⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (04.01.2013)
გაუქმებულია:

ხაშურის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 11.01.2012
ძალის დაკარგვა 04.01.2013
გამომცემი ორგანო ხაშურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.143.016082
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/01/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,870 სიტყვა · ~14 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.01.2012 მიღება
04.01.2013 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ხაშურის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer;} span.apple-style-span {mso-style-name:apple-style-span;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:15.4pt .5in 7.1pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს დადგენილება №1 2012 წლის 11 იანვარი ქ . ხაშური ხაშურის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ქ“ და ,,ღ“ ქვეპუნქტების, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად , ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 1. დამტკიცდეს ,,ხაშურის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი“ (დანართი №1). 2. ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ხაშურის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის №30 დადგენილება. 3. დადგენილების დანართის მუხლების (გარდა მე-14 მუხლისა) მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. 4. დადგენილების დანართის მე-14 მუხლის მოქმედება გავრცელდეს 2008 წლის 1 სექტემბრის შემდეგ მომხდარ ხანძრისა და სხვა სტიქიური მოვლენებით გამოწვეულ ზარალის შემთხვევებზე. 5. ეს დადგენილება ძალაში შედის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 6. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში (მის. : ქ. ხაშური, ტაბიძის ქ . №2) ან/და ხაშურის რაიონულ სასამართლოში (მის. : ქ. ხაშური, მ. კოსტავას ქ . №15) 1 თვის ვადაში. საკრებულოს თავმჯდომარე                        დ . ლომიძე ხაშურის მუნიციპალიტეტის 201 2 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი    ეს წესი განსაზღვავს ხაშურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მისი მიღების პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარსადგენ დოკუმენტებს და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობას.     მუხლი 1🔗. ონკოლოგიური ავადმყოფების სოციალური დახმარება 1. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება ვრცელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ: ა) ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებზე; ბ) ონკოლოგიურ ავადმყოფებზე, რომელთა ოჯახების რეიტინგი სოციალურად დაუცველი  ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 001 – 150 000 ქულის ფარგლებშია. 2. დახმარების მისაღებად მაძიებელმა/წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის საკრებულოს ან გამგეობას უნდა წარუდგინოს: ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე; ბ)მაძიებლის (ავადმყოფის) პირადობის (ბავშვის შემთხვევაში –  დაბადების ) მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N IV-100/ა); დ) სამკურნალო დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშ-ფაქტურა კალკულაციით; ე) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში). 3. ავადმყოფს დახმარება გაეწევა ერთჯერადად: ა) სტაციონარული მკურნალობის (მ.შ. ქიმიოთერაპიისა და სხივური თერაპიის ხარჯები) ღირებულების 50%-ის თანადაფინანსება, მაგრამ არა უმეტეს 500 ლარისა; ბ) ოპერაციული მკურნალობის თანადაფინანსება 50%-ით, მაგრამ არა უმეტეს 800 ლარისა.     მუხლი 2🔗. მშობიარობის თანადაფინანსება 1. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება (თანადაფინანსება) ვრცელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მშობიარეებზე, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 000 – 1 00 000 ქულის ფარგლებშია. 2. მშობიარეს ოპერაციულ მკურნალობაზე მიეცემა თანადაფინანსება ღირებულების 70%–ის  ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 500 ლარისა , ხოლო ფიზიოლოგიური მშობიარობისას – ღირებულების 70% -ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 300 ლარისა.  3. თანადაფინანსების მისაღებად, მაძიებელმა/წარმო მადგენელმა მუნიციპალიტეტის საკრებულოსა ან გამგეობაში უნდა წარადგინოს წინამდებარე წესის პირველი მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.     მუხლი 3🔗. ქრონიკული დაავადებების მქონე ავადმყოფების უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფა 1. უფასო მედიკამენტებით უზრუნვე ლყოფა ვრცელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ქრონიკული დაავადების მქონე ავადმყოფებზე, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 0 – 100 000 ქულის ფარგლებშია. 2. ექიმის დანიშნულებით გამიწერილი მედიკამენტების ღირებულება 100 ლარის ფარგლებში დაუფინანსდებათ : ა) ეპილეფსიით დაავადებულ ებს; ბ) პარკინსონიზმით დაავადებულებს; გ)ონკოლოგიურ ავადმყოფებს. 3. დანიშნული მედიკამენტების ღირებულების დასაფინანსებლად ამ მუხლის მე -2 პუნქტში მითითებულმა მაძიებელმა/წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის საკრებულოსა ან გამგეობაში უნდა წარადგინოს წინამდებარე წესის პირველი მუხლის მე -2 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“, და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, აგრეთვე, ექიმის დანიშნულების საფუძველზე ცნობა სააფთიაქო დაწესებულებიდან – მედიკამენტების ჩამონათვალის და ღირებულების, აგრეთვე, საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების შესახებ, რომელზედაც განხორციელდება გადარიცხვა.     მუხლი 4🔗. ცერებრალური დამბლითა და სქოლიოზით დაავადებული პირების სოციალური დახმარება 1. ამ მუხლით გათვალისწინებული სოციალური დახმარება გაეწევა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ცერებრალური დამბლითა და სქოლიოზით დაავადებულ პირებს, რომელთა ოჯახების რეიტინგი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 0–100 000 ქულის ფარგლებშია. 2. ამ მუხლით გათვალისწინებულ ბენეფიციარებს დახმარება გაეწევათ ერთჯერადად, 100 ლარის ფარგლებში, მაძიებლის/წარმომადგენლის მიერ მუნიციპალიტეტის საკრებულოსა ან გამგეობაში წინამდებარე წესის მე -3 მუხლის მე -3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.   მუხლი 5🔗. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დახმარება 1. ბენეფიციარები: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები, 0 – 100 000 სარეიტნგო ქულის მქონე: ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე I და II ჯგუფის   უსინათლო პირები; ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებიც დამოუკიდებლად გადაადგილებას ვერ ახერხებენ (ინვალიდის ეტლით მოსარგებლე ან მწოლიარე). 2. ამ მუხლით გათვალისწინებულ ბენეფიციარებს ერთჯერადად დაუფინანსდებათ ექიმის დანიშნულებით მისაღები მედიკამენტების ღირებულება 100 ლარის ფარგლებში. 3. დაფინანსების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარდგენილი უნდა იქნეს: ა) მაძიებლის/წარმომადგენლის განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე; ბ) მაძიებლის პირადობის/დაბადების მოწმობის ასლი; გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან; დ) მაძიებლის  უნარშეზღუდულობის ხარისხის თაობაზე საექსპერტო კომისიის ცნობის (კუპონის) ასლი; ე) ექიმის დანიშნულების საფუძველზე ცნობა აფთიაქიდან – დანიშნული მედიკამენტების ჩამონათვალის და ღირებულების, აგრეთვე, საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების შესახებ, რომელზეც განხორციელდება გადარიცხვა.    მუხლი 6🔗.   დედ-მამით ობოლი ბავშების/მოზარდების დახმარება 1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ 18 წლამდე ასაკის დედ -მამით ობოლ ბავშვებს/მოზარდებს დახმარება გაეწევათ: ა) სტაციონარული მკურნალობისათვის – 300 ლარის ოდენობით, 300 ლარს ზემოთ – 50% -ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 500 ლარისა; ბ) ბავშვთა საერთაშორისო დღესთან – 1 ივნისთან დაკავშირებით – თითოეულ ბავშვს/მოზარდს 200 ლარის ოდენობით (გადაირიცხება ბავშვის/მოზარდის მეურვის პირად საბანკო ანგარიშზე); 2. დედ -მამით ობოლი ბავშვის/მოზარდის მეურვემ მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს: ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე; ბ) პირადობი ს მოწმობის ასლი; გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს განყოფილებდან – ბავშვის/მოზარდის მეურვის ვინაობის შესახებ; დ) ცნობა ბავშვის/მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა- მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში); ე) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშ-ფაქტურა ხარჯთაღრიცხვით – ბავშვის/მოზარდის მკურნალობის  ღირებულებისა და საბანკო რეკვიზიტების შესახებ, რომელზეც განხორციელდება გადარიცხვა (მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში); ვ) ბავშვის/მოზარდის დაბადების მოწმობის ასლი.   