შპს „თბილაერო“-ს გაკოტრების მმართველის პირველი განცხადება მეორე აუქციონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
შპს „თბილაეროს“ გაკოტრების მმართველის
პირველი განცხადება მეორე აუქციონის შესახებ
2012 წლის 27 დეკემბრის 17:00 საათზე, ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზ. №114-ში გაიმართება მეორე აუქციონი მოვალე შპს „თბილაეროს“ (იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ძველი თბილისის რაიონი, დ. აღმაშენებლის გამზ. №150) საკუთრებაში არსებული სამეურვეო ქონების რეალიზაციის მიზნით.
აუქციონზე იყიდება სამეურვეო ქონება, რაც მოიცავს:
1) მოთხოვნებს შემდეგი პირების მიმართ: შპს „სატურნი“ – 6 341,65 ლარი; შპს „ავიასერვისტური“ – 55 185 ლარი; შპს „ბასკიტური“ – 2 164,4 ლარი; შპს „დიოსკურია“ – 266 ლარი; შპს „მისტერ თრეველი“ – 2 293,96 ლარი; ი/მ „რატი რატიშვილი“ – 573,54; შპს „არგოტური“ – 1 154,92 ლარი; შპს „მარსი“ – 177,6 ლარი; შპს „გლობალ თრეიდ ჯორჯი“ – 4 511,52 ლარი და შპს „ეარ ბათუმი“ – 314,54 ლარი.
2) ავტომაქანას TOYOთA RAV4, სახელმწიფო ნომერი VQV415 (მსუბუქი მაღალი გამავლობის); გამოშვების წელი – 2004; ფერი რუხი 1/8; ძრავას მოცულობა 2400;
მეორე აუქციონზე მოთხოვნები იყიდება ცალ-ცალკე ლოტებად და თითოეულის საწყისი ფასი შეადგენს მის საბაზრო ღირებულებას (მოთხოვნის მოცულობის იდენტურია); ასევე ცალკე ლოტად იყიდება ზემოაღნიშნული ა/მანქანა, რომლის საწყისი ფასი მეორე აუქციონზე შეადგენს 13 020,00 ლარს.
მოთხოვნები არის არაუზრუნველყოფილი და წარმოქმნილია სახელშეკრულებო-სამართლებრივი ურთიერთობებიდან. რაც შეეხება ავტომაქანას, იგი არის კარგ მდგომარეობაში.
აუქციონის პირობები:
აუქციონში მონაწილოების მიღება შეუძლია ნებისმირ დაინტერესებულ პირს, რისთვისაც მან გაკოტრების მმართველს უნდა წარუდგინოს განაცხადი აუქციონის დღემდე ხუთი დღით ადრე მაინც. ფასის მატების ბიჯი შეადგენს 50 ლარს.
აუქციონი გრძელდება ფასის ყველაზე მაღალი შემოთავაზების დაფიქსირებამდე. გაკოტრების მმართველი გამოაცხდებს ფასის საბოლოო შემოთავაზებას სამჯერ და ხმამაღლა.
აუქციონზე გამარჯვებულმა შემოთავაზებული ფასი უნდა გადაიხადოს გონივრულ ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 7 (შვიდი) დღისა, აუქციონის ჩატარების მომენტიდან, შპს „თბილაეროს“ შემდეგ საბანკი ანგარიშზე: მიმღები ბანკი – სს „პროკრედიტბანკი“; ანგარიშის ნომერი 360201011300292;
თანხის სრულად გადახდის შემდეგ, შემძენზე გადადის საკუთრების უფლება შეძენილ ნივთზე, რის დასტურადაც გაიცემა შესაბამისი დოკუმენტი.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ გაკოტრების მმართველს დევი დევიძეს შემდეგ კოორდინატებზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. №114; ტელ.: 557 71-13-08.
გაკოტრების მმართველი დ. დევიძე