საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1007
სარეგისტრაციო კოდი
230.000.000.05.001.000.962
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 22, 06/07/2001

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

მუხლი 1. საქართველოს საბაჟო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12 1997) შეტანილ იქნეს სემდეგი ცვლი ლ ებები:

1. 169-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საგადასახადო სისტემის სრულყოფის მიზნით საქართველოს საგადასახადო შემოსავ ლ ების სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე თანხების აკუმულირება და განაწილ ე ბა“;

ბ) პირველ ნაწილში სიტყვები „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საბაჟო ორგანოების მუშაკთა მატერიალური წახალისებისა და მატერიალურ-ტექნიკური“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრული სახელმწიფო ორგანოების მატერიალური“;

გ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისიწინებული სახსრების განაწილების წესს ადგენს საქართველოს პრეზიდენტი.“.

2. 177-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებში სიტყვები „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საბაჟო ორგანოების მუშაკთა მატერიალური წახალისებისა და  მატერიალურ-ტექნიკური“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრული სახელმწიფო ორგანოების მატერიალური“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2001 წლის 22 ივნისი.

№1007–IIს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 22.06.2001.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 22.06.2001. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1007. სარეგისტრაციო კოდი — 230.000.000.05.001.000.962.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.06.2001 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“, №1007, 22.06.2001, სარეგისტრაციო კოდი 230.000.000.05.001.000.962 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.06.2001). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/15544/