„ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 ნოემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №53
2011 წლის 28 დეკემბერი
დაბა ქედა
„ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 ნოემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
„ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 ნოემბრის №39 დადგენილებაში (სსმ, 06 .12 .2011.) შევიდეს შემდეგი ცვლილება :
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებულ ი სკოლამდელი აღზრდის, საგანმანათლებლო დაწესებულების, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი კულტურისა და განათლების ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტების მოვლა-პატრონობის, მათი საქმიანობის ორგანიზებ ის და ხელშეწყობ ის უზრუნველყოფის შესახებ;“
ბ ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-3პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. კომისიის სხდომებს იწვევს და წარმართავს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო დებულების (რეგლამენტის) 25-ე მუხლის მე -3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით – კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი. კომისიის სხდომები იმართება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული გრაფიკის მიხედვით, თვეში ორჯერ მაინც, კომისიის სამუშაო გეგმის შესაბამისად.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავ მ ჯდომარე ბ . დიასამიძე