მუხლი 7🔗. ენდოკრინოლოგიური დაავადებებით დაავადებულ ბავშვთა დახმარება 1. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება ვრცელდება ენდოკრინოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებზე, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 0 – 100 000 ქულის ფარგლებშია. 2. დახმარება გაიცემა ერთჯერადად, სამედიცინო მომსახურების ღირებულების 50 %-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 500 ლარისა. 3. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია: ა) მაძიებლის/წარმომადგენლის განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან  გამგებლის სახელზე; ბ) მაძიებლის პირადობის ( ან დაბადების) მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა); დ) სამედიცინო დაწესებულების ანგარიშ-ფაქტურა კალკულაციით – პაციენტის გამოკვლევის და/ან მკურნალობის ღირებულების, აგრეთვე, საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების შესახებ, რომელზეც განხორციელდება გადარიცხვა.     მუხლი 8🔗. რევმატიული ავადმყოფების სოციალური დახმარება 1. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება ვრცელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ რევმატიული დაავადებების (რეაქტიული ართრიტის მწვავე ფორმა; რევმატოიდული პოლიართრიტის ქრონიკული ფორმის გამწვავება; ჰემორაგიული ვასკულიტი; სისტემური წითელი მგლურა) მქონე ავადმყოფებზე, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 000-100 000 ქულის ფარგლებშია. 1. დახმარების მისაღებად მაძიებელმა/წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს: ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე; ბ) მაძიებლის (ავადმყოფის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV-100/ა); დ) სამკურნალო დაწესებულების მიერ გაცემული  ანგარიშ-ფაქტურა ხარჯთაღრიცხვით –  სამედიცინო მომსახურების ღირებულებისა და საბანკო რეკვიზიტების შესახებ, რომელზეც უნდა განხორციელდეს გადარიცხვა; ე) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან . 3. ბენეფიციარს დახმარება გაეწევა ერთჯერადად, სტაციონარული მკურნალობის   ღირებულების 50%-ით თანადაფინანსების სახით, მაგრამ არა უმეტეს 800 ლარისა.     მუხლი 9🔗. ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვების დახმარება 1. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება ვრცელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ 18 წლის ასაკამდე ბავშვებზე და ითვალისწინებს ფენილკეტონურიით დაავადებულთათვის აუცილებელი ცილაგამოცლილი კვების პროდუქტების (ფქვილი, ბრინჯი, მაკარონი და ა.შ.) ღირებულების თანადაფინანსებას –  არა უმეტეს 500 ლარის ოდენობით. 2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია: ა) მაძიებლის/წარმომადგენლის განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე; ბ) მაძიებლის პირადობის/დაბადების მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV– 100/ა); დ) ბავშვთა რესპუბლიკური (ცენტრალური) საავადმყოფოს გენეტიკური ცენტრის დანიშნულება-რეკომენდაცია საჭირო ცილაგამოცლილი კვების პროდუქტების ასორტიმენტის შესახებ ; ე) სპეციალიზებული მიმწოდებელი ორგანიზაციის ცნობა –  დანიშნული ცილაგამოცლილი კვების პროდუქტების ღირებულებისა და ამ ორგანიზაციის საბანკო რეკვიზიტების შესახებ.     მუხლი 10🔗.ზოგიერთი კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო დახმარება 1. ამ მუხლით გათვალისწინებული სამედიცინო დახმარების მოსარგებლეები არიან: ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრები, რომელთა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი ქულა არ აღემატება 70 000-ს და რომელთაც სადაზღვევო პერიოდი ჯერ არ დაწყებიათ, ან/და რომელთა სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯები არ იფარება დაზღვევით ან სხვა სახელმწიფო პროგრამებით; ბ) სოციალურად მოწყვლადი მოსახლეობა –  პირი, რომლის მიერ მოთხოვნილი დახმარების ოდენობა არ აღემატება 900 ლარს; გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრები (70 000-150 000 ქულა), რომელთაც გაეწიათ გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარების გაცემის შესაძლებლობას, მიზანშეწონ ოლებას და მოცულობას (არა უმეტეს 2000 ლარისა) განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ შექმნილი სპეციალური კომისია, რომლსაც განცხადებასთან ერთად უნდა წარედგინოს: ა) მაძიებლის/წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ბ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა); გ) სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანგარიშ -ფაქტურა კალკულაციით; დ) სოციალურ კატეგორიას ( სოციალურად დაუცველი, დევნილი, შშმ პირი, პენსიონერი და სხვ.) მიკუთვნების დამადასტურებელი მოწმობის ასლები ( ასეთის არსებობის შემთხვევაში) . 3. განცხადების განხილვისას მხედველობაში მიიღება პირის შემოსავლებსა და ქონებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია.     მუხლი 11🔗. ხელმოკლე სტუდენტების დახმარება     1. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება ვრცელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ უმაღლესი სასწავლებლების ხელმოკლე სტუდენტებზე, რომლებიც არიან: ა) საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა შვილები; ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად      დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 0 – 100 000 ქულის ფარგლებშია. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ სტუდენტებს დახმარება გაეწევათ  უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების საფასურის 800 ლარით თანადაფინანსების სახით. 3. თანადაფინანსების მისაღებად მაძიებელმა/წარმომადგენელმა განცხადებით უნდა მიმართოს       მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ან გამგებელს და თან დაურთოს: ა) ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტები; ბ) სტუდბილეთის  ასლი ან ცნობა უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის შესახებ; გ) უმაღლესი სასწავლებლის ანგარიში – სტუდენტის სწავლის საფასურისა და სასწავლებლის საბანკო   რეკვიზიტების შესახებ.      მუხლი 12🔗. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება   1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტულო მომსახურება: ა) ვეტერანის მოწმობის მიხედვით მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ (კოდი -958) გარდაცვლილ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა ( კოდი – 100) სარიტუალო მომსახურება; ბ) ვეტერანის მოწმობის მიხედვით მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების გარდაცვლილ ვეტერანთა (კოდი –300) სარიტუალო მომსახურება; გ) ვეტერანის მოწმობის მიხედვით მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების გარდაცვლილ მონაწილეთა (კოდი 200) სარიტუალო მომსახურება; დ) დევნილის მოწმობის მიხედვით მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ გარდაცვლილ დევნილთა სარიტუალო მომსახურება; ე) უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება. 2. მუნიციპალიტეტში წარსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია: ა) დაკრძალვის ხარჯების მიმღები პირის განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) გარდაცვლილი ვეტერანის/დევნილის მოწმობის ასლი; დ) ინფორმაცია ტერიტორიული ორგანოდან გარდაცვლილის უპატრონობის შესახებ (პირველი პუნქტის ,,ე ” ქვეპუნქტის შემთხვევაში); ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები; ვ) სამ ოქალაქო რეესტრის ცნობა პირის გარდაცვალების შესახებ. 3. სარიტუალო მომსახურების თანხა გაიცემა 250 ლარის ოდენობით.     მუხლი 13🔗. ომის ვეტერანთა და მათი ოჯახების სოციალური დახმარება 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარება გაეწევა ქვემოთ  ჩამოთვლილი კატეგორიის ომის ვეტერანებს ან მათ ოჯახებს: ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების   ინვალიდებს; ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში  დაღუპულთა ოჯახებს; გ) მეორე მსოფლო ომის მონაწილეებსა და ინვალიდებს 2. დახმარება გაიცემა ერთჯერადად, 100 ლარის ოდენობით .  3. ამ მუხლით გათვალისწინებულ ბენეფიციართა კონტი ნგენტსა და მათ საბანკო (საპენსიო)  ანგარშების რეკვიზიტებს აზუსტებს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური .  4. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ბენეფიციარებს დახმარება მიეცემათ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს – 26 მაისს, ხოლო ,,გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ბენეფიციარებს – ფაშიზმზე გამარჯვების დღეს – 9 მაისს.     