„ტექნიკური რეგლამენტის „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების თაობაზე” სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 13 ოქტომბრის №131 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№07
სარეგისტრაციო კოდი
300160070.54.066.016020
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/01/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №07

2012 წლის 9 იანვარი

ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტის „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების თაობაზე” სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 13 ოქტომბრის №131 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „ტექნიკური რეგლამენტის „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების თაობაზე” სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 13 ოქტომბრის №131 ბრძანებით (ვებგვერდი 111013020,17/10/2011წ.) დამტკიცებულ საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის   პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1 . ტექნიკური რეგლამენტის „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის“ (შემდგომში – წესი) მოქმედება ვრცელდება საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოზე (შემდგომში – საწარმო), მიუხედავად მისი სამართლებრივი ფორმისა, რომელიც ახორციელებს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების და/ან ამ სამოქალაქო საჰაერო ხომალდების კომპონენტების ტექნიკურ მომსახურებას.“.

2. მე-11 მუხლის:

ა)  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდების გეგმიური (მწარმოებლის მიერ დამტკიცებული ტექ. მომსახურების პროგრამით გათვალისწინებული) ტექნიკური მომსახურება ხორციელდება უცხო ქვეყნის მიერ სერტიფიცირებული საწარმოს მიერ, თუ ეს სერტიფიკატი, ან ანალოგიური დოკუმენტი (შემდგომში – უცხო სერტიფიკატი) აღიარებულია სააგენტოს მიერ.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. იმ შემთხვევაში, თუ უცხო სერტიფიკატი გაცემულია EASA-ს   ან EASA-ს  წევრი ქვეყნის მიერ, უცხო სერტიფიკატი ჩაითვლება აღიარებულად ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმების გარეშე.“

3. დანართი №12, №13 და დანართი №15 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით .

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. დავითაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 12

დანართი 13

დანართი 1 5

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ტექნიკური რეგლამენტის „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების თაობაზე” სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 13 ოქტომბრის №131 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 09.01.2012.
როდის იქნა მიღებული „ტექნიკური რეგლამენტის „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების თაობაზე” სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 13 ოქტომბრის №131 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„ტექნიკური რეგლამენტის „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების თაობაზე” სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 13 ოქტომბრის №131 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 09.01.2012. მიმღები ორგანო — სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი. დოკუმენტის ნომერი — №07. სარეგისტრაციო კოდი — 300160070.54.066.016020.
რამდენი მუხლისგან შედგება „ტექნიკური რეგლამენტის „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების თაობაზე” სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 13 ოქტომბრის №131 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ტექნიკური რეგლამენტის „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების თაობაზე” სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 13 ოქტომბრის №131 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ტექნიკური რეგლამენტის „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების თაობაზე” სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 13 ოქტომბრის №131 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.01.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „ტექნიკური რეგლამენტის „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების თაობაზე” სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 13 ოქტომბრის №131 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №07, 09.01.2012, სარეგისტრაციო კოდი 300160070.54.066.016020 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.01.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1557446/