განჩინება შპს „მირიანის საბროილერო მეფრინველეობის ფაბრიკის“ გაკოტრების კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
გაკოტრების კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2011წლის 21 დეკე მბერი
ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით პაპუაშვილ ი
ზეპირი მოსმენის გარეშე ერთპიროვნულად განიხილა შპს ,,მირიანის საბროილერო მეფრინველეობის ფაბრიკის” გაკოტრების კრედიტორის – შემოსავლების სამსახურის განცხადება გაკოტრების კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
კასპის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 19 სექტემბრის განჩინებით გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება შპს ,,მირიანის საბროილერო მეფრინველეობის ფაბრიკის” მიმართ.
საქმის წარმოებისას დადგინდა გაკოტრების მასა, კრედიტორთა ვინაობა, დავალიანების ოდენობა, დამტკიცდა გაკოტრების ტაბულა;
შპს ,,მირიანის საბროილერო მეფრინველეობის ფაბრიკის” დარჩენილი ქონება გატანილი აუქციონზე და მოხდა მისი დიდი ნაწილის რეალიზაცია.
შპს ,,მირიანის საბროილერო მეფრინველეობის ფაბრიკის” გაკოტრების კრედიტორმა – შემოსავლების სამსახურმა2011 წლის 19 დეკემბერს განცხადებით მომართა სასამართლოს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ გაკოტრების მმართველის შეცვლისა და სააღსრულებო ბიუროს გაკოტრების მმართველად დანიშვნის მიზნით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და 27-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მოცემულ საქმეზე კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2011 წლის 23 დეკემბერ ს, 1400 საათ ზე გორის რაიონული სასამართლოს შენობაში (მის.: ქ. გორი, ჯორბენაძის ქ. №30).
დღის წესრი გი განისაზღვროს გაკოტრების მმართველის სააღსრულებო ბიუროთი შეცვლის საკითხით.
2. კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება დაეგზავნოთ მოვალეს, გაკოტრების მმართველს და კრედიტორებს.
3. განჩინების მხოლოდ შესავალი და სარეზოლუციო ნაწილები გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.“ .
განჩინების გამოქვეყნების უზრუნველყოფა განხორციელდეს გაკოტრების მმართველის გიორგი მერებაშვილის მიერ.
მოსამართლე დ. პაპუაშვილი