თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 09.01.2012
ძალის დაკარგვა 01.01.2013
გამომცემი ორგანო თიღვის მუნიციპალიტეტი
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.145.016019
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/01/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;}
@font-face {font-family:Aharoni; panose-1:2 1 8 3 2 1 4 3 2 3;}
@font-face {font-family:Consolas; panose-1:2 11 6 9 2 2 4 3 2 4;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; font-family:Consolas;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:Consolas;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;}
div.Section1 {page:Section1;}
თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №2
2012 წლის 9 იანვარი
ქ. თბილისი
თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,
1. დამტკიცდეს
თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების
თანდართული პროგრამა.
2.
ეს დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე
.
საკრებულოს თავმჯდომარე
რ. ჭავჭავაძე
თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამა
მუხლი 1🔗. პროგრამების მიზანი
2012
წლის თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის მიზანია თიღვის მუნიციალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები, მიზნობრივი ჯგუფებისათვის (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ხანდაზმულები, ომის მონაწილეები, მარჩენალდაკარგულები და აშ.) სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.
მუხლი 2🔗. პროგრამების დაფინანსება, ანგარიშსწორება და კონტროლი
1. პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა, წარმოადგენს სოციალურ დახმარებას ფულადი ფორმით. დაფინანსების წყაროს წარმოადგენს თიღვის მუნიციპალიტეტის 2012
წლის ბიუჯეტი, პროგრამით გათვალისწინებულ ბენეფიციარებზე ბენეფიტის გაცემა ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
2. ამ დადგენილების მე-2
დანართით დამტკიცებული „კომპაქტურ დასახლება
ში მცხოვრები
დევნილთა ოჯახების ზამთრის სეზონისათვის სათბობი შეშით უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები წარმოადგენს სოციალურ დახმარებას მატერიალური ფორმით, პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის გამგეობა უზრუნველყოფს სათბობი შეშის შესყიდვას, დასახლებებამდე ტრანსპორტირებას და ოჯახებზე განაწილებას.
3. პროგრამის შესრულებაზე კონტროლი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამასთან, მუნიციპალიტეტის გამგეობა პროგრამის შესრულების შესახებ ყოველკვარტალური და წლიური ანგარიშის შესახებ ინფორმაციას წარუდგენს საკრებულოს.
მუხლი 3🔗. ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი
როდესაც ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ბენეფიციარი ობიექტური მიზეზების გამო პირადად ვერ ახერხებს განახორციელოს პროგრამით გათვალისწინებული/მოთხოვნილი (ბანკში ანგარიშის გახსნა და ა.შ) დოკუმენტაციის წარმოდგენა, შესაძლებელია მის ნაცვლად მუნიციპალიტეტთან ურთიერთობა აწარმოოს ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა (მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ოჯახის სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრი ან ოჯახის ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც მიმართავს კომპეტენტურ ორგანოს სოციალური დახმარების მოთხოვნით და წარმართავს მასთან ურთიერთობებს), ასეთ შემთხვევაში მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია სოციალური დახმარება ჩარიცხოს ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის პირად საბანკო ანგარიშზე. პროგრამით გათვალისწინებულ დახმარებაზე ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ განაცხადს და პროგრამით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას დამატებით უნდა ახლდეს ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი.
მუხლი 4🔗. პროგრამების ადმინისტრირება
1. პროგრამის ადმინისტრირებას უზრუნველყობს თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობა, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით.
2. ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური (შემდგომში – სამსახური).
3. სამსახური ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტებთან ერთად. შემოწმების შემდგომ სრულყოფილ დოკუმენტაციას სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნასთან ერთად გადასცემს სოციალური დახმარების კომისიას (შემდგომში – კომისია), ხოლო შემოსულ განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის შესავსებად.
მუხლი 5🔗. კომისიის მიერ განცხადებების განხილვა
1. კომისია იქმნება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით. კომისიას ჰყავს თავმჯდომარე და მდივანი.
2. კომისიის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს კომისიას და უძღვება მის სხდომებს.
3. კომისიის მდივანი პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმის შედგენაზე და კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში უძღვება კომისიის სხდომის მუშაობას. ამ შემთხვევაში კომისიის მდივანი უფლებამოსილია კომისიის სხდომის მდივნობა დააკისროს კომისიის რომელიმე წევრს.
4. კომისია მისთვის გადაცემულ განცხადებებს განიხილავს კვირაში ერთხელ.
