„საქართველოში წარმოებული და იმპორტირებული ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების (საშუალებების) სახელმწიფო რეგისტრაციის, ხელახალი რეგისტრაციის, ან რეგისტრაციის გაუქმებისა და ხარისხის/უსაფრთხოების კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2010 წლის 25 იანვრის №2-8 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2-3
სარეგისტრაციო კოდი
340090000.22.032.016049
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/01/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-3

2012 წლის 4 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოში წარმოებული და იმპორტირებული ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების (საშუალებების) სახელმწიფო რეგისტრაციის, ხელახალი რეგისტრაციის ან რეგისტრაციის გაუქმებისა და ხარისხის/უსაფრთხოების კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2010 წლის 25 იანვრის №2-8 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „საქართველოში წარმოებული და იმპორტირებული ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების (საშუალებების) სახელმწიფო რეგისტრაციის, ხელახალი რეგისტრაციის ან რეგისტრაციის გაუქმებისა და ხარისხის/უსაფრთხოების კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2010 წლის 25 იანვრის №2-8 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოში წარმოებული და იმპორტირებული ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების (საშუალებების) სახელმწიფო რეგისტრაციის, ხელახალი რეგისტრაციის ან რეგისტრაციის გაუქმებისა და ხარისხის/უსაფრთხოების კონტროლის წესში” (სსმ III, 01.02.2010 წ., №12, მუხ.132) შეტანილ იქნეს ცვლილება და წესის:

ა) მე-4 მუხლის მე-4პუნქტის „გ“ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის„ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცი ის ორიგინალი და ნოტარიულად დამოწმებული ქართულ ენაზე თარგმანი.“;

გ) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის„ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (ორიგინალი).“;

დ) მე-4 მუხლის მე-5პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა)ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატის მწარმოებელ ქვეყანაში, რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.“;

ვ) მე-4 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. დოკუმენტაცია, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა,წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ, რუსულ ან ინგლისურ ენაზე. ამასთანავე,მეცნიერულ-ტექნიკური ნაწილის წარმოდგენა დასაშვებია ელექტრონული ვერსიის სახით.“;

ზ) მე-5 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. სააგენტო ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატის სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმის პროცედურის დროს, მათ შორის, II რიგის ცვლილების რეგისტრაციისას – 3 თვის ვადაში, ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატის ხელახალი და I რიგის ცვლილების რეგისტრაციისას – 20 სამუშაო დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატის რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თაობაზე, რაც ფორმდება ადმინისტრაციული აქტით. რეგისტრაციაზე უარის შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია რეგისტრაციაზე უარის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში წერილობით აცნობოს დასაბუთებული უარი რეგისტრანტს. თუ აღნიშნულ ვადაში რეგისტრაციის მაძიებელს არ ეცნობება გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატი ითვლება რეგისტრირებულად და სააგენტო ვალდებულია გასცეს სარეგისტრაციო მოწმობა.“;

თ) მე-6 მუხლს დაემატოს მე-11 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. აღიარებითი რეჟიმით რეგისტრირებული ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატი საქართველოში რეგისტრირდება შესაბამის ქვეყანაში რეგისტრაციის ვადით.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. გოროზია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოში წარმოებული და იმპორტირებული ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების (საშუალებების) სახელმწიფო რეგისტრაციის, ხელახალი რეგისტრაციის, ან რეგისტრაციის გაუქმებისა და ხარისხის/უსაფრთხოების კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2010 წლის 25 იანვრის №2-8 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 04.01.2012.
როდის იქნა მიღებული „საქართველოში წარმოებული და იმპორტირებული ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების (საშუალებების) სახელმწიფო რეგისტრაციის, ხელახალი რეგისტრაციის, ან რეგისტრაციის გაუქმებისა და ხარისხის/უსაფრთხოების კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2010 წლის 25 იანვრის №2-8 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოში წარმოებული და იმპორტირებული ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების (საშუალებების) სახელმწიფო რეგისტრაციის, ხელახალი რეგისტრაციის, ან რეგისტრაციის გაუქმებისა და ხარისხის/უსაფრთხოების კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2010 წლის 25 იანვრის №2-8 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 04.01.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №2-3. სარეგისტრაციო კოდი — 340090000.22.032.016049.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოში წარმოებული და იმპორტირებული ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების (საშუალებების) სახელმწიფო რეგისტრაციის, ხელახალი რეგისტრაციის, ან რეგისტრაციის გაუქმებისა და ხარისხის/უსაფრთხოების კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2010 წლის 25 იანვრის №2-8 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოში წარმოებული და იმპორტირებული ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების (საშუალებების) სახელმწიფო რეგისტრაციის, ხელახალი რეგისტრაციის, ან რეგისტრაციის გაუქმებისა და ხარისხის/უსაფრთხოების კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2010 წლის 25 იანვრის №2-8 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.01.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოში წარმოებული და იმპორტირებული ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების (საშუალებების) სახელმწიფო რეგისტრაციის, ხელახალი რეგისტრაციის, ან რეგისტრაციის გაუქმებისა და ხარისხის/უსაფრთხოების კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2010 წლის 25 იანვრის №2-8 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №2-3, 04.01.2012, სარეგისტრაციო კოდი 340090000.22.032.016049 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.01.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1554153/