,,ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №18/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №02/ნ
2012 წლის 6 იანვარი
ქ. თბილისი
„ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №18/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №18/ნ ბრძანებით (ვებპორტალი, 220211, 22/02/2011) დამტკიცებული დებულების:
ა) პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ექსტერნატის ფორმით ამა თუ იმ საფეხურზე ზოგადი განათლების მიღება ითვალისწინებს პირის მიერ ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/ სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების დამოუკიდებლად დაძლევას.
2. ექსტერნი წარმოადგენს პირს, რომელიც ამ დებულებით დადგენილი წესით დარეგისტრირდება, როგორც ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველი პირი.
მუხლი 2. ზოგადი განათლების ექსტერნატის ფორმით დაძლევის უფლება
პირს უფლება აქვს ექსტერნატის ფორმით ჩააბაროს ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამა/პროგრამები იმ შემთხვევაში, თუ მისი ასაკი შეესაბამება ან აღემატება ექსტერნატის ფორმით დასაძლევი კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს და მას დაძლეული აქვს წინმსწრები კლასის/სემესტრის საგანმანათლებლო პროგრამა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა შეიძლება განსაზღვროს გამონაკლისი შემთხვევები, თუ პირი არის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიად აში ან საერთაშორისო ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლე და მისი ასაკი ექსტერნატის ფორმით ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამ ის/პროგრამები ს ჩაბარების კალენდარული წლის დასრულებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში უთანაბრდება ექსტერნატის ფორმით დასაძლევი კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს ან არის განსაკუთრებული ნიჭის მქონე მოსწავლე.
მუხლი 3. ექსტერნების რეგისტრაციაზე და ექსტერნატის ფორმით გამოცდების ჩატარებაზე უფლებამოსილი ორგანოები
1. ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდისათვის ექსტერნების რეგისტრაციას და სხვა საორგანიზაციო საკითხებს, ამ დებულების შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში– სამინისტრო), ხოლო ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე შესაბამისი სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – საგანმანათლებლო რესურსცენტრი (შემდგომში– რესურსცენტრი).
2. ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა ტარდება წერითი ფორმით, ტესტირების გზით და მას ატარებს ის სკოლა, რომელშიც სწავლობს მოსწავლე ან პირს სურს რომ გააგრძელოს სწავლა (შემდგომში– სკოლა).
მუხლი 4. ექსტერნატის ფორმით ჩასაბარებელი საგნები და გამოცდისათვის მომზადება
1. ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/ სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა თითოეულ კლასში და საგანში ტარდება ცალ-ცალკე.
2. ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/ სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა ტარდება შესაბამისი კლასისათვის/სემესტრისათვის ეროვნული სასწავლო გეგმ ით გათვალისწინებულ ყველა სავალდებულო საგანში და ექსტერნის მიერ არჩევითი საგნებიდან შერჩეულ საგანში/საგნებში.
3. ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/ სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების დაძლევა შესაძლებელია ქართულ, რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენებზე. ექსტერნები, რომლებიც ექსტერნატის გამოცდებს აბარებენ რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე, გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში და უცხო ენებში აბარებენ შესაბამისი სასწავლო პროგრამის გათვალისწინებით.
4. სკოლა, რომელმაც უნდა ჩაატაროს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების დაძლევის გამოცდები, ვალდებულია:
ა) ექსტერნატის ფორმით გამოცდების ჩატარების მიზნით სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნას საგამოცდო კომისია. საგამოცდო კომისია შედგება იმ სკოლის დირექციის წარმომადგენლისაგან, სადაც ტარდება ექსტერნატის გამოცდა, მინიმუმ ერთი იმ საგნის მასწავლებელთაგან, რომელშიც ტარდება ექსტერნატის გამოცდა და იმ რესურსცენტრის წარმომადგენლისაგან, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობს სკოლა;
ბ) უზრუნველყოს ექსტერნი ყველა საგამოცდო საგანში კონსულტაციის მიღებით;
გ) უზრუნველყოს ექსტერნი, ისარგებლოს ბიბლიოთეკაში არსებული ყველა საჭირო სასწავლო ლიტერატურით და სკოლაში არსებული ტექნიკური საშუალებებით.
5. რესურსცენტრი, რომელშიც ექსტერნი დარეგისტრირდა, ვალდებულია უზრუნველყოს ექსტერნებისათვის ამ დებულების ხელმისაწვდომობა.
6. ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდებზე დაკვირვების მიზნით, სამინისტრო უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დანიშნოს დამკვირვებლები.
მუხლი 5. ექსტერნების რეგისტრაცია
1. ექსტერნატის ფორმით განათლების მიღებაზე სრულწლოვანი დაინტერესებული პირი ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენელი, სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადებში, სათანადო საბუთებთან ერთად, ექსტერნად რეგისტრაციის თაობაზე განცხადებას რესურსცენტრში წარადგენს შემდეგი წესის დაცვით:
ა) თუ პირი, რომელსაც სურს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების მიღება სწავლობს სკოლაში – განცხადება შეიტანება იმ რესურსცენტრში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობს შესაბამისი სკოლა;
ბ) თუ პირი არ სწავლობს სკოლაში – განცხადება შეიტანება ნებისმიერ რესურსცენტრში, პირის სურვილის შესაბამისად.
2. ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების დაძლევის მიზნით რესურსცენტრს უნდა წარედგინოს:
ა) ექსტერნატის ფორმით განათლების მიღებაზე სრულწლოვანი დაინტერესებული პირის ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელშიც მიეთითება:
ა.ა) ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, ტელეფონის ნომერი);
ა.ბ) ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგანი/საგნები, რომელთა ექსტერნატის ფორმით დაძლევა სურს პირს;
ა.გ) ენა, რომელზეც ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს სურს ექსტერნატის გამოცდის ჩაბარება (ქართული, რუსული, აზერბაიჯანული, სომხური);
ა.დ) უცხო ენა/ენები, რომელშიც ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს უნდა ჩაუტარდეს ექსტერნატის გამოცდა, ასეთის საჭიროების შემთხვევაში;
ა.ე) ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგანი/საგნები, რომელთა დადებითი შედეგების გამოყენება სურს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების დაძლევის მსურველს;
ა.ვ) ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული არჩევითი საგანი/საგნები, რომლის ჩაბარებაც სურს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების დაძლევის მსურველს;
ბ) ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის მიერ ზოგადი განათლების იმ კლასის/სემესტრის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ათვისებას, რომელიც წინ უსწრებს ექსტერნატის ფორმით დასაძლევ კლასს/სემესტრს. იმ შემთხვევაში, თუ პირმა განათლება საზღვარგარეთ მიიღო, შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, სკოლის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ პირმა ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა უნდა დაძლიოს ექსტერნატის ფორმით.
3. რესურსცენტრი, ექსტერნების რეგისტრაციის ვადის დასრულებიდან 5 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას პირის ექსტერნად რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. რესურსცენტრის გადაწყვეტილება პირის ექსტერნად რეგისტრაციის შესახებ ფორმდება რესურსცენტრის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც თითოეული ექსტერნისათვის შეიცავს შემდეგ მონაცემებს:
ა) ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/ სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ჩამონათვალს, რომლის დაძლევაც უნდა განხორციელდეს ექსტერნატის ფორმით, ენობრივი თავისებურებების მითითებით;
ბ) ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამაში შემავალ საგანს/საგნებს, რომელთა დადებითი შედეგების გამოყენება სურს ექსტერნს;
გ) უცხო ენას/ენებს, რომელშიც თითოეულ ექსტერნს უნდა ჩაუტარდეს ექსტერნატის გამოცდა, ასეთის საჭიროების შემთხვევაში;
დ) იმ სკოლის სახელწოდებას და მისამართს, რომელმაც უნდა ჩაატაროს ექსტერნატის გამოცდა.
4. რესურსცენტრი, თუ მის სამოქმედო ტერიტორიაზე არ არსებობს სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს შესაბამის არაქართულ ენაზე, უფლებამოსილია ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვადაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უარი უთხრას არაქართულ ენაზე ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს ექსტერნად დარეგისტრირებაზე და ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველთან შეთანხმებით ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები სარეგისტრაციოდ გადაუგზავნოს იმ რესურსცენტრს, რომელიც უზრუნველყოფს არაქართულ ენაზე ექსტერნატის ფორმით გამოცდების ჩატარებას.”
ბ) მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ექსტერნზე სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი გაიცემა ექსტერნატის ფორმით ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონის დაძლევის და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატის მისაღებად ჩასაბარებელი სკოლის გამოსაშვები გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში.”.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი