„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3
სარეგისტრაციო კოდი
010240030.10.003.016676
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/01/2012

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №3

2012 წლის 4 იანვარი

ქ. თბილისი

 „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑20 მუხლის მე‑4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში (სსმ, 2005 წელი, მუხლი 1714) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე‑3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საშტატო ნუსხებისა და საქმიანობის გეგმების შეთანხმება;“.

2. მე‑4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. სამინისტროს სისტემა

1. სამინისტროს სისტემის შემადგენლობაში არიან:

ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

გ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები.

2. სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები არიან:

ა) სოციალური მომსახურების სააგენტო;

ბ) სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო;

გ) სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო;

დ) ახალგორის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება;

ე) ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი;

ვ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი.

3. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები არიან:

ა) სამინისტროს აპარატი (დეპარტამენტი);

ბ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი;

გ) ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტი;

დ) სოციალური დაცვის დეპარტამენტი;

ე) იურიდიული დეპარტამენტი;

ვ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ზ) ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი;

თ) საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტი.“.

3. მე‑5 მუხლის მე‑2 პუნქტის:

ა) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „გ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას და კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებსა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოხელეებს;“;

ბ) „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

გ) „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ლ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს;

მ) ძალადაკარგულად ცნობს მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეების, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამინისტროების ხელმძღვანელების აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, სხვა კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და განკარგულებებს, აგრეთვე მინისტრის ბრძანებებს; ასევე ძალადაკარგულად ცნობს აღნიშნულ თანამდებობის პირთა აქტებს, მათი მიზანშეუწონლობის მოტივით, საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფარგლებში;“;

დ) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) წყვეტს სამართლებრივ დავას სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შორის;“.

4. მე‑6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. მე‑17 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის მატერიალურ‑ტექნიკური უზრუნველყოფა;“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ‑მინისტრი          ნ. გილაური