შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის, განათლების, მეცნიერების, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
სარეგისტრაციო კოდი
480610000.03.030.016075
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/01/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება

საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის

კულტურის, განათლების, მეცნიერების, სპორტისა და ახალგაზრდობის

სფეროებში თანამშრომლობის შესახებ

საქართველოს მთავრობა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობა (შემდგომში„მხარეებად“წოდებულნი);

სურთ რა ყველა შესაძლო გზით განამტკიცონ და განავითარონ ურთიერთობები და ურთიერთგაგება საქართველოს ა და ინდოეთს შორის ხელოვნების, კულტურის, განათლების, სპორტის, მასმედიის და ინფორმაციის სფეროებში, და, ასევე, აკადემიური საქმიანობა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

    მუხლი1

მხარეები ხელს შეუწყობენ და წაახალისებენ თანამშრომლობას განათლებისა და მეცნიერების სფეროებში შემდეგი საშუალებებით:

a) მასწავლებლების, სპეციალისტების, ლექტორების, მეცნიერებისა და ექსპერტების გაცვლა, კონფერენციებში მონაწილეობა, ლექციების ჩატარება და გამოკვლევების განხორციელება ერთი მხარისათვის მეორე მხარის საგანმანათლებლო სისტემის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით;

b) ასპირანტების ურთიერთგაცვლა;

c) თანამშრომლობისა და კონტაქტების დამყარება უნივერსიტეტებსა და სხვა საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კვლევით დაწესებულებებს შორის;

d) სასწავლო და სამეცნიერო სტიპენდიებით უზრუნველყოფა და სწავლებისა და გამოკვლევების სხვა საშუალებებით წახალისება;

e) ორივე ქვეყნის ენის, ლიტერატურის, კულტურისა და ისტორიის შესწავლის ხელშეწყობა.

    მუხლი2

თითოეული მხარე შეისწავლის და შეაფასებს მეორე მხარის მიერ გაცემულ დიპლომებს, სერ ტ იფიკატებს და საუნივერსიტეტო ხარისხებს მათი ე კ ვივალენტობის აღიარების მიზნით.

    მუხლი3

მხარეები წაახალისებენ თანამშრომლობას კულტურისა და ხელოვნების სფეროებში შემდეგი საშუალებებით:

a) ხელოვნების დარგში გამოფენებისა და სხვა კულტურული ღონისძიებების წახალისება;

b) ხელოვნების სფეროში ლიტერატურისა და ლიტერატურული ნაწარმოებების თარგმნისა და გამოცემების წახალისება, მწერლების, მხატვრების, მუსიკოსებისა და სხვა ხელოვანთა ორმხრივი ვიზიტების განხორციელება და მათი მოღვაწეობისა და წარმოდგენების მხარდაჭერა;

c) ეროვნულ მუზეუმებსა და სამხატვრო გალერეებს, ეროვნულ ბიბლიოთეკებსა და სახელმწიფო არქივებს შორის თანამშრომლობის წახალისება;

d) კინემატოგრაფიის სფეროში ექსპერტების ურთიერთგაცვლა და ორი ქვეყნის ტერიტორიაზე გამართულ ფილმების საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობა.

    მუხლი4

მხარეები ხელს შეუწყობენ როგორც მატერიალური, ასევე არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მოქმედ დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობას და წაახალისებენ ინფორმაციის გაცვლას ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის, ისტორიული რელი კ ვიებისა და ძეგლების, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და აღდგენის სფეროში და, ასევე, ანტიკური და ხელოვნების საგანძურის ნიმუშების უკანონო გადაზიდვის თავიდან აცილების შესახებ.

    მუხლი5

მხარეები წაახალისებენ თავიანთ ტერიტორიაზე მეორე მხარის კულტურის ცენტრების დაარსებას იმ ღონისძიებათა დასაგეგმად და განსახორციელებლად, რომლებიც ემსახურება ამ შეთანხმების მიზნებს.

    მუხლი6

მხარეები ხელს შეუწყობენ ტელე-რადიომაუწყებლობის სფეროში თანამშრომლობას.

მხარეები ასევე წაახალისებენ თანამშრომლობას ორივე ქვეყნის პრესის სააგენტოებსა და საგამომცემლო ორგანიზაციებს შორის.

    მუხლი 7

მხარეები წაახალისებენ ორივე ქვეყნის ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის კავშირებსა და თანამშრომლობას.

    მუხლი 8

მხარეები წაახალისებენ თანამშრომლობას სპორტის სფეროში და ხელს შეუწყობენ სპორტულ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობასა და სპორტსმენების ურთიერთგაცვლას და მათ მონაწილეობას ორივე ქვეყანაში გამართულ სპორტულ ღონისძიებებში.

    მუხლი 9

ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა საქმიანობა უნდა შეესაბამებოდეს იმ ქვეყნის მოქმედ შიდა კანონმდებლობას, რომელშიც ტარდება ღონისძიება.

    მუხლი10

1. მხარეები, ამ შეთანხმების განხორციელების მიზნით, დაარსებენ საქართველო-ინდოეთ ი ს ერთობლივ კომისიას, რომელიც შეიკრიბება არანაკლებ სამ წელიწადში ერთხელ, მონაცვლეობით თბილისსა და ნიუ-დელიში, რათა განიხილოს ზემოაღნიშნული პროგრამების მიმდინარეობა და მათი ფინანსური პირობები.

2. ერთობლივი კომისიის მიერ შემუშავებული პროგრამების განხორციელება შეთანხმდება    დიპლომატიური არხების მეშვეობით.

3. ამ შეთანხმებით გათვალისწინებული გაცვლები, განსაკუთრებით საშემსრულებლო და შემოქმედებითი კოლექტივების გაცვლები, ხორციელდება ნაცვალგების საფუძველზე.

    მუხლი11

წინამდებარე შეთანხმებაში მხარეთა მიერ შეიძლება შეტანილ იქნ ე ს ცვლილებები და დამატებები, რომელიც გაფორმდება ცალკე ოქმის სახით და იქნება ამ შეთანხმების განუყოფელი ნაწილი. ოქმი ძალაში შედის წინამდებარე შეთანხმების მე-13მუხლით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

    მუხლი12

წინამდებარე შეთანხმების განმარტებ ა სა და განხორციელებასთან დაკავშირებით წამოჭრილი ნებისმიერი დავა გადაწყდება მხარეებს შორის კონსულტაციებისა და მოლაპარაკების გზით.

    მუხლი13

შეთანხმება ძალაში შედის მისი ძალაში შესასვლელად საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ დიპლომატიური არხების საშუალებით, ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან.

შეთანხმება ძალაშია ხუთი(5) წლის განმავლობაში და მისი მოქმედების ვადა ავტომატურად გრძელდება შემდგომი ხუთწლიანი პერიოდებით მანამ, სანამ რომელიმე მხარე შეთანხმების ვადის გასვლამდე ექვსი (6) თვით ადრე წერილობითი ფორმით არ აცნობებს მეორე მხარეს მის განზრახვას, შეწყვიტოს მისი მოქმედება.

შესრულებულია ქ. _______________200წლის___________ორ დედნად, თითოეულ ქართულ, ჰინდი და ინგლისურ ენებზე. ამასთან ყველა ტექსტ ი თანაბრად ა ვ თენტ იკ ურია. განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

 

საქართველოს მთავრობის  

სახელით

(ხელმოწერილია)

   ინდოეთის რესპუბლიკის

   მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)