5. კომისიის მუშაობა საჯაროა და მას შეიძლება დაესწროს ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
6. სამსახური უზრუნველყოფს კომისიის სხდომის ადგილის, დროისა და თარიღის თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის წინასწარ, ერთი დღით ადრე განთავსებას თიღვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ საინფორმაციო სტენდზე.
მუხლი 6🔗. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება
1. კომისია მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით.
2. კომისიის მიერ საკითხის გადაწყვეტა ხდება მკაცრად ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე.
მუხლი 7🔗. კომისიის ოქმები და დასკვნები
1. კომისიის ყველა სხდომისას დგება შესაბამისი ოქმი.
2. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აისახება სხდომის ოქმში.
3. კომისიის სხდომის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით.
4. კომისიის სხდომის ოქმების სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე პასუხისმგებელია სამსახურის უფროსი.
5. კომისიის სხდომაზე მიღებული იქნება დასკვნა, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრები. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში კომისიის წევრის აზრი დაერთვება დასკვნას.
6. კომისიის დასკვნა სამსახურის უფროსის მიერ გადაეცემა მუნიციპალიტეტის გამგებელს.
მუხლი 8🔗. სოციალური დახმარების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება
სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, კომისიის დასკვნისა და მუნიციპალიტეტის გამგებლის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.
დანართი
№1
გარდაცვლილ ვეტერანთა და
დევნილთა დაკრძალვის პროგრამა
(
ორგანიზაციული კოდი 08 02)
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია იძულებით გადაადგილებულ პირთა – ვეტერანთა და
დევნილთა გარდაცვალებისას დაკრძალვის ღონისძიებების
განხორციელების უზრუნველყოფა.
მუხლი 2🔗. პროგრამის მოსარგებლეები
ა)
ამ დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებული გარდაცვლილი პირის ოჯახის წევრი;
ბ)
ამ მუხლის „
ა“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის არარსებობის ან ქმედუუნარობის შემთხვევაში პირი (
ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი),
რომელიც უზრუნველყოფს დაკრძალვის ორგანიზებას (
მოცემულ პირზე ბენეფიტის გაცემის შესახებ კომისია გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს/
გამგეობის რწმუნებულის წერილობითი დასკვნის საფუძველზე).
მუხლი 3🔗. დახმარების მოცულობა
დაკრძლვისათვის დახმარების მოცულობა შეადგენს 400
ლარს.
მუხლი 4🔗. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი
პროგრამით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად დახმარების მიმღების მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა)
დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ)
გარდაცვლილის დევნილობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან გარდაცვლილის პირადობის მოწმობის ასლი.
ე)
განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
მუხლი 5🔗. პროგრამის ბიუჯეტი
პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 21.
7 ათასი ლარის ოდენობით.
დანართი
№2
კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრები დევნილთა ოჯახების ზამთრის სეზონისათვის სათბობი შეშით უზრუნველყოფის პროგრამა
(ორგანიზაციული კოდი 08 03)
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრებ დევნილთა ოჯახების ზამთრის სეზონისათვის სათბობი შეშით უზრუნველყოფა.
მუხლი 2🔗. პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები
1. ზამთრის სეზონისათვის სათბობი შეშით უზრუნველყოფილ იქნეს თიღვის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, რომე
ლიც ჩასახლებულ
ია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების მოხისის, ახალსოფელის, ბებნისის მეურნეობის, ბრეთის მეურნეობის და დოღლაურის, აგრეთვე მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წინამძღვრიანთკარის (ე.წ. „ტელევიზიის I და II კორპუსები“) ტერიტორიაზე, იძულებით გადაადგილებულ პირთა –დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში (გარდა იმ ოჯახებისა, რომლებიც უზრუნველყოფილნი არიან ბუნებრივი აირის მიწოდებით)
.
2. იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახების ზამთრის სეზონისათვის სათბობი შეშით მომარაგების მიზნით, თიღვის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტიდან გამოყოფილი, შესაბამისი სახსრების განკარგვის უზრუნველსაყოფად, თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალოს:
ა) 2012 წლის 15 სექტემბრამდე შექმნას კომისია, რომელიც განსაზღვრავს თითოეული ოჯახისათვის გადასაცემი შეშის მოცულობას (გადასაცემი შეშის მოცულობა ყველა ოჯახისათვის განისაზღვროს თანაბარი ოდენობით);
ბ) 2012 წლის 30 ნოემბრამდე უზრუნველყოფილ იქნეს იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახებისათვის სათბობი შეშის მიწოდება.
