საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №32, 1997 წლის 24 ივლისი) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. 150-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:
„11. გარანტირებული სამელიორაციო ქსელებით დაკავებული სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადის განსაზღვრისას (გარდა მიწის რეფორმით კერძო საკუთრებაში გადაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებისა), შესაბამისი სასოფლო-ადმინისტრაციული რაიონების (ქალაქების) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებს მიეცეთ უფლება, მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურების წარდგინებით გაზარდონ მიწის გადასახადი 100 პროცენტამდე (იმის გათვალისწინებით, რომ თანაბარ პირობებში მყოფ სამეურნეო სუბიექტებს არ ჰქონდეთ განსხვავებული გადასახადი).“.
2. 273-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 46-ე ნაწილი:
„46. 2007 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული იურიდიული და ფიზიკური პირები, რომელთა მიერ კალენდარული წლის განმავლობაში განხორციელებული სოფლის მეურნეობის პროდუ ქ ციის პირველადი მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე) არ აღემატება 100 ათას ლარს, საქმიანობის ამ სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ნაცვლად დაიბეგრონ მხოლოდ მიწის გადასახადით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
2001 წლის 20 ივლისი.
№1025–რს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 20.07.2001.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე“?
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 20.07.2001. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1025. სარეგისტრაციო კოდი — 200.000.000.05.001.000.970.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.07.2001 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე“, №1025, 20.07.2001, სარეგისტრაციო კოდი 200.000.000.05.001.000.970 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.07.2001). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/15586/