„ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1024
სარეგისტრაციო კოდი
300.040.000.05.001.000.969
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 24, 01/08/2001

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

მუხლი 1. „ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1996, №9, მუხ.189) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტს ბოლოში დაემატოს სიტყვები „და საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტის, სარკინიგზო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის  ადმინისტრაციები, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქვთ ტარიფების შემუშავებისა და საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს მიერ სათანადო წესით დამტკიცების შემდეგ მათი რეგულირების ფუნქცია“.

2. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტს ბოლოში დაემატოს სიტყვები „ხოლო ტრანსპორტის სფეროში ტარიფებს შეიმუშავებენ და საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს მიერ მათი სათანადო წესით დამტკიცების შემდეგ არეგულირებენ საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის, სარკინიგზო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციები შესაბამისი ნორმატიული აქტების საფუძველზე“.

3. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:

„2. საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროსა და საქართველოს  საავტომობილო ტრანსპორტის, სარკინიგზო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება შესაბამისი ნორმატიული აქტებით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2002 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2001 წლის 20 ივლისი.

№1024-რს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 20.07.2001.
როდის იქნა მიღებული „ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე?
„ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე მიღებულია 20.07.2001. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1024. სარეგისტრაციო კოდი — 300.040.000.05.001.000.969.
რამდენი მუხლისგან შედგება „ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.07.2001 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე, №1024, 20.07.2001, სარეგისტრაციო კოდი 300.040.000.05.001.000.969 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.07.2001). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/15580/