⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.08.2014)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 09.01.2012
ძალის დაკარგვა 01.08.2014
გამომცემი ორგანო ხობის მუნიციპალიტეტი
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.106.016051
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/01/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,816 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.01.2012 მიღება
01.08.2014 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; text-align:justify; text-indent:14.2pt; line-height:150%; font-size:12.0pt; } h1 { margin-top:24.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; color:#365F91;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:12.0pt; } p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-autospace:none; font-size:14.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:10.5pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:8.0pt; } p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } span.Heading1Char { color:#365F91; font-weight:bold;} span.HeaderChar { } span.FooterChar { } span.BodyText2Char { } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } p.1, li.1, div.1 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; } p.msonormalcxspmiddle, li.msonormalcxspmiddle, div.msonormalcxspmiddle { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; } p.msonormalcxspmiddlecxspmiddle, li.msonormalcxspmiddlecxspmiddle, div.msonormalcxspmiddlecxspmiddle { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; } span.BalloonTextChar { } p.10, li.10, div.10 { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:105%; font-size:11.0pt; } p.10CxSpFirst, li.10CxSpFirst, div.10CxSpFirst { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:105%; font-size:11.0pt; } p.10CxSpMiddle, li.10CxSpMiddle, div.10CxSpMiddle { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:105%; font-size:11.0pt; } p.10CxSpLast, li.10CxSpLast, div.10CxSpLast { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:105%; font-size:11.0pt; } p.11, li.11, div.11 { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.2, li.2, div.2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:12.0pt; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } span.PlainTextChar { } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.xl69, li.xl69, div.xl69 { margin-right:0in; margin-left:0in; text-align:center; border:none; padding:0in; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.3, li.3, div.3 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; } p.4, li.4, div.4 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; } p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:42.55pt 42.55pt 42.55pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №2 2012 წლის 9 იანვარი ქ. ხობი ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 1. დამტკიცდეს „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება“ თანახმად დანართისა. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №24 დადგენილება. 3. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარე                 მ. ჭოხონელიძე დანართი ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება თავი I. ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური 1. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური (შემდგომში _ „სამსახური“) წარმოადგენს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ახორციელებს გამგეობის საქმიანობის ორგანიზაციულ, ანალიტიკურ, საინფორმაციო, სამართლებრივ და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას. 2. სამსახურის ძირითადი ფუნქციაა გამგეობის საქმისწარმოების, საკადრო საკითხთა, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, გამგეობის თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა ფუნქციებით მინიჭებულ უფლება-მოვალეობათა შესრულებისთვის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა. 3. სამსახურს გააჩნია ბეჭედი და საკუთარი ბლანკი. 4. სამსახურის საქმიანობა და თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება ხორციელდება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან.     მუხლი 2🔗. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, გამგეობის დებულება და ეს დებულება. ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (თანამდებობის პირთა) სამართლებრივი აქტები. თავი II. სამსახურის საქმიანობა     მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ა) უზრუნველყოს გამგეობაში ერთიანი საქმისწარმოება; ბ) უზრუნველყოს გამგეობისა და გამგეობის თანამდებობის პირების სახელზე შემოსული წერილების, განცხადებების და სხვა დოკუმენტაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია, მათი ანოტირება, სარეკვიზიტო და დოკუმენტური გაფორმება, ადრესატისადმი გადაცემა, კორესპონდენციის გადაგზავნა, საარქივო მასალების ანოტირება და არქივის წარმოება; გ) გააფორმოს და აღრიცხოს მიღებულ დოკუმენტებზე გამგეობის თანამდებობის პირთა დავალებები და გადასცეს შემსრულებლებს, გააკონტროლოს კორესპონდენციის განსახილველად მომზადება და მოძრაობა, საკითხის განხილვაზე კანონით დადგენილი ვადების დაცვა; დ) გააფორმოს საჯარო მოსამსახურეთა სამუშაოზე მიღების, სამუშაოდან გათავისუფლების, შვებულებაზე გასვლის, სამივლინებო, საპენსიო და სხვა დოკუმენტები; ე) აწარმოოს სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების აღრიცხვა და შენახვა; ვ) უზრუნველყოს გამგებლის თათბირების ოქმების წარმოება და გაფორმება, გამგებლის სამართლებრივი აქტების პროექტების წინასწარი იურიდიული ექპერტიზა; შეადგინოს და გასცეს დასკვნები პროექტებზე; ზ) უზრუნველყოს გამგეობის სამსახურების მუშაობის მეთოდური ხელმძღვანელობა; თ) საკონსულტაციო-სამართლებრივი დახმარება გაუწიოს გამგეობის სამსახურებსა და ტერიტორიული ორგანოების მოსამსახურეებს; ი) წარმოადგინოს გამგეობის ინტერესები სასამართლოში; კ) უზრუნველყოს გამგებლის, გამგეობის სამსახურების ურთიერთობა საკრებულოსთან და მუნიციპალიტეტში შემავალ გამგეობის ტერიტორიულ ორგანოებთან; ლ) შეისწავლოს და გააანალიზოს მუნიციპალიტეტში შემავალ გამგეობის ტერიტორიულ ორგანოთა მუშაობის საკითხები; მ) აწარმოოს გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა დოკუმენტების, პირადი საქმეების გაფორმება და აღრიცხვა; ნ) უზრუნველყოს ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოთა მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და განსახორციელებელი პროექტების წარმოჩენა, მათი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ფორმით მიწოდება; ო) უზრუნველყოს საზოგადოების განწყობილებისა და სოციალური მდგომარეობის რეალური სურათის გამოვლენა, საზოგადოებასთან უფრო მჭიდრო და ქმედითი კავშირის დასამყარებლად მონაწილეობა მიიღოს საზოგადოებრივი ასოციაციების მუშაობაში და სხვა ღონისძიებებში; პ) უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის საქმიანობის ამსახველ მონაცემთა საინფორმაციო ბანკის, ვიდეოთეკის, ფოტოთეკის შექმნა; ჟ) განახორციელოს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; რ) უზრუნველყოს პრესკონფერენციების, ბრიფინგების და საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება; ს) შეასრულოს გამგებლის სხვა დავალებები. თავი III. სამსახურის სტრუქტურა     მუხლი 4🔗. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება; ბ) საორგანიზაციო საკითხთა და საქმისწარმოების განყოფილება.     მუხლი 5🔗. სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება: ა) უზრუნველყოფს გამგებლის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას; ბ) ამზადებს საკრებულოს თავმჯდომარის და გამგებლის მიერ გამოსაცემი სამართლებრივი აქტების პროექტებს; გ) უზრუნველყოფს გამგეობაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების მომზადებას და სხვა იურიდიული შინაარსის დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (თანამდებობის პირთა) სამართლებრივ აქტებთან; დ) ახდენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (თანამდებობის პირთა) სამართლებრივი აქტების ექსპერტიზას, აკონტროლებს მათ შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან, საჭიროების შემთხვევაში ამზადებს წინადადებებს მიღებული აქტის გაუქმების ან მასში ცვლილების შეტანის შესახებ; ე) უზრუნველყოფს გამგეობის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.     მუხლი 6🔗. საორგანიზაციო საკითხთა და საქმისწარმოების განყოფილება საორგანიზაციო საკითხთა და საქმისწარმოების განყოფილება: ა) უზრუნველყოფს შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვას, რეგისტრაციას და ინდექსაციას, მათ განაწილებას დანიშნულებისამებრ; ბ) უზრუნველყოფს დოკუმენტების შესრულების კონტროლს და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას; გ) უზრუნველყოფს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მოსამსახურეთა სამუშაოზე მიღების, სამუშაოდან გათავისუფლების, შვებულებაზე გასვლის, სამივლინებო, საპენსიო და სხვა დოკუმენტების გაფორმებას; დ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას; ე) უზრუნველყოფს საქმისწარმოებაში ბეჭდების, შტამპების, ბლანკების სათანადო გამოყენებას; ვ) უზრუნველყოფს თვითმმართველობის მოხელეთათვის საქმისწარმოების წესის გაცნობას და კონტროლს მათ დაცვაზე; ზ) უზრუნველყოფს კადრების აღრიცხვას და გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების მოწესრიგებას „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად; თ) უზრუნველყოფს გამგებლის თათბირების მომზადებას და ჩატარებას, მოსაწვევ პირთა გაფრთხილებასა და აღრიცხვას, სხვა ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტას; ი) უზრუნველყოფს გამგეობის ურთიერთობას სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან; კ) უზრუნველყოფს საარქივო მასალების ანოტირებას და არქივის წარმოებას; ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. თავი IV. სამსახურის მართვა     მუხლი 7🔗. სამსახურის ხელმძღვანელობა 1.  სამსახურის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზაციას და კოორდინაციას უწევს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 2.  სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში გამგებლის დავალებით მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.     მუხლი 8🔗. სამსახურის უფროსი 1. სამსახურის უფროსი: ა) უძღვება სამსახურის საქმიანობას; ბ) გამგებელს თანამდებობაზე დასანიშნად და თანამდებობიდან გასათავისუფლებლად წარუდგენს სამსახურის შესაბამის საჯარო მოსამსახურეთა კანდიდატურებს; გ) გამგებელს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; დ) შეიმუშავებს სამსახურის საჯარო მოხელეთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს და მოსამსახურეთა ფუნქციონალურ მოვალეობათა განაწილებას; ე) ამზადებს გამგეობის შრომის შინაგანაწესს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ვ) ხელს უწყობს და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს საჯარო მოსამსახურეთა ატესტაციის ჩატარებას; ზ) ხელს უწყობს და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად საჯარო კონკურსის მოწყობას და ჩატარებას; თ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის სტრუქტურის, საშტატო რიცხოვნების, მუშაობის ორგანიზაციის, თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური წახალისების დაკისრების შესახებ; ი) კონტროლს უწევს მოსამსახურეთა მიერ შინაგანაწესის მოთხოვნების შესრულებას; კ) ინახავს და არსებული წესების შესაბამისად იყენებს სამსახურის ბეჭედს და საკანცელარიო შტამპებს; ლ) ამოწმებს ხელმოწერითა და ბეჭდით დოკუმენტების ასლებს; მ) ამოწმებს გამგეობაში მოვლინებული მოქალაქეების სამივლინებო ბარათებს. 2. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.     მუხლი 9🔗. სამსახურის სტრუქტრული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი 1. სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.     2.  განყოფილების უფროსი: ა) ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას; ბ) პასუხს აგებს სტრუქტურული ქვედანაყოფისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; გ) ამ დებულებით განსაზღვრული სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად შეიმუშავებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა ფუნქციონალურ განაწილებას და სამუშაო გეგმას; დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ე) სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა კუთვნილი შვებულების გამოყენების, მივლინების, წახალისებისა ან/და დისციპლინური პასუხიმგებლობის თაობაზე; ვ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას; ზ) განსაზღვრავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის ორგანიზაციისა და დაგეგმარების წესს, შეიმუშავებს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობის სრულყოფის საკითხებზე; თ) აუცილებელ პირობებს უქმნის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისთვის; ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3.  განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე. 4.  განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში გამგებლის დავალებით მის მოვალეობებს ასრულებს სტრუქტურული ქვედანაყოფის ერთ-ერთი მოხელე. თავი V. საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები     მუხლი 10🔗. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს უფლება აქვთ: ა) წარუდგინონ უშუალო ხელმძღვანელს წინადადადებები მათი საქმიანობის თაობაზე; ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები; გ) ისარგებლონ მათი მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით; დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებისთვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ; ე) ისარგებლონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებით და გარანტიებით.     მუხლი 11🔗. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა ვალდებულებები სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ვალდებულნი არიან: ა) შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით, ამ დებულებით, საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული ვალდებულებანი; ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელის დავალებები; გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი; დ) იმუშაონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად; ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები; ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა ქონებას.     მუხლი 12🔗. საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნა, სამსახურებრივი მოვალეობები და თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრა 1. სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. სამსახურის საშტატო რიცხოვნება განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით, რომელსაც გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე. 3. მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობები განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციებით, რომელსაც გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე. 4. საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებს საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო. თავი V. დასკვნითი დებულებანი     მუხლი 13🔗. სამსახურის დებულების დამტკიცება და ცვლილებების შეტანა 1. სამსახურის დებულებას საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო. 2. სამსახურის დებულებაში ცვლილებები და დამატებები შეიძლება შეტანილ იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (გაუქმება) ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.