გაყალბების, დამახინჯების, წაშლის და დაბლოკვისაგან დაცვას.
მუხლი 6🔗. საფინანსო
-საბიუჯეტო, ქონების მართვისა და სოციალურ საკითხთა განყოფილება
საფინანსო
-საბიუჯეტო, ქონების მართვისა და სოციალურ საკითხთა განყოფილება:
ა) უზრუნველყოფს ფინანსური სახსრებისა და მატერიალურ საშუალებათა ხარჯვის აღრიცხვას და ანალიზს, ადგენს საკრებულოს შენახვის ხარჯებს.
ბ) ახორციელებს საკრებულოსა და მისი აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დაგეგმვას;
გ) დახმარებას უწევს საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს საფინანსო
-საბიუჯეტო კომისიას:
გ.ა) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით გათვალისწინებული შემოსავლების მიღებისა და ხარჯვის მიზნობრიობის შესწავლაში;
გ.ბ) ფინანსური ხასიათის სამართლებრივი აქტების ( ბიუჯეტი, ცვლილებები ბიუჯეტში
და სხვა) პროექტების განხილვაში;
დ) აანალიზებს და აფასებს ფინანსურ საკითხებზე ყოველთვიურ ანგარიშებს, ანალიტიკურ მასალებს და წინადადებებს წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს შემდგომი რეაგირებისათვის
;
ე) უწევს მეთოდურ დახმარებას საკრებულოს თანამდებობის პირებს და წევრებს საფინანსო
-საბიუჯეტო სფეროს მიკუთვნებულ საკითხებში
;
ვ) ფლობს და აღრიცხავს მონაცემებს ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმიწფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თაობაზე. უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვაზე ინფორმაციის მოწოდებას საკრებულოს თავმჯდომარისთვის
;
ზ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული შენობის შენახვას, მოვლა
-პატრონობასა და ექსპლოატაციის, სანიტარ
იული ნორმების დაცვას
;
თ) უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის თანამდებობის პირების, საკრებულოს კომისიების, დროებითი სამუშაო ჯგუფების და აპარატის მოსამსახურეების მატერიალურ
-ტექნიკურ, სატრანსპორტო, სოციალურ
-საყოფაცხოვრებო მომსახურებას, სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად აუცილებელი პირობების შექმნას.
ი) უზრუნველყოფს საკრებულოს ინვენტარისა და მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვას, შენახვას, რაციონალურ გამოყენებას, მოვლასა და დაცვას
;
კ) უზრუნველყოფს მოსახლეობის აღრიცხვას დასახლებული ერთეულების მიხედვით. იღებს ინფორმაციას ტერიტორიული ერთეულებისაგან სოციალურ საკითხებზე, რეაგირებას ახდენს სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით შემოსულ კორესპო
ნდენციებზე, აგროვებს ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის სოციალურ
-ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის: ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საკუთრებაში არსებული მიწის, ქონების, შინაური პირუტყვისა და ფრინველის, დასახლებულ ტერიტორიაზე გაშენებული ხეხილის და სხვ. თაობაზე
;
ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
თავი III
აპარატის ხელმძღვანელობა
მუხლი 7🔗. აპარატის უფროსი
1. აპარატის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს აპარატის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.
2. აპარატის უფროსი:
ა) უძღვება აპარატის საქმიანობას;
ბ) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს აპარატის დებულებას, საშტატო ნუსხას და აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს;
გ) საკრებულოს თავმჯდომარეს თანამდებობაზე დასანიშნად და თანამდებობიდან გასათავისუფლებლად წარუდგენს აპარატის შესაბამის საჯარო მოსამსახურეთა კანდიდატურებს;
დ) საკრებულოს თავმჯდომარეს და საკრებულოს ბიუროს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს აპარატის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ე) ადგენს შრომის შინაგანაწესს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და წარუდგენს მას საკრებულოს თავმჯდომარეს;
ვ) კოორდინაციას უწევს და უზრუნველყოფს საკრებულოსა და საკრებულოს ბიუროს სხდომების ოქმების წარმოებას, სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების აღრიცხვას, კონტროლს უწევს მათ შესრულებას
;
ზ) ახორციელებს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით, აგრეთვე საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებებით განსაზღვრულ დავალებებს.
3. აპარატის უფროსი ანგარიშვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე.
4. აპარატის უფროსის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს საკრებულოს თავმჯდომარე.
5.აპარატის უფროსის არყოფნის შემთხვევაში აპარატის უფროსის მოვალეობებს ასრულებს აპარატის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით.
მუხლი 8🔗. აპარატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
1. აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს სტრუქტურული ქვედანაყოფის (განყოფილების) უფროსი, რომელსაც აპარატის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.
2. სტრუქტურული ქვედანაყოფის (განყოფილების) უფროსი:
ა) ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფისა და სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) პასუხს აგებს სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
გ) ამ დებულებით განსაზღვრული სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად შეიმუშავებს და აპარატის უფროსს წარუდგენს საკრებულოს აპარატის დებულებაში მისდამი ქვემდებარე სტრუქტურული ქვედანაყოფის ფუნქციების ასახვას, მოსამსახურეთა ფუნქციონალურ განაწილებას და სამუშაო გეგმას;
დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; აპარატის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
ე) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;
ვ) შეიმუშავებს წინადადებებს ქვედანაყოფის მუშაობის სრულყოფის საკითხებზე;
ზ) უქმნის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის, საიდუმლოების რეჟიმის, შრომის შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს;
თ) ახორციელებს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით, აგრეთვე საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებებით განსაზღვრულ დავალებებს.
3. სტრუქტურული ერთეულის უფროსი ანგარიშვალდებულია აპარატის უფროსის წინაშე.
4. სტრუქტურული ერთეულის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით, მის მოვალეობებს აპარატის უფროსის წარდგინებით ასრულებს სტრუქტურული ერთეულის ერთ-ერთი მოხელე.
თავი IV
აპარატის საჯარო მოსამსახურეები
მუხლი 9🔗. აპარატის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნის წესი
1. აპარატის თანამშრომლები არიან საჯარო მოსამსახურეები, რომლებსაც ნიშნავს და ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე და რომლებიც ასრულებენ კანონმდებლობით და ამ დებულებით მათთვის დაკისრებულ მოვალეობებს.
2. აპარატის საჯარო მოსამსახურეები თანამდებობაზე ინიშნებიან კონკურსის შედეგების მიხედვით.
3. აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების დასაკავებლად კონკურსს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად, ატარებს საკრებულოს მიერ შექმნილი საკონკურსო-საატესტაციო კომისია.
4. კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით „საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 1🔗
0. აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს, საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი ინსტრუქციების დამტკიცების წესი
1. აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს, თანამდებობათა დასახელებას საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ამტკიცებს საკრებულო.
2. აპარატის საშტატო ნუსხას და თანამდებობრივ ინსტრუქციებს აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.
თავი V
დებულებაში ცვლილების შეტანის წესი
მუხლი 11🔗. დასკვნითი დებულებანი
1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულებას ამტკიცებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო
.
2. საკრებულოს აპარატის დებულებაში ცვლილების შეტანა ხორციელდება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.