„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№34
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.112.016056
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/01/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №34

2011 წლის 28 დეკემბერი

 ქ. ლანჩხუთი

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

1. „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს№16 დადგენილებაში (სსმ №16, 25.08.2010, მუხ.439, გვ.135) შევიდეს ცვლილება, კერძოდ:

ა) დებულების მე3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ)უზრუნველყოფს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საქმიანობის სრულყოფას, ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობას, მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრასა და პრევენციას, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო დაწესებულებებ ის შიდა აუდიტორულ შემოწმებას.“;

ბ) დებულების მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) შიდა აუდიტის განყოფილება“;

გ) დებულების მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51 შიდა აუდიტის განყოფილება ახორციელებს:

ა)ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვის კონტროლს;

ბ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული ფინანსური რისკების დადგენასა და შეფასებას;

გ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო დაწესებულებებში (მათ შორის, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასებას;

დ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო დაწესებულებებში (მათ შორის, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების) ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, ეფექტურობისა და ეკონომიურობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავებას;

ე) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო დაწესებულებების (მათ შორის, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების) საქმიანობაში მოსალოდნელი დარღვევების ან/და სამსახურებრივი გადაცდომების პრევენციას ან/და მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენასა და ანალიზს;

ვ) შიდა აუდიტს/ინსპექტირებას გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოების, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების განხორციელებასთან დაკავშირებით მოქალაქეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახვის, დისციპლინური გადაცდომისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ფაქტებზე;

ზ) შიდა აუდიტის/ინსპექტირების შედეგებზე დაყრდნობით გამგებელს წარუდგენს წინადადებას გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების შესახებ;

თ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არაფინანსური და ფინანსური აქტივების, მატერიალური ფასეულობების (უძრავი და მოძრავი ქონება) აღრიცხვას და ბალანსის საცნობარო მუხლებში ასახვას;

ი) ახორციელებს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე  რ. ჩიტიძე