შ.პ.ს. ,,ბათუმმშენინვესტის“ გაკოტრების მმართველის დიმიტრი ბლიაძის საბოლოო ანგარიშის (მოხსენების) შემოწმების, გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/67-11
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/01/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

 საქართველოს სახელით

(სარეზოლუციო ნაწილი)

შპს ,,ბათუმმშენინვესტის“  გაკოტრების მმართველის დიმიტრი ბლიაძის საბოლოო ანგარიშის (მოხსენების) შემოწმების, გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

 

2011 წლი 16დეკემბერი

ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - გოჩა აბუსერიძე

სხდომის მდივანი– ანა გაბრიჭიძე

სასამართლომ კრედიტორთა კრებაზე შპს ,,ბათუმმშენინვესტის“ უზრუნველყოფილი კრედიტორის სსიპ – შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლის მარინე ხურციძის მონაწილეობით განიხილა გაკოტრების მმართველის დიმიტრი ბლიაძის საბოლოო ანგარიში (მოხსენება) შპს ,,ბათუმმშენინვესტის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და სამეწარმეო რეესტრში მოვალე საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების შესახებ და   

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კანონის „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ მე-5, მე-6, მე-7, მე-8, 42-ე, 56-ე, 38-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,ბათუმმშენინვესტის“ გაკოტრების მმართველის დიმიტრი ბლიაძის მიერ წარმოდგენილი საბოლოო ანგარიშის საფუძველზე შპს ,,ბათუმმშენინვესტის“ (ს/ნ 245538770, იურიდიული მისამართი: ქ. ბათუმი, პუშკინის ქ. №35) გაკოტრების საქმის წარმოება გამოცხადდეს დასრულებულად.

2. შპს ,,ბათუმმშენინვესტის“ (ს/ნ 245538770) სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების (სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლა) მიზნით განჩინება გაეგზავნოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრს).

3. საპროცესო ხარჯების გადახდა ეკისრება შპს ,,ბათუმმშენინვესტის“ ქონების ნატურით მიმღებ კრედიტორს.

4. განჩინების შესახებ ეცნობოთ მხარეებს; განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“  ვებგვერდზე.

5. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა მისი ასლის კრედიტორებზე, აგრეთვე იმ პირებზე გადაცემიდან, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, ხუთი დღის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11).

მოსამართლე                                                გ. აბუსერიძე