მუხლი 14🔗. ხანძრისა და სტიქიური მოვლენებით უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების დახმარება 1. ამ მუხლით დახმარება გაეწევათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრისა და სხვა სტიქიური მოვლენების (მიწისძვრა, მეწყერი, წყალდიდობა, დიდთოვლობა, გრიგალი და ა.შ.) შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებს, აგრეთვე იმ ოჯახებს, რომელთა საცხოვრებელი სახლის ძირითად კონსტრუქციულ ელემენტებს სტიქიამ არსებითი ზიანი მიაყენა. 2. ხანძრისა და სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახს გაეწევა ერთჯერადი დახმარება 1000 ლარის ოდენობით, ხოლო ოჯახს, რომლის საცხოვრებელი სახლის/ბინის ძირითად კონსტრუქციულ ელემენტებს ხანძარმა ან სტიქიამ არსებითი ზიანი მიაყენა, 500 ლარის ოდენობით. 3. დაზარალებული ოჯახის წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს: ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ხანძარსაწინააღმდეგო ან /და სხვა კომპეტენტური დაწესებულებიდან, მათ შორის , სტიქიით მიყენებული ზარალის შესაფასებლად მუნიციპალიტეტში შექმნილი კომისიის დასკვნა – ხანძრის ან სხვა სტიქიური მოვლენის შედეგად საცხოვრებელი სახლის დაზიანების ხარისხის შესახებ (ასეთი კომისიის არსებობის შემთხვევაში); დ) საბანკო დაწესებულებაში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები.     მუხლი 15🔗. ასი და მეტი წლის უხუცესთა დახმარება 1. ამ მუხლით გათვალისწინებული ერთჯერადი დახმარება მიეცემათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ უხუცესებს, რომელთაც შეუსრულდათ ასი და მეტი წელი. 2. უხუცესებს ფინანსური დახმარება გაეწევათ წელიწადში 100 ლარის ოდენობით და მედიკამე ნტოზური უზრუნველყოფა 50 ლარის ფარგლებში. 3. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტში შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს წარდგინების ან მაძიებლის /წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე, რასაც თან დაერთვის მაძიებლის პირადობის მოწმობის ასლი და საბანკო დაწესებულებაში მისი პირადი ანგარიშის ან საპენსიო ანგარიშის რეკვიზიტები. 4. მედიკამენტოზური უზრუნველყოფის შემთხვევაში განცხადებას უნდა დაერთოს აფთიაქის ცნობა – ექიმის დანიშნულების საფუძველზე გასაცემი მედიკამენტების ჩამონათვალის, მისი ღირებულებისა და საბანკო რეკვიზიტების შესახებ, რომელზეც განხორციელდება გადარიცხვა.     მუხლი 16🔗. უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა უფასო სასადილოთი მომსახურება 1. უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა უფასო სასადილოთი მომსახურება ითვალისწინებს ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მძიმე სოციალურ -ეკონომიკური მდგომარეობის მქონე 140 პირის დღეში ერთჯერ (გარდა კვირა დღისა) სამკომპონენტიანი სადილით უფასო კვებას. 2. უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა უფასო სასადილოს მომხმარებელთა კონტი ნგენტი განისაზღვრება ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის №29 დადგენილებით დამტკიცებულ ,,უფასო სასადილოს ბენეფიციართა შერჩევის წესის“ საფუძველზე. 3. უფასო სასადილოთი მომსახურების შესყიდვა ხორციელდება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით; ამასთან, შესყიდვის პირობებით ერთი ბენეფიციარის კვება/დღის ღირებულება, რაც კვების, კომუნალურ და სხვა ხარჯებს მოიცავს, განისაზღვრება 1,65 ლარის ოდენობით.    მუხლი 17🔗. მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი შვილი) დედების დახმარება 1. ეს მუხლი ითვალისწინებს  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები  მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი შვილი) დედების ერთჯერად ფინანსურ დახმარებას. 2012 წელს დაბადებულ მეოთხე შვილზე დედას მიეცემა 400 ლარი;  მე -5 შვილზე – 500 ლარი; მე-6, მე -7 და ა.შ. შვილზე – 600 ლარი. 2. მაძიებელმა/წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის საკრებულოსა ან გამგეობაში შეტანილ განცხადებას უნდა დაურთოს:   ა) პირადობის მოწმობის ასლი;   ბ) ყველა შვილის დაბადების მოწმობის ასლი;   გ)  საბანკო დაწესებულებაში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები.     მუხლი 18🔗. