განჩინება სს „ენერჯი ინვესტი“-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2011 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ეკატერინე ცისკარიძემ განიხილა სს ,,ენერჯი ინვესტის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია სს ,,ენერჯი ინვესტის“ გაკოტრების საქმე.
2011 წლის 16 დეკემბერს გაკოტრების მმართველმა მალხაზ ალბორაშვილმა განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სს ,,ენერჯი ინვესტის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ იმაზე მითითებით, რომ სს ,,ენერჯი ინვესტის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების მომენტისათვის მოვალის ქონებას შეადგენდა 5200 ლარი. არსებული თანხა გადანაწილდა უზრუნველყოფილ კრედიტორს – სსიპ შემოსავლების სამსახურსა და მეურვის მიერ გაკოტრების პროცესში გაწეულ ხარჯებზე. შესაბამისად, გაფორმდა ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი. აღნიშნული საკითხების განსახილველად, კრედიტორთა დაგვიანებული მოთხოვნების, გაკოტრების მმართველის ანგარიშის წარდგენის და გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების მიზნით, გაკოტრების მმართველი მოითხოვს მოწვეულ იქნეს სს ,,ენერჯი ინვესტის“ კრედიტორთა კრება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნეს კრედიტორთა კრება კრედიტორთა დაგვიანებული მოთხოვნების, გაკოტრების მმართველის ანგარიშის მოსმენისა და გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ დღის წესრიგით. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მოწვეულ იქნეს სს ,,ენერჯი ინვესტის“ კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:
1.1. სს ,,ენერჯი ინვესტის“ კრედიტორთა დაგვიანებული მოთხოვნების განხილვა;
1.2 სს ,,ენერჯი ინვესტის“ გაკოტრების მმართველის ანგარიშის წარდგენა;
1.3 სს ,,ენერჯი ინვესტის“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება .
2. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2012 წლის 20 იანვარს 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №21 სხდომის დარბაზში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
3. დაევალოს სს ,,ენერჯი ინვესტის“ გაკოტრების მმართველს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა, მასვე დაევალოს განჩინების „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლო დაფაზე.
4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ე. ცისკარიძე