3. სათბობი შეშის შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
მუხლი 5🔗. პროგრამის ბიუჯეტი
პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 105.0 ათასი ლარის ოდენობით.
დანართი №3
ყოველ
ახალშობილთა ერთჯერადი
დახმარების პროგრამა
(ორგანიზაციული კოდი 08
04)
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია ახალშობილთა პირველადი სოციალური პირობების უზრუნველყოფა.
მუხლი 2🔗. პროგრამის მოსარგებლეები
პროგრამის მოსარგებლეები არიან ახალშობილის მშობლები, იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის დაბადებისას მშობლების ქორწინება შეწყვეტილია ან ბავშვი დაიბადა მარტოხელა დედის მიერ, დახმარების მიმღებია მხოლოდ ბავშვის დედა.
მუხლი 3🔗. დახმარების მოცულობა
დახმარების მოცულობა ყოველ ახალშობილზე შეადგენს 3
00 ლარს.
მუხლი 4🔗. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი
1. პროგრამით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად დახმარების მიმღების მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ) ახალშობილ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლი;
გ) მშობლებ(ებ)ის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
2. დახმარება გაიცემა ერთჯერადად.
მუხლი 5🔗. პროგრამის ბიუჯეტი
პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 2
4.0 ათასი ლარის ოდენობით.
დანართი
№4
80 წლისა და 80 წელს გადაცილებულ მოხუცთა სოციალური დახმარების პროგრამა
(ორგანიზაციული კოდი 08 05)
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია 80 წლისა და 80 წელს გადაცილებულ მოხუცთა სოციალური პირობების გაუმჯობესება.
მუხლი 2🔗. პროგრამის მოსარგებლეები
პროგრამის მოსარგებლეები არიან 80 წლისა და 80 წელს გადაცილებული პირები.
მუხლი 3🔗. დახმარების მოცულობა
პროგრამის ბენეფიციარზე დახმარების მოცულობა შეადგენს 2
00 ლარს.
მუხლი 4🔗. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი
1. პროგრამით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად დახმარების მიმღების ან მისი ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
2. დახმარება გაიცემა ერთჯერადად.
მუხლი 5🔗. პროგრამის ბიუჯეტი
პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 2
4.0 ათასი ლარის ოდენობით.
დანართი
№5
დედ-მამით ობოლ (18 წლამდე ასაკის) ბავშვებზე სოციალური დახმარების პროგრამა
(ორგანიზაციული კოდი 08
06)
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია დედ-მამით ობოლ ბავშვთა სოციალური პირობების გაუმჯობესება.
მუხლი 2🔗. პროგრამის მოსარგებლეები
პროგრამის მოსარგებლეები არიან დედ-მამით ობოლი (18 წლამდე ასაკის) ბავშვები. დახმარება გაიცემა ბავშვების მეურვეზე/მზრუნველზე.
მუხლი 3🔗. დახმარების მოცულობა
პროგრამის ბენეფიციარზე დახმარების მოცულობა შეადგენს 2
00 ლარს.
მუხლი 4🔗. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი
1. პროგრამით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად დახმარების მიმღების მეურვის/მზრუნველის მიერ თიღვის მუნიციპალიტეტში წარმოდგენილ უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება საკრებულოს თა
ვმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებელის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოდან ბავშვის მეურვის ან მზრუნველის ვინაობის შესახებ;
დ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობ(ებ)ის ასლი;
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
2. დახმარება გაიცემა ერთჯერადად.
მუხლი 5🔗. პროგრამის ბიუჯეტი
პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 3.0 ათასი ლარის ოდენობით.
დანართი
№6
ონკოლოგიურ ავადმყოფთა სოციალური დახმარების პროგრამა
(ორგანიზაციული კოდი 08
10)
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია ონკოლოგიური დაავადებების მქონე პირთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.
მუხლი 2🔗. პროგრამის მოსარგებლეები
პროგრამის მოსარგებლეებს წარმოადგენენ ონკოლოგიური დაავადებების მქონე პირები.
მუხლი 3🔗. დახმარების მოცულობა
პროგრამის ბენეფიციარზე დახმარების მოცულობა შეადგენს 500 ლარს.
მუხლი 4🔗. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი
1. პროგრამით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად, განმცხადებელმა თიღვის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა
№100)
დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
2. დახმარება გაიცემა ერთჯერადად.
მუხლი 5🔗. პროგრამის ბიუჯეტი
პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1
4,0 ათასი ლარის ოდენობით.