შპს „თბილაერო“-ს გაკოტრების მმართველის პირველი (გასწორებული ვარიანტი) განცხადება მეორე აუქციონის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/01/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განცხადება

შპს „თბილაეროს“ გაკოტრების მმართველის

პირველი (გასწორებული ვარიანტი) განცხადება მეორე აუქციონის შესახებ

 

2012 წლის 27 იანვარს, 17:00 საათზე, ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზ. №114-ში გაიმართება მეორე აუქციონი მოვალე შპს „თბილაეროს“ (იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ძველი თბილისის რაიონი, დავით აღმაშენებლის გამზ. 150) საკუთრებაში არსებული სამეურვეო ქონების რეალიზაციის მიზნით.

აქციონზე იყიდება სამეურვეო ქონება, რაც მოიცავს:

1) მოთხოვნებს შემდეგი პირების მიმართ: შპს „სატურნი“ – 6 341,65 ლარი; შპს; შპს „ავიასერვისტური“ – 55 185 ლარი; შპს „ბასკი ტური“ – 2 164,4 ლარი; შპს „დიოსკურია“ – 266 ლარი; შპს „მისტერ თრეველი“ – 2 293,96 ლარი; ი/მ „რატი რატიშვილი“ – 573,54; შპს „არგოტური“ – 1 154, 92 ლარი; შპს „მარსი“ – 177,6 ლარი; შპს „გლობალ თრეიდ ჯორჯი“ – 4 511,52 ლარი და შპს „ეარ ბათუმი“ – 314,54 ლარი;

2) ავტომაქანას TOYOTA RAV4, სახელმწიფო ნომერი VQV415 (მსუბუქი მაღალი გამავლობის); გამოშვების წელი – 2004; ფერი რუხი 1/8; ძრავის მოცულობა 2400;

 

მეორე აუქციონზე მოთხოვნები იყიდება ცალ-ცალკე ლოტებად და თითოეულის საწყისი ფასი შეადგენს მის საბაზრო ღირებულებას (მოთხოვნის მოცულობის იდენტურია); ასევე ცალკე ლოტად იყიდება ზემოაღნიშნული ა/მანქანა, რომლის საწყისი ფასი მეორე აუქციონზე შეადგენს 13 020,00 ლარს.

 

მოთხოვნები არის არაუზრუნველყოფილი და წარმოქმნილია სახელშეკრულებო-სამართლებრივი ურთიერთობებიდან. რაც შეეხება ავტომანქანას, იგი არის კარგ მდგომარეობაში.

 

აუქციონის პირობები:

აუქციონში მონაწილოების მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რისთვისაც მან გაკოტრების მმართველს უნდა წარუდგინოს განაცხადი აუქციონის დღემდე ხუთი დღით ადრე მაინც. ფასის მატების ბიჯი შეადგენს 50 ლარს.

აუქციონი გრძელდება ფასის ყველაზე მაღალი შემოთავაზების დაფიქსირებამდე. გაკოტრების მმართველი გამოაცხადებს ფასის საბოლოო შემოთავაზებას სამჯერ და ხმამაღლა.

აუქციონზე გამარჯვებულმა შემოთავაზებული ფასი უნდა გადაიხადოს გონივრულ ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 7 (შვიდი) დღისა აუქციონის ჩატარების მომენტიდან, შპს „თბილაეროს“ შემდეგ საბანკო ანგარიშზე: მიმღები ბანკი – სს „პროკრედიტბანკი“; ანგარიშის ნომერი 360201011300292;

თანხის სრულად გადახდის შემდეგ შემძენზე გადადის საკუთრების უფლება შეძენილ ნივთზე, რის დასტურადაც გაიცემა შესაბამისი დოკუმენტი.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ გაკოტრების მმართველს, დევი დევიძეს, შემდეგ კოორდინატებზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. №114; ტელ.: 557 71-13-08.

გაკოტრების მმართველი დ. დევიძე