„ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებ-ლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებ ებ ის შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. 2004 წლის 13 სექტემბრიდან 2013 წლის 1 იანვრამდე ამ კანონის მოქმედება გავრცელდეს მხოლოდ იმ ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე:
ა) რომლებითაც ხორციელდება „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-11, მე-18 და მე-19 პუნქტებით გათვალისწინებული გადაყვანა/გადაზიდვა, აგრეთვე იმავე კანონის პირველი მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებული სახიფათო ტვირთის გადაზიდვა;
ბ) რომელთაც 3 ტონა და მეტი ტვირთამწეობა აქვთ.“;
ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. 2004 წლის 13 სექტემბრიდან 2013 წლის 1 იანვრამდე ამ კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტის მოქმედება შეჩერდეს;
ბ) „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს მხოლოდ იმ დაუზღვეველი ავტომოტოტრანსპორტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაზე, რომელიც ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად ექვემდებარება სავალდებულო დაზღვევას. სხვა შემთხვევაში ზიანის ანაზღაურება ხორციელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 26 დეკემბერი.
№891–რს