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთა სოციალური მომსახურება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთა სოციალური მომსახურება      ხორციელდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით დამტკიცებული მუნიციპალური პროგრამის საფუძველზე.     მუხლი 19🔗. საომარი მოქმედებების შედეგად დევნილთა ყოფა -ცხოვრების პირობების   მოწესრიგებისა და მათი სოციალური დაცვის სხვა ღონისძიებები       ეს მუხლი ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილთა ყოფა-ცხოვრების პირობების მოწესრიგების ღონისძიებებს, მათ შორის , საცხოვრებელი შენობების საერთო სარგებლობის დერეფნების განათებისა და წყალსაქაჩების ელექტროენერგიის ხარჯების დაფარვას.     მუხლი 20🔗. მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლებსა და სკოლამდელი აღზრდის       დაწესებულებებში სოციალურად დაუცველი და დევნილი მოსწავლეებისა და აღსაზრდელების უფასო  მომსახურება ამ მუხლით გათვალისწინებული უფასო მომსახურება ხორციელდება ხაშურის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით დამტკიცებული მუნიციპალური პროგრამის საფუძველზე.     მუხლი 21🔗. სოციალური დახმარების გაცემის წესი 1. დახმარების თანხა გაიცემა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით: ა) ამ წესის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9,​ მე-11, მე-12, მე-13, მე-15, მე-17 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში –  მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურისა და შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს დასკვნის საფუძველზე ; ბ) ამ წესის მე-10 მუხლის შემთხვევაში –  მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის ბრძანებით შექმნილ სპეციალური კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე; გ) ამ წესის მე-14 მუხლით გათვალისწინებული დახმარების შემთხვევაში –  ბ.ა) ფართომასშტაბიანი სტიქიისას –  სტიქიით მიყენებული ზარალის დამდგენი მუნიციპალური კომისიის დასკვნის საფუძველზე; ბ.ბ) ლოკალური შემთხვევებისას –  მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის, სახანძარო დაცვის სამსახურისა და შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ერთობლივი დასკვნის საფუძველზე.  2. დახმარების თანხა გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით –  ამ წესის პირველი და მე-2 მუხლებით, აგრეთვე, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით, მე-7, მე-8 და მე-10 მუხლებით გათვალიწინებული დახმარების შემთხვევებში –  შესაბამისი სამკურნალო დაწესებულების, ამ წესის მე-3, მე-4, მე-5 მუხლებით გათვალისწინებული დახმარების შემთხვევაში –  სააფთიაქო დაწესებულების, ამ წესის მე-9  მუხლით გათვალისწინებული დახმარების შემთხვევაში – მომწოდებელი ორგანიზაციის, ამ წესის მე-11 მუხლით გათვალისწინებული დახმარების შემთხვევაში – უმაღლესი სასწავლებლის, ხოლო ამ წესის  მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, აგრეთვე, მე-12, მე-13, მე-14, მე-15 და მე-17 მუხლებით გათვალისწინებული დახმარების შემთხვევაში –  ბენეფიციარის პირად საბანკო ანგარიშზე მისი გადარიცხვის გზით .  3. ამ წესის მე -16 და მე -19 მუხლებით ანგარიშსწორების პროცედურა განისაზღვრება  მომსახურების მიმწოდებელ სუბიექტებთან დადებული ხელშეკრულებებით. 4. ამ წესის მე -18 და მე -20 მუხლებით გათვალისწინებული სუბსიდიების გაცემის საფუძველია შესაბამისი პროგრამების განმახორციელებელი სუბიექტების მიერ წარმოდგენილი კვარტალური განაცხადები. 5.დანართის პირველი და მე-2 მუხლებით, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით, მე-7, მე-8 და მე-10 მუხლებით გათვალისწინებული მაძიებლების/წარმომადგენლების მიერ საჭირო სამედიცინო მომსახურების ღირებულების წინასწარი ანგარიშის (კალკულაცია) წარმოდგენის შემთხვევაში, საკმარისი საფუძვლების არსებობისას, მუნიციპალიტეტი გასცემს ადმინისტრაციულ დაპირებას (საგარანტიო წერილი) შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული დახმარების თანხის გაცემის შესახებ, რაც განხორციელდება მომსახურების გაწევის კვალობაზე წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე.    მუხლი 22🔗. სოციალური დახმარების ფინანსური უზრუნველყოფა    წინამდებარე წესით ა და შესაბამისი მუნიციპალური პროგრამებით გათვალისწინებული სოციალური დახმარება ფინანსდება ხაშურის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან და მისი მთლიანი მოცულობა 300 000 ლარ ით განისაზღვრება.